მედიამონიტორინგი 0 8.06 .2017
ტელევიზია
0 8.06.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
გვამური დონაცია, რომელიც საქართველოში კანონით არ იკრძალება, თუმცა, არც ხორციელდება. ათასობით ადამიანი სიცოცხლეს ჯანმრთელი ორგანოს მოლოდინში ასრულებს, სპეციალისტები ამბობენ, რომ დონაცია ჩვენში არ აღიქმება მომაკვდავის დახმარებად. ეს თემა პრესტიჟული უნდა გახდეს, მაგრამ სულ ცოტა 4-5 ადამიანის გადარჩენა შეუძლია. სად არის წინააღმდეგობა? პარლამენტში უკვე მიმდინარეობს თემაზე შიდა დისკუსია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4501868
---
07.06.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 20:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების გამო, კლინიკები ახალ დავალებას იღებენ. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები ხდებიან, პაციენტებს განუმარტონ, რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებს. ცვლილებების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა მოქალაქის შემოსავლებზეა დამოკიდებული.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4501779
---
07.06.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
"აუცილებლობა მსგავსი რეგულირების ჯერ უნდა დავასაბუთოთ" - ასე გამოეხმაურა აკაკი ზოიძე ფარმაცევტული კომპანიების რეგულირების ფორმას.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4501807
---
07.06.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
უნდა აეკრძალოთ თუ არა ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობა. აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4500789
---
07.06.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კომპანიებს 5 000 ლარამდე ჯარიმები დაუწესდებათ. წარმოდგენილი კანონპროექტით, რომელიც უკვე პარლამენტშია, დამსაქმებელი ვალდებული იქნება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება უზრუნველყოს, რაც დაკავშირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებთან. ასევე დამსაქმებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს გაფრთხილებას, მისი განმეორება კი დაჯარიმებას 200 ლარით. დამსაქმებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამ თემაზე გადაცემის სტუმარია აკაკი ზოიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4500692
---
07.06.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი 15:00
ახალი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმართეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4501172
---
07.06.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
"შრომის ანაზღაურების მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას დ არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწიინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ"- ეს არის ამონარიდი აუდიტის სამსახურის მოხსენებიდან, რომელიცს აქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მთავრობის ანგარიშს ეხება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4500586
---
07.06.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ჩვენს პოპულაციაში ხშირია ადამიანებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემები, მაგრამ უფრო ხშირია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამდაგვარი პრობლემის მიმართ. არსებობს სტიგმა, რომლის გამოც ამდაგვარ პრობლემას მივაწერთ ხოლმე ადამიანის სუსტ და თავისებულ ხასიათს. ის, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები აღიარებს ყველა, მათ შორის სახალხო დამცველიც.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4500153
---
07.06.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
სპეციალისტები არსებულ საპენსიო სისტემას უსისტემობას უწოდებენ და რეფორმის გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საპენსიო რეფორმის სრულფასოვანი განხორციელება პრაქტიკულად მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს, რაც მოკლე დროში ფაქტიურად შეუძლებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4500223
---
07.06.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
13 წლის გვანცა მიქელთაძეს დახმარება სჭირდება. მას ექიმებმა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მოზარდს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაცია, ოჯახს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4500725
---
ინტერნეტი
08.06.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29787/ertad-davamartskhot-C-hepatiti--jandatsvis-saministros-akhali-kampania
„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანია
ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია გამოავლინოს ის ადამიანები, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ C ვირუსის მატარებელია. „C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, სკრინინგი აუცილებელი კომპონენტია დაავადების დროულად გამოსავლენად. ამით პაციენტი არამარტო საკუთარ თავს, არამედ მის ახალობლებსაც იცავს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მათგანნ მკურნალობის კურსი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/436903-jandacvis-saministro-akhal-kampanias-shemogvierthdi-erthad-davamarckhoth-c-hepatiti-itsyebs.html
ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/jandacvis-saministros-akhali-kampaniis-ganikurne-shinaarsi-or-dgheshi-gakhdeba-cnobili/
ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=46840
1ტვ.ჯი- http://1tv.ge/ge/news/view/164236.html
---
08.06.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/199750/
კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და სამართლიანი ანაზღაურების უფლება კონსტიტუციით იქნება დაცული
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციით გაიზრდება შრომის უსაფრთხოებისა და სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლება. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის ახალ პროექტს განიხილავენ. კონსტიტუციის პროექტის 26-ე მუხლი ეხება შრომის, პროფკავშირებისა და მეწარმეობის თავისუფლებას, ასევე გაფიცვის უფლებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მუხლზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში. “ადამიანები ითხოვდნენ ამ უფლებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას. მოქმედი კონსტიტუციით, შრომის თავისუფლება ძალიან დაბალი სტანდარტით არის დაცული, კერძოდ, წერია, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება, უსაფრთხო პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. 2003 წელს მე პირადად ვმონაწილეობდი კონსტიტუციის განხილვაში და ზუსტად ვიცი რატომ ჩაიწერა ეს უსუსტესი ნორმა. ამ ჩანაწერის მიზანი ის იყო, რომ მაქსიმალურად დაბალის ტანდარტით ყოფილიყო გარანტირებული უფლებების დაცვა.” პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ საკითხზე კონსულტაციები გამართა და გადაწყვიტეს, რომ უფლებები კონსტიტუციური დაცვის ხარისხი გაიზარდოს: “ვფიქრობთ, რომ უნდა გაძლიერდეს ამ უფლებების დაცვის სტანდარტი. კერძოდ, განისაზღვრება ორგანული კანონით კი არ უნდა ეწეროს, არამედ დაცულია ორგანული კანონით უფლება – შრომის უსაფრთხოებაზე, ქალისა და არასრულწლოვანის განსაკუთრებული შრომის პირობები და უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე. ეს იქნებოდა ეფექტური გარანტია ამ უფლებების დაცვის. ჩენ გვექნება საბოლოო კონსულტაციები ნორმის რედაქციასთან დაკავშირებით. ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვა ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამის კონსტიტუციაში ჩაწერე აუცილებელია,” – აღნიშნა კობახიძემ. საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა. შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების გამკაცრება ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მაისში, ტყიბულის მაღაროში 4 მუშის დაღუპვის შემდეგ გადაწყვიტა.
---
07.06.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/74583-giorgi-vashadze-jandacvis-saministro-chvens-iniciativas-gaitvalistsinebs
"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" წევრები, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ. პარტიის ლიდერებმა, უწყებისთვის შეთავაზებულ ინიციატივებზე მოისმინეს პასუხი."ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებს. ეს არის გამარჯვება. ოჯახის წევრის გარდაცვალება, არ შეიძლება გახდეს სოციალურო შემწეობის შეჩერების მიზეზი. ჩვენ ერთი კვირის წინ ვიმყოფებოდით სამინისტროში შეხვედრაზე, სადაც გავაცანით უწყების მაღალი თანამდებობის პირებს, ჩვენი შენიშვნები და ხედვები, კანონპროექტთან დაკავშირებით. წარვუდგინეთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული ხედვა.დღეს კი მივიღეთ პირობა, რომ ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და ამ თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული ხარვეზის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/178216
---
07.06.2017
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=46803
ჯანდაცვის სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომაზე 2016 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა. მან ყურადღება იმუნიზაციის კომპლექსური გეგმის, გადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის საკითხებზე გაამახვილა. პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში 2017 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა და საბჭოს წევრებმა ცენტრის ძირითადი მიმართულებები სხდომის წევრებთან ერთად განიხილეს.
---
07.06.2017
სამედიცინო დაწესებულებებმა მომსახურების სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაცია პაციენტებისთვის თვალსაჩინოდ უნდა განათავსონ
სამედიცინო დაწესებულებს დაევალთ, მათ მიერ პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული. რეგულაცია 15 ივნისამდე უნდა ამოქმედდეს: „სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის მქონე სუბიექტებმა 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ,“- ნათქვამია დადგენილებაში.
