21.05.18
საინფორმაციო სააგენტოები
ექსპრესნიუსი, პირველი, ჯი-ეიჩ-ენი, ინტერპრესნიუსი, კომერსანტი, კვირა.ჯი, მედიანიუსი, პრაიმთაიმი, ბი-პი-აი, ნიუსჯი, იმედი - 11:00, 1 არხი 15:00,
ტვ 1 - 13:00,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 86-ე გენერალურ
სესიას სპეციალური მიწვევით ესწრება.
სესიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან დავითაშვილმა დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE) აქტიურად ვთანამშრომლობთ და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები - ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა,
მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა.
ასევე, სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ყურადღება გამახვილდა ახალ გამოწვევებზე,
გლობალიზაციის პირობებში რისკების პრევენციასა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ინტეგრირებულ მიდგომებზე.
სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან და საფრანგეთში
საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან ერთად, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში
გაიმართება.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით
აქვს.
➢
ლევან დავითაშვილი – საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი, რაც იმ პროგრესის
აღიარება, რომელიც ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით გვაქვს
ინტერპრესი, კვირა.ჯი, ექსპრესნიუსი, პირველი, ჯი-ეი-ჩენი, პირველი, რეპორტიორი,
ლევან დავითაშვილი – საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი, რაც იმ პროგრესის აღიარება, რომელიც ცხოველთა ჯანდაცვის
უზრუნველყოფის მიმართულებით გვაქვს „საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი, რაც აღიარებაა იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე
გადაწყდა, რომ სექტემბერში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. საქართველოს 53 ქვეყნის დელეგატი ესტუმრება.
„ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის
უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ჩართულია გლობალურ და რეგიონულ პროცესებში და სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე, როგორც აქტიური მონაწილე. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობებში მიაღწიოს
კიდევ უფრო მეტ პროგრესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ინტერპრესნიუსი, რუსთავი2.ჯი, აირეგიონ.ჯი, ბათუმელები, ნიუპოსტი, კომერსანტი, აიპრესი, იმედინიუსი, კვირა.ჯი, პირველი, მედიანიუსი, ექსპრესნიუსი, ჯი-ბი-სი,
ნიუს.ჯი, პრაიმთაიმი, ლაივპრესი, პირველი არხი 09:00, იმედი - 10:00, რუსთავი 2 - 12:00, მაესტრო - (10:00, 11:00), აჭარა - 12:00, ტვ1 - 13:00, ტვ25 - 14:00, პალიტრატრ - (12:00, 13:00, 14:00, 15:00), რადიო კომერსანტი - 13:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა,
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის
ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.
პრესა
➢
საქართველოში შესაძლოა, საბურავების გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს
პრაიმთაიმი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინური კომპანიის „Emeishan Gongping Environmental Technology“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე
იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს.
სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს. ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25
მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის შესახებ უახლოს მომავალში იქნება განხილული, როდესაც მომზადდება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, ასევე „ნარჩენების მართვის კოდექსთან“
და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ თანხვედრა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, კომპანიის
თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.
➢
გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა სავალდებულო გახდება
რეზონანსი
შესაბამისი ცვლილება შევიდა ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
„საცალო ვაჭრობაში განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. შეფუთვაზე
განთავსებული უნდა იქნეს ეტიკეტი საქ-ოს კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.
დადგენილება მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდება.
➢
რამდენად იქნება შესაძლებელი ლისის ტბაზე ბანაობა? - საბანაო სეზონთან დაკავშირებით წყლის სინჯები აიღეს
რეზონანსი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ზედაპირული წყლების მონიტორინგს
ახორციელებენ.
ლისის ტბაზე აღებული სინჯები გადატანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, სადაც წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა ჩატარდება. შედეგები განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტროს ცნობით, საქ.-ოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი ამ ეტაპზე 170-მდე წერტილში ტარდება.
