მედიამონიტორინგი 10.05.2018
ტელევიზია
10.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლოა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5278146
---
09.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ამბულატორიების მოწესრიგებას ითხოვს. ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის დაპირების მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია არც ერთ სოფელში არ ჩატარებულა. სოფლების ამბულატორიებში დაცული არ არის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. მათ შორის არის ახმეტის რაიონის სოფელი მატანის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ამბულატორიები. სადაც ექიმებს პაციენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევამდე ხელის დაბანის საშუალებაც არ აქვთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277615
---
09.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ვინ იქნება მმართველი გუნდიდან პრეზიდენტობის კანდიდატი. "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები გრძელდება. კონკრეტული პასუხი ზაფხულში გახდება ცნობილი. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277648
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277077
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277256
---
09.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
კიდე ერთი თემა, რომელსაც პრეზიდენტი შეეხო და რასაც დღეს მმართველი გუნდის გამოხმაურება მოჰყვა ავლაბრის რეზიდენციაში მისი შესვლაა. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277546
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276394
---
09.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე საუბრობროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო (მეიორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276962
---
09.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ნარკოტიკების ლიბერალიზაციის სადავო კანონპროექტის გარშემო კონსულტაციები აქტიურ ფაზაში გადადის. ახლა მთავარი კითხვაა, მოახერხებს თუ არა მმართველი გუნდი პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის მიღწევას. დავით სერგეენკოს კომენტარი: ერთადერთი გზა არის მოხმარების შემცირება, არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277686
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277606
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277458
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277356
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277210
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277195
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277059
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277022
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276984
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276836
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276649
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276535
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276316
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277520
---
09.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. უწყების ხელმძღვანელებმა და დარგის სპეციალისტებმა მოქალაქებს, როგორც ნარკოტიკული, ასევე სხვა უცნობი ნივთიერებების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს და ნარკოტიკული ზედოზირების პრევენციის გზებზე იმსჯელეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276098
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275690
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275826
ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276641
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276331
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276020
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275533
08.05
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275348
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00(მეორე ვიდეო ფაილი)-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275201
---
09.05.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: თავისუფალი სივრცე
ნარკოტიკებით გარდაცვალების 5 გახმაურებული შემთხვევა ბოლო ორ კვირაში-არის თუ არა შემოსული ქვეყანაში საცდელი ნარკოტიკები?-საქართველოში ნარკოტიკები ინტერნეტით იყიდება, ახალგაზრდები იხოცებიან
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277505
---
09.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
"ნუ გვკლავთ" - ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა აქციით გააპროტესტეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275437
---
09.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
73 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. დილიდან იზეიმეს ვაკის პარკშიც. შეიკრიბნენ ომის ვეტერანები, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო პრემიერმა, მთავრობის წევრებთან ერთად. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277227
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276093
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276545
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276069
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276019
---
09.05.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ტრენინგები სამ თვეში ერთხელ - საფრთხეების გათვლა, სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების გამოყენების ზედმიწევნით ცოდნა, სახანძრო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება – ეს ის არის რაც დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა ასწავლოს და დოკუმენტურად დაადასტუროს – ამ ყველაფერს „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ გასულ წელს დამტკიცებული რეგლამენტი ითვალისწინებს, რომელიც ძალაში ერთი კვირის წინ შევიდა. რეგლამენტი ეხება ნებისმიერ სამუშაოს, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277601
---
09.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
პროფესიული კავშირების გაერთიანება მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ნუსხაში რიგი სექტორების დამატებას ითხოვს. მათ შორის არის ხორცის, რძის, მცენარეული ზეთის, მაკარონის თამბაქოს და სხვა პროდუქტების წარმოება. ასევე, პროფკავშირები ითხოვენ ნუსხას დაემატოს კომუნალური მეურნეობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276714
---
09.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
2 წლის ნია კოხრეიძეს, რომელიც ჰიდროცეფალიითა და ხერხემლის ღია თიაქარით არის დაავადებული, დახმარება ესაჭიროება. გოგონას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ოჯახს ძვირადღირებული ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5276386
---
09.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
2017 წელს თბილისში არსებული 416 სილამაზის სალონიდან დაურეგისტრირებულობის გამო 9, ინფექციის კონტროლის დარღვევაზე კი სამი სალონი დაჯარიმდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფექციის კონტროლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები თითქმის ყველა შემოწმებულ სალონში აღინიშნებლობა. თუ სალონები ხარვეზებს არ აღმოფხვრიან საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცემა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277527
---
09.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართა. ერთი წელი გავიდა, რაც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა. ამ დღესთან დაკავშირებით ტყიბულის მერიის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277573
