From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-11.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com
Received On : 11.05.2018 08:21
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.05.2018

ტელევიზია

11.05.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

სოციალურად დაუცველი ახლაგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5280426

---

 

11.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

ბათუმის ტუბერკულოზის ცენტრი სადაც ამჟამად 36 პაციენტი მკურნალობს მძიმე მდგომარეობაშია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5280726

---

 

11.05.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი მესამე დღეა შიმშილობს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს სთხოვენ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5280315

---

 

10.05.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

ჰიპერტენზიის თვის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს დილიდან კონფერენცია გაიმართა, მოხსენების მთავარი განსახილველი თემა: "არტერიული ჰიპერტენზია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტები იყო." კონფერენციაზე არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის მონიტორინგის აუცილებლობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279621

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279501

---

 

10.05.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 18:00       

მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლოა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, გარკვეული პრობლემები შეექმნათ, საუბარია დამატებით კადრების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აყვანაზე. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მცირე კომპანიებს ამისთვის შესაძლოა ცოდნა, გამოცდილება და ფინანსური რესურსი გააჩნდეთ. კანონი მომატებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოების შემთხვევაში დამსაქმებელს ავალდებულებს დანიშნოს ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თუ დასაქმებულის რაოდენობა 20-დან 100 კაცამდეა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279669

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279290

---

 

10.05.2018

არხი:  იმედი  

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს ქმნის, ცენტრი საჯარო და კერძო სკოლებისგან მიიღებს ინფორმაციას ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსგან კი მიუსაფარი ბავშვების თაობაზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279941

I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5280015

მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5280081

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279685

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279522

---

 

10.05.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:  ბიზნესკოდი

როგორ შეიძლება ინტერნეტით ნარკოტიკების ყიდვა. ახალგაზრდების სიკვდილის რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია ზუსტად ცნობილი არ არის. ჯადნაცვის მინისტრს კონკრეტული ნივთიერება არ დაუსახელებია. თავიდან გამოითქვა ეჭვი, რომ ეს იყო მეფედრონი, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5278265

---

 

10.05.2018

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა:  კურიერი 18:00

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისში დიპლომის შემდგომი განათლების სამდღიანი კურსი დაიწყო. 300-მდე ქართველი და უცხოელი ექიმი დიაბეტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს. საგანგებოდ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის 15 საერთაშორისო დონის მომხსენებელია მოწვეული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5279686

---

 

 

ინტერნეტი

11.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/492468-giorgi-tyemaladzis-iniciativith-samgorshi-dasaqmebis-forumi-gaimartha.html

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. ფორუმს, რომელიც მიზნად სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის იმ ვაკანსიების გაცნობას ისახავდა, რომლებიც ამ დროისთვის რაიონში ხელმისაწვდომია, საკრებულოს წევრები, პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი შოთა ხაბარელი, რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბეზარაშვილი ესწრებოდნენ. ფორუმში მონაწილეობა 20-მდე კერძო კომპანიამ მიიღო. დასაქმების მსურველებს საშუალება ჰქონდათ თავად გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს და მათთვის სასურველ ვაკანსიაზე განაცხადი შეევსოთ. როგორც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელ ფორუმზე სამგორის რაიონის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად გაცნობოდა იმ ვაკანსიებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებს აქვთ გამოცხადებული. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმის შედეგი იქნება წარმატებული და ღონისძიების შედეგად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდება. თავის მხრივ, ფორუმზე მისულმა მოსახლეობამ სამგორის მაჟორიტარს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დასაქმების მსურველებმა განაცხადეს, აღნიშნული შეხვედრის ფორმატი საკმაოდ მოსახერხებელია და ხელს უწყობს დამსაქმებლებთან მათ პირდაპირ დაკავშირებას.

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/192390-kampania-qhipertenziis-marthva-shens-khelshiaq-video.html?lang=ka-GE

კამპანია "ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია"

"ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია" - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კამპანია.

