From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-13.12.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; tgamkrelidze@ssa.gov.ge
Received On : 13.12.2017 08:51
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 13.12.2017

ტელევიზია           

13.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

გიორგი კვირიკაშვილი მეგობარს და თანამოაზრეს აკრიტიკებს. ქვეყნის პრემიერი გიორგი გაჩეჩილაძეს პასუხობს და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობას დებს. გიორგი კვირიკაშვილისთვის მიუღბელია მინისტრთა კაბინეტის წევრების კრიტიკა და მათ მიმართ გამოთქმული ბრალდბები. გიორგი გაჩეჩილაძემ, მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები, კარტელურ გარიგეგებში დაადანაშაულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4922277

---

 

13.12.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ცენტრი შენდება ლაჩხუნთში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4922064

---

 

12.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ორი სახელისუფლებო დაჯგუფების დაპირისპირება ბიზნესწილების გამო.  გიორგი გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ავტომობილების შესყიდვაზე, უმეტესად სპორტის მინისტრის კომპანია იგებს და კონკურენტებს აკოტრებს. საუბარი შეეხება რეანომობილების ტენდერს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921599

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921146

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921054

---

 

12.12.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა: რეაქცია

უცნობი ხელისუფლების წინააღმდეგ,  მომღერლის ბრალდებები რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტს კარტელური გარიგებებით ათეულობით მილიონები დააკლდა. საქმე ეხება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ   გამოაცხადებულ ელექტრონულ ტენდერს რეანომობილის  შესყიდვის მიზნით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921438

---

 

12.12.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

რა ვითარებაში გარდაიცვალა 2 ადამიანი გორში? დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პარალელურად ვრცელდება ახალი დეტალები, ვერსიებთან დაკავშირებით. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილების ბინაში, წინა დღეს სასწრაფო იყო გამოძახებული. თემაზე განცხადება  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გააკეთა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921441

---

 

12.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ამბულატორიის შენობა რომელიც მედ-პერსონალს და პაციენტებს საფრთხეს უქმნის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი ასეთი სამედიცინო დაწესებულება „მოამბის“ ჯგუფმა გადაიღო. ერთი 4 სოფლის 1200-მდე მცხოვრებს ემსახურება, მეორე კი 1800-მდე მოქალაქეს. მედ-პუნქტებს სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს. რეგიონში იმედოვნებენ, რომ ვითარება 2018 წლისთვის გამოსწორდება, თუმცა უკეთესი მდგომარება არც წალენჯიხის რაიონის სხვა ამბულატორიებშია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921284

---

 

12.12.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: იმედის დღე

გადაცემის პირველი რუბრიკა შეეხო თემას რომელიც ზოგადად სატრანსპორტო თემას და მგზავრობის უსაფრთხოებას ეხება. იმედის ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი დაიტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში მძღოლისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება და მასთან დაკავშირებული პროცედურები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4920110

---

 

12.12.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

მუშაობს, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება. გაურკვევლობა და მოუმზადებლობაა ბიზნესის მხარეს, რომელსაც არც საკმარისი ინფორმაცია აქვს და არც ბაზარია გაჯერებული კვალიფიციური კადრებით, რომ შესაბამისი პირები სამსახურში აიყვანონ. პრობლემის მოუგვარებლობა კი სოლიდურ ჯარიმებს და სამწუხაროდ ფატალურ შემთხვევებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. ამ პრობლემების მოგვარებისთვის მარათვისა და უსაფრთხოების აკადემია და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობას აპირებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4919946

---

 

12.12.2017

არხი:           კავკასია

გადაცემა:   ბარიერი

ხელფასის დაკლება სამსახურში სამი წუთით დაგვიანებისთვის,ეგრეთწოდებული დანაკლისისთვის ან იმ სამუშაოს შეუსრულებლობისთვის, რომელიც რეალურად დასაქმებულს არ ევალებოდა. სწორედ დასაქმებულების შრომით უფლებებზე ვისაუბრებთ დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4921656

---

 

ინტერნეტი

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/468336-premieri-thu-gia-gachechiladzis-braleuloba-dadasturdeba-mzad-var-davtovo-thanamdeboba-kholo-thu-ar-dadasturda-gamobrdzandes-da-bodishi-moikhados.html

პრემიერი - თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს

გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.  მისივე თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.  "დაწვრილებით გავეცანი მის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია მოვისმინო ქებაც ამ ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს",- აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მან პირადად გასცა დავალება, რომ აღნიშნულ ტენდერში ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო. "მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტენდერზე ისაუბრა. როდესაც დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.   გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.  მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.  "სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.   "მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/468338-giorgi-kvirikashvili-chemthvis-miughebelia-rodesac-chemi-gundis-tsevrs-landzghaven-da-me-maqeben-ar-mtcirdeba-asethi-qeba-gia-gachechiladzem-thavisi-sityvebi-tsaighos-ukan.html

გიორგი კვირიკაშვილი - ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ასეთი ქება, გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები წაიღოს უკან