---
09.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავს დაწესებულებებს 15 ათასი ლარის სანაცვლოდ ლიცენზიას სთავაზობენ, რის შემდეგაც დაწესებულებაში თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ სიცრუეა. ვინ დგას თაღლითობის უკან ჯერ უცნობია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277554
---
09.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
1-დან 8 მაისამდე საქართველოს მასშტაბით თამბაქოს მოხმარების დარღვევის თაობაზე 112-ში 26 შეტყობინება შევიდა, კანონის დარღვევისათვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა. სამასპინძლო სექტორში აცხადებენ, რომ პაბეში, რესტორნებსა და ბარებში თავდაპირველად დისკომფორტი ამოიწვია ამ აკრძალვამ და მომხმარებელი გარკვეულწილად შეამცირა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მომხმარებელი ახალ კანონს ნელ-ნელა ეჩვევა და დისკომფორტიც ქრება. თამბაქოს კონტროლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბიზნესი კანონს მომზადებული შეხვდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5277542
---
08.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ჯანდაცვის სამინისტრო ჰიპერტენზიის მართვის კამპანიას იწყებს. ჰიპერტენზია სისხლის წნევის მატებას ნიშნავს, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩუმ მკვლელსაც უწოდენენ. მისითი ყოველლიურად 1,5მლრდ ადამიანი ავადდება, 7 მლნ კი კვდება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5273870
---
08.05.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
12 წლის ნათია კაპანაძის ისტორია. მე-7-ე კლასელი ნათია ჭიათურის უსინათლოთა სახლში დედასთან და 3 წლის ძმასთან ერთად 1 ოთახში ცხოვრობს. იმისთვის, რომ სახლში საღამოს პური მიიტანოს, სკოლის შემდეგ მინდვრის ფხალს და ყვავილებს კრეფს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275139
---
08.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელშეწყობით 482 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, საიდანაც 42 შშმპ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, 2014 წლიდან მოყოლებული მზარდი დინამიკაა, როგორც დასაქმების მაჩვენებლის, ასევე დამსაქმებელთა რაოდენობისა და ვაკანტური პოზიციების მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5274905
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5274271
---
08.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
მომეტებული საფრთხის მქონე რომელ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი. ეს საკითხი არაერთი შეხვედრის საგანია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის. დღეს ამ თემაზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში იმსჯელეს. ახალი კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვეში, საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი ბიზნესთან და პროფკავშირებთან შეთანხმებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5274106
---
08.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ღამის კლუბების მენეჯერები დღეს კლუბ ბასიანთან შეიკრიბნენ და საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. ისინი მოითხოვენ შეჩერდეს კამპანია, რომელიც ადამიანების ნარკოტიკებით გარდაცვალების შემდეგ სწორედ ღამის კლუბების წინააღმდეგ დაიწყო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275070
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5275076
---
08.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. თუ 10 დღეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, არასამთავრობოები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5274827
---
ინტერნეტი
10.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/492244-hipertenziis-themaze-dghes-konferencia-gaimartheba.html
ჰიპერტენზიის თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართება
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, დღეს, ჰიპერტენზიის თვის ფარგლებში, კონფერენცია - “არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“ გაიმართება. კონფერენციაზე მიწვეულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზებისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეზე და მისი ზრდის შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. “არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი სიკვდილი (გლობალური სიკვდილობის 12,8%) უკავშირდება. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, მომატებული არტერიული წნევის გავრცელების მაჩვენებლი 40%-ს აღწევს. ჰიპერტენზიის პრევალენტობისა და ინციდენტობის მაჩვენებელი რუტინული სტატისტიკის მონაცემებით საქართველოში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ეს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობითა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში, მიმართვიანობის მომატებით აიხსნება. საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა”, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, უწყების ცნობით, STEPS კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 24.5%-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა; ჰიპერტენზიის გავრცელება 37.7%-ია; ჰიპერტენზიის 83.6% არაკონტროლირებულია; ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის მქონეთა 53.5%. მათ შორის, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმის მიერ დანიშნულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 30% აღნიშნავდა, რომ მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდება. “ყოველწლიურად 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ინიცირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ. იგი ძირითადად ორიენტირებულია საგანმანათლებლო აქტივობებზე - წნევის მასობრივი გასინჯვის აქციები, საინფორმაციო მასალის გავრცელება, სპორტული ღონისძიებები და რაც ყველაზე აქტუალურია, საინფორმაციო კამპანიები რადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით, სოციალური ქსელების გამოყენებით. წელს ქვეყანამ გადაწყვიტა აღნიშნოს ჰიპერტენზიის თვე, რომელმაც სტარტი 7 მაისს აიღო. ჰიპერტენზიის თვის დევიზია - “ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია; გაიზომე წნევა - იცოდე შენი წნევის ციფრები“. ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილია წნევის გაზომვის აქციები თბილისსა და რეგიონებში, გავრცელდება საინფორმაციო მასალები, განხორციელდება მედია-კამპანია. 2018 წელს საქართველო კვლავ უერთდება “მაისის გაზომვების თვეს“, რომელიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2017 წელს იყო ინიცირებული მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალურ აქციას - არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო ინიციატივას. ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიება გახლავთ კონფერენცია არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
---
10.05.2018
