მედიამონიტორინგი 12.12.2017
ტელევიზია
11.12.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
გასული კვირის ბოლო არსებული მდგომარეობით საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული გადახდილი გადასახადების ჯამურ მოცულობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმის შესასრულებლად 31 დეკემბრამდე მილიარდ 600 მილიონი ლარია კიდევ დასახარჯი. მნიშვნელოვანი თანხები აქვს დასახრჯი ჯანდაცვის სამინისტროს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4917759
---
11.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
როგორ უნდა განვითარდეს ჯანდაცვის სისტემა, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროები? სამოქმედო გეგმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა წარადგინა. სტრატეგიული ხედვა 2017-30 წლებს მოიცავს. აკაკი ზოიძის თქმით, კვ ლავ პროებლემად რჩება ამბულატორიული მედიკამენტების ფასები, ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის გაუმჯობება, საპენსიო სისტემის განვითარება და სხვა საკითხები.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4918069
---
11.12.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
ანდაცვაზე სახელმწიფოს ხარჯები ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 2.9%-ია, ხოლო ჯიბიდან გადახდების წილი კი მთლიან დანახარჯებში 57% - აღნშნული პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში რომლის წარდგენა დღეს ქორთიართ მარიოტში გაიმართა. კომიტეტმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების 2017-2030 წლების ხედვა წარმოადგინა. რა ვითარებაა სისტემაში თემაზე სასაუბროდ გადაცემის პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე აკაკი ზოიძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4918663
---
11.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან. საკითხზე, ექსპერტებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმსჯელა. შეხვედრაზე მსოფლიო კვლევის შედეგები წარადგინეს. დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოში 15-24 წლამდე ახალგაზრდები გლობალურ ქსელს აქტიურად იყენებენ. საქართველოში კი, მოზარდების დაცვის მექანიზმები შემუშავებული არ არის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4918745
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4918673
---
ინტერნეტი
11.12.2017
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/akaki-zoidze-jandacvis-mimartulebit-sakmaod-mnishvnelovani-reformebi-igegmeba/
აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სამედიცინო საზოგადოებას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების ხედვის დოკუმენტი წარუდგინა. გეგმაზე, რომელიც 2017 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს, პარლამენტმა, სამინისტრომ და სფეროს სპეციალისტებმა 7 თვის განმავლობაში იმუშავეს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დოკუმენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას ეხება,ასევე გეგმაზე მომუშავე ჯგუფის განმარტებით, კიდევ უფრო დაიხვეწება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა. “ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსურ დაცულობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღეს, დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება“, – განმარტა აკაკი ზოიძემ. გეგმის ფარგლებში გაწერილია საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე შრომისა და სოციალური სფეროს განვითარებისათვის.
---
11.12.2017
მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/43939
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "წამლების ფასები უნდა შემცირდეს"
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წამლების ფასები უნდა შემცირდეს. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა. "ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსურ დაცულობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღეს, დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო სისტემის, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. პროექტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდნარეობდა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ. გეგმის ფარგებში 3 წელზე გაწერილი კონკრეტული საკანონმდებელო ინიციატივები უკვე შემუშავებულია, რომელიც როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე შრომის და სოციალური სფეროს განვითაებას ისახავს მიზნად
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/39628/zoidze-tsamlebis-pasebi-unda-shemtsirdes
---
11.12.2017
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/39731/tsamlebze-eleqtronuli-retseptebis-gatsema-shesadzloa-savaldebulo-gakhdes
წამლებზე ელექტრონული რეცეპტების გაცემა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა მოამზადა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს. ხედვის მიხედვით, გამკაცრდება საკანონმდებლო კონტროლი და სანქციები მედიკამენტების მარკეტინგზე, სპონსორობაზე, ექიმების საჩუქრებზე, სავალდებულო გახდება ელექტრონული რეცეპტები, რითაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სია გაკონტროლდება. “გარღვევა ალათ იქნება ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელმისაწვდომობა შეღავათიან ფასებში მედიკამენტებზე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, განსაკუთრებით, ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის და მეორე მხრივ, მაქსიმალურად სინათლეზე გამოვიტანოთ ის შესაძლო მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ეხება ზედმეტი წამლების გამოწერა. ელექტრონული რეცეპტებით ძალიან ნათლად გამოჩნდება, ვინმე ექიმი რამდენ წამალს უწერს, როგორ წამალს უწერს,”- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. ზოიძე ფიქრობს, რომ ელექტრონული რეცეპტების დანერგვა გამჭვირვალეს გახდის ისეთ საკითხს, როგორიც ბევრი წამლის გამოწერაა. “ბევრი წამლის გამოწერის ერთ-ერთი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში უკუღმართი მოტივაციებია, ფინანსური მოტივაცია, მათ შორის, იგივე ექიმებში, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. მაქსიმალურად სინათლეზე რომ გამოვიტანოთ ეს პროცესები, დაგვეხმარება იმაში, რომ მოვაწესრიგოთ და აღვკვეთოთ წამლების არარაციონალური გამოწერის პრაქტიკა,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ. სტრატეგიული ხედვა 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს. პროექტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდნარეობდა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ.
