მედიამონიტორინგი 14.05.2018
ტელევიზია
13.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ექიმები
გადაცემა ექიმებში სტუმრად იმყოფება დავით სერგეენკო რომელიც საუბრობს ახალ რეანომობილებზე
https://www.imedi.ge/ge/video/24191/eqimebshi-stumrad-qveknis-mtavari-eqimi-davit-sergeenko
---
12.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
სოფელ ვეჯინის ამბულატორიის ექიმი გურჯაანის მერს გულგრილობაში ადანაშაულებს და შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. საუბარია სოფელში მდებარე ამბულატორიაზე, სადაც წლების განმავლობაში, მედიკოსები მძიმე პირობებში მუშაობენ. შენობა ავარიულია და უხვი ნალექის დროს საავადმყოფოში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მართალია, გასულ წელს, სოფელში ახალი ამბულატორია აშენდა, თუმცა ელმირა ბეციაშვილი ამბობს, რომ ის ფაქტობრივად, უფუნქციოა და მედპერსობალი ახალ შენობაში შესვლას ვერ ახერხებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5283171
---
12.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შესაფასებლად სარეცენზიო მომსახურების გაწევას გულისხმობს, ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5283081
---
11.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ბათუმის ტუბდისპანსერში პაციენტების ნაწილი მკურნალობაზე უარს ამბობს. მიზეზი რთული პირობებია. შენობის უმეტეს ნაწილში ჭერი და იატაკი დაზიანებული, ინვენტარი კი ძველია. აჭარის ბიუჯეტში შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არც წელსაა გამოყოფილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5282331
---
11.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 19:00
რვა საათი მიწის ქვეშ, მზის და ჰაერის გარეშე. ერთ- და იგივე ხმა, ერთი და იგივე კადრი თვალწინ, ეს არის მეტროს მემანქანის ყოველდღიურობა. რამდენიმე წელია მათ საკუთარი შრომითი უფლებებისა და პირობების გასაუმჯობესებლად დაიწყეს ბრძოლა, დღეს მემანქანეების მთავარიმოთხოვნა, შრომის შესაბამისი ანაზღაურებაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5282149
---
ინტერნეტი
11.05.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/192427-dasaqmebis-forumi-samgorshi.html?lang=ka-GE
დასაქმების ფორუმი სამგორში
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმს, რომელიც მიზნად მოსახლეობისთვის იმ ვაკანსიების გაცნობას ისახავდა, რომლებიც ამ დროისთვის რაიონში ხელმისაწვდომია, საკრებულოს წევრები, პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი შოთა ხაბარელი, რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბეზარაშვილი ესწრებოდნენ. ფორუმში მონაწილეობა 20-მდე კერძო კომპანიამ მიიღო. დასაქმების მსურველებს საშუალება ჰქონდათ, თავად გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს და მათთვის სასურველ ვაკანსიაზე განაცხადი შეევსოთ. გიორგი ტყემალაძის თქმით, მოსახლეობას საშუალება მიეცა, პირადად გაცნობოდა იმ ვაკანსიებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს გამოცხადებული. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის შედეგი იქნება წარმატებული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდება. მოსახლეობამ სამგორის მაჟორიტარს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დასაქმების მსურველებმა განაცხადეს, ფორმატი საკმაოდ მოსახერხებელია და ხელს უწყობს დამსაქმებლებთან მათ პირდაპირ დაკავშირებას.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/492468-giorgi-tyemaladzis-iniciativith-samgorshi-dasaqmebis-forumi-gaimartha.html?ar=A
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/giorgi-tkemaladzis-initsiativit-samgorshi-dasaqmebis-forumi-gaimarta/43691
კვირა.ჯი - http://kvira.ge/397026
---
11.05.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/human-rights/item/6877-saxelmxipo-shenobebshi-ukanonod-mzxovrebi-usaxlkaroebi-daxmarebis-migebas-shewleben
სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრები უსახლკაროები დახმარების მიღებას შეძლებენ
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში უკანონოდ მცხოვრებს პირებს არ შეეძლოთ მიემართათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დახმარების დანიშვნის მიზნით, თუკი მათ ამ ფართის კანონიერი მესაკუთრის თანხმობა არ ჰქონდათ. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირები რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის საჭიროება წარმოეშვათ სადავო ნორმის ამოქმედების (2013 წლის 1 ივნისი) შემდეგ კარგავენ სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. მაშინ როდესაც, სადავო ნორმა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას არ ართმევს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდნენ სადავო ნორმის ამოქმედებამდე. შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა თანასწორობის უფლებას არღვევდა. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა პირს აიძულებდა არჩევანის გაკეთებას მის საცხოვრებელ სახლსა და სოციალური დახმარების მიღების უფლებას შორის, რითაც ხდებოდა პირის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულაცია ლახავდა მისი თანასწორობისა და ღირსების უფლებებს, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-17 მუხლებით. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს - სახელმწიფო საკუთრების დაცვას. ამასთანავე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ იწვევდა პირის უფლებების გადამეტებულ შეზღუდვას და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებითსარგებლობის მიზნებისთვის, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდა ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდა სახელმწიფო საკუთრებაში, იმის მიუხედავად თუ როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება.სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი (სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები) პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი არა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდასაქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ. თუმცა, ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს შეხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო. კერძოდ, შერჩეული ღონისძიება არ უნდა არღვევდეს ადამიანების მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის პრინციპს. საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებით სახელმწიფო საკუთარი ქონების დასაცავად, მისი ხელყოფის აღსაკვეთად, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.
---
11.05.2018
მედიასაშუალება:
http://batumelebi.netgazeti.ge/news/135214/
კლინიკები, სადაც არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით კონსულტაცია უფასოა
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით რვა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმ-სპეციალისტები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით სამედიცინო გასინჯვებსა და კონსულტაციებს უფასოდ ჩაატარებენ. აქცია მთელი მაისის თვე გაგრძელდება და ის ყოველ ხუთშაბათს – 17, 24 და 31 მაისს იქნება ხელმისაწვდომი. აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო სერვისით სარგებლობა ბათუმში ორ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ – საოჯახო მედიცინის ცენტრში [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ ტბელ აბუსერიძის ქ. 2]. ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ- ფაქტორის – არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.