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.  მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და “მას არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა”.  "ტარიელ ხეჩიკაშვილმა თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში. ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან",- განაცხადა კვირიკაშვილმა. გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.  მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.  "სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.  "მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

---

 

12.12.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=57238

ჯანდაცვის სამინისტრო ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

---

 

12.12.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=159473-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1

„როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს... ამას არავი შევარჩენ“ - გია გაჩეჩილაძე კარტერულ შეთანხმებებზე

გიორგი გაჩეჩილაძემ და „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებებზე ისაუბრეს. გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, მსგავს შემთხვევებში სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი ადგება. გაჩეჩილაძემ ასევე გაიხსენა, რომ აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია შედგა მასსა და პრემიერ-მინისტრს შორისაც: „მე იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მას SMS-თაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლო ხდება მეთქი სახელმწიფო შესყიდვებში. მეორე დღეს მის თანაშემწეს შევხვდი და მან მითხრა, რომ სასამართლოსთვის მიმემართა. აქ მივხვდი თუ რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის. სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მითუმეტეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერმინისტრის ხასიათით, წესიერებით, ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს. როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატები ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შევა. „სიტროენ ჯორჯია“ კონკრეტულ კომპანიებს უჩივის, რომლის სათავეშიც, მათი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილიც დგას. ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო.

---

 

 

12.12.2017

მედიასაშუალება: https://www.kvirispalitra.ge/medicina/38738-qdaemuqrnen-kidec-thu-thankhas-ar-gadaikhdith-thqvenve-dazaraldebithoq-pacientis-qgatsetsvisq-akhali-methodi.html

"დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო" - პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?!

როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს სამდღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი "რატომ ითხოვს იაშვილის კლინიკა გასამმაგებულ თანხებს პაციენტის მკურნალობაში და რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ეს არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი?!" სამედიცინო სფეროში ფინანსური მანიპულაციები რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არც ისე დიდი ხნის წინ დაადასტურა პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებითაც, საყოველთაო ჯანდაცვა საავადმყოფოებისთვის გამდიდრების წყაროდ იქცა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სახელმწიფო დაზღვევის პირობები შეიცვალა კიდეც, თუმცა, ჩნდება ეჭვი, კლინიკებმა ახალი ფინანსური სქემები შექმნე - პაციენტებს ისეთი სტანდარტებით უთვლიან მკურნალობის ხარჯებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ და აიძულებენ, ფინანსური დახმარებისთვის მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს. სავარაუდოდ, ამ მეთოდს კლინიკები იმ სახელმწიფო სახსრების კომპენსაციისთვის იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფო დაზღვევის პირობების შეცვლის შედეგად ჩამოაკლდათ.  ორი თვის წინ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი­ სამედიცინო დაწესებულების მიერ ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალებზე თავად გვიყვება:- 2017 წლის 25 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის დედათა­ და ბავშვთა ცენტრი­დან თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 16 წლის ნანა ეშმაკურა­შვილი გადმოიყვანა. მოზა­რდი თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვას უჩიოდა. ნანას ბებიას კლინ­იკის მისაღებშივე სთ­ხ­ოვეს შეხვედრა მე­ნეჯერთან, რომელმაც­ აუხსნა, რომ პაციენტს 3-4 დღე დააკვირდებოდნენ, ჩაუტარებდნენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას­ და ამ სამედიცინო პროცედურების ღირებულება­ 645 ლარი იქნებოდა.  შეშინებული ბებია, რომელიც ნანიკოსთან ერთად უდედოდ დარჩენილ კიდევ ორ შვილიშვილს ზრდის, დათანხმდა, მით უმეტეს, აუხსნეს, რომ მოზარდს, შესაძლოა, სიმსივნური დაავადება ჰქონდა და თავბრუსხვევაც ამით ყოფილიყო გამოწვეული. ნანას იქვე სისხლის ანალიზი გაუკეთეს - ეს იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც მას სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდა. მეორე დილით ბებია მენეჯერმა დაიბარა, გადასცა ე.წ. ფორმა #100 და გამოუცხადა, რომ 1785 ლარი და 60 თეთრი უნდა გადაეხადა. პაციენტის პატრონს მისცეს შესაბამისი ანგარიშფაქტურაც (N#5180) და კალკულაცია, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 25-26 სექტემბრის ხარჯებს და არ იყო მითითებული, რაში რა დაიხარჯა იმ ორ დღეში.  შეშფოთებულმა ბებიამ იკითხა, წინა საღამოს მისაღებში მენეჯერმა ხომ 645 ლარი მითხრა, ახლა რა შეიცვალა ან ამდენი­ ფული საიდან უნდა მოვიტანოო, რაზეც მენე­ჯერმა ცინიკურად უპასუხა: რა პრობ­ლემაა?! თუ არა გაქვთ, მიდექ-მოდექით, მიაკითხეთ სახელმწიფო უწყებებს და დაგაფინანსებენო. ამ საუბარს ბავშვიც შეესწრო და, ნერვიულობისგან აკანკალებული, ბებიას ბოდიშს უხდიდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩააგდო. - კლინიკამ არ დაასაბუთა, ფაქტობრივად გასამმაგებული თანხა რატომ მოითხოვა? - სწორედ ამის გარკვევას ვითხოვ უკვე ორ თვეზე მეტია და კლინიკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ეშმაკურაშვილების ოჯახს 2008 წლიდან ვიცნობ. ისინი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ფხვენისში ცხოვრობენ. "აგვისტოს ომის" დროს კი, დევნილობისას, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გვერდით, სხვა დევნილებთან ერთად, სკოლის შენობაში დააბინავეს. მაშინ ჩვენი სამსახური შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დევნილებს, მათ შორის, ეშმაკურაშვილების ოჯახს. სწორედ მას შემდეგ მოქალაქეობ­რივ ვალად მივიჩნევ მათ გვერდით დგომას. მით უმეტეს, რომ ეშმაკურაშვილების ოჯახის ერთ-ერთი ბავშვის ნათლიაც ვარ. ნანას ბებიამ იაშვილის კლინიკაში მისვლიდან მეორე დღეს შეშფოთებულმა დამირეკა, თბილისში ვართ, ნანიკო საავადმყოფოში დავაწვინეო... სასწრაფოდ კლინიკაში მივედი და პირველი, რამაც გამაოცა, მოუწესრიგებელი პალატა იყო, მაგიდას ცალი ფეხი მომტვრეული ჰქონდა და რომ არ წაქცეულიყო, ცალი კუთხით წყლის ნიჟარაზე იყო შემ­ოდებული. არ ველოდი კლინიკას ასეთი მოუწესრიგებელი პალატა თუ ექნებოდა.  