| From : | Michael Vignanski <mvignanski@gov.ge> |
| To : | ggakharia@mia.gov.ge; M T; m.bakhtadze@mof.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; mjanelidze@mfa.gov.ge; lizoria@mod.gov.ge; sozarsubari@gmail.com; kkakhishvili@moc.gov.ge; dkumsishvili@moesd.gov.ge; David Sergeenko; 'ktsikhelashvili@smr.gov.ge'; 'ttsulukiani@justice.gov.ge' |
| Subject : | 11-05 |
| Cc : | Nikoloz Andguladze; n.rukhadze@mrdi.gov.ge; nataliaesida@gmail.com; smalania@moesd.gov.ge; Aleksandre Pruidze |
| Received On : | 11.05.2018 09:49 |
ძვირფასო კოლეგებო!
საგარეო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აპარატი ყოველდღიურად ამზადებს პრემიერ-მინისტრისათვის
ბატონ გიორგი კვირიკაშვილისათვის საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვასა და ანალიზს უცხოური პრესის მიხედვით ინგლისურ და რუსულ ენებზე.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ყოველკვირეულად გამოგიგზავნით ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან მასალებს
მითითებული ლინკებით.
პატივისცემით,
თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო საკითხებში
ამერიკის სტრატეგიულმა ცენტრმა StrategEast წარმოადგინა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეიტინგი, ვესტერნიზაციის
დონის შესაბამისად. საქართველო მეოთხე ადგილზეა, მას წინ უსწრებს ბალტიის ქვეყნები.
http://strategeast.org/wp-content/uploads/2018/03/index_web.pdf
ნატოს გენმდივამი იენს სტოლტენბერგი: «რუსეთს არაერთხელ გამოუვლენია უპატივცემულობა მეზობელი ქვეყნების
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთის ჯარები იმყოფებიან საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნების ხელისუფლების თანხმობის გარეშე».
https://www.kommersant.ru/doc/3619979
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველო-სომხეთის ურთიერთობების
გარღრმავებას
https://ria.ru/world/20180510/1520270796.html
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2018 წელს უცვლელი დატოვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის
ადრინდელი პროგნოზი, რომელიც 4,5%-ს შეადგენს
ამერიკის საგარეო პოლიტიკა დღეს სერიოზული გლობალური საფრთხეების შედეგად არსებული გამოწვევების წინაშეა
--