---
11.05.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=6913
იცოდე შენი წნევის ციფრები – ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე
,,იცოდე შენი წნევის ციფრები’’ – ყოველწლიურად,17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. რომელიც ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერაა ინიცირებული. რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ჩვენი წნევის ციფრები და რა ღონისძიებებია ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი რეგიონში - თემაზე სასაუბროდ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე მოვიწვიეთ.
---
11.05.2018
მედიასაშუალება: http://bpi.ge/aversis-mier-warmoebuli-wamlebi-somkhetshi-bevrad-iafad-iyideba/
„ავერსის“ მიერ წარმოებული წამლები სომხეთში ბევრად იაფად იყიდება“
თბილისი (BPI) – „მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები,ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულებაა“ საქართველოში, მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს , რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. განსაკუთრებით, პრობლემას ქმნის მედიკამენტების მარალი ფასები, რომელიც პერმანენტულად მზარდია. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წამლებზე ფასი საქართველოსგან განსხვავებით ბევრად იაფია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია და საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. Caucasus business weekი დაინტერესდა, რით არის ეს განპირობებული და რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებისათვის? აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანად მოიქცა. კერძოდ: „ როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ასევე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი“ – განაცხადა სერგეენკომ. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვიზებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენს ქვეყანაში. მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც წესით მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა. „ზოგადად როცა ვამბობთ, რომ ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. მაგალითად ჩვენს ორგანიზაციას ქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000%-ს აჭარბებდა და ცხადია ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წამლები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულება. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს“-აღნიშნავს გულბანი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები საქართველოში უფრო ძირი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, გულბანი აცხადებს: „დიახ ასეთ შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე ვფიქრობ მე ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც ცხადია მოგების მაქსიმიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რაც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო მაგალითად სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რომ შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ“-აღნიშნავს გულბანი. მისი განცხადებით,სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში როგორც წარმოების ისე ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, ეს ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ეხლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს. მეორე გზა არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება. „ეს აპრობირებული მეთქოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის მოწყვლად ფენებში“-აღნიშნავს გულბანი. ეკონომიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნაწარმოები მედიკამენტები სომხეთში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე აქ. ამის მიზეზი კი ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის არ არსებობაა. „რა ფასადაც უნდათ იმას ადგენენ. სომხეთში კი ამის საშუალებას არ აძლევენ. მაგალითად, „ავერსის“ მიერ წარმოებული წამლები სომხეთში ბევრად იაფად იყიდება. თუ ავიღებთ საერთაშორისო ბრენდებს, იქაც უამრავ მედიკამენტს აღმოაჩნეთ,რომელიც ჩვენს მეზობელ სომხეთში ბევრად იაფად იყიდება, ვიდრე საქართველოში“-აცხადებს ჯანიაშვილი. მისი განცხადებით, ამის აღმოფხვრა სახელმწიფოს ნება არ არის, რადგან ფარმაცევტული კომპანიების ლობირება მიდის. „კონკურენციის სააგენტო არაფერს არ აკეთებს, ეს უწყება გასაუქმებელია“-აღნიშნავს ჯანიაშვილი.
---
11.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/397174
“ქართულ ბაზარზე წამლების სიძვირე ძირითადად ქართველი დისტრიბუტორების მაღალი მარჟებითაა განპირობებული”
საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. სპეციალისტების აზრით, ეს საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს მიდგომა ჯანდაცვის საკითხებისადმი ორი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სამი დიდი კომპანია და რამდენიმე ასეული პატარა აფთიაქი ოპერირებს. წამლის ძირითადი იმპორტიორები სწორედ დიდი კომპანიები არიან, რომლებიც, თავის მხრივ, პატარა აფთიაქებს ამარაგებენ მედიკამენტებით. სამი დიდი კომპანია, რომლებიც ძირითადად ინაწილებენ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს, არის – “ავერსი ფარმა” პსპ ფარმა” და სს “გეფა”, რომელიც “ეისიფი ფამაციას”, “ფარმადეპოს” და “ჯიპისის” აერთიანებს. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა იწვევს იმპორტირებულ მედიკამენტების ფასებს შორის ასეთ სხვაობას თურქეთსა და საქართველოში და ამისთვის ყველა ზემოთ აღნიშნულ დიდ სააფთიაქო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც შეკითხვების წერილობით გაგზავნა მოითხოვეს, თუმცა კითხვებს პასუხი მხოლოდ PSP-მ გასცა. “თქვენ მიერ დასმული კითხვების პასუხად შემიძლია გიპასუხოთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ ხდება. ამასთან, ბევრ მწარმოებელს აქვს თავისი ქარხანა თურქეთში, რაც მათი წარმოებული პრეპარატების ფასს ასევე ამცირებს. თქვენ მიერ მითითებული მედიკამენტების მწარმოებლებთან ხანგრძლივი და არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მოსაწოდებელი ფასების შემცირებაზე,“ – აცხადებენ PSP-ში. “ქართული კომპანიების განმარტება, რომ ქართულ ბაზარზე წამლის სიძვირე გაყიდვაში არსებული წამლების მაღალი საწარმოო თვითღირებულებითაა გამოწვეული და თურქეთში მათი ფასი უფრო დაბალია, მთლად ობიექტურად არ ასახავს რეალობას“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინათინ ტურძილაძე და ამის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ქართული რეგულაცია მათ აძლევს მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ნებართვის გარეშე, პარალელური იმპორტის გზით, იაფი ბაზრებიდან წამლების შემოტანის შესაძლებლობას. როგორც წესი, ისინი სარგებლობენ ამ შესაძლებლობებით. პარალელური იმპორტი საქართველოში 2009 წლიდანაა დაშვებული. ეს ნიშნავს, რომ თუ პრეპარატი რეგისტრირებულია ეროვნული ან აღიარებული რეჟიმით, მაგრამ იგივე მედიკამენტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც დაშვებულია (მაგალითად, ინგლისში ინგლისური შეფუთვით, გერმანიაში გერმანული და ა.შ.), ნებისმიერ აქაურ დაინტერესებულ პირს შეუძლია უკვე რეგისტრირებულს დაამატოს განსხვავებული შეფუთვა და ასე შემოიტანოს პარალელური იმპორტით. “დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზე წამლების სიძვირე ძირითადად ქართველი ჰოლსეილერებისა და დისტრიბუტორების მაღალი მარჟებითაა განპირობებული“, – აცხადებს თინათინ ტურძილაძე, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთთან შედარებით საქართველოში წამლები გაცილებით ძვირია.