ნანას გვერდით მძიმედ დაავადებული ჩვილი იწვა და შუაში ფარდა ჰქონდათ ჩამოფარებული. ერთი სიტყვით, 90-იანი წლები გამახსენდა... ჩემი პალატაში ყოფნისას ექთანი შემოვიდა და კითხვაზე, რა სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტს, მიპასუხა, "დიაზეპამს" ვასმევთო. გამიკვირდა, - ნანას არასდროს ჰქონია ძილის პრობლემა, არც არასდროს დასჭირვებია დასამშვიდებელი პრეპარატები-მეთქი, რაზეც ექთანმა ნერვიულად მიპასუხა, უფრო კარგად რომ დაიძინოს, "დიაზეპამის" მიღება აუცილებელიაო. მოგვიანებით დავუკავშირდი ნანას მკურნალ ექიმს, თამარ აფრასიძეს, რათა აეხსნა პაციენტის მდგომარეობა. მითხრა, რომ ნანას ზოგადი დანიშნულების სამი დასახელების წამალს ასმევენ. რაც შეეხება დიაგნოზს, მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა ნათელი, რაც ნანას მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გაუკეთებდნენ.  პირველი კითხვა მაშინ გამიჩნდა, როდ­ესაც ექიმმა მითხრა, სამი სახეობის წამალს ვასმევთო, არადა, მოზარდისთვის "დიაზეპამის" მეტი არაფერი მიუციათ; მეტიც, დაწოლიდან მეორე დღესვე ნან­იკოს ბებიას მოსთხოვეს წამლის - "დიაგრამის" ყიდვა. ბუნებრივია, ბებიამ წამალი კლინიკაში მიიტანა და ექიმის მითითებით პაციენტმა ერთხელ დალია.  - რა გაირკვა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ? - დაწოლიდან მხოლოდ მესამე დღის ბოლოს გადაიყვანეს მოზარდი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის სხვა კლინიკაში და ტრანსპორტირების 60 ლარი ბებიას გადაახდევინეს. მან ითხოვა, ბავშვს თავად წავიყვანო, რადგან 60 ლარი მისთვის არცთუ პატარა თანხაა, მაგრამ კატეგორიულად განუცხადეს, რომ მათ უნდა უზრუნველეყოთ ტრანსპორტირება. საბედნიეროდ, ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მოზარდს სიმსივნური არაფერი აქვს და ამის რისკიც კი არ არსებობს. მეოთხე დღეს, შუადღისას, ნანიკო იმავე დიაგნოზით გაწერეს, რაც კლინიკაში დაწოლის პიველსავე დღეს დაუსვეს და ბებიას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1785 ლარის გადახდა.  ვითარების გასარკვევად იაშვილის კლინიკის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, თამარ­ ჩეჩელაშვილს დავურეკე და ვთხოვე, მოეწოდებინა ხარჯთაღრიცხვა, თუ როგორ დაიანგარიშა კლინიკამ 1785 ლარი და რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა სამი დღის განმავლობაში მოზარდს. თამარმა, ვითარებაში გავერკვევი და შეგეხმიანებითო.   ორი კვირის მანძილზე რამდენჯერმე დავუკავშირდი, მაგრამ როგორც ამიხსნა, ძალიან დაკავებული იყო - გადა­ღებებზე დავდივარო(?!), ბოლოს კი ტელე­ფონსაც აღარ პასუხობდა. ჩემს ზარს მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, რაც სხვა ნომრით დავუკავშირდი - მითხრა, ელექტრონული ფოსტის მისამართს გამოგიგზავნით და ოფიციალურად, წერილობით მიმართეთ ამ მისამართზე, რომ ხარჯთაღრიცხვა გჭირდებათო. მოლოდინში კიდევ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ქალბატონ თამარს არანაირი მისამართი არ გამოუგზავნია­ და მას შემდეგ აღარც სატელეფონო ზარებს უპასუხა.­ როდესაც მივხვდი, რომ ტელეფონით პრობლემა­ არ მოგვარდებოდა, იძულებული გავხდი, კლინიკაში მივსულიყავი და პირადად მენახა­ ქალბატონი თამარი. ამჯერად მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა, რადგან­ ხარჯთაღრიცხვა შეეძლო მოეწოდებინა­ მხოლოდ დირექტორის მოადგილე ვანიკო­ ჩხაიძეს, რომელიც მივლინებით მონტენეგ­როში იმყოფებოდა. თუმცა დამპირდა, როგორც კი დაბრუნდება, შეგატყობინებთო. იქვე დასძინა,­ სანამ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემას­ არ გაარკვევთ,­ გადახდის ვადას შევაჩერებთო. ეს კი ტყუილი დაპირება აღმოჩნდა, რადგან   მალევე­ ნანას ბებიას დაუკავშირდნენ, კატეგორიულად მოსთხოვეს თანხის გადახდა და როგორც ბებია ამბობს, დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო.   თამართან შეხვედრიდან კიდევ ერთი კვირა­ გავიდა, არც ამჯერად დამკავშირებია. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მირჩიეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ოჯახისგან მინდობილობას ავიღებდი და ისე გავაგრძელებდი დავას. იმის გამო, რომ ბავშვს დედა არ ჰყავს, მინდობილობა მამისგან ავიღე, ისევ კლინიკაში მივედი და პირდაპირ ვანიკო ჩხაიძეს მივმართე. როგ­ორც მან მითხრა, აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს­ ხარჯთაღრიცხვასთან, რადგან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში და არა ფინანსური მენეჯერი. