| From : | Giorgi Ingorokva <gocha.ingorokva@gmail.com> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | მოწვევა 17-18 მაისი საერთაშორისო კონგრესი |
| Received On : | 03.05.2018 06:07 |
ბატონო დავით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17-19 მაისს საქართველოში, ქ. თბილისში ტარდება ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში "WFNS GEORGIA 2018 - VASCULAREXPERTS MEETING".
კონგრესი ორგანიზებულია ნეიროქირურგთა სერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის, შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკისა და ბურდენკოს ნეიროქირურგიის სამედიცინო კვლევითი ცენტრის მიერ. კონფერენცია მოიცავს ოთხ პლენარულ სესიას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ლექციები და მასტერკლასები წამყვანი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ.
კონგრესზე მოწვეულია 150 დელეგატი.
კონგრესის საპატიო პრეზიდენტია ბურდენკოს ნეიროქირურგიის სამედიცინო კვლევითი ცენტრის პროფესორი, აკადემიკოსი ალექსანდრე კონოვალოვი.
კონგრესის ოფიციალური გახსნა გაიმართება 17 მაისს 09:00სთ-ზე, რესპუბლიკის საკონფერენციო დარბაზში (ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის მოპირდაპირე მხარეს).
გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას და მონაწილეობას აღნიშნულ კონგრესში, რამდენადაც ასეთი მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის ჩატარებას საქართველოში აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც დარგის განვითარებისთვის, ასევე სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ დასწრება და მისასალმებელი სიტყვა კონგრესის გახსნის ცერემონიაზე.
პატივისცემით,
პროფესორი
გიორგი ინგოროყვა