---
11.05.2018
მედიასაშუალება: https://sputnik-georgia.com/spravka/20180510/240405264/martoxela-deda-statusi.html
რა პრივილეგიით სარგებლობენ მარტოხელა დედები საქართველოში
რას ნიშნავს მარტოხელა დედის სტატუსი და როგორ ზრუნავს სახელმწიფო მარტოხელა დედებზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საქართველოში მარტოხელა დედების ზუსტი სტატისტიკა, შევეცადეთ გაგვერკვია, რა პრივილეგიით სარგებლობენ ამ სტატუსის მქონე ადამიანები, ამიტომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ. ვინ ითვლება მარტოხელა დედად როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ. ასევე, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელიც შვილად აიყვანს 18 წლამდე ასაკის ბავშვს, თუმცა ამ დროს არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქართველოში მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება ქალი, რომელიც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს. სტატუსის მინიჭება ხდება იუსტიციის სახლში შესაბამისი განცხადების საფუძველზე. ასევე სტატუსის მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა. თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია, სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობას და განცხადებას წარადგენს კანონიერი წარმომადგენლი. რა პრივილეგია ენიჭება პირს, რომელსაც მარტოხელა დედის სტატუსი აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე, როგორც ცალკე აღებულ კატეგორიაზე, სოციალური დახმარება ან შეღავათი გათვალისწინებული არ არის, თუმცა არსებობს სხვა თანადროული პროგრამები. თუ მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირი დასაქმებულია, მას ხელფასიდან არ ექვითება საშემოსავლო 20%. ანუ დარიცხული ხელფასის 100%-ს იღებს ხელზე. ფულადი დახმარების მიღების უფლება ენიჭება მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი შვილი, ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში, სადაც დემოგრაფიული მაჩვენებელი დაბალია. მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ხოლო არამაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის განკუთვნილი დახმარება შეადგენს 150 ლარს. აღნიშნული პროგრამა შეეხება შემდეგ რეგიონებს: გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო–ზემო სვანეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს. არსებობს კვებითი ვაუჩერიც იმ პირისთვის, ვისთვისაც კვებით უზრუნველყოფა პრობლემას წარმოადგენს. პირი, რომელიც ვერ უზრუნლეყოფს ბავშვის კვებას და მომართავს საგენტოს, მისთვის გამოიყოფა კვებითი ვაუჩერი. როცა ბავშვს აქვს ჯანმრთელობის შეფერხების პრობლემა, არის შშმ პირი და ამის შესახებ დედა გააკეთებს განაცხადს, ბავშვი ერთვება სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის რეაბილიტაცია–აბილიტაციის პროგრამაში. თუ ოჯახს უკვე მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მარტოხელა დედა ერთვება კრიზისულ პროგრამაში და იღებს 1000–ლარიან პროგრამას. 1000 ლარის ფარგლებში მას ეძლევა სასურველი ტექნიკა, ტელევიზორი იქნება ეს, სარეცხი მანქანა თუ სხვა, ან საკვები, ჰიგიენის საშუალებები, პამპერსი და ა.შ. ეს დახმარება არის ერთჯერადი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედებისთვის არსებობს სხვადასხვბა სახის დახმარება: თავშესაფარი, კვებით უზრუნველყოფა, ფსიქოლოგი და ა.შ. რომელსაც ტრეფიკინგის ცენტრი კურირებს და არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
---
ბეჭდვითი მედია
14.05.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ზურაბ ადეიშვილის გია თვალავაძე 2011 წელს სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც სააკაშვილის ზონდერკადრებისა და მამალი მიშარასტების ბუნაგია, სავარაუდოდ, ყველა ის კორუფციული სქემა ყვავის, რომელსაც თავის დროზე დავით სერგეენკოს ყოფილი პირველი მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ზაზა სოფრომაძე გადააყოლეს! 2006 წლის 18 ოქტო,ბერს სააკაშვილის ფინანსურმა პოლიციამ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე და ფონდის ოთხი თანამდებობის პირი დააპატიმრა, რომლებსა გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის განცხადებით, 570 ათასი ლარის მიტაცებაში ედებოდათ ბრალი. ზაზა სოფრომაძე შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს და მან თავისუფლების სანაცვლოდ, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 200 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. სოფრომაძე , დიდი ალბათობით, იმ კორუფციულ სქემას შეეწირა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად "გასკდა". საქმე ის გახლდათ, რომ საპენსიო ფონდის თანამშრომლები უმუშევარ და ფეხმძიმე ქალბატონებს ფორმალურად მაღალანაზღაურებად სამსახურებში აფორმებდნენ და დეკრეტში გასვლამდე და მერეც, რამდენიმე თვის განმავლობაში, :ლიპად" გამოწერილ ხელფასს "დახმარების" სახით აძლევდნენ... როგორც მოსალოდნელი იყო, საქმე "ქართული ღორობის" გამო გასკდა, როცფა ერთ-ერთმა ფეხმძიმე ქალბატონმა პრეტენზია გამოთქვა- ამდენ ფულს არაფერში იჯიბავთ და ცოტა მეტი დამიტოვეთ, მევალეები კარს მიმტვრევენო! ზაზა სოფრომაძემ და მისმა გაღორებულმა ხელქვეითებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და ქალი მასხრად აიგდეს - რასაც გაძლევთ, მადლობელი იყავიო.... ეს კორუფციული სქემა ,რომელიც თავისი არსით უმარტივესია, როგორც გვეუბნებიან, სერგეენკოს უწყებაში დღესაც ყვავის! კორუფცია და კარტელური გარიგებები ხრავდა ხრავს სადაზღვევო სისტემასაც, როგორც მიუთუთებენ, სადაზღვევო კომპანია "არქიმედე" ცოცხალი თავით არ აფინანსებდა არაპრივილეგირებულ კლინიკებს, მაგრამ იმავე სამედიცინო მანიპულაციებისთვის ორჯერ მეტს უხდიდა ინგოროყვას კლინიკას...