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო - პრესსამსახურის უფროსმა არ იცის, ვის რა მოვალეობა აკისრია, თუ ცდილობდა, როგორმე გაეწელა დრო, რომ იქნებ მომბეზრებოდა წინ და უკან სიარული. მოკლედ, ბატონმა ვანიკომ განმიმარტა, კანცელარიაში დაწერეთ განცხადება ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნითო და მეც კანცელარიისკენ გავემართე. რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკიდან დამიკავშირდნენ, შეგიძლიათ ხარჯთაღრიცხვა წაიღოთო, გახარებულმა კლინიკას მივაკითხე, თუმცა ხარჯ­თაღრიცხვა, რომელიც გადმომცეს, იდენტური იყო იმ ფორმა #100-ისა, რომელიც ნანიკოს ბებიას საავადმყოფოში მისვლიდან მეორე დღეს გადასცეს, თუმცა ერთი განსხვავებით - ამჯერად მასში დამატებული იყო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის თანხა - 236 ლარი და 25 თეთრი. ისევ კლინიკაში დავბრუნდი და შევხვდი ფინანსურ მენეჯერს, რომელმაც მშვიდად განმიცხადა, რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ დაწერეთ განცხადება, იმ ხარჯთაღრიცხვის გარდა, რაც გადმოგეცით, ჩვენგან ვეღარაფერს მიიღებთო.  - საბოლოოდ შეძელით რაიმეს გარკვევა? - ორთვიანი ბრძოლა იმით დასრულდა, რომ ვერაფრით მივიღე დაწვრილებითი კალკულაცია, რა მომსახ­ურებაში ითხოვს იაშვილის კლინიკა 1785 ლარს. ეჭვი გამიჩნდა, რომ კლინიკა დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევა, რადგან რაღაც მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ყველაფრის თავიდან მოძიება გადავწყვიტე: მივაკითხე გორის დედათა და ბავშვთა ცენტრს, სადაც პირველად მიიყვანეს მოზარდი, გამოვითხოვე­ ფორმა #100, რომლითაც გადაიგზავნა პაციენტი გორიდან თბილისში. ყოველივე ამის გაცნობამ­ არათუ გამიქარწყლა, პირიქით, გამიმძაფრა ეჭვი, რადგან გორის კლინიკის მიერ გაცემული ზუსტად იგივე ფორმა #100, რომლის ასლიც გადმომცეს იაშვილის კლინიკაში, შეუიარაღებელი თვალითაც კი განსხვავდებოდა დედნისგან. იურისტებსა­ და ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დადასტურდა ეს აშკარა შეუსაბამობა: გორის კლინიკის მიერ გაცემულ ფორმა 100-ში, რომლის ნომერია 5307, მითითებულია ორი დიაგნოზი შესაბამისი კოდით: "ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, დაუზუსტებელი - A05,9 (რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით) და თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული - R42". იაშვილის სახელობის კლინიკის მიერ მოცემულ იმავე ფორმა #100-ში, იმავე­ 5307 ნომრით, მითითებულია მხოლოდ ერთი დიაგნოზი - "თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული R42". გარდა ამისა, იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა #100-ში, გრაფაში - დაწესებულების დასახელება, მისამართი, სადაც იგზავნება ცნობა, ხელით არის ჩაწერილი "იაშვილის სახელობის ბ/კლინიკა"; ხოლო გორიდან გამოთხოვილ იმავე დოკუმენტში ჩაბეჭდილია "ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო".  პასუხგაუცემელია შეკითხვები: რატომ­ განსხვავდება ეს ორი დოკუმენტი, რომლებიც აბსოლუტურად იდენტური უნდა იყოს? რატომ არის გამქრალი იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა #100-ში ის დიაგნოზი და კოდი (A05,9), რომელიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება და დატოვებულია მხოლოდ ის, რომლის ტარიფსაც საავადმყოფო შიდა სტანდარტით ადგენს? სწორედ ამის საფუძველზე ხომ არ წარმოიშვა განსხვავება 645-სა და 1785 ლარს შორის?  ამას გარდა, სხვა შეკითხვებიც მრავლადაა: თუ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავიდანვე გამორიცხეს ინტოქსიკაცია და ორიენტაცია აიღეს თავის ტვინის­ პათოლოგიაზე, რატომ არ გადაუღეს პაციენტს ტომოგრაფია კლინიკაში შესვლიდან მოკლე ხანში და ეს დიაგნოსტიკური მანიპულაცია ჩატარდა მხოლოდ სტაციონარში შეყვანიდან მესამე დღეს?  რატომ არის კალკულაციაში შეტანილი­ სხვადასხვა სახის გადასხმების საფასური, როცა იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტს არანაირი გადასხმა არ ჩატარებია­ და ეს, გარდა პაციენტის ბებიის მტკიცებისა, ნათლად ჩანს მორიგე ექიმის ჩანა­წერებში, სადაც მითითებულია პაციენტის­ მიერ მხოლოდ "დიაზეპამისა" და ორი სახეობის წვეთების­ მიღება. თუმცა, კიდევ ერთხელ დაჟინებით მინდა გავიმეორო, გოგონასთვის "დიაზეპამის" გარდა, არანაირი წამალი არ მიუციათ.  დაბოლოს, მთავარი: იაშვილის კლინიკის მიერ გაცემული კალკულაციის მიხედვითაც კი, თავისი გაურკვეველი და დუბლირებული თანხებით, პაციენტზე გაწეული რეალური ხარჯი შეადგენს 708 ლარსა და 42 თეთრს (ამ თანხაში შედის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც). მარტივი არითმეტიკით, პაციენტისთვის მოთხოვნილ 1785.6 ლარსა და 708.42 ლარს შორის სხვაობა 1077.18 ლარია. ანუ, სულ რომ ლეგიტიმური იყოს პაციენტისთვის მოთხოვნილი 1785.6 ლარი, რა გამოდის - კლინიკის მოგება 1077.18 ლარია? რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ესაა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი?  