From : Everyone@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject : [Everyone] სისხლის უანგარო დონაციის მსოფლიო დღე - 14 ივნისი
Received On : 13.06.2018 11:54

14 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს სისხლის უანგარო დონაციის მსოფლიო დღეს.

 

გაცნობებთ, რომ 14 ივნისს, სამინისტროში  სისხლის უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია ჩატარდება,  სადაც სისხლის ჩაბარებას შეძლებენ სამინისტროს თანამშრომლები . დონაციას ჩაატარებს ჯოენის სისხლის ბანკი. სისხლის გაღება შეგიძლიათ 11 საათიდან, სამინისტროს მე-7 სართულზე.

იმისათვის, რომ ჩააბაროთ სისხლი:

14 ივნისი  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ყველა ჩვენგანს სისხლის გაღებით შეუძლია, სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანს

 

“გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”

 

დეპარტამენტის უფროსებს გთხოვთ, რომ დღეს დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ მსურველთა სიები ელ-ფოსტაზე ntevdorashvili@moh.gov.ge