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1525948725-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98

"მეფედრონის" მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, შეჭამოს, ან მოკლას კიდეც ვინმე..." - ნარკოლოგი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარლუი განყოფილების ხელმძღვანელი "თბილისელებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "მეფედრონის", იგივე "აბაზანის მარილის" მომხმარებლებში არის შემთხვევები, როდესაც მათ უჩნდებათ სურვილი, შეჭამონ საკუთარი გარემოცვიდან ვინმე. "ერთეულების სახით ასეთი მითითებებიც გვხვდება. ზომბად ადმაიანს ლტოლვა აქცევს. დაუოკებელი ლტოლვა აბსოლუტურად უვიწროებს ცნობიერებას და მისი ფიქრები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ ნარკოტიკის მოპოვებისკენ, რაც ადგმევინებს ყველანაირ ნაბიჯს. აბსოლუტურად შესაძლებელია, სახეც მოაჭამოს, მოკლას კიდეც და ყველა უმსგავსობა ჩაიდინოს, რომ მისთვის სასურველი დოზა მოიპოვოს", - ამბობს ნარკოლოგი. მისი თქმით, საქართველოში 2011 წელს ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სიხშირის თვალსაზირისთ, მეოთხე ადგილზე იყო, მერე შემცირდა და 2014-2015 წლებში აქტიურად გამოიყენებოდა "აბაზანის მარილის" სახით. "იყო ზედოზირებები და ლეტალური შედეგებიც. ძალიან ხშირია სუიციდის მცდელობები, რადგან მეფედრონი სუიციდისკენ მიდრეკილებას იწვევს", - აცხადებს ნინო გონგლიაშვილი.

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: https://www.mshoblebi.ge/janmrtheloba/aqtualuri/12136-ra-sheghavathebi-ekuthvnith-eqvs-tslamde-asakis-bavshvebs-pasukhobs-socialuri-momsakhurebis-saagento.html

რა შეღავათები ეკუთვნით ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს - პასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტო

ბევრმა მოქალაქემ ზუსტად არ იცის, რა შეღავათები ეკუთვნის სახელმწიფოსგან. mshoblebi.ge სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწოფო პროგრამების შესახებ, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებენ. ამჯერად 6 წლამდე ასაკის ბავშვებს შევეხებით, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაგდა კოტრიკაძე იმ კითხვებს პასუხობს, რომლებიც მშობლებმა სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდის საშუალებით დასვეს. - სასწრაფოთი მიყვანილი პაციენტი და იგივე პრობლემით საკუთარი ტრანსპორტით მისული პაციენტი ერთნაირად ფინანსდება? - მიმართვის ფორმას მნიშვნელობა არა აქვს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს უნაზღაურდებათ კრიტიკული და გადაუდებელიმდგომარეობების მართვა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის ფორმისგან დამოუკიდებლად. - ყველა კლინიკაში ერთნაირად მოქმედებს საყოველთაოთი განსაზღვრული დაფინანსება? ზოგიერთი კლინიკა მეტს ახდევინებს, ზოგი - ნაკლებს. - კრიტიკული მდგომარეობების და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დაფინანსების პირობები სამედიცინო დაწესებულებებში თანაბარია, ხოლო სხვა გადაუდებელი მდგომარეობების, გეგმური ქირურგიული სამედიცინო მომსახურების და ონკოლოგიური მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ასანაზღაურებელი თანხის (სატარიფო არეალის) და მოსარგებლის სტატუსის მიხედვით. - რა პროცედურები უნდა გაიაროს მშობელმა, რათა ბავშვს დაუფინანსდეს ოპერაცია ან ძვირადღირებული კვლევა? - ქირურგიული მომსახურების დაფინანსების მისაღებად, პირველ ეტაპზე მიმართავს შესაბამისი პროფილის ქირურგ-სპეციალისტს, ოპერაციის დაგეგმვის შემთხვევაში, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო დაწესებულება ავსებს შესაბამისი ფორმის განაცხადს;

