From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-04.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 04.05.2018 07:52
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 04.05.2018

ტელევიზია

04.05.2018

არხი: I არხი  

  გადაცემა: მოამბე 09:00

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის განხორციელებას იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად 51–მდე პროფესიაში გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5265470

---

 

03.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა: სხვა შუადღე

დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ალბათ, ჩვენი ქვეყნისთვის. არსებობს ვებგვედი worknet.gov.ge, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრიოდულად მივიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების  დეპარტამენტის ხემძღვანელი მარიამ ბეზარაშვილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5263834

---

 

03.05.2018

არხი: ტვ პირველი  

  გადაცემა: საქმის კურსი 22:30

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, ფუძნდება ახალი ორგანიზაცია, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და მთავრობას წარუდგინა. დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი ალექსანდრე მაშკევიჩთან დაკავშირებითაც გააკეთა.(მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5265170

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5265123

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264673

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264036

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264052

I არხი - მოამბე 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5265105

---

 

03.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

  გადაცემა: მთავარი 15:00

რატომ ღირს მედიკამენტები გაცილებით იაფი თურქეთში -საკითხს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთში მოქმედებს ჯანდაცვის სფეროში 2004 წელს გატარებული რეფორმა და ასევე ქვეყანას აქვს მედიკამენტების საკუთარი წარმოება, რაც ბაზარზე ფასს განსაზღვრავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264135

---

 

03.05.2018

არხი: იმედი

  გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ქვეყნის წამყვანი ნარკოლოგები ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ. საგანგებო ბრიფინზე სპეციალისტებმა პარლამენტს კანონის მიღების დაჩქარებისკენ მოუწოდეს. მათი შეფასებით, ექსპერტული წრეების მიერ მომზადებული პროექტი ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას გააჯანსაღებს. ნარკოლოგების შეფასებით, სადამსჯელო პოლიტიკას ზრუნვით უნდა შეიცვალოს. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264987

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264396

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5265022

---

 

03.05.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

  გადაცემა: ახალი ამბები 19:00

პარლამენტში ჩაშლილი დებატებისშემდეგ, მმართველი პარტია გიორგი მარგველაშვილს დებატებს სატელევიზიო ფორმატში სთავაზობს. მთავრობის სხდომაზე ძირითადად განცხადებები სწორედ პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ეხებოდა. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264862

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264624

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264386

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264307

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5263977

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5263973

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5263932

---

 

03.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა: კურიერი 21:00

სახიფათო კომპიუტერული თამაში „ლურჯი ვეშაპი“ და მოზარდები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. გავრცელებული ცნობით, საშიში თამაშის ფინალური დავალების გამო, თვითდაზიანება მიიყენა ათზე მეტმა მოზარდმა. „ლურჯ ვეშაპზე“ აქვს ეჭვი 16 წლის გოგონას ოჯახის ახლობლებს, რომელიც დღეს გარდაიცვალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264982

---

 

03.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

  გადაცემა: მთავარი 15:00

აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრში კი სავალალო მდგომარეობაშია, რის გამოც პაციენტები ხშირად უარს ამბობენ სტაციონარში მკურნალობაზე. ამის შესახებ განცხადება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან ტაკიძემ გააკეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5264179

---

 

ინტერნეტი

04.05.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/395715

შსს-ში, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შსს-ში ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს. უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, პრევენციული კამპანიის გაძლიერებას, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას, ასევე, აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლების მულიტიდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის აღკვეთას.

