From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-17.07.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 17.07.2017 09:02
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 7.07 .2017

ტელევიზია 

16.07.2017

არხი:           იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

ტრაპიზონის ახლობლად ავტობუსი ამოყირავდა, რომლითაც ქართული ცეკვის ანსამბლ "ლამპარის" სოლისტები გადაადგილდებოდნენ. ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა 38-ს აღწევს, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რაც შეეხებათ უფროსებს ერთ-ერტ მშობელს ფეხის ამპუტაცია დაჭირდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4579785

რუსთავი 2 - პოსტ სკრიპტუმი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4579804

---

 

15 .07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მისი მეგობრის, მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანია კონსტრაქტ ვიჟენს თბილისში 12 900 კვ.მ. სახელმწიფოს კუთვნილი მიწა გადასცა. გიორგი შარაშიძემ, ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორიაზე მინა-პლასტიკის საწარმოს ააშენებდა და პრობაციონერებს დაასაქმებდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ საწარმოს ნაცვლად გადაცემულ მიწაზე ძროხების საძოვარია.  კომპანიამ 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და სასწრაფო სამედიცინო მანქანების შესყიდვის ვალდებულება აიღო, ვადებულება არ შესრულდა ხელშეკრულება შწყდა.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4579180

---

 

15.07.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 16:00

2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება. ინფორმაციას საზოგადოებრივს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უდასტურებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4578952

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4578376

---

 

1 4.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად მოსახლეობის შემოწმებას გეგმავს. კვლევა ამერიკელი სპეციალისტების მიერ ქართულ სანელებლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სკანდალურ დასკვნას ემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ იმ პირების ორგანიზმში, რომლებიც ამ პროდუქტს მოიხმარდნენ მძიმე მეტალის საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4577971

---

 

1 4.07.2017

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 18:00

ბათუმის ბულვარში სამედიციონო დახმარების 1 ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია განთავსდა. დღეს ბულვარში ახლადგახსნილი პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4577721

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4577674

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4577747

---

 

1 4.07.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მუშაობის შედეგები განიხილეს დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. რეგიონში მოქმედ 10-მდე სამედიცინო დაწესებულებას უწყებისგან შესაბამისისი დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა. ამ ეტაპზე ხულოს, შუახევის და ქედის კლინიკებს პირველი, ქობულეთს მეორე, ხოლო მე-3 დონე ბათუმში კლინიკებს მედინასა და შპს ბრაზერსს მიენიჭათ. რეფორმას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მეორე წელია ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს სამედიცინო მომსასხურების ხარისხის გაუმჯობესებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4576891

I არხი-მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4577044

---

 

1 4.07.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

ბათუმი სტომატოლოგთა მე-13 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება და მასში ცნობილი ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. კონგრესის ფარგლებში მომხსენებლები ამ სფეროს თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავენ, მათ შორის უსაფრთხოებას. ასოციაციამ დღეს ერთწლიანი მუშაობაც შეაჯამა და სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის შესახებ გამოცემული სახელმძღვანელო ფორუმის მონაწილეებს გააცნო. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლებიც ესწრებიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4576898

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4576090

---

 

14.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 15:00

ბარბარე ჯიღაურს თქვენი დახმარება ესაჭიროება. 9 წლის გოგონას ექიმებმა ხერხემლის თიაქარი დაუდგინეს. მას მკურნალობა და შემდეგ საზღვარგარეთ ოპერაცია ესაჭიროება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4576803

---

 

 

ინტერნეტი

16.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/443362-thurqethis-jandacvis-saministro-avariis-shedegad-dashavebul-saqarthvelos-moqalaqeebs-samedicino-mimarthulebith-srul-mkhardatceras-aghmouchens.html?ar=A

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის თურქ კოლეგას რეჯებ აკდაღს შორის გაიმართა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი პირადად არის ჩართული ამ საკითხში და დეტალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.   ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა.

1ტვ.ჯი- http://1tv.ge/ge/news/view/169961.html

ამბები.ჯი- http://www.ambebi.ge/sazogadoeba/208163-saqarthvelos-jandacvis-ministrsa-da-mis-thurq-kolegas-shoris-komunikacia-shedga.html

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/78901-jandacvis-saministro-dashavebuli-qartvelebis-mkurnalobas-turqetis-jandacvis-saministro-kurirebs

---

 