გოჩა ინგოროყვას კლინიკა ნაცსექტის საიმედო თავშესაფარია, რომელსაც დავით სერგეენკო მსუყედ და ნებიერად აფინანსებს, არცერთ მსგავს დაწესებულებას არ აწუხებენე მედიაციის სამსახურის უფროსის გია თვალავაძის ჩაფრები,ანკი როგორ შეაწუხებენ, როცა გია თვალავაძე თავადაც სტაჟიანი ნაცია? სწორედ ნაციონალმა გია თვალავაძემ მიუქსია ნაცსექტის ლამაზისეული მარინა დარახველიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ და დაფინანსებულ საჩხერის უნიკალურ საავადმყოფოს, რომელსაც მაშინ დავით სერგეენკო ხელმძღვანელობდა და 82 ათასი დოლარით დააჯარიმა. სერგეენკოს უწყებაში იცვლებიან მინისტრები, დეპარტამენტის თავმჯდომარეები, მინისტრის მოადგილები, მაგრამ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უცვლელია. ის ერთადერთი ჩინოვნიკი იყო, რომელიც 2011 წელს პოლიტიკური და სულიერი ხრწნილების ზენიტში მყოფმა სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჯანდაცვის სამინისტროში ყველამ იცის, რომ გია თვალავაძე შესაშურ გულწრფელობას იჩენდა, როცა "კარგ ხასიათზე მყოფი: თანამშრომლებს ეუბნებოდა - ხომ იცით, პროკურატურაში ვიყავი და ადეიშვილთან და მის ხალხთან ერთად სიას გავდიოდიო! ჩვენი ინფორმაციით, თვალავაძე ადეიშვილის ოპოზიციურად განწყობილი კლინიკების საავადმყოფოებისა თუ ექიმების ნუსხას ურჩევდა და ამის შემდეგ იწყებოდა მათი აწიოკება, დაჯარიმება და გატყავება, რასაც ან უშუალოდ ადეიშვილის "ოპრიჩნიკები" ანდა გია თვალავაძის მარინა დარახველიძეები აღასრულებდნენ. ისეთი გაქანებული ნაციონალი და იდეური მიშარასტი როგორიც სააკაშვილის დროს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის ყოფილი უფროსი მარი წერეთელი გახლავთ, ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსად გაამწესეს! გია თვალავძემ "ქართულ ოცნებაშიც" გამონახა მფარველები და ჯანდაცვის სამინისტროს ფაქტობრივი შეფი "კარგ ხასიათზე ყოფნისას" თურმე ამასაც ხმამაღკა გაიძახოდა - გენპროკურორ არჩილ კბილაშვილის კართან ისეთი ახლობელი მიზის, ჩემ საწინააღმდეგოდ დაწერილ წერილებს ჰაერში იჭერს და კბილაშვილს მაგიდაზე ცოცხალი თავით არ ახვედრებსო! ცნობილი ქართველი ქირურგი და ორგანიზაცია "სოლიდარობა ექიმებს - მედიკოსთა - მედიკოსთა ლიგის" თავმჯდომარე, ბატონი გოგი ხუციშვილი ჯანდაცვის სიტემქაში არსებული მდგომარეობით გაოგნებულია და აცხადებს, რომ საქართველოს არც ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს და არც ჯანდაცვის სისტემა აქვს: გოგი ხუციშვილი: "საქართველოში ჯანდაცვა წარმატებული რომ იყოს, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული კონცეფცია უნდა ჰქონდეს, რაც ბუნებაში არ არრსებობს, როდესაც შენს ქვეყანაში ხელაღებით ნერგავ გერმანულ ჯანდაცვის სიტემას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვგის რეფორმა, თავიდანვე კოლაფსისთვის არის განწირული. განა შეიძლება , გერმანიასთან შედარებით სამოცჯერ უფრო ღარიბმა საქართველომ გერმანული ჯანდაცვის სისტემა თავის თავზე მოირგოს და ჯანდაცვის რეფორმა წარმატებული გამოდგეს? შევთანხმდეთ ერთ მთავარ საკითხზე - დავით სერგეენკოსა და ქართული ჯანდაცვის "მამების" გაგებით, საქართველოში ჯანდაცვა ბიზნესია! ჯანდაცვა თუ ბიზნესია, რა აის ამ ბიზნესის პროდუქტი, ადამიანის ანუ ამ შემთხვევაში ქართველის ერის ავადმყოფობა?შევარდნაძემ და მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა საქართველოში შექმნეს ჯანდაცვის ისეთის სიტემა, როცა პაციენტი საავადმყოფოში შედი და მერე იქიდან გამოსვლასა და მოჯადოებული წრისთვის თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს... წესიერი და პროფესიონალი ექიმი, რომელმაც წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში მოკალათებულ მაფიოზებთან არ არის შეკრული, შესაძლოა უხელფასოდ დარჩეს იმის გამო, რომ მისმა საავადმყოფომ ან კოდი აურია, ან არასწორად გადასცა მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან სულაც დააგავიანა ამ მონაცემების გადაგზავნა, მერვე საავადმყოფო ისე დახურეს, ათი თვის გაუცემელი ხელფასები არ მოგვცეს... დავით სერგეენკო უსუსტესი მინისტრია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მართავს სამედიცინო მაფია, რომელმაც სხვადასხვა დროს ხელში ჩაიგდო აურაცხელი ქონება - ქირურგიის ინსტიტუტი, რესპუბლიკური საავადმყოფო, მეცხრე საავადმყოფო, სადაც დღეს რესტორანია გახსნილი და ა.შ. ბიძინა ივანიშვილმა ამათ ყველაფერი გაუკეთა და დღეს მას ამათი უნიათობისა და უსუსურობის გამო აძაგებენ! დიახ, ბიძინამ ესენი დეპუტატებად აქვია, მინისტრებადაც დანიშნა და რა ვალი აქვს ამ კაცს ამათი ვერ გამიგია! ზაზა სოფრომაძე, რომელიც უმძიმესი ბრალდებით იყო დაჭერილი, ჯანდაცვის სამინისტროში როგორ მოაბრუნეს? საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, დავით სერგეენკოს შევხვდი და ძალიან უკმაყოფილო ვარ,! შესაძლოა იგი საჩხერეში კარგი მთავარი ექიმი იყო, მაგრამ მე საქართველოს ჯადაცვის კარგი მინისტრი ჭირდება!, მე, ბატონი მირიან წიკლაური და ბატონი დიმიტრი ხუნდაძე დავით სერგეენკოს კაბინეტში ვისხედით, მინისტრი წავიდა, მიგვატოვა და კაბინეტში აღარ დაბრუნებულა, ამის შემდეგ სერგეენკოზე რაღა უნდა ვილაპარაკო? საქართველოს არც ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს და არც ჯანდაცვის სისტემა გააჩნია!
