მედიამონიტორინგი 03.05.2018
ტელევიზია
03.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ოსიაურში გაფიცული მუშაობის უფლებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს, მათ პროტესტს უკვე მეხუთე დღეს პროპკავშირებიც უერთდებიან. საია-ში ამბობენ, რომ მუშების მოთხოვნები სამართლიანია. ორგანიზაციების წარმომადგენლები მოლაპარაკების დაწყებას დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან გეგმავენ, რადგან დაარწმუნონ ისინი, რომ დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება აუცილებელია. უკვე 5 დღეა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის, ოსიაურის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები შეჩერებულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5263014
---
02.05.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბათუმის სამშობიარო სახლი პარტნიორს ეძებს – უფრო კონკრეტულად კი სამედიცინო დაწესებულება, რომლის პროფილიც მხოლოდ გინეკოლოგიური მიმართულებაა, სხვა სამშობიარო განყოფილების მქონე საავადმყოფოსთან გაერთიანებას გეგმავს – მიზეზი ცვლილებაა, რომლის თანახმადაც 750-ზე ნაკლები მშობიარობის დაფიქსირების შემთხვევაში კლინიკები საყოველთაო დაზღვევის სისტემას გამოეთიშებიან. ცვლილება ბათუმს, ქუთაისსა და თბილისს ეხება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5262455
---
02.05.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ქობულეთში, მენინგოკოქცემიის დიაგნოზით, 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ორი დღის წინ ის მაღალი სიცხით ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში ბინაზე გაწერეს. მეორე დღეს მოზარდის მდგომარეობა დამძიმდა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც ის გუშინ ღამით გარდაიცვალა. ეს წელს აჭარაში მენინგოკოქცემიის პირველი ფაქტია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5262443
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5252307
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5251729
მაესტრო - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5251599
---
02.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს ბოლო მოხსენებით წარსდგება. დავით სერგეენკოს კომენტარი (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250971
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250960
---
02.05.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
სიტროენ ჯორჯიას დამფუძნებელმა, უცნობის სიძემ- გიორგი შარაშიძემ კანონის დაცვა მოითხოვა, თუმცა ვერაფერს მიაღწია. გიორგი შარაშიძემ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა დახმარების თხოვნით. პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ ბიზნესის დაჩაგვრის დადასტურების შემთხვევაში გადადგომის პირობაც დადო, თუმცა არ დაჭირვებია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5251272
---
02.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
იმპორტიორებს მედიკამენტების რეგისტრაცია, რაც აქამდე უვადო იყო, 5 წელში ერთხელ მოუწევთ. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი წარდგენილია პარლამენტში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები თანაბარ პირობებში მოაქცევს ბაზრის ყველა სუბიექტს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5250854
---
02.05.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: თქვენი დრო
ვისაუბრებთ საკმაოდ მძიმე თემაზე, საექიმო შეცდომები, რომელსაც ხშირად მოყვება ხოლმე ადამიანის დაღუპვა. უნდა ისჯებოდეს თუ არა ასეთი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5252338
---
ინტერნეტი
03.05.2018
პრემიერის განცხადებით, ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს. “იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის. 2013 წელს, როდესაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა, ჩვენმა მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა სულ პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების შეძენა. ამ ინიციატივით მნიშვნელოვნად გაადვილდება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკითხზე ვრცელი განმარტება გააკეთოს.