15.07.2017

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/181655

დავით სერგეენკომ ბათუმის ბულვარში, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ბათუმის ბულვარში, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით განთავსებული, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა და მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე მიმდინარე სკრინინგის პროცესს დაესწრო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია, შესაბამისი აღჭურვილობით, დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება. ადგილზე მედპერსონალი დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს. მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე განთავსდება. გადაუდებელი დახმარებისა და სკრინინგის პუნქტი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე წელია სეზონურად ფუნქციონირებს.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/78827-batumis-bulvarshi-sasrafo-samedicino-dakhmarebis-ekipazhi-da-modzravi-ambulatoria-gantavsda       

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=49089

კვირა.ჯი- http://kvira.ge/341262

---

 

15.07.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=146097-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D,%20%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

საქართველოს მოსახლეობას ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC) აღნიშნულ კვლევას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კვლევის დიზაინსა და მეთოდოლოგიაზე, გამოკვლეული იქნება 3000-ზე მეტი ადამიანი. სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის - სურსათი და ჰაერი ტყვიას შეიცავს, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზაა.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/2018-tsels-mosakhleobas-tkviis-shemtsvelobaze-sheamotsmeben-amiran-gamkrelidze/29559

---

 

14.07.2017

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/87870/#sthash.0UwY8bWh.dpbs

კლინიკები აჭარაში დონეების მიხედვით – სამშობიაროების მუშაობის მიმოხილვის პრეზენტაცია

14 ივლისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესში ჩართული სამშობიაროების მუშაობის ანალიტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია შედგა. როგორც აღინიშნა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სისტემური რეფორმაა, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შესაბამისად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალია, მესამე დონე. პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ეკა ფესტვენიძე წარმართავდა. ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა – ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს. მეორე დონის კლინიკის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღეს შემდეგმა კლინიკებმა: ბათუმის სამშობიარო სახლი, საზღვაო ჰოსპიტალი, შპს მედალფა ოზურგეთი. ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრმა, შერეული, მეორე-მესამე დონის სერტიფიკატი. პირველი დონის სერტიფიკატი გადასცეს: ქობულეთის, შუახევის, დაბა ხულოს და ქედის „უნიმედი აჭარას“ ფილიალებს. ანალიტიკური მიმოხილვა 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამშობიაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა. „დღეს წარვადგენთ აჭარისა და გურიის მონიტორინგის შედეგებს. ჯამურად ამ ორ რეგიონში არის ათი დაწესებულება, აჭარის რეგიონში წარმოდგენილია მთელი სპექტრი დონეების, ასევე შერეული დონეების დაწესებულებაც, გურიის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი მხოლოდ ერთი დაწესებულებაა, რომელსაც მეორე დონე მიენიჭა“ – განაცხადა ეკა ფესტვენიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონალიზაციის პროცესი არ სრულდება დონის მინიჭებით და სამინისტრო მონიტორიგს გაუწევს, რამდენად შესაბამისად მუშაობენ დაწესებულებები დონის მინიჭების შემდეგ და რამდენად ინარჩუნებენ სამედიცინო მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით, მშობიარობის დიდი წილი მოდის მეორე დონის დაწესებულებაზე, ეს არის საერთო მაჩვენებლის 53 %, რაც ლოგიკურია: „წესით, მეორე დონის კლინიკები არიან წამყვანი სერვისების მიმწოდებლები“ – განაცხადა მან. ეკა ფესტვენიძე საკეისრო კვეთების თემასაც შეეხო: „საქართველოში ძალიან მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი და ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია არის მიმართული იმისკენ რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამ მხრივ გურიას ნორმალური მაჩვენებელი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით აჭარის რეგიონზე, იმიტომ რომ საკეისრო კვეთები შეინიშნება პირველი დონის კლინკებში, რომლებსაც გეგმიური საკეისრო კვეთა საერთოდაც არ უნდა ჰქონდეთ, დანარჩენ კლინიკებს კი ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. ყველა კლინიკა ფაქტიურად მნიშვნელოვნად სცილდება რეკომენდრებულ ნორმებს. პირველი დონის კლინიკებში მონაცემებზე დაყრდნობით ყველა საკეისრო კვეთა იყო ურგენტული, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში – 79%, ანუ 333 მშობიარობა ურგენტული იყო, რაც ცოტა არარეალისტურია და გარკვეულ კითხვებს ბადებს, ანალოგიურად ბათუმის სამშობიარო სახლშიც და მედინაშიც, თუმცა „მედინა“ მესამე დონის კლინიკა არის და შესაძლებელია ამით აიხსნებოდეს“. პრეზენტაციაზე სიტყვით ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარეხველიძეც გამოვიდა: „2018 წლის 1 იანვრიდან იწყება, თუმცა სრულიად ძალაში შევა 2018 წლის პირველი მაისიდან სანებართო პირობების ახალი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულება რომელსაც არ ექნება რომელიმე დონე, ვერ იფუნქციონირებს და ვერ განახორციელებს ვერც სამეანო და ვერც ნეონატალურ საქმიანობას. შემდგომში ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიურად განავითაროთ სხვა სერვისების პირობებიც“. პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროექტის განხორციელება პილოტის სახით 2015 წელს დაიწყო იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით. 2015 წლის ოქტომბრიდან პროექტი გავრცელდა „Rotary Clubs“-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და „World Visoin“- საქართველოს მხარდაჭერით და პროექტში ჩაერთო თბილისი, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 სამეანო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, მათ შორის აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 25. პრეზენტაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა და აჭარის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