1ტვ.ჯი- http://1tv.ge/ge/news/view/164074.html
---
07.06.2017
მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/video/article/7907-qsasikvdilo-ganacheni-gamogvitanesq-socialurad-daucveli-debis-gatcirvebuli-ckhovreba-video
"სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს" - სოციალურად დაუცველი დების გაჭირვებული ცხოვრება
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათ სოციალური დახმარება მიმდინარე წლის მარტში მოეხსნათ. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი ჩამოსული ქულა ფულადი თანხის გაცემას აღარ ითვალისწინებს. უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ კონკრეტული მიზეზის გამოყოფა, რამაც სოციალური შემწეობის მოხსნა გამოიწვია შეუძლებელია, რადგან ქულის საბოლოო გამოთვლაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა მაგალითად, დაფიქსირებული სხვა საცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთისა და კომუნლაური ხარჯი. სვეტლანა მჟავია კი პასუხობს, რომ რადგან მათ ბუნებრივი აირი არ აქვთ, ამიტომ ზამთარში დენის გათბობას იყენებდნენ, რაც შეეხება სხვა საცხოვრებელ ფართს, ბინა, რომელიც ნიკეაზე აქვს ახლა მისი შვილი ცხოვრობს, რომელმაც, მისივე თქმით, დედასთან ურთიერთობა გაწყვიტა და არც სახლში უშვებს, ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესაძლებლობა კი არ აქვს. სოციალური შემწეობის მოხსნასთან ერთად მათ ავარიულ და ნახანძარალ სახლში უწევთ ცხოვრება. სვეტლანა მჟავია ამბობს, რომ ხანძრისგან დაზარალებულებს ადგილობრივი თვითმმართველომა მხოლოდ 100 ლარით დაეხმარა.
---
07.06.2017
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/82951/
35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14-წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ამ პერიოდში საქართველოში 35 900-ით მეტი ბიჭია დაბადებული გოგონებთან შედარებით. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით [გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში], სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა, კვლევის დროს გამოყენებული სამსაფეხურიანი სქემის საშუალებით, გამოიყოფა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც ხსნის სქესთა შორის დისბალანსის მიზეზებს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა, 1991 წლის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა და იგივე პროცესი გაგრძელდა შემდგომ წლებშიც. „საქართველო ტიპური ქვეყანაა, სადაც მშობლების ერთ მესამედზე მეტს ვაჟი არ გაუჩნდება, თუ ისინი მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან“, – წერია გაეროს მოსალეობის ფონდის კვლევაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა. სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა სქესთა სელექციური შერჩევის პროცესის ზრდა, რომელმაც წლების შემდეგ სქესთა შორის საგრძნობი დისბალანსი აჩვენა. რა განაპირობებს საქართველოში სქესთა სელექციის ზრდას? გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, სქესთა სელექციას გარკვეული ტრადიციები და გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია ქართულ საზოგადოებაში. „ეს არის ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა, რომელიც იწვევს გენდერული ნიშნით სქესის სელექციას. ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ ბიჭი გააჩინონ და სწორედ ეს არის პრობლემა. აქ არის მიზეზი გასარკვევი, თუ რატომ ანიჭებენ ვაჟს უპირატესობას და რატომ არ ვაფასებთ გოგონას ისევე, როგორც ვაჟს? რა კულტურული საფუძვლები უდევს ამას და ა.