---
02.05.2018
გურჯაანში, სოფელ ახაშნის მოსახლეობა ჯანდაცვის მომსახურების მიღება დაბზარულ და დაზიანწბული ჭერის ფონზე უწევს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიღება ამორტიზებულ შენობაში დაბზარული კედლებისა და დაზიანწბული ჭერის ფონზე უწევს. შენობაში არც სველი წეტილებია და არც ბუნებრივი აირი. "გამგებელი გია გერგიძე იყო მოსული, შემდეგ თბილისიდან გამოიძახა ვიღაცეები. შეამოწმეს და თქვეს, რომ შენობა ავარიულია, მისი გარემონტება არ შეიძლება და შეგვპირდნენ საბავშვო ბაღში ერთი კორპუსია და იქ გადაგიყვანთო. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით ისევ აქ ვართ. რამდენიმე თვის წინ, კედელი გადმოინგრა, ძლივს გამოვასწარი, კინაღამ ზედ დამეცა. წვიმის დროს წყალი ჩამოდის. შენობაში არც გაზია შემოყვანილი, ზამთარში ჩვენ ვყიდულობთ შეშას და ღუმელით ვთბებით. ფანჯრებზე კარდონი და ცელოფანი ავაფარეთ, რომ ზამთარში სიცივე მაინც დაიჭიროს. კედლები და იატაკი ისეა დაზიანებული, რომ თაგვები ამოდიან, “ - განაცხადეს ,,აიპრესთან,, საუბრისას მედიკოსებმა. ახაშნის ამბულატორიის შენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის თანხების მოსაძიებლად მსჯელობა მიმდინარეობს. კონკრეტულად როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა,ჯერჯერობით უცნობია.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/wamlisa-da-farmacevtuli-saqmianobis-kanonshi-cvlilebebi-shedis/
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებები შედის
იმპორტიეორებს, მედიკამნეტების დარეგისტრირება, რაც აქამდე უვადო იყო, 5 წელში ერთხელ მოუწევთ “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში” ცვლილებები შედის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები თანაბარ პირობებში მოაქცევს ბაზრის ყველა სუბიექტს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივ მწარმოებლებს ვალდებულება აქვთ მედიკამენტები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაარეგისტრირონ. ახალი კანონით კი ეს ვალდებულება იმპორტიორებსაც დაეკისრებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარინა დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებება ძალიან მნიშვნელოვანია და მომხმარებლების კიდევ უფრო მეტად დაცვისკენაა მიმართული. “მწარმოებელი ხშრად თავისი მედიკამენტის რეგისტრაციის შემდეგ გარკვეულ ცვლიბებს ახორციელებს ამ მედიკამნეტის დოსიეში, რომელიც უვადო რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებელია რეგისტრაციის პროცედურებიდან და დაშვებებიდან გამომდინარე, შეიძლება ვერ მოაღწიოს კომპეტენტურ ორგანომდე. ძალიან მნიშენლოვანია გვქონდეს ინფორმაცია და ვადის შეცვლა მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ჩვენ, ჩვენი წესებით უფრო მეტად დავიცვათ მომხმარებელი”, – აცხადებს დარახველიძე. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, დღეისათვის 15 000-მდე დასახელების მედიკამენტია რეგისტრირებული, საიდანაც მეხუთედი ადგილობრივი წარმოებისაა. მედიკამენტის რეგისტრაციის მოსაკრებლის ღირებულება 500 ლარს შეადგენს.
---
02.05.2018
მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან
მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია. ეს ინფექციური დაავადებები საქართველოში საბედნიეროდ, ხშირად არ ვლინდება, თუმცა აუცილებელია დროული ყურადღება, რათა შემთხვევა ლეტალურად არ დასრულდეს. საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ. შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე. მენინგოკოკით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებზე, განვითარებასა და მისგან თავდაცვის გზებზე გვესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. - მენინგოკოკი არის მიკრობი, რომელიც იწვევს მენინგიტსაც და მენინგოკოკცემიასაც, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმაა, სისხლით მოწამვლა, ოღონდ მენინგოკოკით გამოწვეული და ის აზიანებს ბევრ ორგანოს. - როგორია ამ დაავადების სიპტომები? - შეიძლება ადამიანს არაფერი სჭირდეს, უბრალოდ, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი და შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ გადარჩენა ვეღარ შეძლოს, ამიტომ მენინგოკოკცემის ერთადერთი თავდაცვა არის ის, რომ თუ აქვს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, ბავშვს განსაკუთრებით, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთი ცალი პატარა ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევაც რომ ნახოს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. მენინგოკოკურ ინფექციას მტარებლობა ახასიათებს, ეს ნიშნავს, დღეს თბილისში რომ გამოიკვლიოთ მოსახლეობა, 1% იქნება ამ დაავადების მტარებელი, ოღონდ მათ არაფერი არ ჭირთ, ჯანმრთელები არიან, ორი კვირა ერთი ადამიანი იქნება მტარებელი, ორი კვირა სხვა და ასე რომ ჩამოივლის ყველას, ვიღაცას ამოარჩევს, რომელსაც დაემართება მენინგოკოკცემია. ამ დაავადების თვისება ის არის, რომ ვერ გავიგებთ, შეიძლება ისე უცებ დაგვემართოს. - როგორ ვრცელდება? - ვრცელდება წვეთოვანი გზით, ანუ მე რომ დავახველებ, დავაცემინებ, თუ წვეთი მოხვდება თქვენს ლორწოვან გარსზე. ეს მიკრობი ძალიან სუსტია და გარემოში მალე კვდება. ეს არის წვეთოვანი და არა ჰაეროვანი დაავადება. მაგრამ ვისგანაც შეიძლება გადმოგვედოს, ის ადამიანი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ მტარებელია. ადამიანი არ არსებობს, ვისაც მენინგოკოკი არ შეიძლება არ ჰქონდეს ცხვირ-ხახაში, ეს ნიშნავს რომ 1000 ადამიანიდან 999-ს არაფერი მოუვა. - ვაქცინა თუ არსებობს? - ვაქცინაცია სავალდებულო აცრებში არ შედის. დიდი ხანია არსებობს ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, მასში შედის ჩ ტიპის მენინგოკოკის ვაქცინაც, რომელიც ჩვენთან გვხვდება. 