ახალი თაობა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის შეჩერების შესახებ გამოქვეყნდა ბრძანებულება, 2018 წლის
18 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან ფრინველის ხორცის იმპორტის აკრძალვის შესახებ. როგორც ბრძანებაში წერია, თურქეთის რესპუბლიკის ,,Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti” (Doganci Mah Mudurnu Yolu 7, Bolu, Turkey TR 14-0022)
საწარმოდან იმპორტირებული ფრინველის ხორცში, (0207 სასაქონლო პოზიცია) 1 წლის განმავლობაში სალმონელას (salmonella) ორჯერ აღმოჩენის გამო, 1 წლის ვადით შეჩერდეს ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი. "ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 18 მაისიდან. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
ტელევიზია
ტვ1 - საქმიანი დილა
სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში კლიმატის ცვლილების სფეროში პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის
რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს შედგება. ის მიზნად ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესასრულებლად კონკრეტულ ქმედებებს ისახავს. დღევანდელ შეხვედრას ნინო თანდილაშვილი გახსნის. ნინო თანდილაშვილი:
"დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას კლიმატიც ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოებმა კლიმატის ცვლილებისადმი ეფექტური ღონისძიებები
გაატარონ". ნინო თანდილაშვილი:" კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული გამოწვევაა და ცხადია გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ასეთი ტიპის ფორუმები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.
გაეროს განვითარების პროგრამა ქვეყნებს ამ მიმართულებით ინიციატივების განხორციელებაშია აქტიურად ეხმარება".
პირველი არხი - 09:00
ფოთში გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში
სამეურნეო ფეკალური წყლების ჩაღვარა. გემის კაპიტანს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, რომელიც, რომელიც 65 ათასი ლარია. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციის გადახდის შემდეგ დატოვებს.
მაესტრო - 10:00, 12:00
ასოციაცია "ქართული კენკრა" საკუთარ ბიო პლანტაციასთან საავტომობილო გზის გაყვანას ეწინააღმდეგება. მარნეულში 7 ჰა-ზე გაშენებული კენკრის ბიო პლანტაცია
ახალი საავტომობილო მაგისტრალის პროექტში მოყვა. სამი ფერმერი ქალი საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართავს და გზის რამდენიმე კმ-ით გადაწევას ითხოვს. ამჟამად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაგისტრალის რამდენიმე კმ-ით გადაწევას გეგმავს, თუმცა
ფერმერებისთვის ეს შეთავაზებაც მიუღებელია. მათი განმარტებით, საავტმობილო გზა ბიოფერმიდან სულ მცირე 7 კმ-ით უნდა იყოს დაშორებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინჟინრების ჯგუფი მაგისტრალის პროექტს კიდევ ერთხელ გადახედავს.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გზების დეპარტამენტის მხრიდან უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია და იგივე "დანერგე მომავალს", "აწარმოე საქართველოში" და მსგავს პროექტებს არ უნდა დაეფინანსებინათ ამ ტერიტორიაზე," - აცხადებს თეა ქუთათელაძე.
➢
რეგიონულ კონფერენციაზე კლიმატის ცვლილებებსა და გარემოზე მისი ზემოქმედების საკითხებზე იმსჯელეს
1 არხი - 15:00 მაესტრო 15:00,
კლიმატის მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებმა ქართულ მხარესთან ერთად კონფერენცია გამართეს.
რეგიონული დიალოგის მსვლელობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებას დაეთმო, რომელიც ასახავს ქვეყნის ეროვნულ ვალდებულებებს
პარიზის შეთანხმების ფარგლებში. ის ქვეყნების მიერ სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაზე აღებულ ვალდებულებებს გულისხმობს. მათი გამოქვეყნება და შესრულება პარიზის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონვენციის მონაწილე
196-მა ქვეყანამ 2015 წელს მოაწერა ხელი.
ნინო თანდილაშვილი: შეხვედრაზე
წარმოდგენილი დელეგატები სხვადასხვა ქვეყნების ყურადღებას გაამახვილებენ, თუ რა ღონისძიებები უნდა დანერგოს თითოეულმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ სათბური გაების მისიები შემცირდეს და შესაბამისად, შემცირდეს კლიმატის გავლენა სხვადასხვა სექტორზე.
ნილს სკოტი: კლიმატის
ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ეკონომიკისა და სოციალურ სექტორზე. მაგრამ, ამავდროულად, კლიმატის ცვლილება განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა, რადგან საზოგადოებებსა და მთავრობებს ცვლილების გატარებისკენ უბიძგებს და ხელს უწყობს ასევე თანამშრომლობას,
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
პატივისცემით,
ნანა ჩინჩილაკაშვილი
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის გამზირი 6. 0159
თბილისი
მობ: +995 599502619
E-mail: nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
Web:
www.mepa..gov.ge