---
14.05.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
შოთა კაპანაძე: სათითაოდ ვაზღვევინებ ჩემი გაუბედურებისთვის და დამცირებისთვის, მერე კი მშვიდად მოვკვდები!
ჯანდაცვის სფეროს თეთრხალათიანი ჯალათების მაფია დაეპატრონა, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფულის შოვნის წყაროდ გადააქციეს. მათი დანაშაულის ცოცხალი მაგალითი ვარ. ამ ადამიანებმა დაინვალიდება არ მაკმარეს, დამცინეს კიდეც! თვალს ვადევნებ "ასავალ-დასავალში" სამედიცინო მაფიის მამხილებელ პუბლიკაციებს, რომელმაც უკვე გამოიღო შედეგი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე თანამდებობას გამოეთხოვა და უკვე მჯერა, სულ მალე აღნიშნული უწყება მინისტრით დაწყებული, რიგითი უღირსი ექიმით დამთავრებული - ბალასტისგან გაიწმინდება. მე კი პირადი შურისძიების გარდა, არაფერი დამრჩენია! - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილმა შოთა კაპანაძემ: -რახანია, თეთრხალათიანი ჯალათების მხილებას ველოდები. მათ მე სიცოცხლე გამიმწარეს. ჯერ იყო და, შეცდომით გაკეთებული ოპერაციის შედეგად დამაინვალიდეს, შემდეგ ორგანიზმში გაუმართავი აპარატი ჩამიდგეს და როცა მიხვდნენ, რომ ეს აპარატი არასოდეს ამუშავდებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია დამიმალეს, რათა სახელმწიფოსგან ჩემს ოპერაციაზე გამოყოფილი თანხა ბოლომდე აეთვისებინათ! ეს გააკეთა ვაი-უროლოგმა გურამ ქარაზანაშვილმა, რომელმაც 4 თვე მატარა კლინიკაში და უამრავი თანხა გადამაყრევინა წყალში. ამასობაში ღარიბი და უპოვარი გავხდი. სადაც გინდა იქ მიჩივლეო, - მომაძახა გურამ ქარაზანაშვილმა, რომელმაც ზუსტად იცოდა - ყველა იმ ინსტანციაში, სადაც ჩივილი მომიწევდა საქმე გაჩარხული ჰქონდა და მფარველებიც ეგულებოდა! სისტემის მთავარი საყრდენი თვით მინისტრი დავით სერგეენკოა, რომელმაც ყველა დანაშაულის ანატონია კარგად იცის, მაგრამ ამ მექზნიზმის მოშლა არასოდეს უცდია. თუმცა, ის ნომინალური მინისტრია, მასზე არაფერია დამოკიდებული, სინამდვილეში, ჯანდაცვის უწებას რუხი კარდინალები მართავენ, რომელთაგან თითოეულმა კონკრეტული მისია შეასრულა იმ მიზნით, რომ ჩემთვის დრო გაეჭიანურებინათ და დამნაშავე ექიმის დასჯა თავიდან აერიდებინათ! ესენი არიან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე გია ლობჟანიძე. დავით სერგეენკოს ბატონი ბიძინა ენდო, ამან კი თხასავით გაყიდა. მაფიის შესახებ უკვე ყველაფერი შეიტყო ბიძინა ივანიშვილმა და მჯერა, მორგად გადაქცეულ ჯანდაცვის სფეროში წესიგს ის დაამყარებს! ამასობაში მე საჩივარს ვამზადებ. ამათ ჩემი ფიზიკური სიკვდილი სურდათ, მაგრამ ჯერ მათი პოლიტიკური მესაფლავე გავხდები, მერე ჩემი ჯანჯვისთვის სათითაოდ მოვკითხავ ქარაზანაშვილსაც და მის მფარველებსაც!".