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=65659

გასართობი ადგილი თუ სასაკლაო – თბილისური ღამის კლუბები და ნარკოტიკებით დაღუპული ახალგაზრდები

საგანგაშო ვითარება, რომელიც ბოლო დღეებში თბილისში შეიქმნა იმდენად შოკისმომგვრელია, რომ როგორც ჩანს ჯერჯერობით ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო სტრუქტურები ხვდებიან რა უნდა დაუპირისპირონ მას. მხოლოდ სტატისტიკის თვალის გადავლებაც კი, რომელიც სინთეტიკური ნარკოტიკით ახალგაზრდების მკვლელობების სერიას ასახავს, უმწეობის და დაუცველობის დამღუპველ განცდას აჩენს. თუმცა ეს ნამდვილად არის მომენტი, როცა დუმილი დანაშაული და მეტიც, კიდევ ბევრი ახალგზარდის სასიკვდილოდ გამეტებაა. რა ხდება, რატომ ვერავინ და ვერაფერი აჩერებს პროცესს? ვინ და როგორ უნდა აღუდგეს მას? გაექცა თუ არა სადავეები ხელიდან სახელმწიფოს და ბოლოსდაბოლოს, სად არის საშველი? ეს და კიდევ უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად. რამდენიმე გარდაცვლილი და კომაში მყოფი ახალგაზრდა – მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – მათი მკვლელი სინთეტიკური ნარკოტიკია, რომელიც ღამის კლუბებში მიიღეს!!! თბილისში კლუბური ცხოვრება განსაკუთრებით აყვავებას ბოლო სამი–ოთხი წელია რაც განიცდის. ,,ბასიანი“, ,,ხიდი“, ,,მტკვარი“, ,,კაფე გალერი“ და სხვა კლუბები ელექტრონული მუსიკის და ღამის ცხოვრების მოყვარულ ახალგაზრდებს გართობის მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობენ. უცხოელი და ადგილობრივი დიჯეები, გართობა დროის და ასაკის შეუზღუდავად და ე.წ. კლუბური ნარკოტიკი – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც თბილისურ ღამის კლუბებს ადგილობრივთან ერთად არც უცხოელი მომხმარებელი აკლია. ცხოვრების ამ სტილის თუ წესის პოპულარიზაციაში ხშირად სახელმწიფოც აქტიურად არის ჩართული, რასაც ტურიზმის განვითარებით და შესაბამისად შესაძლო ფინანსური ეფექტით ხსნის. თუმცა არის თუ არა ამ თანამომონაწილეობის მიერ მოტანილი ეფექტი იმ რისკების საპირწონე, რასაც ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი კლუბური ბიზნესის მხარდაჭერა ქვია? – ამ საკითხს ,,ვერსია“ აუცილებლად შეისწავლის. სიმართლე კი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც კლუბურ ბიზნესს იმ სავალდებულო ჩარჩოებში მოაქცევს, რომელიც განვითარებულმა ქვეყნებმა დიდი ხნის წინ დაამკვიდრეს. თბილისურ კლუბებში ვიზიტორები მკაცრ ფეისკონტროლს და მეტალოშემოწმებას გადიან. თუმცა, არც ერთ კლუბში არ არის ასაკობრივი კონტროლი და არ არის დროის შეზღუდვა, ღამის განმავლობაში არ ხდება სტუმრების პერმანენტული შემოწმება, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოებში კლუბური ცხოვრების რეგულაციების მთავარი მოთხოვნებია. თვით ისეთი საკლუბო გამოცდილების და მაღალი კულტურის ქალაქებშიც კი, როგორებიც არიან ლოს–ანჯელესი, ამსტერდამი, ნიუ–იორკი და სხვა, ღამის კლუბის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა დილის 5 საათამდეა დაშვებული. ფაქტია, რომ ზედოზირებით გამოწვეული ფატალური შედეგების უმეტესობა სწორედ გამთენიისას, იმ დროს დგება, როცა ცივილიზებულ ქვეყნებში ღამის კლუბებს უკვე შეწყვეტილი აქვთ მუშაობა. განვითარებულ ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება ვიზიტორთა ასაკიც. ისეთ ლიბერალური კანონმდებლობის შტატშიც კი, როგორიც კალიფორნიაა, სისხლის სამართლის წესით ისჯება ყველა, ვინც ამ რეგულაციებს დაარღვევს. საათობრივი გადაცდომის ან ასაკობრივი შეზღუდვის დარღვევის პირველივე შემთხვევაში კლუბი ავტომატურად კარგავს ლიცენზიას. თბილისურ კლუბში შესვლა და დილამდე დროის გატარება კი არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ., მიუხედავად იმია რომ კლუბების მფლობელები ამას კატეგორიულად უარყოფენ. შესაბამისად, იგივე სტანდარტი მოქმედებს კლუბ ,,ბასიანშიც“, რომელიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა. ორი კვირის მანძილზე რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალება და კომაში ჩავარდნა სწორედ მათ კლუბ ,,ბასიანში“ ყოფნას უკავშირდება. ამ ინფორმაციას თავად ,,ბასიანის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ადასტურებს: ,, ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM – ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ., ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ. თუმცა ვადასტურებ, რომ კლუბის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ“.