შ“. ლელა ბაქარაძის შეფასებით, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება ყოველთვის არსებობდა ქართულ საზოგადოებაში, თუმცა, რადგან საბჭოთა წლებში ქვეყანაში შობადობის მაღალი მაჩვენებელი იყო, ოჯახები სელექციას ნაკლებად მიმართავდნენ და „მანამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ბიჭი არ ეყოლებოდათ. თუმცა, 90-იანი წლების შემდგომ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰყავდეთ ორი შვილი, მაგრამ ერთი აუცილებლად ბიჭი და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები“. ლელა ბაქრაძის თქმით, თუკი დღეს აჩენენ მესამე შვილს, უფრო იმიტომ, რომ გააჩინონ ბიჭი და არა გოგო. „ამ ყველაფერმა დაღი დააჩნია სქესთა შორის თანაფარდობას. საქართველოში 2010 წლისთვის 25 ათასი გოგონა უნდა დაბადებულიყო, რომელიც არ დაიბადა“. ბუნებრივი დაბადების პირობებში, სქესთა თანაფარდობა უნდა იყოს 100 (გოგო) 107 (ბიჭი) ან 100-106-ზე. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად იყო შეცვლილი და 100-113-ზე ავიდა. სქესთა სელექციას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამაც, როცა ადამიანებს ჩასახვამდეც კი შეუძლიათ სქესის განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამ თვემდე აკრძალულია მშობლისთვის ბავშვის სქესის გამხელა, სქესთა შორის მკვეთრი დისბალანსი იძლევა იმის საფუძველს, რომ სქესთა შერჩევა მაინც ხდება პრენატალური დიაგნოსტიკის დროს. „ჩვენთვის უცნობია, როდის დაიწყო თანამედროვე ულტრაბგერითი აღჭურვილობის (როგორიცაა 3-D სკანერები) მასობრივად იმპორტირება, თუმცა ირიბი მონაცემები მიუთითებს ცვლილებებზე, რამაც გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სისტემაზე 1990-იან წლებში… სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც სქესის შერჩევაზე დიდი მოთხოვნაა, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კლინიკის მეპატრონეებისა და მათი პაციენტებისთვის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მრავალი გზა არსებობს“, – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში. ამავე კვლევის მიხედვით, დაბადებული ბიჭების წილის ზრდის მთავარ გამომწვევ ფაქტორად კვლავაც გენდერული სტერეოტიპები რჩება, როცა ვაჟის გაჩენა სასურველია გვარის გასაგრძელებლად. „სწორედ ამიტომ სარგებლობენ ბიჭები აშკარა უპირატესობით მემკვიდრეობის მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონები დიდი ხანია ნეიტრალურია გენდერული თვალსაზრისით“, – ვკითხულობთ კვლევაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენლის იდა ბახტურიძის შეფასებით, სქესთა ასეთი დრამატული განსხვავება ბუნებრივი მოვლენა არ არის. „სხვა ახსნა ამას არ აქვს. გამოსავალი ამ პრობლემიდან არის არა, ვთქვათ, აბორტის აკრძალვები, არამედ დამოკიდებულების და ღირებულებების შეცვლა და იმაზე საუბარი, რომ გოგოც და ბიჭიც ორივე ფასეულია.“ იდა ბახტურიძის აზრით, სქესთა შორის ხელოვნურად გამოწვეული დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავებს დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ისედაც არსებობს. თუმცა, როგორც ლელა ბაქრაძე გვეუბნება, ბოლო რამდენიმე წელია, სქესთა შორის დრამატული დისბალანსი კლებულობს. „ჩვენ ვატარებთ კვლევას, იმისათვის, რომ გავიგოთ რა ხდება, რა უდევს ამას საფუძვლად, რა ცვლილებებია საზოგადოებაში. თუ ადრე სქესთა შორის მაჩვენებლი იყო 100-113-ზე, 2010 წლის შემდეგ, 100-109-ზე გვაქვს.“ ლელა ბაქრაძის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდი სქესთა სელექციის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს, რომელსაც ჰქვია „ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით სქესის სელექციის საწინააღმდეგოდ“. „გვინდა ადამიანებმა გაიაზრონ, რომ გოგონაც და ბიჭიც ორივე ერთნაირი ღირებულების მატარებელია და ორივე ერთნაირად ძვირფასია როგორც ოჯახისთვის, მშობლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“.