დიმიტრი ხუნდაძე - მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ორგანიზაცია „გენი ქართულის“ განცხადებას მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, თითქოს კომიტეტმა ორგანიზაციების შენიშვნები არ გაითვალისწინა, დაუმსახურებელ ბრალდებას უწოდებს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მიწვეული ჰყავდათ ათზე მეტი ორგანიზაცია, მრავალშვილიანი დედები, პროფკავშირები, დემოგრაფები, იურისტები და სხვა დარგის ექსპერტები. „შენიშვნა იმის თაობაზე, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭება მოხდეს ასაკის შეუზღუდავად, პირველივე სხდომაზე იქნა გათვალისწინებული. ეს შენიშვნა, არასამთავრობო ორგანიზაციამდე თავად მე დავაფიქსირე სხდომაზე. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტზე ამ საკითხის განხილვას, კომიტეტებს გადაგზავნილი ჰქონდათ პირველადი, ინიცირებული ვარიანტი. ყველა კომიტეტის სხდომაზე ჩემს მიერ დაფიქსირებული იქნა ის, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე იმიტომ, რომ, ეს ასე უნდა იყოს. შესწორებული ვარიანტი საბოლოოდ გავა სესიაზე. ორგანიზაციებმა არ იციან პარლამენტის შიდა პროცედურული საკითხები, რაც არ არის გასაკვირი. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ ორგანიზაცია „გენი ქართული“ ყველა ღონისძიებაზე გვყავს მოწვეული, მე მათ კარგად ვიცნობ, მაგრამ რატომღაც წარმოჩენის მიზნით, პრესის საშუალებით ისურვეს ჩვენთან საუბარი. რაც შეეხება საერთოდ, საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას, სწორედ ჩემი და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით დაიწყო ქვეყანაში 30-წლიანი გაყინული თემის ამუშავება. დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი ინიციატივის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელიც უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება ქვეყნის ხელისუფლებას უმაღლეს რანგში ჰყავს აყვანილი და მუშაობა სწორედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს. ვინც ამ საკითხში თუნდაც მცირედ წვლილს შეიტანს, ტაშს დავუკრავთ. დაუმსახურებელ ბრალდებებს კი არ ვიღებთ. რაც შეეხება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს, სტატუსი განისაზღვრება ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
---
09.05.2018
"ნათია ჩაგანავა საკეისრო კვეთის შემდეგ, მოულოდნელად ჩავარდა კომაში... თითოეული თეთრი უდრის "ევას დედიკოს გადარჩენას "
26 წლის ნათია ჩაგანავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც "პრაიმტაიმს" ნათია ჩაგანავას ახლობელმა უთხრა, ნათია ჩაგანავამ 2018 წლის 10 აპრილს გაიკეთა საკეისრო კვეთა, ხოლო 11 აპრილს მოულოდნელად, მიზეზების დაუდგენლად ჩავარდა კომაში. "ნათია ტვინის იშემიური თრომბოზის დიაგნოზით აპარატებზე შეერთებული... ნათიას რამდენიმე დღის ევა დარჩა, რომლის დაბადებას მოუთმენლად ელოდა და მხოლოდ რამოდენიმე საათით ჰქონდა ბედნიერება, რომ ჩახუტებოდა. ნუ წავართმევთ იმედს სიცოცხლით სავსე ნათიას, რომ ისევ ჩაიკრას გულში მისი ქალიშვილი ევა და ბედნიერად იცხოვროს მრავალ წელს.. თქვენი გაღებული თითოეული თეთრი უდრის "ევას დედიკოს გადარჩენას". ნათიას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: საქართველოს ბანკი: GE74BG0000000027501500 - მიმღები თამრიკო დადიანი (პირადი ნომერი 02001023945. შეთანხმებულია მეუღლესთან) თიბისი ბანკი GE83TB7834645061100048 მიმღები ჯემალ ჩხაიძე (პირადი ნომერი 61001067939) ნათიას მეუღლე. ტელ: 558 60 61 85 ნათიას მეუღლე...", - აცხადებენ ნათია ჩაგანავას ახლობლებ
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/134847/
---
09.05.2018
დავით სერგეენკო - კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკს შორის განსხვავება არ არსებობს, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა
არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. "მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან",- განაცხადა სერგეენკომ.
პრესა.ჯი- http://presa.ge/new/?m=society&AID=65638
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=70471
კვირა.ჯი- http://kvira.ge/396562
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=65189
---
09.05.2018
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელთა და ექსპერტების შეხვედრა გაიმართა
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელთა, სტრუქტურული ერთეულებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარგის სპეციალისტებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ მოიხმარონ დაუდგენელი ნივთიერებები ნარკოტიკული თრობისათვის. „შეხვდრაზე ე.წ. „კლუბური ნარკოტიკების“ მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. მათი გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ადგენს. შესაბამისად, რთულია, ანტიდოტური ეფექტის მქონე პრეპარატის განსაზღვრა. დარგის სპეციალისტებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ მოიხმარონ დაუდგენელი ნივთიერებები ნარკოტიკული თრობისათვის. ე.წ. „კლუბურ ნარკოტიკს“ შესაძლოა, ისეთივე ფატალური გართულებები ახლდეს, როგორც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. შეხვედრაზე „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთვევებსა და „ნალოქსონის“, როგორც ანტიდოტის გამოყენების შესახებ ისაუბრეს. პრეპარატ „ნალოქსონის“ მიღება შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი და მისი რეცეპტის გამოწერის უფლება ყველა ექიმს აქვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ე.წ. კლუბური (რეკრეაციული) ნარკოტიკების უმრავლესობა მიეკუთვნება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მიმართ “ნალოქსონი” არაეფექტურია (იგი ეფექტურია მხოლოდ „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლისას). ამასთან, საქართველოში რეგისტრირებული „ნალოქსონის“ მწარმოებლის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მისი გამოყენებისას დაცული უნდა იყოს რიგი უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად ნალოქსონის ორგანიზმში შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან იმ პირების მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ სათანადო მომზადება. აღსანიშნავია, რომ გლობალური ფონდისა და სამინისტროს ხელშეწყობით, „ზიანის შემცირების ქსელი“ 2009 წლიდან, უწყვეტად ამარაგებს ნარკოდამოკიდებულ პირებს „ნალოქსონით“ (წელიწადში დაახლიებით 12 000 ამპულა), რომელთაც, ასევე, უტარდებათ სათანადო მომზადება მისი გამოყენების თაობაზე. ამავდროულად, საქართველოში ხორციელდება ნარკოდამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია „ბუპრენორფინ-ნალოქსონით“. შეხვედრის მონაწილეებმა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევების პრევენციის გზებზე იმსჯელეს და მოქალაქეებს, როგორც ნარკოტიკული, ასევე, სხვა უცნობი ნივთიერებების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
08.05
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=65160
პია.ჯი- https://pia.ge/post/201919-narkotikuli-zedozirebis-semtxvevebze-jandacvis-saministrosi-imsjeles
1ნიუს.ჯი- http://1news.ge/index.php?id=14802
---
09.05.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/110254-otiashvili-zedozirebisas-medikosebma-yvela-shemtkhvevashi-narkanis-administrireba-unda-moakhdinon
ოთიაშვილი: ზედოზირებისას, მედიკოსებმა ყველა შემთხვევაში ნარკანის ადმინისტრირება უნდა მოახდინონ
ამის შესახებ ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა, ტელეკომპნია "იბერიას" ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში", ბოლო დროს გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა. ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი დოზის გადაჭარბებით სიკვდილისა, არის ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები. ზუსტად ამ ჯგუფს განეკუთვნება ფენტანილი. ანუ საერთო ჯამიდან, დოზის გადაჭარბებით დამდგარი სიკვდილისა, მინიმუმ 2/3 შემთვევაში, საქმე გვაქვს ხოლმე ოპიუმის ჯგუფის პრეპარატებთან. ამ შემთხვევაში, პირველი, რასაც აკეთებენ მედიკოსები, იციან თუ არ იციან, რა ნივთიერებასთან აქვთ საქმე, აუცილებლად უნდა მოახდინონ ნარკანის (ნალოქსონის) ადმინისტრირება. თუნდაც, არ იყვნენ დარწმუნებული, რომ მაინც და მაინც ოპიუმის ჯგუფის პრეპარატი აქვს მიღებული ადამიანს. ვინაიდან, დიდი ალბათობით, საქმე აქვთ ოპიუმის ჯგუფთან და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ დაუყოვნებლივ, უმალვე, ადამიანი გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან და გადაარჩინო", - განაცხადა ნარკოლოგმა.