ფაქტია, რომ კლუბის ადმინისტრაცია იმდენად ვერ უზრუნველყოფს ვიზიტორთა უსაფრთხოებას, რომ მკვლელი ნარკოტიკი მის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შედის და ვრცელდება. ცნობილია, რომ სინთეტიკური მკვლელი ნარკოტიკი მეფედრონი სხვა საშუალებების სახელით ვრცელდება, რასაც ფატალური შედეგები ახლავს. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ნარკოტიკების ბიზნესი მაშტაბურ ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება და ჯერჯერობით საქართველოში მათ ბრუნვას კანონი მკაცრი სანქციებით უპირისპირდება, ჩნდება ეჭვი – ხომ არ გვაქვს საქმე შეგნებულ ხელშეწყობასთან და შესაბამისად დანაშაულებრივ ქსელთან. ვის ეკუთვნის კლუბი ,,ბასიანი“, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და ხელმძღვანელები? კლუბის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, რომ ის 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა ,,და მოკლე დროში შეძლო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს საკლუბო კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილის მოპოვება“. საჯარო რეესტრის ამონაწერის ოფიციალური მონაცემებით კლუბის დამფუძნებლები არიან აკაკი ხურციძე – 50%, ნიკო ნიკოლაძე – 10%, ნათია ორაშვილი – 10%, ზვიად გელბახიანი – 10%, ივანე გეთია – 10%, ვახტანგ გოცაძე – 10%. ამასთან, აკაკი ხურციძე კლუბის დირექტორიცაა. კლუბის საქმიანობაში მონაწილეობს ხურციძის დაც – ანა ხურციძე. ვინ არის აკაკი ხურციძე, რომელიც დაწესებულების ყველაზე მსხვილი წილის მფლობელია. იგი ყოფილი პოლიციელია და სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობა თავის დროზე შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის მოადგილის შენგელი ფიცხელაურის დახმარებით დაიწყო, რომელიც მისი ბიძაა. ხურციძემ ჯერ უშიშროებაში, შემდეგ კი პოლიციაში გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით მისი მეგობარია ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სკანდალური პერსონა დავით ჩხიტუნიძე, რომელიც გირგვლიანის საქმის ფიგურანტია. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჩხიტუნიძეს ბრალად გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულთა ციხეში პრივილეგირებულად ყოფნის უზრუნველყოფა ედება და მასზე ინტერპოლითაც კი იყო ძებნა გამოცხადებული. თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით აკაკი ხურციძე კლუბის 50 % იან წილის ნომინალური მფლობელია. სინამდვილეში ვინ დგას მის უკან, უცნობია. უცნობია როგორ შეძლო რიგითმა სახელმწიფო მოხელემ იმ ფინანსური რესურსის მობილიზება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ბიზნესში ჩადო. ,,ბასიანის“ დამფუძნებლები აქტიურად არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნის კამპანიაში. მათი განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს ,,თეთრი ხმაურის“ მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებისგან პერმანენტულად ითხოვს ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. კარგად გაწერილი და განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობით მათ შეძლეს საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის მიმხრობა. მეტიც, ისინი კატეგორიულად ითხოვენს საკანონმდებლო ცვლილებებს. აანონსებენ საპროტესტო გამოსვლებს და მათივე კლუბებში ნარკოტიკებით დახოცილ ახალგაზრდებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ე.