---
14.05.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მედიკამენტების გაიაფების ნამდვილი გზა თუ ფუჭი მცდელობა
საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების საყიდლად თურქეთში ხშირად მიდიან. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან წამლები 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ახლა იწყებს სერიოზულ მუშაობას მედიკამენტების გასაიფებლად, მაგრამ რა გამოვა ამ საქმიდან, ეს კიდევ სხვა საკითხია. ბათუმელმა კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული წამალი თურქეთში სამჯერ უფრო იაფად იყიდა, ვიდრე ეს საქართველოში ღირს. მომხმარებლები ამბობენ, რომ თურქეთში მედიკამენტის ხარისხიც უკეთესია. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ განმარტავს, თუ რატომ ღირს თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. მინისტრის აზრით, დაბალ ფასს ბაზრის სიდიდე და ფარმაწარმოებაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებს. „როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, უბრალოდ, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, იქ მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფოს მძლავრი ჩართვის გამო, თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აღნიშნა სერგეენკომ. ამისათვის საქართველოში ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი – „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“. მისი უმთავრესი ამოცანა, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გაფართოვდება პროგრამა, რომელიც შარშან მაისში დაიწყო და 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს ემსახურება – მათ არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით, 23 მედიკამენტით უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, პროგრამით მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონრები და შშმ პირები. „თუმცა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წამლის გაცემა 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ იმასთან შედარებით, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვვარაუდობთ, შემოდგომისთვის ეს 23 კომპონენტი გაუტოლდება ერთმანეთს არსებული სოციალურად დაუცველების და ახალი მოსარგებლეებისთვის. ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან 23 კომპონენტი ორივე ჯგუფისთვის უნდა გახდეს 40 ან 45, 50-მდე“, – განაცხადა სერგეენკომ. ჯერჯერობით ამ ყველაფერს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სიფრთხილით განიხილავენ. მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასებზე და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო რეგულაციებზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი ირაკლი სასანია. „თუ ეს იდეა განხორციელდა, იგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და მას რაც მთავარია, ექნება ორმაგი ეფექტი. პირველი - მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს და მეორე - გარკვეული ზეწოლა განხორციელდება ფარმაცევტულ კომპანიებზე. საზღვარგარეთ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს მას შემდეგ განსაზღვავენ, რაც გაითვალისწინებენ მოსახლეობისა და სავარაუდო პაციენტების რაოდენობას, ისინი ატარებენ კლინიკურ კვლევებს, ჩართულნი არიან ამ პროცესში მკვლევარები, ითვალისწინებენ სარეკლამო ხარჯებს და ა.შ. საქართველოში, რა პრინციპით ხდება მედიკამენტებზე ასეთი მაღალი ფასების დაწესება, ჩემთვის გაურკვეველია. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთადერთი შემაკავებელი და მარეგულირებელი სახელმწიფოა. ამდენად, აღნიშნული ინიციატივამ უნდა აიძულოს ფარმაცევტული კომპანიები დასწიონ მედიკამენტების ღირებულება“, - განუცხადა „კომერსანტს“ სასანიამ.
---
14.05.2018
მედიასაშუალება: ალია
უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად
"ალია" პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის წარმომადგენელს გოგი წულაიას ესაუბრა: გოგი წულაია: - ჩემი აზრით, დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა სინამდვილეში არის ფულის შოვნის პოლიტიკა, ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ნარკოტიკი საქართველოში შსს-ს და უშიშროების გარეშე იყიდება, არავითარი ნარკოპოლიტიკა ქვეყანას არ გააჩნია, ეს არის ფულის შოვნის პოლიტიკა სინამდვილეში. უგნური ხელისუფლება რომ გვყავს, ესაა ყველაფრის მიზეზი... ჩემი აზრით, ამ სპეცოპერაციის დამგეგმავები უნდა გადადგნენ, უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად, რამეთუ, ახლა დაზღვევა დაზღვევას ვიძახი და სერგეენკო ამის გამო გვიყვარს, მაგრამ ქვეყანა თავზე გენგრევა შე მამაცხონებულო, ნარკომანია პიკზეა ასული და არაფერს აკეთებ... ერთ რამეს გეტყვით ახლა, ის ადამიანები ახურებენ ახლა, ვინც ფულს შოულობს და სინამდვილეში ცდილობს, არსებული ნარკოპოლიტიკა დიდხანს შეინარჩუნოს, ვინ დაგს უკან? ვინ და სწორედ შსს, ჯანდაცვის მინისტრი, დიახ, არა? აფთიაქებში იყიდება ნარკოტიკის შემცველი წამლები, რომლების ანგრევს ბავშვების ჯანმრთელობას.
---
14.05.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ლელა წიკლაური: "სახელმწიფოს სოციალური პროგრამების მიზანი სიღარიბის დაძლევა უნდა იყოს"
დედაქალაქსა და საქართველოში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესსადა მათ აღრიცხვაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის გადაცემაში „სოციალური ჭრილი“ თეონა ჭალიძესთან და სერგო ჩიხლაძესთან ერთად. გადაცემის სტუმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური იყო. ლიკა წიკლაურის თქმით, ბენეფიციარების მიერ უფასო სასადილოებით სარგებლობის წესი მრავალ ხარვეზს შეიცავს. „პირველ რიგში, ბენეფიციართა სიის შედგენა საჭიროებს ცვლილებებს, ვინაიდან, არ ხდება იმ ბენეფიციართა დაკმაყოფილება,ვისაც უფრო მეტი საჭიროება აქვს უფასო სასადილოების მომსახურების. დღევანდელი წესით, აღირიცხებიან ისინი,ვისაც პირველი შექავს განაცხადი. შესაბამისად, არის უამრავი შემთხვევა,როდესაც აღნიშნულ სიაში ვერ ხვდებიან ისეთი სოციალურად დაუცველი ადამიანები,რომელთაც უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ,ვიდრე სიაში მყოფებს. 2017 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, პრიორიტეტი მიენიჭოს საჭიროების კრიტერიუმს და არა იმას, თუ ვინ პირველი მიმართავს განცხადებით,“- ამბობს ლიკა წიკლაური. ლიკა წიკლაურმა ასევე განაცხადა,რომ 2018 წელს სოციალურად დაუცველთა პროგრამებისთვის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა არ გაზრდილა უფასო სასადილოებით მომსახურების ხარისხი. მისი თქმით, ტენდერით გამარჯვებული კომპანიების არაკეთილსინდისიერი საქმიანობით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები. გადაცემის მსვლელობისას სატელეფონო ჩართვით იმყოფებოდა ერთ-ერთ ბენეფიციარი, რომელმაც სასადილოებში არსებული საკვების ხარისხისა და პერსონალის მხრიდან უხეშად მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა. „სახელმწიფოს მიერ გატარებული სოციალური პროგრამების მიზანი უნდა იყოს სიღარიბის დაძლევა,“- ამბობს ლიკა წიკლაური. მისი თქმით, წესი,რომლის თანახმადაც, მას შემდეგ,რაც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი მუშაობას დაიწყებს, ოჯახს ქულები ეზრდება - შესაცვლელია. „სოციალურად დაუცველ ოჯახებში შრომისუნარიანი პირები არ იწყებენ მუშაობას,რადგან ისინი დგანან სოციალური დახმარების დაკარგვის საფრთხის წინაშე. რაც პირველ რიგში, ხელს უშლის მათ მიერ სიღარიბის დაძლევას. ჩვენი რეკომენდაციაა, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სამსახურის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში შეუნარჩუნდეთ არსებული ქულები და კვლავ ისარგებლონ სატრანსპორტო შეღავათებითა და ჯანდაცვის პროგრამებით,“ - ამბობს ლიკა წიკლაური.