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/491370-mindelis-sakhelobis-shakhtshi-shromis-usafrthkhoebis-pirobebze-auditis-chasatareblad-shromis-saerthashoriso-organizaciis-eqspertebi-savaraudod-ivnisis-thveshi-chaerthvebian.html

მინდელის სახელობის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებზე აუდიტის ჩასატარებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, სავარაუდოდ ივნისის თვეში ჩაერთვებიან

მინდელის სახელობის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებზე აუდიტის ჩასატარებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები სავარაუდოდ, ივნისის თვეში ჩაერთვებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა. ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად წერილობით უკვე მიმართა და ახლა მათგან ოფიციალურ რეაგირებას ელოდებიან.  „ჩვენ უკვე მივმართეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და ახლა ველოდებით რეაგირებას. იმედი გვაქვს, რომ ორგანიზაციიდან იქნება ოპერატიული რეაგირება და ექსპერტები ჩაერთვებიან სამუშაოებში.  ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტების გამოყოფა, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენი შახტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებაში და ფუნქციონირების დასაშვებობას განსაზღვრავენ. ჩვენ გვსურს, რომ ივნისის დასაწყისისთვის ექსპერტები უკვე აქ იყვნენ და სავარაუდოდ ასეც იქნება. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვერბალური კომუნიკაცია გვაქვს ჟენევის ოფისთან, გამოყოფილი არიან ექსპერტებიც და როგორც კი მივა დანიშნულების ადგილას ეს წერილი, ჩვენ უკვე დაველოდებით ჩამოსვლას“, - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.  „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ მინდელის სახელობის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი განხორციელდების გადაწყვეტილება 19 აპრილს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მეოთხე, რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილების მიხედვით, შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის მეშვეობით ადგილზე არსებული რისკები უნდა შეფასდეს და სამოქმედო გეგმა გაიწეროს.  აღსანიშნავია, რომ ტყიბულში უკვე იმყოფებოდნენ უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ. შეგახსენებთ, 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/491231-davith-sergeenko-akhali-organizaciis-umthavresi-amocana-iqneba-gazardos-mosakhleobis-socialurad-motsyvladi-natsilisthvis-medikamentebze-khelmisatsvdomoba.html?ar=A

დავით სერგეენკო - ახალი ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანა იქნება გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ფუძნდება ახალი ორგანიზაცია, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და მთავრობას წარუდგინა. “დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს ახალი ორგანიზაცია. მისი უმთავრესი ამოცანა იქნება გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. თავისი სტრუქტურით ეს ინსტიტუცია არის ჩვენს რეალობაში შედარებით ახალი, მაგრამ ძალიან გავრცელებული კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე აგებული სტრუქტურა. მისი მონაწილეები იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სამინისტრო, კერძო პარტნიორობის მხრიდან კი ადგილობრივი და უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფარმა მწარმოებელი. ეს ინსტიტუცია საშუალებას იძლევა, რომ სამი მთავარი რესურსი წარმოვიდგინოთ, თუ სად შეიძლება მოხდეს ფასის დაკლება - ეს არის მწარმოებლის ფასი, მარკეტინგის ფასი, ღირებულება, დანახარჯები და მოგება. ასეთი მოდელი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მწარმოებელმა ფასდაკლებები გააკეთოს, დისტრიბუცია-მარკეტინგში უკვე სახელმწიფომ მიიღოს ჯანსაღი მონაწილეობა და შეამციროს ხარჯები. ეს არ იქნება მომგებიანი ორგანიზაცია, იქნება არამომგებიანი და შესაბამისად, მოგების კომპონენტი ნულს გაუტოლდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის განმარტებით, ორგანიზაცია დღეს დაფუძნდა და დღეიდან აქტივობა უკვე იწყება. “მიმდინარე პროექტი, რომელიც შარშან მაისში დაიწყო, ემსახურება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს და მათ უზრუნველყოფს 23 მედიკამენტით ერთი ლარის ღირებულებით. პროგრამის გაფართოება მოხდება და მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონერები და შშმ პირები. ამ ეტაპზე არ მოხდება ერთ ლარად მედიკამენტის შეძენა, თუმცა ამოცანა არის, რომ მაქსიმუმ ნახევარი ფასი დახარჯონ იმ თანხისა, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოდან პენსიონერებსა და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები“, - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელ მედიკამენტებზე გავრცელდება პროგრამა. “ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების მობილიზაცია არ დასჭირდება, რადგან ფასდაკლების რესურსები არის ის, რომ მწარმოებელი დაბალ ფასად შემოგვთავაზებს, მცირდება დისტრიბუცია-მარკეტინგის ხარჯები და მოგება ნულდება. ასე რომ, წელს სახელწმიფოსგან დამატებითი ხარჯები საჭირო არ იქნება. რაც შეეხება დანახარჯებს კომპანიების მხრიდან, ზარალში არავინ არ იქნება, უბრალოდ არის არამომგებიანი. თუ რაღაც მიმართულებით, რაღაც კომპონენტზე იქნება მოგება, ეს მოხმარდება იმას, რომ პროგრამის მეორე კომპონენტზე მოხდეს სუბსიდირება. პროგრამა არის ორმხრივ-სასარგებლო, მაგრამ არა გაყიდვა-მოგებაზე ორიენტირებული პროექტი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=70046