---

 

14.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/443197-qvemo-qarthlis-regionshi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-akhali-centrebi-ashendeba.html?ar=A

ქვემო ქართლის რეგიონში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრები აშენდება

ქვემო ქართლის რეგიონში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრები აშენდება. ამის შესახებ დღეს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, სასწრაფო სამდიცინო დახმარების ცენტრები ბოლნისში, წალკაში, მარნეულში, დმანისში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და მარნეულში აშენდება. მშენებლობისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. „სამინისტროებიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა ხდება. დღეს განვიხილეთ მუნიციპალიტეტებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის საკითხი. პროექტები საბჭომ მოიწონა და ცენტრების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

---

 

14.07.2017

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/5957-sigharibethumcaarasighatakechobalaurelmidelashvilebisojakhshi

სიღარიბე თუმცა არა სიღატაკე ჩობალაურელ მიდელაშვილების ოჯახში

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩობალაურში ეთერ და ელგუჯა მიდელაშვილებს სოციალური დახმარება იანვრიდან მოუხნეს. ნახევარი საუკუნის წინ აშენებულ ალიზისა და ქვის სახლი იშლება. შვილი და შვილიშვილები ცალკე საცხოვრებლად, სხვის კუთვნილ ბინაში გადავიდნენ. დემოგრაფიული ცვლილების გამო, ორივე ოჯახი შემწეობის გარეშე დარჩა. ეთერ მიდელაშვილს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება დაუდგინდა, თუმცა, მისი თქმით, ამ გარემოებამ სოციალური სტატუსის მისაღებად საჭირო ქულების რაოდენობაზე არ იმოქმედა. კასპის სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიდელაშვილებს ერთი წლის გასვლის შემდეგ, შეუძლიათ ხელახალი გადამოწმება მოითხოვონ, თუმცა, სთავაზობენ, დასაქმების პროგრამაში განაცხადი შეიტანონ. ამ შემთხვევაში, საჭიროა ელექტრონულად დარეგისტრირება. კომპიუტერი და ინტერნეტი კი სოფელში თითქმის არაა.

---

 

14.07.2017

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/20012-municipalitetebmasituaciebiskoordinaciisdagadaudebelidakhmarebisproeqtebitsaradginesvideo.html

მუნიციპალიტეტებმა სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების პროექტები წარადგინეს

სამეგრელო-ზემო სავენთის გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს რეგიონის ხუთმა მუნიციპალიტეტმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარუდგინა. საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხამდ მოიწონეს სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროეტქები, რისთვისაც საჭირო თანხები აისახა 2015-2017 წლების რეგიონის განვითარების სტრატეგიაში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტისთვის აბაშის მუნიციპალიტეტს 161 545 ლარი სჭირდება. იგივე ოდენობის თანხა დასჭირდება სენაკს. წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს, თითოეულ მათგანს 161 545 ლარი. ხობის მუნიციპალიტეტს 142 655, ხოლო ჩხოროწყუს 142 000 ლარი.

---

 

14.07.2017

მედიასაშუალება: http://factcheck.ge/article/prophesiuli-momzadeba-gadamzadebis-sakhelmtsipho-programashi-daregistririda-50-000-ze-meti-samsakhuris-madziebeli-kholo-dasaqmda-288-adamiani/

პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდა 50 000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი, ხოლო დასაქმდა 288 ადამიანი