---
09.05.2018
ქვეყანაში ვითარება იმდენად კრიზისულია, რომ ამას ადეკვატური რეაგირება სჭირდება - ბექა წიქარიშვილი
ქვეყანაში ვითარება იმდენად კრიზისულია, რომ ამას ადეკვატური რეაგირება სჭირდება სახელმწიფოსგან, რასაც ჯერ ვერ ვხედავ,- ამის შესახებ, ,,თეთრი ხმაურის’’ წევრმა ბექა წიქარიშვილმა, გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე'' განაცხადა. ,,როდესაც ვსაუბრობდით, სახელმწიფოს როლზე და დანაშაულზე, მათ ბრალეულობას იმაში ვხედავდით, რომ ასეთ სიტუაციაში არანაირი მოქმედების გეგმა არ არსებობს. ჩვენ ფაქტიურად, ისეთ პირობებში ვიმყოფებით, როდესაც ნებისმიერი ადამიანი დაუცველია, ვინც ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს. დაუცველია იმისგან, რომ არ გარდაიცვალოს. ამ ვითარებაში ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე იყოს და ყველაფერს აკეთებდეს სიცოცხლის გადასარჩენად დაბნეულობას ვხედავთ, როგორც სტრუქტურებში ასევე საზოგადოებაში’’,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა
---
09.05.2018
მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=53117&cat=3
სქემა გაშიფრულია - ნარკოტიკები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებში
ნარკოტიკების ე.წ. სამალავები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში იყო მოწყობილი. შს სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვარკეთილსა და გლდანში 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, სწორედ ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ. პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით. გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყო მოწყობილი. ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება. მისი თქმით, მსჯელობა, თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს. „ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება. შსს-ს პოზიცია არის, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თვლის, რომ შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები, მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა. მისი თქმით, თუ ობიექტური თვალით შევხედავთ შსს-ს მიერ დაკავებულ გამსაღებელთა რაოდენობას, ეს აქტივობა ვერ ჩაითვლება სუსტად და არაეფექტურად. „ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული“, - აცხადებს დავით სერგეენკო. ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი, საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დაიწყება საჯარო სხდომები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განაცხადებით, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება არის საჭირო. „ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელზეც ვფიქრობ, შეთანხმება იქნება. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა იყოს ალტერნატიული კანონპროექტი, შეიძლება იყოს. დოზები არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება. ეს არის ასევე დეკრიმინალიზაციის საკითხი და ამაზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის. ამ საკითხზე იყოფა პოზიციები, ამიტომ ამას სჭირდება შეჯერება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას, კანაფის ტიპის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკვე მოახდინა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებაში იქნება ასახული, მაგრამ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას. რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო სხდომებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. მისი თქმით, ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცამ ხელი მოითბოს, ხოლო ვიღაც რეპრესიული პოლიტიკის მხვერპლი გახდეს. „აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტის განხილვამ ერთი თვით გადაიწიოს - აქ საუბარია იმაზე, რომ ფაქტობრივად წელიწადზე მეტია, კანონპროექტი პარლამენტში დევს და არაფერი ხდება. ამაზე უარესი რეალურად არ შეიძლება ხდებოდეს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის და ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ, სამართალდამცავების, ნარკორეალიზატორების მიმართ არის ბუნდოვანი. როდესაც ამბობთ, რომ „ჩვენი პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ რეპრესიული არ არის და საკმაოდ მკაცრია ნარკორეალიზატორების მიმართ“, სინამდვილეში გამოდის პირიქით, რომ ნარკორეალიზატორები არიან საკმაოდ პრივილეგიურ მდგომარეობაში და მათთვის რეალურად არის ვითარება, როდესაც საკმაოდ ხელგაშლილები არიან“, - აცხადებს სერგო რატიანი.
---
09.05.2018
დავით სერგეენკო - მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ სხვა ვინმეს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პოზიციას იზიარებს თანამდებობის სხვა პირებთან მიმართებაშიც. "ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას",- განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, სერგეენკოს თქმით, ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები აუცილებლად იქნება. "კონსულტაციები რა თქმა უნდა იქნება გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, რადგან ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემთვის უცნობია ამ კონსულტაციების დეტალები. მე ვფიქრობ, რომ პარტიის ყრილობაზე ბევრად მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი",- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
პრესა.ჯი-http://presa.ge/new/?m=politics&AID=65639
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=70468
კვირა.ჯი- http://kvira.ge/396584
---
09.05.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142995&lang_id=ge
„რა პრინციპით ხდება მედიკამენტებზე ასეთი მაღალი ფასების დაწესება, ჩემთვის გაურკვეველია“
მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო რეგულაციები - ამ თემაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ და ჯანდაცვის ექსპერტმა ირაკლი სასანიამ. ირაკლი სასანია დადებითად აფასებს პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ფასების განახევრების სამომავლო შესაძლებლობას. „თუ ეს იდეა განხორციელდა, იგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და მას რაც მთავარია, ექნება ორმაგი ეფექტი. პირველი, იგი მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს და მეორე მხრივ, გარკვეული ზეწოლა განხორციელდება ფარმაცევტულ კომპანიებზე. საზღვარგარეთ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს მას შემდეგ განსაზღვავენ,რაც გაითვალისწინებენ მოსახლეობისა და სავარაუდო პაციენტების რაოდენობას, ისინი ატარებენ კლინიკურ კვლევებს, ჩართულნი არიან ამ პროცესში მკვლევარები, ითვალისწინებენ სარეკლამო ხარჯებს და ა.შ. საქართველოში, რა პრინციპით ხდება მედიკამენტებზე ასეთი მაღალი ფასების დაწესება, ჩემთვის გაურკვეველია. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთადერთი შემაკავებელი და მარეგულირებელი სახელმწიფოა. ამდენად, აღნიშნული ინიციატივა აიძულებს ფარმაცევტულ კომპანიებს დაწიონ ფასები მედიკამენტებზე,“- ამბობს ირაკლი სასანია.