---
14.05.2018
მედიასაშუალება: ალია
მკვლელი ექიმები
"ყველაფერი ერთი შეხედვით, მარტივად და უბრალოდ დაიწყო - გამიღიზიანდა ღრძილები, ვფიქრობდი რომ მქონდა ღრძილების ანთება. დავდიოდი სტომატოლოგებთან, ვმკურნალობდი. ერთ დილითაც, გავიღვიძე და ვხედავ ტუჩზეც რაღაც ბუშტებია გამოსული. მაშინ გადავწყვიტე პირველად, რომ დერმატოლოგისთვის მიმემართა", - უყვება "ალიას" 22 წლის გვანცა შანიძე. მითხრეს რომ ჩვენი უბნის, ვაზისუბნის, პოლიკლინიკაში ძალიან კარგი დერმატოლოგი მუშაობდა. ამიტომ ჯერ იქ მივედი. როგორც მივხვდი, საერთო სენია ერთი შეხედვით დიაგნოზის დასმა საქართველოში - შემომხედა ბატონმა გიამ, პოლიკლინიკის დერმატოლოგმა და ჰოი, საოცრებავ - იცნო ჰერპესი. იცნო ჰერპესი და იგრძნო დაბალი იმუნიტეტი. დავიწყე ძებნა სხვა დერმატოლოგის. მირჩიეს ნინო ცისკარიშვილი, პროფესორიაო, მცოდნეაო, სახელგანთქმულიაო. მივედი. რა თქმა უნდა, უზარმაზარი რიგია, უამრავი ხალხი შედის და გამოდის. დამითვალიერა პირის ღრუ ქალბატონმა ნინომაც და ამჯერადაც ანალიზისა და კვლევის გარეშე დამიდგინდა დიაგნოზი- ჰერპეს-ვირუსი, დაქვეითებული იმუნიტეტი. მესამე ვიზიტზეც მიმიყვანა, ოღონდ ამჯერად მომახსენა : მე ჩემი საქმე გავაკეთე, მოვრჩი, მეტს ვერაფერს შევცვლი და ახლა წაბრძანდით ყელ-ყურის ექიმთანო. გზად დავინახე პატარა კლინიკა, ვენერიული დაავადებები. იქაც შევიარე ბარემ, დამხვდა პატარა ოთახი და დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა ექიმი. პარალელურად მივედი "ავერსის" კლინიკაშიც, დერმატოლოგ ნინო ლომთაძესთან. "ავერსის" კლინიკამ ისე თავიდან ამიღო ანალიზი და ყველა ექიმი ერთხმად შეთანხმდა, რომ კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით, საჭირო იყო ჩემი ანალიზების ჰოლანდიაში გადაგზავნა. ბატონო გოგი თვალიაშვილისა და ქალბატონ ნინო ლომთათიძის ვარაუდი დადასტურდა. მკურნალობის სწორი და ეფექტური დანიშვნისთვის, გადაწყვიტეს ერთად შეკრებილიყვნენ და კონსოლიუმი მოეწყოთ. საპატიოდ მოვიწვიე ქალბატონი ნინო ცისკარიშვილიც, რომელმაც "თავისი საქმე" თვეების წინ მოითავა და ყელ-ყურის ექიმს მიმაბარა. დღემდე ვფიქრობ, პროფესორიო ნინო ცისკარიშვილი, უცოდინრობასთან ერთად, ასე ზარმაციც რომ არ ყოფილიყო და გაეგრძელებინა თავისი "მკურნალობა", რამდენ ხანში მომკლავდა?
---
14.05.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
თამბაქოს გაყიდვაზე ახალი რეგულაციები შემოდის
---
14.05.2018
მედიასაშუალება: ალია
„ეს „მეფედრონი“ არ არის!!! ეს „ფენტანილია“, მორფზე 100-ჯერ, ხოლო ჰეროინზე 65-70-ჯერ უფრო ძლიერია!“
„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი“ გიორგი კალატოზიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: „კიდევ 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჩემი სამეგობრო წრიდან რამდენიმე ადამიანი პირადად მეგობრობდა მათთან. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს. "კურიერში" ვრცელი სიუჟეტი გავიდა ამ ტრაგედიის შესახებ. ლაპარაკობდნენ გამომწვევ მიზეზებზე, დასახელდა ნარკოტიკული ნივთიერება "მეფედრონი", რომელსაც დღეს მომხმარებლების 70-80% მოიხმარს და ძირითადად იძენენ ინტერნეტით. მაგრამ ნარკოპოლიტიკის პლატფორმის წევრები, ცნობილი ნარკოლოგები და ჩემი მეგობრები ეჭვობენ, რომ სიკვდილი სულ სხვა ნარკოტიკის ზედოზირებამ გამოიწვია. იმის გამო, რომ მეფედრონს არ ახასიათებს ასეთი ზედოზირება, ასეთი სიკვდილი და სიმპტომები, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ავრცელებენ ფენტანილს! ფენტანილს ასევე ბიო-ჰეროინსაც უწოდებენ! ბიოლოგიურ იარაღსაც, სხვათა შორის! იმედი მაქვს, ძალიან მალე გაირკვევა, რისი ზედოზირებით დაიღუპა ყველა ზემოხსენებული ადამიანი! არ მოიხმაროთ ნარკოტიკი! და თუ მაინც მოიხმართ, მაშინ თქვენი და თქვენი ახლობლების ინფორმირების მიზნით ვწერ ამას: საიდან შემოდის და რა შემოაქვთ? ფენტანილი მორფზე 100-ჯერ, ხოლო ჰეროინზე 65-70-ჯერ უფრო ძლიერია. ისეთი სახით, როგორიც ფოტოზეა, აქ არ იყიდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვხვედრია. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზეა ყველაფერი და უბრალოდ ვეჭვობ, რომ ეს ფენტანილია. თუ ასეა, ის ფხვნილის სახით იყიდება და მეფედრონის სახელით საღდება! (ინტერნეტში, მაგალითად). იწვევს მაღალ ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. სხვა ნარკოტიკებთან შედარებით, ფენტანილი უფრო ტიქსიკურია! BBC-ის თქმით, ფენტანილისგან იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე საგზაო შემთხვევებისგან, ავტოავარიებისგან. ფენტანილს იყენებენ, ფატქობრივად, როგორც ბიოლოგიურ იარაღს. ვარაუდობენ, რომ ესტონეთი-რუსეთის საზღვართან მდებარეობს რამდენიმე ლაბორატორია, სადაც აწარმოებენ ფენტანილს და შემდეგ შეაქვთ ესტონეთში, სადაც ამ ნარკოტიკმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ჰეროინი შავ ბაზარზე. ესტონეტში ფენტანილი პირველად გამოჩნდა და ფეხი მოიკიდა დაახლოებით 2002 წელს, როდესაც ქვეყანაში არსებობდა ჰეროინის დეფიციტი. ფენტანილი ძირითადად იწარმოებოდა ჩინეთში, საპორტო ქალაქებში, საიდანაც პირდაპირ გადიოდა ექსპორტზე მთელ მსოფლიოში. გამონაკლისი არც საქართველოა, უბრალოდ საქართველოს შემთხვევაში ლოგიკურად ვასკვნით, რომ ნარკოტიკი 3 გზიდან ერთ-ერთზე მოძრაობდა - რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით, ხოლო შემდგომ უკვე იქიდან შემოაღწია საქართველოში. მე მაშფოთებს ზოგადად ინფორმაცია ამ ნარკოტიკის შესახებ, რომელიც უხვად არის ინტერნეტში. ერთ-ერთ ვებგვერდზე აღნიშნავენ იმას, რომ ჩინელმა ქიმიკოსებმა გამოიგონეს ფენტანილის დაახლოებით 30 მოდიფიკაცია, მათ შორის ერთ-ერთი მოდიფიკაცია, რომელიც განკუთვნილია სპილოს დასაძინებლად, ფენტანილზე 100-ჯერ და ჰეროინზე 5000-ჯერ უფრო ძლიერია. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ თუ რისგან დაიღუპა ამ 1 კვირაში ამდენი ადამიანი. ამიტომ არის აუცილებელი მუდმივად იკვლევდეს შესაბამისი ორგანო შავ ბაზარზე რეალიზებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ანალიზის საფუძველზე გასცემდეს შესაბამის რეკომენდაციებს როგორც მომხმარებლების, ისე მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მით უმეტეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კონტროლის ისეთ რთულ პირობებში, როდესაც მომხმარებელი უცხო, უცნობ ნარკოტიკს იძენს ინტერნეტით და ფაქტობრივად შეუძლებელია გამსაღებელზე ოპერატიულად გასვლა. გამსაღებლები ყიდიან ფენტანილს როგორც მეფედრონს! ამით შეყავთ შეცდომაში მომხმარებლები, ამით აიხსნება დღეს თბილისში არსებული ამდენი ზედოზირების შემთხვევა, ლეტალური შედეგით! პატარა მაგალითს მოგიყვანთ თუ რამხელა რისკის წინაშე იმყოფება დღეს მომხმარებელი - თუ ჰეროინის ეფექტიანი დოზა განისაზღვრება მილიგრამებში, ფენტანილის დოზა განისაზღვრება მიკროგრამებში (1 მილიგრამში 1000 მიკროგრამია). შესაბამისად, ზედმეტი ერთი ხაზიც კი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნების მაგალითზე უნდა აღვნიშნო ის, რომ რეალიზატორები უფრო გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად ურევენ ერთმანეთში ჰეროინსა და ფენტანილს (და სხვა პრეპარატებს, რომელიც არ ვიცით დღემდე) და ასე ყიდიან ნარკოტიკს (ჰეროინს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედების ეფექტი აქვს, ფენტანილს უფრო მცირე, რის გამოც მას უფრო ხშირად მოიხმარენ). ამასაც შეყავს შეცდომაში მომხმარებელი! როგორ გადავარჩინოთ ადამიანი? აუცილებლად უნდა იცოდეთ ფენტანილის ზედოზირების სიმპტომები და მაქსიმალურად აცნობოთ ამის შესახებ თქვენი სამეგობრიდან ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს. პირღებინება, კონვულსია (მთელი სხეულის ან კიდურის ძლიერი კრუნჩხვა), გუგების შევიწროვება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მძიმე და შენელებული სუნთქვა, არტერიული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) და კომა - მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ახასიათებს ფენტანილის მოხმარებას და ზედოზირებას. რით შეგვიძლია ვუშველოთ? როგორც ცნობილი გახდა, თითქმის ყველა ახალგაზრდა გარდაიცვალა სახლში... მაგრამ თუ მოხმარების მომენტში, ან მის შემდეგ, მომხმარებელი იმყოფება ჯგუფში, თქვენი თვალთახედვის ან მეთვალყურეობის ქვეშ - ნუ დაიწყებთ დილეტანტობას! დარეკეთ 112-ზე, დარეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურში და სასწრაფოდ მიმართეს აფთიაქს, რომელსაც უნდა ჰქონდეს გაყიდვაში ზედოზირების შემთხვევაში ერთადერთი საშველი „ნალოქსონი“ (იგივე ნარკანი). იმის გამო, რომ ეს პრეპარატი მხოლოდ რეცეპტით გაიცემა (და ეს სისულელე მოუვიდა თავში ვიღაცას 2014 წელს, მანამდე, მე როგორც მახსოვს, იყიდებოდა ურეცეპტოდ), თქვენც მოგთხოვენ რეცეპტს და ნებართვას, მაგრამ გააკეთეთ ნებისმიერი რამ - დარეკეთ პატრულში, დატოვეთ თქვენი პირადობა და ხელწერილი, სულ ერთია, მე ასე გავაკეთებდი, მთავარია გადავარჩინოთ ადამიანი! ფენტანილის ზედოზირების შემთხვევაში „ნალოქსონის“ ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა 2-3 ცალი ამპულაა. გაუკეთეთ ზედოზირების დროს კუნთში!“
---