2015 წლიდან ევროპაში რეგისტრირებულია B ტიპის ვაქცინაც, რომელიც ასევე ცირკულირებს ჩვენთან. - როგორია სტატისტიკა საქართველოში? - წელიწადში საშუალოდ, მენინგოკოკცემიის 10-15 შემთხვევა ფიქსირდება. 90% არის 4 წლამდე ბავშვები. მახსოვს, 60 წლის კაცს ჰქონდა, მაგრამ უმეტესობა პატარა ასაკის ბავშვებია. 2016 წელს მენინგოკოკცემიის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი იყო მოზრდილი, დანარჩენი ბავშვები. სამწუხაროდ, 2 გარდაიცვალა. 2015 წელს მენინგოკოკცემიის 19 შემთხვევა გვქონდა, აქედან 1 იყო გარდაცვალება. ლეტალური შედეგი ძირითადად დაგვიანებული შემთხვევებია ხოლმე. - ამ მხრივ სხვა ქვეყნებში როგორი მდგომარეობაა? - დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთში ავადობა უფრო მაღალია, აღმოსავლეთ ევროპაში უფრო დაბალი, ჩვენთან კიდევ უფრო დაბალია. ყველაზე მაღალია აფრიკაში, მენინგიტების სარტყელი ქვია, სადაც არის ყველაზე მაღალი ავადობა - სუბსაჰარის აფრიკა. - დაავადების პრევენცია შესაძლებელია? - მთავარია ექიმთან დროული მიმართვა. ბავშვს მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილის ფონზე, კანზე ერთი პატარა სისხლჩაქცევაც თუ გაუჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. ხშირად საათებს და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნის შესახებ.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/6680-qobuletshi-meningokoqzemiit-5-xlis-bavshvi-gardaizvala
ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ორი დღის წინ ბავშვი საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა. იგი კლინიკაში მოათავსეს. მეორე დღეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ, მოზარდი სახლში გაწერეს. ბავშვი მომდევნო დღეს ისევ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. „ეს დაავადება აჭარის რეგიონში იშვიათად ფიქსირდება, წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი ავადდება. მენინგოკოქცემია სწრაფად პროგრესირებს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ ორ დღეში მძიმდება. 2016 წლიდან რეგიონში ორ-ორი ფაქტი გვქონდა და ყოველწლიურად დაავადებული ორიდან ერთი შემთხვევა ლეტალურად სრულდებოდა“ - ციტირებს აჭარის ტელევიზია ნიჟარაძის კომენტარს. ექიმების განმარტებით, მენინგოკოქცემიის სიმპტომებია: სიცხე, ყელისა და თავის ძლიერი ტკივილები და წერტილოვანი სისხლჩაქცევები. დაავადება გადამდებია, შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს. დაავადების რისკის ქვეშ 1-დან 14 წლამდე მოზარდები ითვლებიან. გარდაცვალების რისკი 20%-დან 40-%-მდეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს დაბალი, ან რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია.
---
02.05.2018
სერგეენკო: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. “ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ მწეველ და 1 მილიონ პასიურ მწეველს კლავს. თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა საქართველოში დაახლოებით 22%-ს, მსოფლიოში კი, – 10%-ს შეადგენს. “თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის რისკ-ფაქტორია. მისი კვამლი 7000-ზე მეტ ქიმიურ, მათ შორის ტოქსიკურ ინგრედიენტს შეიცავს, მეორადი კვამლი კი, 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 50 კიბოს გამომწვევია. დღეში 10 ან ნაკლები სიგარეტის ღერის მოწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 5 წლით ამცირებს, ხოლო ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20-ჯერ ზრდის. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი და არაპირდაპირი წლიური დანახარჯები 824.9 მილიონი ლარია (მშპ-ის 2.43%). თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში, 15 წლის განმავლობაში, ქვეყანა თავიდან 53100 ადამიანის გარდაცვალებას აიცილებს”- აცხადებენ სამინისტროში. ცნობისთვის, 1 მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა იკრძალება: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში; საგანმანათლებლო დაწესებულებებებში; 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა ნებადართულია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; ტაქსისა და კატერში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში; სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში; წინასწარი დაკავების იზოლატორში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით. სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით. ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.