---
09.05.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/6807-tybibulshi-meshaxteebisadmi-solidarobis-aqzia-gaimarteba
ტყიბულში მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება
ტყიბულში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, დღეს, 9 მაისს, 17:00 საათზე მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქცია 22:00 საათამდე გაგრძელდება. ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის მაღაროში ოთხი მეშახტე დაიღუპა. „ტყიბული მდიდარი ქალაქია, რომელსაც სიღარიბეში აცხოვრებენ. მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ ბიზნესის თავგასულობას ეწირება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე - ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანაქალაქელების სიცოცხლე“, - ნათქვამია ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. 2017 წლის 9 მაისს, მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა. 2017 წელს მინდელის სახელობის შახტაში ვითარება შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა და მძიმე დარღვევები გამოავლინა. მინდელის სახელობის მაღაროში 2018 წლის 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.
---
09.05.2018
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური შემთხვევების რეცენზირებას სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს
10 მაისს, 16 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური შემთხვევების რეცენზირების/ექსპერტიზის პროცესი. როგორც ცნობილია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გამოცხადდა.ამასთანავე საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 4 მაისის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესში გაერთიანების ექსპერტებიც ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წლიდანაა გაფორმებული და აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივად არაერთი პროექტი განხორციელებულა
კვირა.ჯი- http://kvira.ge/396617
---
09.05.2018
რა შეღავათებით სარგებლობენ ომის ვეტერანები საქართველოში?
---
08.05.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142821&lang_id=ge
გააიაფებს თუ არა მთავრობის ახალი ინიციატივა მედიკამენტებს?
მედიკამენტების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის. ცოტა ხნის წინ მთავრობამ ახალი სახელმწიფო კომპანიის - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის შექმნა დაანონსა და შესაბამისი პროექტიც წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ახალი უწყება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და სოციალურად დაუცველი, პენსიონერებისა და შშმ პირთა ჯგუფის წევრი ქრონიკულად დაავადებული პირებისთვის საჭირო მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლისგან იაფად შეიძენს. შესაბამისად პროგრამის ბენეფიციარები წამლებს სიმბოლურ ფასად მიიღებენ. ამასთან, სახელმწიფო კომპანია ღია იქნება როგორც მედიკამენტების დისტრიბუტორი კომპანიებისთვის, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობებისთვის. რა გავლენას მოახდენს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, სახელმწიფო კომპანიის გამოჩენა, ექსპერტებს ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ აქვთ. თუმცა, როგორც კომერსანტს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა, მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველთა წამლებით მომარაგებისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნამ, შესაძლოა ბაზარზე მედიკამენტები გააიაფოს. სერგო ჩიხლაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შესაძლოა ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების წინაპირობა გახდეს. „შესაძლებელია მედიკამენტებზე ფასი დიწიოს, თუმცა, ამის დარწმუნებით თქმა იქამდე არ შეიძლება, ვიდრე ინიციატივა დეტალურად არ იქნება განმარტებული.იდეურად, სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა ცუდი არ არის. ეს პირველ რიგში, ფასების ხელმისაწვდომობის კუთხით იმ ფენას წაადგება, რომელიც მთავრობამ საწყის ეტაპზე განსაზღვრა და რომლის არეალიც შესაძლოა გაფართოვდეს,“-აცხადებს ჩიხლაძე. ექსპერტის განცხადებით, გასათვალისწინებელია ორი მომენტი - პირველი, არ მოხდეს კიდევ ერთი დამატებითი ბიუროკრატიული სტრუქტურის დამატება და მეორე - განისაზღვროს უწყების ფუნქციები, დატვირთვა, დაფინანსება და ასე შემდეგ. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, ამ დროისთვის მოლოდინებზე და რისკებზე საუბარი ცოტა ნაადრევია. თუმცა, ინიცირებული პროექტის ფარგლებში მთავრობა მედიკამენტებს შეისყიდის უშუალოდ მწარმოებლებისგან, რის გამოც სახელმწიფოს უფრო იაფად შეეძლება წამლების შეძენა და ამ დარგის ბიზნესმენებთან შედარებით პრივილეგურებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. კითხვაზე, ხომ არ დააზარალებს ეს სქემა მწარმოებელ ფარცმაცევტულ კომპანიებს, ჩიხრაძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, საუბარია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობაზე, ეს კი მიღებული და აპრობირებული მეთოდია. ჩიხლაძის განცხადებითვე, ამ მოდელმა შესაძლოა ქვეყანაში როგორც მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები დაარეგულიროს, ისე ბაზარზე დამატებით ახალი მოთამაშეები გააჩინოს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მთავრობამ ხელი შეუწყოს ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლას, რადგან ასეთი ტიპის მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მათი ანალოგების ბრენდი - ჩიხლაძე აცხადებს, რომ რისკები არსებობს, თუმცა, ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ჩიხლაძე ასევე აცხადებს, რომ ჯენერიკის მწარმოებელი ყველა კომპანია დაბალი ხარისხის მედიკამენტს არ აწარმოებს. თავად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ამ დროისთვის აღნიშნულ თემაზე არ საუბრობენ. მათი თქმით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, როც უფო მეტი დეტალი იქნება გასაჯაროებული. შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო და ემსახურება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც 23 სახეობის მედიკამენტი ერთ ლარად გადაეცემათ. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით სულ 13,000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
---