კომერსანტი.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=142768&lang_id=ge

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64867

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/pensionerebistvis-da-shshm-pirebistvis-rig-medikamentebze-fasebi-ganaxevrdeba-/19088

პია.ჯი- https://pia.ge/post/201014-iqmneba-axali-aip-i-romelic-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-sasualebebze-xelmisawvdomobas-gazrdis

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=70017

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/202510

პრაიმთაიმ.ჯი- http://www.info9.ge/chven-shesakheb/192114-sergeenko-korufcia-aris-termini-romelsac-shemdgomi-kvleva-stcirdeba.html?lang=ka-GE

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/davit-sergeenko-miichnevs-rom-narkopolitika-unda-gadaixedos/19093/

დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა ისე რომ უკლებრლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია მოხდეს. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც ნარკოტიკებით ინტოქსიკაციების შემთხვევებს შეეხებოდა. „ნარკოპოლიტიკა რა თქმა უნდა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი. ეს არის დედააზრი. უკვე იყო რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანასთან დაკავშირებით, ახლა უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპროექტი, რომელიც იმედია იმ სახით გამოვა საზოგადოებაში და იმ სახით ამოქმედდება, რომ მთავარი ამოცანა შეამციროს, მიწოდების და მოტხოვნის შემცირება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/491230-davith-sergeenko-narkopolitika-unda-gadaikhedos-magram-ara-im-sakhith-rom-yvela-narkotikuli-sashualebis-dekriminalizacia-da-liberalizacia-unda-mokhdes.html?ar=A

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=70042

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64866

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/192115-sergeenko-uklebliv-yvela-narkotikuli-sashualebis-dekriminalizacia-da-liberalizacia-ar-unda-mokhdes.html?lang=ka-GE

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=70041

დავით სერგეენკო: კარგი იქნებოდა, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ შეწყალების პრაქტიკას შეიძლება კორუფციის საფუძველი ჰქონდეს. „პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა არა ერთი, არამედ სამი შესაძლო თეორიული ვერსია: ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლისა. მან ჩამოთვალა თეორიულად დასაშვები სამი ვერსია. კორუფცია, ჩემი აზრით, არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება. მინიმუმ, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს გუშინ საშუალება მისცემოდათ, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1525346645-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

რატომ არ დაესწრნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ პოლიტიკურ დებატებს - დავით სერგეენკოს განმარტება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ დაესწრო მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ პოლიტიკურ დებატებს: „გუშინ მე მეხუთედ დავესწარი მინისტრის რანგში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში. პროტოკოლი დაახლოებით ერთი და იგივე იყო, ჩვენ ამ პროტოკოლით ვმოქმედებთ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ვესწრებით, ხოლო დებატები აღმასრულებელი ხელისუფლების პორტფელი არ არის. ეს არის საპარლამენტო ხელისუფლების პორტფელი და ასე მოვიქეცით ამ შემთხვევაშიც. თავი კი არ აგვირიდებია, ან დემარში კი არ მოგვიხდენია, არამედ ყოველთვის ასე ხდებოდა" – განაცხადა სერგეენკომ. სერგეენკომ ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შეწყალების საკითხებზე მსჯელობა გუშინ ვერ მოხერხდა: „შეწყალების კუთხით პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა სამი თეორიული ვერსია – ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლის. კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება. მინიმუმ, ალბათ კარგი იქნებოდა, გუშინ მისცემოდა საზოგადოებას საშუალება, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე. ვფიქრობ, ბევრ კითხვას პასუხს გასცემდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ წლიური მოხსენებით წარსდგა. მან კითხვების მოსმენის შემდეგ დებატების ფორმატი მოითხოვა. რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტს დებატებში შესვლა არ შეეძლო, თუმცა შეეძლო დასკვნითი სიტყვა ეთქვა და იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რაც მისი მისამართით დაისვა. პარლამენტმა რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული კანონის დარღვევაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა პროტესტი გამოთქვა და საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ არცერთი კითხვისთვის აღარ უპასუხია.