---
11.12.2017
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/39681/propkavshirebi-supermarketebshi-monurtan-miakhloebuli-shromaa
პროფკავშირები: სუპერმარკეტებში მონურთან მიახლოებული შრომაა
როგორია სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებულთა მდგომარეობა და რამდენად ხშირია მათი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის ფაქტები - ამ საკითხის შესახებ მომზადებული კვლევა დღეს პროფკავშირების გაერთიანებამ წარადგინა. პროფკავშირების თქმით, სუპერმარკეტების ქსელებში მასობრივი ხასიათისაა ისეთი დარღვევები როგორებიცაა: აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი სამუშაო, შესვენებების გამოყენების უფლების შეზღუდვა, მონურთან მიახლოებული შრომა და ა. შ. კვევლისას გამოიკვეთა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის რესპონდენტების 75,8% არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს; რესპოდენტები ყოველკვირეულად საშუალოდ 45 საათს მუშაობენ; რესპონდენტთა 68,8% იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას; რესპონდენტების 24.0%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება; რესპონდენტების 39.5%-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება. "მიწოდების ქსელი ერთ ერთი ყველაზე რთული სფეროა. საცალო ვაჭრობის ქსელებში, თითქოს სხვა საკანონმდებლო სამყაროა და შრომის კოდექსი იქ დასაქმებულებზე არ ვრცელდება", - ასე აფასებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჰიპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა მდგომარეობას. გამოკვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს გზით, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით. გამოკვლევის საწყის ეტაპზე მოხდა სამიზნე სუპერმარკეტების განსაზღვრა სავარაუდო რესპონდენტები გადანაწილდა სუპერმარკეტებში პროპორციულად, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რესპონდენტთა შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით. გამოკვლევის სანდოობამ შეადგინა 95%. კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
---
11.12.2017
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=135820&lang_id=ge
აკაკი ზოიძე: რეგიონებში დასაქმების პრობლემის მოგვარება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად დაიწყება
---
ბეჭდვითი მედია
12.12.2017
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მედიკამენტები განუწყვეტლივ ძვირდება! - რატომ?!
მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა მედიკამენტებზე ფასების ზრდაა, რადგან ჯანდაცვის ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ინფლაციამ და ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებული გავლენა სწორედ ფარმაცევტულ სექტორზე იქონია. თუმცა დაზარალებული მხოლოდ მომხმარებელი გამოვიდა, რომელსაც ხარჯი თვიდა თვემდე ეზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჯანდაცვის სფეროში ფიქსირდება. ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე ფასები 6,4%-ით გაიზარდა. ფასმა მოიმატა როგორც სამედიცინო პროდუქციაზე, ისე ამბულატორიულ მომსახურებაზე. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რადგან წამლების უმეტესი წილი იმპორტირებულია. ლარი გაუფასურდა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით, რაც პირდაპირ აისახა წამლების ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდაზე ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს და ამაზე ღიად საუბრობენ თავად მომხმარებლები, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ფასების ასეთ რადიკალურ ცვლილებას არ ადასტურებს. „ლარი საკმაოდ გაუფასურდა, მაგრამ მიუხედავად ამ გაუფასურებისა, ქსელში გადაფასება კურსის ცვლილების გამო არ მომხდარა. გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები შეიძლება შეიცვალა, მაგრამ კურსის გამო გადაფასება შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ მომხდარა“, - განუცხადა „საქმის კურსს“ „პეესპე ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ხაბეიშვილმა. როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში აცხადებენ, ფასების მატება შეიმჩნევა, თუმცა მომხმარებელს აქვს რამდენიმე არჩევანი - შეიძინოს უცხოური წარმოების მედიკამენტი ან იგივე მედიკამენტი, მაგრამ ადგილობრივი წარმოების, თუმცა განსხვავებული სახელწოდებით. განსაკუთრებული ფასების ზრდა შეიმჩნევა იმ კატეგორიის მედიკამენტებში, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების სამკურნალოდ, ასევე წნევის მარეგულირებლად გამოიყენება. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მუდმივი გაძვირება შეუძლებელია გამოწვეული იყოს ლარის გაუფასურებით, რადგან იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ვალუტა ცოტათი მყარდება, წამლებზე ფასი მაინც არ იკლებს, მორიგი გაუფასურების შემთხვევაში კი ისევ იმატებს. იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ტედ სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი თედორაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან. „რადგან ნედლეულის იმპორტირება უწევს ფარმაცევტულ კომპანიებს, შემოტანილი ნედლეული პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს, ეს კი საბოლოოდ ჯერ წამლის ფასზე, ხოლო შემდეგ მოსახლეობის ჯიბეზე უარყოფითად აისახება“, - აღნიშნავს თედორაძე. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიკამენტები 15%-ით გაძვირდა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა მიზერულია. სამედიცინო სფეროში სხვადასხვა ტიპის დარღვევებსა და გადაცდომებზე ხშირად ისმის საუბარი, თუმცა ამ დარგში თითქმის არაფერი იცვლება, არც მომსახურების ხარისხი უმჯობესდება და ვერც ფასების მოთოკვა ხერხდება.
---
12.12.2017
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
უფასოდ გასაცემი მედიკამენტები ქრონიკული დაავადებებოს სამკურნალოდაც იქნება განსაზღვრული
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, უფასოდ გასაცემი მედიკამენტები შემდგომში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც იქნება განსაზღვრული. როგორც მან უფასო მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდის შესახებ საუბრისას განმარტა, უნდა გაფართოვდეს უფასო მედიკამენტების როგორც კონტინგენტი, ასევე ასორტიმენტი. „ეს საკითხი უნდა შევაჯამოთ და მომდევნო 3 წლის განმავლობაში განვახორციელოთ, უფასო, ამბულატორიული მედიკამენტების ჩამონათვალში 30-მდე მედიკამენტია, რომელიც 4 ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათია. კონტინგენტი უნდა გაიზარდოს და ყველა ქრონიკულ ავადმყოფზე უნდა გავრცელდეს, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის ადამიანებზე, მაგრამ ამავდროულად წამლების ასორტიმენტიც უნდა გაიზარდოს”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
12.12.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
"ჰუმანა" საქართველოში დიდ სკანდალში ეხვევა
ევე ჩოხელი: "მიზეზი, რის გამოც კომპანია "ჰუმანაში" ჩემი როგორც მრავალშვილიანი, ორსული თანამშრომლის დევნა დაიწყო, დღემდე გაუგებარია. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2016 წლის ივნისში "ინსტაგრამზე" ფოტო გამოვაქვეყნე, სადაც ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და ფეხები მაგიდაზე მიწყვია. დღის ბოლოს რაიონიდან ჩამოსული ვიყავი და ვენური უკმარისობის გამო, ფეხები შემაღლებულზე მედო. ეს სურათები მედო სხვა სურათებთან ერთად და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. სამსახურში რატომ გაქვთ ფეხები მაგიდაზე შემოწყობილიო?! ჩემი გაშვების შემდეგ ინფორმაცია პირველად თანამშრომლებისგან შევიტყვე. ამ საკითხზე შევხვდი კომპანიის დამფუძვნებელ თემურ კონიაშვილს, რომელიც გახლავთ გენერალური დირექტორის მანანა შენგელიას ქმარი. ხელშეკრულებაში იდო ასეთი პირობა, რომ მე თუ კონკურენტ ფირმასთან (ჰიპი, სელია, ნუტრილაკი, სემპერი, ნუტრიბენე, ნესტლე) წავიდოდი, მაშინ კომპანიისთვის უნდა გადამეხადა 21 000 ლარი, როცა ხელფასი მქონდა 1000 ლარი. დავით გელაშვილი: "ასეთი დეტალების დონეზე ამ საკითხების განხილვა, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, მითუმეტეს მედიასთან, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად".
---