08.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36425/ghamis-klubebisa-da-barebis-tsarmomadgenlebi-shetsydes-klubis-mimart-tsilismtsamebluri-kampania
ღამის კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები: შეწყდეს კლუბის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია
ფონდ „ელექტრონავტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ლეჟავამ კლუბ „ბასიანში“ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ლეჟავამ განაცხადა, რომ ელექტრონული მუსიკისა და ინდუსტრიის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლებს კლუბების, ფესტივალების, კაფე-ბარების, ივენთ კომპანიების, არტისტებისა და პროდიუსერების ერთობლივი განცხადება გააცნო. განცხადების ავტორები ითხოვენ: შეწყდეს რეგრესიული ძალების მხრიდან საკლუბო თემის დემონიზირება და დისკრედიტაცია; აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ და მხარი დაუჭირონ საკლუბო ინდუსტრიას; მედიასაშუალებებმა შეწყვიტონ საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება მათ საქმიანობასთან. ამასთან, ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დროულად იქნას გამოძიებული, თუ რა ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდები და ექსპერტიზის პასუხები გასაჯაროვდეს. “სამწუხაროდ, ელექტრონული მუსიკისა და ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბების დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული გამოძიების შედეგებით, იმისთვის, რომ დადგეს ობიქტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ინდუსტრიის წარმომადგენლები, მოვითხოვთ: შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინდუსტრიას; შეწყვიტონ მედია საშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან; დროულად იქნას დადგენილი თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო; შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებგვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს;ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე; გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დახმარება. ჩვენ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ და პასუხს მოვითხოვთ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის. ამასთან ერთად, მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან. მივმართავთ საზოგადოებას, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ უმწვავეს პრობლემათან გამკლავება და ძვირფასია ჩვენი ქვეყნისა და კულტურის წინსვლა: დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომაა. ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, ამ სფეროს სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმარ ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არამხოლოდ კონკრეტული სივრცეების, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების - თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვარის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: FUND ELECTRONAUTS; 4GB; ALTERVISION/OPEN AIR; ART-CAFÉ HOME; BASSIANI; BLOW BAR; CAFÉ GALLERY; DRAMA BAR; ELEKTROWERK; EVENTER; KELLER BAR; KHIDI; LISI REST; LTFR; MTKVARZE; MUZAME; MZESUMZIRA; SPACEHALL; SUCCESS BAR; TERMINAL EVENTS; TIVI; TREEBAL; VODKAST; WHITE NOISE MOVEMENT.
---
08.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/396404
სოფო კილაძემ სოციალური მუშაკის სამსახურის რეფორმის პროექტი კომიტეტზე წარადგინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ სოციალური მუშაკის სამსახურის რეფორმის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე წარადგინა. როგორც სოფო კილაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, ეს არის რეფორმა, რომელიც გულისხმობს ინდივიდების, ოჯახების, და შესაბამისად საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაძლიერებას. მისი თქმით, სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს ის წარმომადგენელი, რომელიც იცავს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს. მოხსენებაში ასევე აღინიშნა, რომ რეფორმა გათვლილია 7 წელზე მისი ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება. “რეფორმის დასრულების შემდეგ ქვეყანაში შემცირდება, სიღარიბე, ძალადობა, კრიმინალი, სხვადასხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება; გაიზრდება თვით-რეალიზებული ადამიანების რიცხვი, სოლიდარული პასუხისმგებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი; გაძლიერდებიან: ინდივიდები, ოჯახები, საზოგადოება, სახელმწიფო”,- განაცხადა კილაძემ. რეფორმა მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ და შემუშავდა სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარების ფართო ჩართულობით. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტს განიხილავს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერაა შემუშავებული.
---
08.05.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/274614/
“ჰეროინზე 10-ჯერ ძლიერი” – ნარკოლოგი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები “ფენტანილმა” იმსხვერპლა
შავ ბაზარზე შესაძლოა ახალი ტიპის ნარკოტიკი, ძლიერი სინთეტიკური ოპიოდი “ფენტანილი” იყოს შემოტანილი და ბოლო დროინდელი გახმაურებული გარდაცვალებები სწორედ მას უკავშირდებოდეს და არა “მეფედრონს”. ამის შესახებ ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, ამ ნარკოტიკის ქმედებას მედიკამენტი “ნალოქსინი”, აბათილებს, თუმცა ის აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. ამ მოსაზრებას ჯანდაცვის სამინისტროში არ ეთანხმებიან. ბოლო ორ კვირაში 4 ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ზოგი “მეფედრონს” უკავშირებს, თუმცა, როგორც დღეს, 7 მაისს, გამართულ ბრიფინგზე, ექიმ-ნარკოლოგმა დათო ოთიაშვილმა განაცხადა, ქართულ ბაზარზე შესაძლოა სხვა სახის ნარკოტიკი “ფენტალინი” შემოვიდა. მისი თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ ახალგაზრდების ძილის დროს გარდაიცვალნენ. “ჩვენ საქმე ძალიან სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს. “ფენტანილი” დღეს არსებული და ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინთეტიკური ოპიოდია, რომლის გამოყენების შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილის დადგომის რისკი. ნაწილობრივ, ეს პრობლემა დგება იმიტომ, რომ მომხმარებელმა არ იცის, რას მოიხმარს. როგორც