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/491228-davith-sergeenko-irakli-kobakhidzis-ganckhadebaze-korufcia-aris-termini-romelsac-shemdgomi-kvleva-stcirdeba.html?ar=A

დავით სერგეენკო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება

კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ შეწყალების პრაქტიკას შეიძლება კორუფციის საფუძველი ჰქონდეს. „პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა არა ერთი, არამედ სამი შესაძლო თეორიული ვერსია: ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლისა. მან ჩამოთვალა თეორიულად დასაშვები სამი ვერსია. კორუფცია, ჩემი აზრით, არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება. მინიმუმ, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს გუშინ საშუალება მისცემოდათ, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი: - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/192114-sergeenko-korufcia-aris-termini-romelsac-shemdgomi-kvleva-stcirdeba.html?lang=ka-GE

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/109746-dazaralebuli-meshakhte-prezidents-dakhmareba-vtkhove-da-uari-mitkhra-tbilisshi-chatserili-ar-kharo-video

დაზარალებული მეშახტე: პრეზიდენტს დახმარება ვთხოვე და უარი მითხრა, თბილისში ჩაწერილი არ ხარო...

ტრავმა 2012 წელს მიიღო, მაშინ 28 წლის იყო. თავიდან არც კი სჯეროდა, რომ ფეხზე გავლას ვეღარ შეძლებდა. ნელ-ნელა რეალობასთან შეგუება მოუხდა. უკვე 7 წელია ეტლსაა მიჯაჭვული. ახლა 35 წლისაა და ისევ ოცნებობს იმაზე, რომ პარაოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებას მოასწრებს. იმისაც სჯერა, რომ ფეხზეც გაივლის... გიორგი მანაგაძე - ეს გახლავთ ერთი ადამიანის ისტორია იმ ვრცელი სტატიიდან, რომელსაც „აიპრესი“ ტყიბულის შახტაზე ამზადებს.   „დავმარცხდი 2012 წელს და 7 წელი ხდება ეტლზე ვარ მიჯაჭვული. კომპანია ძალიან მიზერულ თანხას მიხდის, რაც წამლებშიც კი არ მყოფნის. თავიდან მიხდიდნენ, მიკეთებდნენ რაც მჭირდებოდა. ეს გრძელდებოდა 2 წელი. 2 წლის მერე  არ გვაქვსო ფინანსებიო და თანხა შეამცირეს. ახლაც მუდმივად მახსენებენ ამ მიზერულ თანხაზე, რომ ეს მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო ხდება და არანაირი ვალდებულება ჩემს წინაშე არ აქვთ.“ - აცხადებს გიორგი მანაგაძე „აიპრესთან“ საუბრისას.  წელიწადში ორჯერ რეაბილიტაციის კურსი სჭირდება, რასაც თავიდან იკეთებდა კიდეც და შედეგიც ჰქონდა. რამდენიმე წელია, ეს უკანასკნელი იმედიც დაკარგა, რადგან საჭირო თანხა არ აქვს... ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღარ აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - იმედი!   საწარმოო ტრავმა რის გამო მიიღეთ? ბურღვის დროს ჩამოიშალა ჭერი და მოვყევი შიგნით. ორი ადამიანი მოვყევით. მეორეს პატარ-პატარა ტრავმები აქვს, არ იყო ისეთი. რის გამო ხდება ეს ყველაფერი? უსაფრთხოების ნორმების მხრივ რა ხდება შახტაში? ერთი მხრივ კომპანია ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა, მეორეს მხრივ, ორ წელიწადში, 11 ადამიანია დაღუპული. კომპანია არ იტყვის, ჩემი ბრალიაო. ყოველთვის ცდილობს, თქვას  არ არის ჩემი ბრალიო. ყველას ერთი და იმავეს გვეუბნება-უბედური შემთხვევაა. რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა? ე.