---
02.05.2018
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/12562
სად იშოვნოს ამ ახალგაზრდა დედამ 120 ლარი ერთი ვაქცინისთვის?
დღეს ერთმა ახალგაზრდა დედამ მიამბო, რომ მისი 1 წლის და 6 თვის შვილს აცრა ესაჭიროება, მაგრამ არა აქვს ფრანგული ვაქცინისთვის ფული - 120 ლარი ღირს ფრანგული პრეპარატი - აი, ჩინური კი უფასოა. ექიმმა აუხსნა, რომ უფასო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში - ტემპერატურა ექნება პატარას და გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს აცრას. გადავამოწმე პირველივე პოლიკნილიკაში, რომელიც გუგლმა ამომიგდო - სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი №3. დამიდასტურეს: ჩინური ვაქცინა უფასოდ კეთდება, ხოლო ფრანგული ორი სახის აქვთ - ერთი 95 ლარი ღირს, მეორე - 125. მითხრეს, რომ კი, ცოტა გართულებები მართლაც მოჰყვება ჩინურ ვაქცინას, მაგრამ - იკეთებენ ხოლმე (!). იკეთებენ კი: უპატრონოები, უფულოები, სოციალურად დაუცველები, გაჭირვებულები... ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელ ბავშვს გაურთულებს ჯანმრთელობას - როგორ იმოქმედებს ბავშვზე, რომელიც შესაძლოა, არ იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი? სად და რა დროს ზოგავს სახელმწიფო თანხას? ვის ხარჯზე ზოგავს სახელმწიფო ფინანსებს? – 2 წლამდე პატარების ხარჯზე? თუ ამ ვაქცინამ უკუ რეაქცია გამოიწვია? თუ ეს ვაქცინა იმდენად უვარგისი, რომ არ იმოქმედა - რამდენ წელიწადში მივიღებთ, ამა თუ იმ დაავადების ეპიდემიას? სად იშოვნოს ამ ახალგაზრდა დედამ 120 ლარი ერთი ვაქცინისთვის? ამ ქვეყანაში, ყველაფერს, აი, სულ ყველაფერს - ჩვილის სისცოცხლესაც კი, ფული და უფულობა წყვეტს!
---
02.05.2018
მედიასაშუალება: http://ajaratv.ge/mobile/?m=news&id=28670&lang=ge
მედიკამენტების ფასი საქართველოში
მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე თურქეთში. მოქალაქეები გვიყვებიან, რომ მეზობელ ქვეყანაში ერთი და იმავე სამკურნალო წამლის ღირებულება ორჯერ, ზოგ შემთხვევაში კი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ამ სფეროს კონტროლს? რას ამბობენ სააფთიაქო ქსელებში და რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო?
---
02.05.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/vistvisaa-savaldebulo-dasakmebis-saitze-daregistrireba-da-vis-enicheba-upiratesoba
ვისთვისაა სავალდებულო დასაქმების საიტზე დარეგისტრირება და ვის ენიჭება უპირატესობა
სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპი დაიწყო. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებული არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი. რა არის www.worknet.gov.ge, რამდენი ხანია არსებობს, რამდენი ადამიანი დასაქმდა „ვორქნეტის“ მეშვეობით_ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ბეზარაშვილი ესაუბრა. „www.worknet.gov.ge დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საინფორმაციო სივრცეა. ის დაახლოებით 4 წელია, რაც შეიქმნა. ვორქნეტი არსებობის პირველი დღიდან დროთა განმავლობაში თანდათან იხვეწება. ვცდილობთ, რომ უფრო გავამარტივოთ და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. რეგისტრირდებიან როგორც დამსაქმებლები, ასევე სამუშაოს მაძიებლები. რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა, ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ფილიალებს შეუძლიათ ესტუმრონ, სადაც დასაქმების კონსულტანტი დაარეგისტრირებს. ხშირია შემთხვევა, როცა დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთმანეთს ჩვენი გვერდის ავლით უკავშირდება, ამიტომ არ გაქვს ჩვენი გვერდის საშუალებით დასაქმებული ადამიანების ზუსტი სტატისტიკა. დარწმუნებული ვარ, დასაქმებულების რაოდენობა ჩვენს მონაცემებზე გაცილებით მეტია“, _ა მბობს ბეზერაშვილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ საიტზე რეგისტრირება პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, ყველა სოციალურად დაუცველისთვის სავალდებულოა. გარდა ამისა, დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სიახლეების შესახებ მისდით, რაც სამუშაოს მოძებნას ამარტივებს. „საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, 69 მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვორქნეტზე დარეგისტრირებულ ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში მისდით ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რასაც დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გარდა ამისა, ვორქნეტი გახდა სავალდებულო, რადგან პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ბრძანებით ყველა სოციალურად დაუცველი უნდა დარეგისტრირდეს. ის ადამიანი, რომელიც სოციალურ სააგენტოში შეიტანს განაცხადს ქულების მინიჭების შესახებ, 30 დღის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეს, ისე ქულების საკითხი არ განიხილება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვორქნეტზე რეგისტრაცია ქულების ან შემწეობის მოხსნას განაპირობებს. უბრალოდ, ვორქნეტზე რეგისტრაციით ვცდილობთ ასეთი კატეგორიის ადამიანების ჩართვას დასაქმების სერვისებში, რომ ხელი შევუწყოთ სიღარიბის ზღვარის დაძლევას. რადგან უფასოდ შეუძლიათ იმ პროგრამების მიღება, რასაც სტაჟირება ჰქვია“, _ამბობს ბეზარაშვილი. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი „გურია ნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, თბილისის მოსახლეობასთან შედარებით, რეგიონებში მაცხოვრებლები პასიურობენ, რაც შეეხება გურიას, სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. „რეგიონები ნაკლებად აქტიურები არიან, ვიდრე თბილისის მოსახლეობა. თუმცა, იმათ ნდობასაც თანდათან ვიპოვებთ. კარგი შედეგები გვაქვს იმერეთში, კახეთში, თბილისსა და მის შემოგარენში. გურიაში, რა თქმა უნდა, არის ცენტრები და გუნდი, რომელიც სერვისებზე მუშაობს და მოსახლეობას ეხმარება, მაგრამ სამუშაო ადგილი ნაკლებია. თუმცა, ახალ პროგრამებში უკვე ჩართულები არიან. სამკერვალო იქნება თუ სამშენებლო პროექტი მოსახლეობას დასაქმების საშუალება ჩვენი პროგრამით ეძლევა“, _ ამბობს ბეზერაშვილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, www.worknet.gov.ge -ზე
v სულ რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი - 161 611; მათ შორის, აქტიური - 136 307;
v თანამშრომლობა 900-მდე დამსაქმებელთან მათ შორის, პორტალზე რეგისტრირებულია 432;
v 2017 წელს წარმოდგენილი ვაკანსიები - 5711;
v 2017 წლის მონაცემებით დასაქმდა 1775 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, 102 შშმ პირი;
v 2018 წელს I კვარტლის მონაცემებით წარმოდგენილი ვაკანსიები - 2167;
v 2018 წლის I კვარტლის მდგომარეობით დასაქმდა 482 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, 42 შშმ პირი;
კითხვაზე, თუ რატომ არის სხვაობა წარმოდგენილ ვაკანსიებსა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობას შორის 2018 წლის I კვარტლის მონაცემებში, ბეზერაშვილი გვპასუხობს, რომ ხშირად მოსახლეობა გასაუბრებაზე არ მიდის, რაც დაბალი ხელფასით არის გამოწვეული და მთავრობის მიერ დანიშნული შემწეობის მიღებას არჩევენ. „ძალიან ხშირად მოსახლეობა, რომელიც ამბობს რომ უნდა მუშაობა არ ცხადდება ჩვენს გასაუბრებაზე. ხშირად ფორუმზეც კი არ მოდიან იმ რაოდენობით, ვიდრე ვატყობინებთ. ურჩევნიათ მიიღონ შემწეობა და სხვადასხვა სახის დახმარება მუდმივად სახელმწიფოსგან და ნაკლებად იყვნენ ჩართულები ჩვენს პროგრამაში. არ უღირთ 400-500 ლარიან ანაზღაურებაზე მუშაობა. ხანდახან კვალიფიკაციის დონე არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მოთხოვნას და ამიტომ გვაქვს მომზადება-გადამზადების პროგრამა, სტაჟირება, რომ გადამზადდნენ და დასაქმდნენ“, _ამბობს ბეზერაშვილი.