წ. სუფთა ნარკოტიკი ცუდი არ არის. რომ მარიხუანა სასარგებლოც კია და რომ კლუბური ნარკოტიკი და კლუბური ცხოვრების თანამედროვე სუბკულტურა ქვეყნის განვითარების პოზიტიური მაჩვენებელია. სოციალური ქსელებით, მედიის სხვადასხვა საშუალებებით, მათივე თანამოაზრე (ხშირ შემთხვევაში დაინტერესებული) ექსპერტების გამოსვლებით და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილის მეშვეობით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა რიტორიკა მძლავრ პროპაგანდაში გადაიზარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა ყველა, ვინც არ ეთანხმება ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას. დუმილის მიზეზი სხვადასხვაა – საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფომ თავად შექმნა პრობლემა, როცა არასდროს თქვა უარი ნარკოტიკების ჩადების მავნე ჩვევაზე. იმ ნაწილის აზრით კი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, არასდროს არავინ დაინტერესებულა. არის კიდევ ერთი, არანაკლებ სერიოზული მიზეზი იმისა, თუ რატომ იკავებენ თავს აზრის ხმამაღლა გამოთქმისგან ნარკოლიბერალიზაციის მოწინააღმდეგენი. ყველა, ვინც საწინააღმდეგო აზრს გაამოთქვამს ოპონენტთა თავდასხმის და აგრესიის მსხვერპლი ხდება. განსაკუთრებული სიმწვავით ეს წინააღმდეგობა სოციალურ ქსელებშია თვალსაჩინო. მაგალითად, ერთ–ერთი მომხმარებელი მარჯ ხანდოსი ორი დღის წინ ფეისბუკში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: ,,მე და ჩემი თანამშრომელი ვისხედით და ვსაუბრობდით აახლახანს გარდაცვლილ 12 ახალგაზრდაზე ე. წ. მარილით. ერთ–ერთი მისი ბავშვობის მეგობარიც იყო. მერე დავჯექი კომპიუტერთან და ვნახე ორაშვილის განცხადება ,,ახალგაზრდები ბასიანის ტერიტორიაზე არ გადრაცვლილან, ძილში გარდაიცვალნენ თავიანთ სახლში“. ჰოდა ცოტა ძაან თემას აცდენილი და პასუხისმგებლობას გაქცეული ფრაზაა, როცა შენს ტერიტორიაზე მიღებული საწამლავით 12 ახალგაზრდა იღუპება. კლუბის ზღურბლს გადააბიჯა და ვსიო, მოგვეხსნა პასუხისმგებლობა. როცა შენს სივრცეში უამრავი სახის ნარკოტიკი ტრიალებს...“. ფეისბუკმომხმარებელი წერს, რომ ამ პოსტმა კლუბის დამფუძნებელის ნაჯა ორაშვილის აგრესია გამოიწვია. როგორ იქცევა სახელმწიფო, როცა საზოგადოება სხვადასხვა მოსაზრებებით არ იმაღლებს ხმას, პრობლემა კი უფრო და უფრო მწვავდება? ბოლო დროს დატრიალებულმა ტრაგედიებმა როგორც ჩანს სახელმწიფო მოხელეებიც შეაშფოთა. სახეზეა უკონტრლო ვითარება და უმძიმესი ტენდენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორთვიანი სპეცოპერაციის შედეგად ინტერნეტით ნარკორკოტიკების გამავრცელებელთა ჯგუფი გაშიფრა და გუშინ დააკავა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი იმაზე ალაპარაკდა, რომ ნარკოტიკი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება უვნებელი: ,, ვხედავთ რომ ლამის პოპულარიზაცია მიდის გარკვეული ჯგუფის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერება. ვერანაირი შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ათ-ათჯერ გამრავლებული მთლიანობაში ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას თუ კი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და არ იქნება სწორი გაცნობიერება იმისი, რომ ბუნებაში არ არსებობს რეკრიაციული და საკლუბო გასართობი ნარკოტიკები. მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა,“-განაცხადა  დავით სერგეენკომ. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებმა ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებში სახელმწიფო, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროდაადანაშაულეს. „ჩვენ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა გახდა ამ ადამიანების მოწამვლის თუ გარდაცვალების მიზეზი. ეს არის ტიპიური ჯანდაცვითი პრობლემა, როდესაც ადამიანების მასიური მოწამვლა ხდება ან გარდაცვალება. ჯანდაცვის სამინისტროსრეაგირება ჩვენ დღეს არ მოგვისმენია,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა დავით სუბელიანმა. იგივე რიტორიკა გაჟღერდა გუშინ საკლუბო ბიზნესის წაარმომადგენელთა ერთობლივ პერსკონფერენციაზეც. თბილისური კლუბების 30– მდე წარმომადგენელმა მედიასთან შეხვედრა კლუბ ,,ბასიანის“ ეზოში გამართეს და განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ პრორუსული და რეგრესული ძალები იბრძვიან. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნაცვლად იმისა, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა გაიზიარონ, მისგან თავის არიდებას თემის პოლიტიზირებით შეეცადნენ. ფაქტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირ პროცესზე უმაღლესი პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოს აკისრია. დღეს, ისე როგორც არასდროს კანონის ადეკვატური რეგულაციები და მისი ზედმიწევნით აღსრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1525940159-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C