წესი, ეს ნივთიერება საღდება სხვა, ტრადიციული ნარკოტიკის სახით და შესაბამისად, მომხმარებელი ვერ საზღვრავს იმ დოზას, რომელსაც მისი ორგანიზმი შეიძლება იყოს მიჩვეული. ის, დაახლოებით, 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი,” – განმარტავს ექიმი დათო ოთიაშვილი. როგორც ექიმი-ნარკოლოგი აღნიშნავს, “ფენტანილისა” და სხვა ოპიოდების დოზის გადაჭარბების დროს ერთადერთი ეფექტური საშუალება პრეპარატი ნალოქსინია. ეს პრეპარატი საქართველოშიც მოიპოვება, თუმცა აფთიაქებში ის მხოლოდ რეცეპტორულად გაიცემა. “ნალოქსინის გამოყენების შედეგად უმალვე ხდება ადამიანის გამოცოცხლება, ეს პრეპარატი საქართველოში რეცეპტული სისტემის შემოღებისთანავე გაუგებარი მიზეზების გამო სარეცეპტო მედიკამენტების სიაში მოათავსეს. დაახლოებით, წელიწად-ნახევარია ვცდილობთ, ჯანდაცვის სამინსიტრო დავაწმუნოთ, რომ ნალოქსონი სარეცეპტო მედიკამენტების სიიდან ამოიღონ. გაუგებარი მიზეზების გამო კვლავ ჭიანურდება ეს პროცესი”, – აცხადებს ოთიაშვილი. მისივე თქმით, ბაზარზე ფენტანილის არსებობა ამ დროისთვის მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან არც ერთი სამთავრობო უწყება არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუმცა, ის კლინიკური სურათი, რომელიც აღწერილი იყო გარდაცვლილების შემთხვევებში, კერძოდ კი ძილში გაპარვა, იმაზე მიუთითებს, რომ საქმე ოპოიდების ჯგუფის პრეპარატს ეხება. მათ შორის ყველაზე ძლიერი და სახიფათო კი სწორედ ფენტანილია. ოთიაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნალოქსინის ყიდვა მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ, ეს ბევრისთვის სიცოცხლის გადამრჩენელი შეიძლება აღმოჩნდეს. “ამ მედიკამენტით დოზის გადაჭარბების მიღება შეუძლებელია. მაქსიმუმ, რასაც გააკეთებ, ზედმეტად გამოაფხიზლება ადამიანს. არამომხმარებელმა რომ მიიღოს შემთხვევით ეს მედიკამენტი, არანაირ ზიანს არ მიაყენებს. დღეისათვის უკვე არსებობს ამ პრეპარატის არასაინექციო ფორმა, კერძოდ კი ცხვირში შესასხურებელი სპრეი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება ექიმის ახლოს ყოფნა,” – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავითი სერგეენკო, რომლმაც დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ნარკოვითარებას არათუ ლიბერალიზაცია, არამედ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება გამოასწორებს. რაც შეეხება ნალოქსონს, ის აღნიშნავს: “ნალოქსონი არის სელექტიური, მიზანმიმართული ოპიატების მოქმედების შემაბრუნებელი, რევერსის მქონე მედიკამენტი. ხოლო ის ნარკოტიკები, რომელიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიქოტროპული ჯგუფის, რომელზეც ნალოქსონი არანაირი სახით არ მოქმედებს. პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარებამ აქცენტირება მცდარად გადაიტანოს ნალოქსონის ძებნაზე და რეალური დამხარება დაიკარგოს”, – განაცხადა სერგეენკომ. მისი კომენტარი “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ბოლო დროს ნარკოტიკების შედეგად გარდაცვალების ყველა ფაქტზე (4) გამოძიება გრძელდება. მას შემდეგ კი, რაც უწყება გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზის ბიუროდან მიიღებს, გამოძიების ფოკუსი დავიწროვდება. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ მიუხედავად მაქსიმალური ჩართულობისა და მცდელობისა, ამ დროისთვის არც ერთი ექსპერტიზა დასრულებული არ არის. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისისში ღამის კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, 28 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, ხოლო 29 აპრილს ნეტგაზეთისთვის კიდევ ერთი გარდაცვლილის, ახალგაზრდა ქალის შესახებ გახდა ცნობილი. შაბათს კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.
---
ბეჭდვითი მედია
10.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკო: არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის - არ მიიღოთ ეს შხამი
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განსხვავებით, არ არსებობს განსხვავება კლუბულ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს ფატალური საფრთხის მოტანა შეუძლია. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ნარკოტიკული საშუალებები არ მიიღონ. „მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა და როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბულ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან.",- განაცხადა სერგეენკომ.
---
10.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
„რა პრინციპით აწესებენ წამლებზე ასეთ მაღალ ფასს, სრულიად გაურკვეველია“
მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის ექსპერტმა ირაკლი სასანიამ. მან დადებითად შეაფასა პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ფასების განახევრების სამომავლო შესაძლებლობა. „თუ ეს იდეა განხორციელდა, იგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და მას რაც მთავარია, ექნება ორმაგი ეფექტი. პირველი - იგი მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს და მეორე მხრივ, გარკვეული ზეწოლა განხორციელდება ფარმაცევტულ კომპანიებზე. საზღვარგარეთ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს მას შემდეგ განსაზღვავენ,რაც გაითვალისწინებენ მოსახლეობისა და სავარაუდო პაციენტების რაოდენობას, ისინი ატარებენ კლინიკურ კვლევებს, ჩართულნი არიან ამ პროცესში მკვლევარები, ითვალისწინებენ სარეკლამო ხარჯებს და ა.შ. საქართველოში, რა პრინციპით ხდება მედიკამენტებზე ასეთი მაღალი ფასების დაწესება, ჩემთვის გაურკვეველია. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთადერთი შემაკავებელი და მარეგულირებელი სახელმწიფოა. ამდენად, აღნიშნული ინიციატივა აიძულებს ფარმაცევტულ კომპანიებს დაწიონ ფასები მედიკამენტებზე,“- განუცხადა "კომერსანტს" სასანიამ.
---
10.05.2018
მედიასაშუალება: გზა
რატომ შემცირდა ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი?
სტატისკურ ცნობარში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერაა მომზადებული, ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ჯანმრთელობის, დაავადებებისა და მასთან დაკავშირებული პროცესებია განხილული. ამასთან, ავტორებმა, როგორც ჩანს, გვერდი ვერც იმ პრობლემებს აუარეს, რასაც მუშაობის პროცესში წააწყდნენ. ერთ-ერთია, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომელიც 2013 წელს 75 წელი იყო, 2017 წელს კი - 73.