სამწუხაროა, რომ იაშვილის კლინიკაში­ არ აღმოჩნდა პირი, რომელიც ისურვებდა­ ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. მეტიც, იცით, რა მითხრა იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახ­ურის ხელმძღვანელმა? ნეტავ პაციენტის შემოსვლისთ­ანავე გეთქვათ, რომ საქმე თქვენთან დაახლოებულ პაც­იენტთან გვქონდა და სხვაგვარად მოვიქცეოდითო, ანუ თუ შევატყობინებდი, რომ პრესის მუშაკი, კერძოდ­, "კვირის პალიტრის" თანამშრომელი ვარ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ? რას ნიშნავს ეს?  - როგორც ვიცი, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაც მიმართეთ. - კლინიკის ხელმძღვანელობის უსულ­გულობა, შემკული ცინიზმით, გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის მიმემართა. საქმე ისაა, რომ ნანა ეშმაკურაშვილის ოჯახი, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულია და დღესაც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, უარს არ ამბობს მკურნალობის თანხის გადახდაზე, მაგრამ ეს გადასახადი მკურნალობის შესაბამისი უნდა იყოს და არ უნდა ტოვებდეს უსამართლობის განცდას, მით უმეტეს, რომ პაციენტი იაშვილის კლინიკიდან ზუსტად იმავე დიაგნოზით გაწერეს, რითიც მიიღეს.  P.S. მასალის მომზადებისას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს, რომელმაც ამჯერად კითხვების გადაგზავნა გვთხოვა. თხოვნა შევასრულეთ. თამარ ჩეჩელაშვილმა ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ვინმე გიორგის ტელეფონის ნომერი მოგვწერა (თამარს მივწერეთ, ვეკითხებოდით, ამჯერად ვისთან გადაგვამისამართა, თუმცა პასუხი აღარ მოუწერია). თამარის მოწოდებულ ნომერზე რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა, გიორგიმ რამდენიმე დღის შემდეგ გვიპასუხა და ახლა მან გვთხოვა შეკითხვების გაგზავნა. გადავუგზავნეთ. პასუხს გაზეთის სტამბაში დასაბეჭდად გაგზავნამდე ველოდით, მაგრამ ამაოდ... ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ დაიანგარიშა კლინიკამ ნანა ეშმაკურაშვილის სამდღიანი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. "კონკრეტული შემთხვევა იძლევა საავადმყოფოს პერსონალის თუ მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს" აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: - მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნანა ეშმაკურაშვილის შემთხვევა იძლევა საავადმყოფოს პერსონალის თუ მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც კონკრეტული მოკვლევის და შესაძლო სასამართლო დავის საფუძველი შეიძლება გახდეს. იმავდროულად, ეს შემთხვევა კარგად წარმოაჩენს იმ ორ სისტემურ პრობლემას, რომელიც დღევანდელ ჯანდაცვის სისტემას ახასიათებს (უნდა აღინიშნოს, რომ არამარტო საქართველოში) და რომელთა გამოსწორებაც, როგორც უკვე გაცხადებულია - შემდგომი რეფორმების ძირითადი მიზანია. სახელდობრ, ეს გახლავთ:  1) არასაჭირო - ზედმეტი მომსახურების გაწევა თუ არასაჭირო წამლის გამოწერა პაციენტისათვის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის ინტერესებს არ იცავს არც სოციალური მომსახურების სააგენტო (საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) და არც კერძო სადაზღვევო­ კომპანია. ანუ, როგორც ეშმაკურაშვილის შემთხვევაში, პაციენტი არ იყო კერძოდ დაზღვეული და ამ კონკრეტულ მომსახურებას არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.  2) ჯანდაცვის სექტორში ფასების (მათ შორის წამლებზე) ერთიანი რეგულირების სისტემის არარსებობა, როგორც ეს უმეტეს ქვეყანაში ხდება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, რის საფუძველზე ხდება ამა თუ იმ მომსახურებაზე ფასების განსაზღვრა კერძო მიმწოდებლების მიერ (საუბარია იმ სერვისებზე, რომელიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც ფასები წინასწარ არის დადგენილი). ეს თავის მხრივ იძლევა სხვადასხვა ფინანსური მანიპულაციების და ზემოგების მიღების შესაძლებლობას, რაც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტის, და ზოგ შემთხვევაში - სახელმწიფოს ჯიბეს. შესაბამისად, უნდა დაჩქარდეს მუშაობა ფასების რეგულირების მექანიზმების სრულყოფაზე არა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, როგორც ახლა ხდება, არამედ მთლიანად სექტორში - ანუ იმ ფასებზეც, რომელსაც კერძო კლინიკები უწესებენ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ინდივიდუალურ პაციენტებს, თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ამაზე უკვე მუშაობს სამინისტრო და მოსალოდნელია უახლოესი ერთი წლის-წელიწად-ნახევრის განმავლობაში კონკრეტული შედეგები; უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ოჯახის ექიმს მიანიჭებს ცენტრალურ როლს ჩვენი ჯანმრთელობის მართვაში და თავიდან აგვაცილებს ზედმეტ, არასაჭირო და ძვირად ღირებულ გამოკვლევებს თუ მკურნალობას, რომელიც გვაღარიბებს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროსთვის და იმედი მაქვს კონკრეტული შედეგების.