მრავალშვილიანი დედები მრავალშვილიანობის სტატუსის სწორი ფორმულირებით განსაზღვრას მოითხოვენ

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია "გენი ქართულის" დამფუძნებელმა, 12 შვილის დედა ნინო ალფაიძე-მენაბდემ და ორგანიზაციის წევრმა თამარ გაბისკირიამ, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრეს. როგორც თამარ გაბისკირიამ პრესკლუბში განაცხადა, კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მრავალშვილიანობის სტატუსს განსაზღვრავდა მარტის თვეში მოხდა. კანონპროექტის მიხედვით კი, მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ოთხი ან მეტი შვილის დედა ითვლება მრავალშვილიან დედად, რის მიხედვითაც წესდება გარკვეული სოციალური შეღავათები. "კანონპროექტის შექმნაში სამწუხაროდ არ ვმონაწილეობდით, მაგრამ პირველ კომიტეტზე განხილვისას უკვე გავეცანით მას, იყო საკითხები, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, გავაჟღერეთ, გვქონდა ჩვენი შენიშვნებიც" - განაცხადა 5 შვილის დედა თამარ გაბისკირიამ. 12 შვილის დედა, "გენი ქართულის" დამფუძნებელი ნინო ალფაიძე-მენაბდე აცხადებს, რომ ყველაფრის საწყისი, რაც სახემწიფომ მრავალ შვილიან დედას უნდა მიანიჭოს სტატუსია. "პირველ განხილვაზე მიგვიწვიეს პარლამენტში, სადაც ძალიან არასწორად იყო ფორმულირებული მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი. ასეთი ფორმულირებაა: მრავალშვილიან ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილი. არ აქვს მნიშვნელობა შვილების რაოდენობას, როდესაც ბავშვი გახდება სრულწლოვანი, ოჯახი კარგავს მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსს. ორ განხილვაზე მივიღეთ მონაწილეობა და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება და შენიშვნა, მოგვიანებით დავაზუსტეთ თუ იყო ეს ხარვეზი, როგორც მათ უწოდეს გასწორებული. მათ გვითხრეს, რომ ეს შენიშვნა მიღებულია და გასწორდებოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ჩვენ არ შეგვატყობინეს მესამე კომიტეტის განხილვის თარიღი და აღმოვაჩინეთ, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა განხილვა და დიდი ძალისხმევით მოხდა დადასტურებაც. შემდეგ, პარლამენტის გვერდზე ვნახეთ და ზუსტად იმავე ფორმულირებით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, არანაირი შესწორება არ არის შეტანილი. ახლა ერთადერთი პრენარული სხდომა დარჩა, სადაც შეიძლება ამ ხარვეზის, უფრო სწორად შეცდომის ჩასწორება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თუ არ მოხდება ამ შეცდომის გასწორება და ჯანსაღად ფორმულირება მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის, მაშინ საერთოდ შეწყდეს და არ მიიღონ ეს კანონპროექტი. მოვითხოვთ, რომ ცალკე კანონად მიიღონ" - განაცხადა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ნინო ალფაიძე-მენაბდემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/492282-organizacia-qgeni-qarthuli-mravalshviliani-ojakhebisthvis-statusis-minitcebasthan-dakavshirebul-kanonproeqtshi-cvlilebis-shetanas-ithkhovs.html?ar=A