---
09.05.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბიოლოგიური იარაღი თბილისში?
ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენა, ამოცნობა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვა - როგორც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში (ლუგარის ლაბორატორიაში) განმარტავენ, ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. მშვიდობიანი მიზნების დაჯერება არ უნდათ მოსკოვში. რუსეთის ხელისუფლება და მისი ინტერესებით მოქმედი მედია ამერიკელების აშენებულ ლაბორატორიას, ათასნაირი დაავადების გავრცელების გარდა, ბიოლოგიური იარაღის შექმნაშიც ადანაშაულებენ. რუსეთის საინფორმაციო ომი თანდათან ახალ ძალებს იკრებს: ბოლო ხანებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლუგარის ცენტრს რუსი ორმაგი აგენტის - სერგეი სკრიპალის - ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტთან მიმართებითაც მოიხსენიებენ. გამოდის ისე, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ბრალდებებს უკუბრალდებებით უპასუხებენ. რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ლუგარის ცენტრში ჯანდაცვის პროექტებზე ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი ორგანიზაციის - უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) - წარმომადგენლები მუშაობენ. ლუგარის ცენტრი თბილისში და სამონიტორინგო ლაბორატორიების ქსელი რეგიონებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით აშენდა და კეთილმოეწყო. ლუგარის ლაბორატორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, ყველასთვის ხილულ ადგილას, 2011 წელს გაიხსნა, 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან მას მთლიანად ქართული მხარე აფინანსებს. ლუგარის ცენტრი კავკასიის რეგიონში ერთადერთი ცენტრია, რომელიც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) სტანდარტებით არის აღჭურვილი და სადაც ინახება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა (მაგალითად, შავი ჭირისა და ჯილეხის) გამომწვევი მიკროორგანიზმები. ობიექტის აშენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სახიფათო ბიოლოგიური მასალების გაუვნებელყოფა და საიმედოდ დაცვაა.
---
09.05.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"აფთიაქებს შორის კარტელური გარიგებების არსებობა გამორიცხული არ არის"
-არ უნდა არსებობდეს უხარისხო მედიცინის ცნება, თუ რაიმე კეთდება სამედიცინო სფეროში ის უნდა გაკეთდეს მაღალი ხარისხით. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაითავისოს,რომ სამედიცინო სფეროში რეფორმები არ სრულდება, მუდმივად სჭირდება მას სიახლეები და დაფინანსების ახალი წყაროები“, - ამბობს კავკასიის ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვახტანგ სურგულაძე. უხარისხო სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები და ქართული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზები - ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ და კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანმა, ვახტანგ სურგულაძემ. „საყოველთაო დაზღვევამ გაზარდა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, მაგრამ საქართველოში სამედიცინო მომსახურება უხარისხოა, შესაბამისად, გაიზარდა უხარისხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა „- აცხადებს ვახტანგ სურგულაძე . ვახტანგ სურგულაძის თქმით, სამედიცინო ბაზარი მუდმივად მიისწრაფის ოლიგოპოლიისკენ, სახელმწიფოს ამოცანაა,რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.„ჯანდაცვის სისტემის წარმატებულობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი ფინანსები სწორად გადანაწილებული, რამდენად დაცულია სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, კრიტიკული ხარჯები და სამართლიანობა, რამდენად მდგრადია ეს სისტემა და რამდენად უწყობს იგი ხარისხის ზრდას. ჩემი აზრით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერცერთ ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.“ ვახტანს სურგულაძემ ასევე ისაუბრა სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების მიმართ პაციენტების მხრიდან ნდობის დაკარგვაზე. „ვფიქრობ, გარკვეულწილად მასმედიის არასწორმა და ნაჩქარევმა გაშუქებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ დამოკიდებულების გაჩენაში.“ იგი ასევე შეეხეო დღეს არსებულ მედიკამენტების მაღალ ფასებს. არის გამორიცხული კარტელური გარიგებების არსებობა აფთიაქებს შორის. სახელმწიფოს პირველადი ამოცანაა მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, და გარკვეული ჩარევები ფასებთან დაკავშირებით, თუმცა არ ვთვლი რომ სწორია სახელმწიფოს მხრიდან კერძო კომპანიების იძულება - დააკლონ მედიკამენტებზე ფასები. ვინაიდან, ამ მოქმედებამ შესაძლოა ე.წ „შავი ბაზარის“ გაჩენა გამოიწვიოს. ამდენად, რისკებია დასათვლელი და გადაწყვეტილება შემდგომ მისაღები.“ მისი თქმით, ჯანდაცვის პოლიტიკის გატარების პროცესში უნდა იყოს ჩართული, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. მნიშვნელოვანია არსებული ფინანსების სწორი გადანაწილება, კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა და ისეთი სისტემის აწყობა, რომელშიც იარსებებეს საუნივერსიტეტო-სახელმწიფო საავადმყოფოები, ვინაიდან გადაუდებელ დახმარებებზე კერძო კლინიკები იშვიათად მუშაობენ, მათთვის ეს ძალიან ხარჯიანია. „თუ შევძლებთ და შევქმნით მაღალხარისხიან, ხელმისაწვდომ და განვითარებისკენ მუდმივად ორიენტირებულ ჯანდაცვის სისტემას, სახელმწიფოც, პატიცენტებიც და ექიმებიც იქნებიან კმაყოფილები,“ - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
---
09.05.2018
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
საქართველო უმუშევრობის დონის მაჩვენებლით აუტსაიდერ ქვეყნებს შორისაა
---
09.05.2018
მედიასაშუალება: ვერსია
"თეთრი სიკვდილის" სკანდალური ანატომია
---
09.05.2018
მედიასაშუალება: ვერსია
გასართობი ადგილი თუ სასაკლაო