---

 

12.12.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=159433-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90

34 წლის დედის ისტორია, რომელიც 5 შვილს ზრდის - ოჯახი ბარაკის ერთ ოთახში ცხოვრობს და საზოგადოების დახმარება სჭირდება

დაეხმარეთ დედას, სნეულ მამასა და 5 მცირეწლოვანს. ეს მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა! ეს ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში ცხოვრობს, სრულ სიღატაკესა და სიმწარეში. ერთ უბედურებას მეორე ანაცვლებს და უთვალავ პრობლემებს ბოლო არ უჩანს, პირიქით– სიტუაცია ყვლა მხრივ სულ უფრო და უფრო მძიმდება. 34 წლის მერი ჯამაძე 5 შვილის დედაა. ყველაზე უფროსი – მაია, ახლა თექვსმეტი წლისაა, ელგუჯა, ნინო და ჯემალი შესაბამისად – ცამეტი, თორმეტი და რვა წლის, ხოლო ყველაზე უმცროსს – ლაზარეს, ახლახან 2 წელი შეუსრულდა. მერი და მისი მეუღლე მამუკა ოცნებობდნენ, რომ დიდი და ბედნიერი ოჯახი შეექმნათ. ადრე დაქორწინდნენ, შეიძინეს პატარა სახლი, დაიწყეს მუშაობა, ქმარი – ავტოპროფილაქტიკაში, ცოლი – ქალაქის დასუფთავების სამსახურში. ცხოვრობდნენ ღარიბულად, მაგრამ იმედს არ კარგავდნენ, დაუღალავად შრომობდნენ და ზრდიდნენ შვილებს. შეუღლებიდან 4 წლის შემდეგ, მათ ოჯახს უეცრად უბედურება დაატყდა თავს – შეეძინათ ბიჭი, რომელსაც დაუდგინეს ფსიქიკური დაავადება. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე დააყენეს, თუმცა დედას სამსახურის მიტოვება მოუხდა, რადგან ბავშვი 24–საათიან მოვლას საჭიროებდა… ფსიქიკური დარღვევებით დაავადებული შვილის დაბადება ოჯახისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ მამუკამ და მერიმ არ ჩამოუშვეს ხელები, განაგრძობდნენ შვილების აღზრდას, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათ საჭმელი ჰქონოდათ, ხოლო სახლში – სითბო. ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე, როდესაც მამუკას გულის შეტევა მოუვიდა და ინფარქტი გადაიტანა. მძიმე სამუშაომ და მუდმივმა სტრესმა თავი იჩინეს. ექიმებმა აუკრძალეს ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შრომა და, შესაბამისად, ცომაიების ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. გადარჩენის მიზნით, მამუკამ და მერიმ დაიწყეს წლობით ნაშრომის გაყიდვა, რათა როგორმე შეენახათ თავი, დახმარება ხომ არსაიდან ჩანდა… ბავშვები ხშირად შიმშილობდნენ, დაიწყეს სკოლაში გაკვეთილების გაცდენა, ავადმყოფობა, უფროსი ქალიშვილი კი – ძალადობის მსხვერპლი გახდა. იგი მოიტაცა მასზე ბევრად უფროსმა მამაკაცმა, სცემა და გადასდო ტუბერკულოზური ინფექცია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა… დღეს ცომაიების ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. თავად განსაჯეთ: 7 ადამიანი ცხოვრობს ბარაკის ერთ ოთახში, რომლის კედლები და ჭერი გაბზარულია, ხოლო სახურავიდან წვიმა ჩამოდის, საწოლები ლამის დაიშალოს, სხვა სახის ავეჯი არც დარჩათ, წყალს ქუჩიდან ეზიდებიან, ჭურჭელი დაიჟანგა და გამოუსადეგარია ხმარებისთვის, ხოლო ტუალეტი, რომელსაც პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს ეს სიტყვა, ეზოში მდებარეობს… ცომაიების ოჯახი ცხოვრობს მიზერული სოციალური შემწეობის იმედად, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე ჰყოფნით, შემდეგ კი, ფაქტიურად, შიმშილობენ. ორი წლის წინ, მერიმ ბანკში სესხი აიღო, რათა დაეფარა მეუღლის მკურნალობა, თუმცა თანხის ეტაპობრივი დაფარვა ვერ შესძლო და მისი საცხოვრებელი გაიყიდა. როდესაც ბარაკის ახალმა მეპატრონემ საკუთარი თვალით იხილა ცომაიების ოჯახში შექმნილი ვითარება, ვერ გაიმეტა ისინი გამოსახლებისთვის და რამდენიმე თვის ცხოვრების ნება დართო, თუმცა რა იქნება შემდეგ? მეგობრებო, არ იქნება მართებული, რომ დავრჩეთ გულგრილნი ამ ოჯახის მიმართ და თვალი დავხუჭოთ მათ პრობლემებზე, უბედურებებზე, რომლებიც უკან არ იხევენ. ნათელია, რომ თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ცომაიების ოჯახს ახალი გასაჭირი ელით… თუ თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ დედას, სნეულ მამასა და 5 შვილს, შეგიძლიათ მიაწოდოთ მათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები ან მათი დახმარების მიზნით გადარიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცომაიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/237-tsomaia/ თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი. მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილნი! ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი დახმარება, უბრალოდ, აუცილებელია!

პია.ჯი- https://pia.ge/post/172042-ojaxi-romelsac-tqveni-daxmarebis-garese-momavali-ar-aqvs

---

 

12.12.2017

მედიასაშუალება: https://news.ge/axali-celi-kvelastvis/

„ახალი წელი ყველასთვის“, შემოგვიერთდით და ვაჩუქოთ დღესასწაული სხვებს

35 წლის თეონა ცალუღელაშვილი რუსთავში 5 დისშვილთან ერთად ცხოვრობს. ბავშვების მამა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, დედამ მიატოვა, ბებია კი სუიციდის მსხვერპლი გახდა. ოჯახი უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. დროებით ცხოვრობენ ბინაში, სადაც ხელშეკრულების თანახმად, კიდევ 2 წელი შეუძლიათ დარჩენა. თეონა ბავშვებს 8 წელია მარტო ზრდის. ოჯახი სოციალური დახმარების სახით, სახელმწიფოსგან თვეში 270 ლარს იღებს, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. როგორც თეონამ გვითხრა, ბუნებრივი აირის დავალიანება იმ სკოლამ გადაუხადა, რომელშიც ბავშვები სწავლობენ. ზამთარში მხოლოდ გაზქურით თბებიან. არ აქვთ არანაირი ტექნიკა. ალუდა-17 წლის, ნათია-16 წლის, თეონა-15 წლის, მარიამი-13 წლის, ჯარჯი-10 წლის. ამ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება, თუ გაქვთ სურვილი, დაეხმაროთ მათ, დაგვიკავშირდით: საკონტაქტო ნომერი: 555-23-83-88 (საკონტაქტო პირი ქეთევან კაკაბაძე) ელექტრონული მისამართი: info@news.ge მისამართი: თბილისი, აბულაძის N34 TBC bank: GE08TB7089145061100067  მიმღები ქეთევან კაკაბაძე ვაგროვებთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, სათამაშოებს, საკვებ პროდუქტებსა და ტკბილეულს. „ახალი წელი ყველასთვის“,  შეუერთდით News.ge-ს და ვაჩუქოთ დღესასწაული სხვებს.