ი  შიგნით არ არის ყველაფერი იდეალურად. მე რომ დავმარცხდი, თქვეს ეს აღარ მოხდებაო,  ეს არის ბოლოო, მაგრამ კიდევ მოხდა. ჩემს გარდა კიდევ ორი ადამიანი ზის ეტლში. 4 გარდაიცვალა. ვეღარ დაიცვა შახტიორმა თავი, გამოეპარა ყურადღება. ის რომ დაზიანებულია უბანი და ყურადღება უნდა მიაქციოს უფროსმა, ამას თქმა უნდა? მეტწილად უყურადღებობითაც შეიძლება რომ მოხდეს.  შახტის ხელმძღვანელობამ თვითონ ყველაფერი იცის, რომ გასაკეთებელია, გასასწორებელია, მაგრამ ამას არ ასწორებენ. რატომ არ ასწორებენ? იმიტომ, რომ ძვირი ღირს?! კი, იმიტომ რომ ძვირი ღირს. და ყველაფერი თუ წესის და რიგის მიხედვით გაკეთდება, ახლა თუ იღებენ 100 ტონა ნახშირს, მერე ამოიღებ 50 ტონას. ეს უკვე შახტისთვის წაგებაა. მუშა არ აინტერესებთ-მოკვდება თუ არ მოკვდება  ეს არ აინტერესებთ, ოღონდ თვითონ იყონ კარგად.  ერთ-ერთმა მეშახტემ თქვა, რომ კონკრეტულად ამ ადგილთან დაკავშირებით, მეშახტეები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, რომ ეს იყო საკმაოდ საფრთხის შემცველი ადგილი. თქვენი მეგობარი და მეზობელი სწორედ ამ დგილას დაიღუპა. თქვენთან ხომ არ უთქვამს მას რამე ამასთან დაკავშირებით?  დღე არ იყო არ ამოსულიყო , არ მოეკითხა ჩემი ამბები. მეც ვეკითხებოდი რა ხდება შახტაზე. საწყალმა ერთადერთი ის მითხრა- სასაკლაო არის გაკეთებულიო. არ ლაპარაკობდა. არ ვიცი გრძნობდა თუ არა, მაგრამ ბოლო დღეებზე არ ლაპარაკობდა. ოდესმე, უშუალო ხელმძღვანელებთან, ბეჟუაშვილებთან ან მათ პირად წარმომადგენლებთან, თუ გქონიათ შეხვედრა და თუ მოგიყოლიათ მათთვის ის, რაც ხდებოდა?   ბეჟუაშვილს შახტიორი არასდროს შეხვედრია. შეიძლება გავლით გაიარა და დაინახა, თორემ არ ხვდება ადამიანებს ისე.  მუშა რომ შეხვდეს, ეგ არ გამიგია მე.  ორი წელიწადი ვმუშაობდი და არ გამიგია მე ადამიანი მისულიყოს და ის დალაპარაკებოდეს. არ ვიცი აქ ვინც არიან უფროსები, ესენი ეუბნებიან იმას ყველაფერს, რაც შახტას სჭირდება. შეიძლება ნახევარზე მეტს არ ეუბნებიან, ამაშიც დარწმუნებული ვარ.  პრეზიდენტს, მაგალითად, ბევრჯერ გავუგზავნე წერილი, ასეთი რაღაც ხდება შახტაში და ყურადღების მიქცევა უნდათქო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. უბედური შემთხვევა, რომ მოხდა ძალიან ბევრი ჩამოვიდა. ერთი ადამიანი რომ გარდაცვლილიყო, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ამას ყურადღებას არ მიაქცევდა იმიტომ, რომ ყოფილა ასეთი შემთხვევა. გარდაიცვალა ერთ ადამიანი და ყურადღება არავის მიუქცევია. ეს ახლა ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და იმიტომ მიაქციეს ყურადღება. საწყალი ოჯახები, ჩაივლის არჩევნებიც და ეს ოჯახებიც ყველას დაავიწყდება. ამ ადამიანების დავიწყება არ უნდა მოხდეს. მოხდა ტრაგედია და ეს უნდა იყოს პირველ პლანზე, რომ 25 წლის ბავშვი ჩაიდო მიწაში. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს, მაგრამ გაჭირვება რომ არის, არაფერი რომ არ არის, ადვილად ივიწყებენ. სახელმწიფო არ უდგას გვერდში და იძულებულები არიან მიიღოს ადამიანმა ის კომპენსაცია იმიტომ, რომ გასაქცევი არ აქვს. ახლა კომპენსაცია რომ არ მიიღოს შახტიდან ამ ოჯახებმა რა ქნან დაღუპულთა ოჯახებმა?! პრეზიდენტს მივწერე არაერთხელო, თქვით, მან რა პასუხი გაგცათ? მე ძალიან ბევრი წერილი მივიღე. სასირცხვილო წერილები მოდის. ძალიან ბევრჯერ მივწერე პრეზიდენტს, რომ მეც მჭირდება დახმარება. ვთხოვე მომეცი იმის საშუალება, რომ ვიყო საზოგადოებასთან, ინვალიდი ვარ და არ ვიგრძნო თავი ინვალიდად თქო. თბილისში რეაბილიტაციის კურსს რომ გავდიოდი, მითხრეს, მონაცემები გაქვს, მკლავჭიდის და პარაოლიმპიურ თამაშებში შემეძლო მონაწილეობის მიღება. პრეზიდენტს ვთხოვე დახმარება, უარი მომივიდა. თბილისში ჩაწერილი არ ხარო. არ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიტყვი, თვითონ 10 000 და 20 000 ხარჯავს რესტორნებში და ის ვერ გამომიყო, რომ მეგრძნო  თავი ადამიანადა. რომ გარეთ ჩემით გავსულიყავი. არ შეიწუხა თავი.  მომივიდა წერილი, ჩემი მიწერილი წერილი უკან გამომიგზავნა. თქვენი აზრით, როდემდე შიძლება იყოს ტყიბული ამ მდგომარეობაში, მუდმივად ელოდებოდეს სიკვდილს , ტრაგედიას, უბედურებას? რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად? შახტას ყურადღება უნდა მიექცეს. კომპანიას ვეუბნებით - შენ ხარ დამნაშავე. მართალია არის დამნაშავე. დღეს მთავრობიდან არანაირი კანონი არ გვიცავს ჩვენ. კომპანია რომ ხარ, მოდი შენც დაიდანაშაულე თავი და თქვი, ჩემი ბრალიც არისო და გამოასწორე. დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოსწორდება და კიდევ მოხდება.  ანუ, კომპენსაციებით ყიდულობენ ადამიანების სიცოცხლეს და არაფერი იცვლება?  კი. მე რომ დავმარცხდი, შეიძლება ძალიან გული ეტკინოთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა- კომპანიას ერჩივნა მე რომ მომკვდარიყავი.   შეიძლება მე ათი წელი ვიცოცხლო და უნდა მიხადოს შეიძლება მიზერული თანხა, მაგრამ მაინც უნდა მიხადოს.  იმ თანხას ერთიანად გადაიხდიდა და მორჩა. ეს მე ერთხელ და ორჯერ კი არ მითქვამს კომპანიისთვის, რომ თქვენ ასე გერჩივნათ თქო. "აიპრესი" ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც, სადაც დაადასტურეს, რომ გიორგი მანგაძემ მათ ნამდვილად მიმართა. გთავაზობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხს: ასეთი წერილი ჩვენთან მართლაც არის შემოსული და ითხოვენ ბინას, ჩვენ შესაბამის უწყებებში გადავამისამართეთ, რადგან ბინის ან ფართის გამოყოფა ჩვენი კომპეტენცოა არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხთან დაკავშირებით შენიშვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტს აქვს ფონდიც, საიდანაც შეუძლია თანხის გამოყოფა პრიორიტეტების გათვალისწინებით. რამდენად პრიორიტეტულია უწყებისთვის ახალგაზდა ადამიანს მისცეს საზოგადოებასთან ინტეგრირების საშუალება, ეს მათი გადასაწყვეტია.შეიძლებოდა თუ არა მიზერულ ფასად ბინის დაქირავება თუნდაც ფონდის ხარჯებით, ასევე პრეზიდენტის პრიორიტეტებს მიეკუთვნება. ცნობისთვის კი გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანის რეაბილიტაციის კურსი გაცილებით ნაკლებია. ვიდრე ზოგიერი საჯარო მოხელის ერთი თვის პრემია-დანამატი.