07.06.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/74585-revmatoiduli-artritit-daavadebul-pacientta-kavshiris-morigi-aqcia-akhal-mziurshi
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მორიგი აქცია
10 ივნისს, 13:00 საათზე, „ახალ მზიურში“, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის სახელით საინფორმაციო კამპანიის „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში გაიმართება ფოტოპროექტის „ცხოვრება რევმატოიდული ართრიტით - როცა მარტივიც ურთულესია“ პრეზენტაცია. ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ფოტოებზე, რომლის ავტორია გოგო ჩანადირი, ასახულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების ყოველდღიური ცხოვრება, ის მარტივი ყოველდღიური აქტივობები, რომლის განხორციელებაც მათ დაავადების გამო ძალიან უჭირთ და ხშირ შემთხვევაში ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ეწვიოს ფოტოგამოფენას. აღნიშნული პროექტით პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა და დაანახონ ის რეალობა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, მოწვეულ სტუმრებს დაავადების სიმძიმესა და შექმნილი პრობლემების შესახებ მიმართავენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის" თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, მხარდამჭერებთან ერთად. კამპანიის საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია "ჯეპრა". პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, მერიის ჯანდაცვის სამსახურის, საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, მედიკოსები, პაციენტები და სხვა დაინტერესებული პირები. დასასრულს გამოქვეყნდება ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი - საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით. სპეციალურ ბანერზე კი პაციენტები დააფიქსირებენ საკუთარ პრობლემებსა და სურვილებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წლის 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით, საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
08.06.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკოს ინიციატივამ დიდი მღელვარება გამოიწვია
სააფთიაქო ქსელებისათვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არაერთგვაროვნად განაწყო. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააუარესებს. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონის ცვლილება ევროკავშირთან არსებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. საპირისპირო მოსაზრებისაა ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი: "არაფერ შუაში არაა აქ ევროკავშირის მოთხოვნა, ეს ტყუილია. ევროპაში რომ ყველაფერი კარგად იყოს, კრიზისი არ იქნებოდა. ბაზარზე ნამდვილად არის კონკურენცია და თუ ვინმე ახდენს მონოპოლიზებას, ეს თავად ჯანდაცვის სამინისტროა. იგი დღემდე ფლობს სახელმწიფო საავადმყოფოებს და სრულად აკონტროლებს ფარმაცევტულ კომპანიებს ქვეყანაში".
---
08.06.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის ვალდებულება დაეკისრებათ
პარლამენტს შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა. პროექტის ავტორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მისი მოქმედება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. ამ სამუშაოთა ჩამონათვალს კი კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად აწარმოებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იქნება საქმიანობა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. ამ რეგისტრაციის გარეშე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების საქმიანობის განხორციელება აკრძალული იქნება. მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არასახვა გამოიწვევს დამსაქმებელის 500 ლარით დაჯარიმებას. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასახული ამოცანების ორგანიზებისა და პრევენციის დოკუმენტის შესაბამისად 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია, საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს ან ამ მიზნით სპეციალური სამსახური შექმნას. „დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20 და ნაკლები დასაქმებული, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, თუ მას ან მის წარმომადგენელს გავლილი აქვს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური," - ნათქვამია კანონპროექტში. კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება მუშაობის პერიოდში დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონის ეს პუნქტი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
---
08.06.2017
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო დახმარება აღარ შეუჩერდებათ
ოჯახის წევრის გარდაცვალება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი აღარ გახდება.აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ პარტია „ახალი საქართველოს“ ინიციატივაზე დაყრდნობით მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ დრონდე, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, მთელს ოჯახს დახმარება უჩერდებოდა და პროცედურის გავლა შემწეობის მისაღებად თავიდან უნდა დაწყებულიყო.
---
08.06.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
შარშან პრემია-დანამატებში 321 მილიონი ლარი გაიფლანგა
საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, საჯარო სექტორში პრემია-დანამატების ოდენობამ 321 758 000-ს მიაღწია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა უკეთესისკენ არ ვითარდება და ყოველდღიურ სიღარიბეს ასეული ათასობით ადამიანი ებრძვის. გამოდის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს პრემიებს მაინც იღებს. ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში დაუშვებელია. 2016 წელს ჯამურად "პრემიისა" და "დანამატის" მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 321 მლნ 758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს - 6%-ით, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 11.2%-ით აჭარბებს.
---