---

 

12.12.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33125/supermarketebshi-dasaqmebulta-76is-zeganakveturi-shroma-ar-nazghaurdeba--kvlevis-shedegebi

სუპერმარკეტებში დასაქმებულთა 76%-ის ზეგანაკვეთური შრომა არ ნაზღაურდება - კვლევის შედეგები

პროფესიულმა კავშირებმა სუპერმარკეტში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა. გაერთიანების მკვლევრებმა გამოკითხეს „ნიკორას“, „ორი ნაბიჯის“, „ფრესკოს“, კარფურის“, „ვეჯინის“, „ევროპროდუქტის“ და „სპარის“ თანამშრომლები. რესპონდენტების 24% ამბობს, რომ თავის ძირითად საქმესთან ერთად ხშირად უწევს დამატებითი საქმიანობის შესრულება, მაგალითად, დამლაგებლის ფუნქციების შეთავსება.  გამოკითხულთა 41%-ს ხელფასი სხვადასხვა მიზეზით უკავდება და დაკავებული თანხა 122 ლარამდე აღწევს. მაგალითად: თუ თანამშრომელი არ ასრულებს დამატებით საქმეს; თუ სამსახურში აგვიანებს; შესვენებაზე გასვლის დროს; უნიფორმის, მათ შორის კეპის ან „ბეიჯის" არქონის შემთხვევაში. რესპონდენტთა 18% ამბობს, რომ არ იცის დანამდვილებით, რატომ დააკლდა ხელფასი. 59%-ს კი სუპერმარკეტში არსებული დანაკლისის გამო ექვითება ხელფასი. აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტში დასაქმებულთა (მოლარე-კონსულტანტებს) საშუალო ხელფასი დაახლოებით 362 ლარია.  რაც შეეხება შრომით უფლებებს, პროფესიული კავშირების მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათია. თანამშრომლების 76%-მდე ზეგანაკვეთურ სამსახურში არანაირ დამატებით შემოსავალს არ იღებს. გამოკითხულთა 80%-ს შრომას არც სადღესასწაულო დღეებში უნაზღაურებენ.  ასევე, პრობლემაა თანამშრომლების მიერ შესვენების დროით სარგებლობა. რესპონდენტების 69% ამბობს, რომ იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას, 4% კი - საერთოდ ვერ სარგებლობს ამით. ამის მიზეზი ძირითადად ბევრი საქმეა, რის გამოც, მოლარე-კონსულტანტები სამუშაო ადგილს ვერ ტოვებენ.

---

 

12.12.2017

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=57221

ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად, კანონპროექტი მომზადდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად, კანონპროექტი მომზადდა. ხუნდაძის თქმით, კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება. მისივე განმარტებით, ცვლილებები შედის კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“: „ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობითშემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცეხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „გაეროს ბავშვთა ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. „ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. ინიციატივის მიზანია, არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტ სივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეულისპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

13.12.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

წამლების ფასების რეგულირების საკითხები

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმები ითვალისწინებს წამლების ფასების დაწევასა და წამლების ხარისხის კონტროლის სისტემურ გაუმჯობესებას. ამის შესახებ მან განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციაზე. „ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსური დაცულობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღეს დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო სისტემის, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა ზოიძემ. სტრატეგიული ხედვა მოიცავს 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმავს, რომელზეც 7 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ამაში იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. გეგმის ფარგლებში 3 წელზე გაწერილი კონკრეტული საკანონმდებელო ინიციატივები უკვე შემუშავებულია, რომელიც როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე შრომისა და სოციალური სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4921814&name=13.12.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

გია გაჩეჩილაძე კვირიკაშვილის წინააღმდეგ: "ტენდერებს მხოლოდ მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ" კვირიკაშვილი: "ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ"

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს. გუშინ მან კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. მომღერალს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენელმა სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა. ამ საკითხზე გია გაჩეჩილაძემ ნოემბრის ბოლოსაც ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ მისი სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანია "სიტროენ ჯორჯია" სწორედ სახელისუფლებო ინტერესებსა და კონკრეტული კომპანიების ლობისტებს ეწირება. გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ კომპანიასთან გაფორმებული ტენდერი შეწყვიტეს. საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, სადაც 4 კომპანია მონაწილეობდა. გია გაჩეჩილაძის განცხადებას თავად პრემიერიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ტენდერები კანონის სრული დაცვით ტარდება, ის და მისი გუნდი კი არიან იმის გარანტი, რომ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. კვირიკაშვილის თქმით, სამართლებრივ დავებს "კანონი არეგულირებს და არა ნაცნობ-მეგობრობა ან ნათესაური კავშირი".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4921756&name=13.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---