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/395444

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაახლა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მსოფლიო რუკა. რუკაზე თვალნათლივ ჩანს საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია. როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კერძოდ, მონაცემების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების (PM 2,5) კონცენტრაცია მოქმედი ევროპული ნორმის ფარგლებშია (ევროპული სტანდარტი არის 25 მკგ/მ3) და იგი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 16-დან 25 მიკროგრამამდე მერყეობს. ქვეყნის ფონურ დაბინძურებასთან შედარებით გადაჭარბებული მაჩვენებელია ქ. თბილისში, სადაც კონცენტრაცია 26-დან 35 მკგ/მ3-ის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი ფიქსირდება ევროკავშირის რიგ ქვეყნებსა (პოლონეთი, იტალია, ბულგარეთი) და აზიისა და აფრიკის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცალკეულ ქალაქებში (მაგალითად – კრაკოვი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ქ. თბილისზე მაღალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რუკა ეფუძნება ქვეყნების მიერ მიწოდებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგებსა და სატელიტური დაკვირვების მონაცემებს. საქართველოს შემთხვევაში გამოყენებულია აბასთუმანში მდებარე ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის ფონური დაბინძურების მონიტორინგისა და თბილისის ფონური დაბინძურების მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგები. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოცულობისა და სანდოობის გაზრდის მიზნით უმნიშვნელოვანესია მონიტორინგის ქსელის განვითარება. ამ კუთხით ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლაა. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა, 2018 წელს საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 7 სტაციონარული და 1 მობილური ავტომატური სადგურისგან შედგება, რეგულარულად ხორციელდება ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები. მიმდინარე წელს იგეგმება ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, რაც სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს სამინისტროს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/491186-janmrthelobis-msoflio-organizaciis-monacemebith-saqarthvelos-haeris-khariskhis-done-aghmosavleth-evropuli-qveynebis-sashualo-machveneblis-tolia.html?ar=A

პია.ჯი- https://pia.ge/post/201021-tbilissi-haeris-dabinzurebis-gadawarbebuli-macvenebelia

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=171906-%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98,%20%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%98 ,

ოზურგეთში 17 წლის ბიჭმა ვენები დაისერა - „ლურჯი ვეშაპის“ მორიგი მსხვერპლი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 17 წლის ბიჭმა ვენები დაისერა, ამის მიზეზი, სახიფათო კომპიუტერული თამაში „ლურჯი ვეშაპი“ გახდა. როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, ახალგაზრდა დღეისთვის ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სამართალდამცავებს ასევე, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ მისი რამდენიმე ყოფილი თანაკლასელი, ვისთანაც ახალგაზრდა დღემდე მეგობრობს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან მერიის სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძეც ადასტურებს. „ეს ბავშვი მეცხრე კლასიდან გავიდა სკოლიდან. უკვე სამი წელია, ჩვენს სკოლაში არ სწავლობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც ძალიან სახიფათო თამაშში იყო ჩათრეული, პოლიციელებმა მომაწოდეს. ეს ბავშვი არის ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე ყოფილ თანაკლასელთან ერთად, რომლებიც მასთან ურთიერთობდნენ დღემდე. ჩვენც, ადმინისტრაციაც მთლიანად ჩართული ვართ ამ საკითხში,“ - ამბობს სკოლის დირექტორი.