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://fortuna.ge/patara-nia-kokhreidzes-dakhmareba-schirdeba/

პატარა ნია კოხრეიძეს დახმარება სჭირდება

ნია კოხრეიძეს დახმარება სჭირდება. პატარას ხერხემლის ღია თიაქრით დაიბადა, მას დაბადებიდან ძალიან მალე ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც მისი დაინვალიდება გამოიწვია. თავში ჩადგმული აქვს შუნტი, რომელიც სამწუხაროდ აღარ ფუნდქციონირებს და გოგონას სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ნიაკოს აქვს ჰიდროცეფალია, ანორდ კესარის სინდრომი და პერიოდულად ეპილეფსიური შეტევები. ნიას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდ „დედის ხელების“ ანგარიშზე, დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ „ნია“ საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“

---

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://bpi.ge/meore-msoflio-omis-veteranebs-pensia-gauormagdebat/

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაურომაგდებათ

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ომის ვეტერანებისადმი სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს. „გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, როლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას, არიან განსაკუთრებული ადამიანები – უკვე ხანდაზმულები, თუმცა ძალიან მეომრული შემართებით. პრაქტიკულად, მთელი დღე გუშინ მათთან ერთად გავატარე და ახლა, მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად, ეკონომიკურ ბლოკთან. მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერებისა და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მათგანს მივულოცო დღე, რომელიც მათთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- აღნიშნა პრემიერმა.

---

 

 

10.05.2018

მედიასაშუალება: http://bpi.ge/giorgi-kvirikashvili-gavshalot-farto-kampania-narkotikebis-winaaghmdeg/

გიორგი კვირიკაშვილი: გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების წევრებს, ცნობილ ადამიანებს ნარკოტიკების წინააღმდეგ კამპანიის ჩართვისკენ მოუწოდებს. პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო იქნება მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში. “მინდა, აღვნიშნო შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები დავკარგეთ ამ უბედურების გამო. ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცვლილებები ერთი მხრივ გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით: რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით. მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისაც ჯერ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს – ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს. არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით. ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.

---