---

 

03.05.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/201001-vin-sargeblobs-dazrvevit-saqartvelosi-kvlevis-sedegebi

ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში ? - კვლევის შედეგები

მიმდინარე წელს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი სადაზღვევო კომპანიების ცნობადობისა და ნდობის პარამეტრების შესწავლა იყო. დაზღვევის მომხმარებელთა დემოგრაფიული გადანაწლიება შემდეგნაირად გამოიყურება: გამოკითხვის მიხედვით, დაზღვეულთა შორის ნახევარზე მეტი (53%) ქალია, ხოლო საშუალო ასაკი ორივე სქესისთვის, 25-დან 34 წელია (35%). ამ ასაკობრივი ჯგუფის დაზღვევის მომხმარებელი ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს. რაც შეეხება რესპონდენტთა სამუშაო სტატუსს, გამოკითხულთა უმრავლესობა - 60% დაქირავებული მუშაკია, რომელთა 78%-იც სარგებლობს კერძო დაზღვევით. რაც განპირობებულია იმით, რომ დაქირავებულ მუშაკთა უმრავლესობა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელია. მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა მხოლოდ 12% სარგებლობს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით. კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. ეგამოიკითხნენ როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

---

 

ბეჭდვითი მედია

04.05.2018

მედიასაშუალება:      ჯორჯია თუდეი

იქმნება ახალი აიპ-ი, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას. „2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა საქართველოში, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5265876&name=04.05.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

04.05.2018ს

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

რას ვსუნთქავთ - შხამს თუ სიცოცხლის ჟანგბადს?

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მარტის თვეში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთერთმეტე ეტაპის შედეგები საქმიან დილაში გაასაჯაროვა. ინდიკატორული მილაკები განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ). შესწავლილ მასალაში ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრანტების მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსი არც ერთ ნიმუშზე არ დაფიქსირებულა. კონკრეტული მონაცემების მიხედვით აპრილის თვის ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორულ კვლევაში ჰაერის ყველაზე დაბალი ხარისხი ბათუმშუ, მაიაკოვსკის ქ. 55 ტერმინალის ცენტრალურ შესასვლელთან ფიქსირდება. ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების 68.35 მკგ/მ3- იანი მაჩვენებელი. ყველაზე კარგი მაჩვენებელიც ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების 11-ე ეტაპისას ბათუმშია დაფიქსირებული. კონკრეტულად საბაგირო გზის მანქანების სადგურში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრანტები 9.15 მკგ/მ3-ია ინდიკატორული გაზომვები მოიცავს აზოტის დიოქსიდის, გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციების დადგენას. მილაკები ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული სხვადასხვა ლოკაციებზე და შემდეგ კვლევისათვის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად განხორციელდა. ჩატარებული გაზომვების შედეგების მიხედვით ყველა წერტილში გოგირდის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა, ასევე აზოტის დიოქსიდის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა 19 დასახლებულ პუნქტში. რაც შეეხება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავსა და თელავში დაბალი და საშუალო ინდექსები აღინიშნა. ბენზოლის გარდაჭარბება ქალაქ ბათუმში მხოლიდ ერთ წერთილში იქნა დაფიქსირებული. ინდიკატორული გაზომვები პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა, 2015 წელს 10 დასახლებულ პუნქტში 2016 წელს 16 დასახლებულ პუნქტში 2017 წელს - 20 დასახლებულ პუნქტში ხოლო მიმდინარე წელს კი ზომვები 25 წერტილში განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი ივნისის თვეში განხორციელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5265439&name=04.05.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

რა გზებით ხვდება ნარკოტიკები კლუბებში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5265329&name=04.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---