მიმდინარე წლის 8 ივნისს “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა ლელა ქებურიამ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა: “პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში დარეგისტრირდა 50 000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი, შეთავაზება დამსაქმებლების მხრიდან იყო 3 800, ხოლო დასაქმდა 288 ადამიანი”.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ერთობლივად ახორციელებენ შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პროგრამას, რომელიც ოთხ მიმართულებას მოიცავს: ინსპექტირების პროგრამას, შრომის ბაზრის ანალიზს, მომზადება-გადამზადების/სტაჟირების პროგრამას და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას (www.worknet.gov.ge). ჯამში, ამ პროგრამაზე 2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 4 025 000 ლარი, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტით – 4 050 000 ლარი. www.worknet.gov.ge-ზე შესაძლებელია სამუშაოს მაძიებლის, დამსაქმებლის და ვაკანსიების ონლაინ რეგისტრაცია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს worknet-ზე დარეგისტრირებული იყო 50 534 სამუშაოს მაძიებელი. www.worknet.gov.ge-ს სისტემაში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფომ შესთავაზა შემდეგი სახის სერვისები: შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა; საშუამავლო მომსახურება (597 დამსაქმებელმა წარმოადგინა 3 980 სამუშაო ადგილი, ვაკანსიების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში სულ 216 პირი დასაქმდა); პროფესიული და კარიერის დაგეგმვის სერვისი; მოწყვლადი, დაბალკონკურენტიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა; დასაქმების ფორუმები; პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. ყველა ზემოაღნიშნული აქტივობის შედეგად 2016 წელს სულ 670 სამუშაოს მაძიებელი (მათ შორის 58 შშმ პირი) დასაქმდა. სავარაუდოდ, ლელა ქებურია განცხადების გაკეთებისას დაეყრდნო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. შესრულების ანგარიშში მოცემულია 2016 წელს worknet-ზე დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა (50 889), ხოლო დასაქმების საბაზისო მაჩვენებელი (10-15%) განსაზღვრულია კონკრეტულად პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების პროგრამისთვის, რომლის ფარგლებში (ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით) 288 ადამიანი დასაქმდა. იმის გამო, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი, რომ worknet-ზე დარეგისტრირებული პირების და მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულთა დასაქმების მიზნობრივი მაჩვენებელი განსხვავებული პარამეტრებია, პოლიტიკოსი და ფაქტ-მეტრიც (ამ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში) მონაცემების დამუშავებისას შეცდომაში შევიდნენ. worknet-ზე დარეგისტრირებული 50 534 პირიდან მხოლოდ ნაწილი იყო ჩართული მომზადება-გადამზადების პროგრამაში. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული სისტემაში www.worknet.gov.ge (ისევე როგორც შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის სხვა სერვისებით სარგებლობისთვის). სამუშაოს მაძიებელი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში 2016 წლის 12 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით და გაევლო დამატებითი რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სისტემაში დარეგისტრირებულმა 2 123-მა სამუშაოს მაძიებელმა, სწავლა დაიწყო 1 995-მა სამუშაოს მაძიებელმა, ხოლო დაამთავრა 1 804-მა. სასწავლო პროცესი დაიწყო სექტემბრის მეორე ნახევარში და დასრულდა დეკემბრის ბოლოს. სატელეფონო გამოკითხვით დადგინდა, რომ 2016 წელს დასაქმდა 201 სამუშაოს მაძიებელი, 2017 წელს კი, დასაქმებულების რიცხვს დაემატა 126 კურსდამთავრებული. გარდა ამისა, სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში, 12-მა ორგანიზაციამ სტაჟირებით აიყვანა სისტემაში დარეგისტრირებული 47 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 22 შშმ პირი. 2016 წელს დასაქმდა 3 შშმ პირი, ხოლო 2017 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 18 სამუშაოს მაძიებელს. ამდენად, ამჟამინდელი მონაცემებით, ჯამში დასაქმდა 248 პირი. თუ რა საბიუჯეტო სახსრები იხარჯება კონკრეტულად მომზადება-გადამზადების პროგრამაზე, სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩანს. თუ დაგეგმილი და მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორებით ვიხელმძღვანელებთ, ამ დროისთვის მიღებული შედეგი აკმაყოფილებს საბაზისო მაჩვენებლებს. საბაზისო მაჩვენებლით, www.worknet.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირებულიყო 45 000 სამუშაოს მაძიებელი და წარდგენილიყო 3 500 ვაკანსია. რეალურად, 2016 წელს ჯამში დარეგისტრირებული იყო 50 534 სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებლებმა წარადგინეს 3 980 სამუშაო ადგილი. პროფესიული მომზადება-გადამზადების და სტაჟირების შედეგად უნდა დასაქმებულიყო (საბაზისო მაჩვენებლით) 10-15%, რეალურად კი, (წინასწარი მონაცემებით) დასაქმდა 248 ადამიანი, ანუ 13.8%.

  დასკვნა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2016 წელს რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი 50 534 სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებლების მხრიდან წარმოდგენილი იყო 3 980 ვაკანსია. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია გაიარა 2 123 სამუშაოს მაძიებელმა, წინასწარი მონაცემებით, დასაქმდა 248. ჯამში, შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის ფარგლებში 2016 წელს დასაქმდა 670 პირი. დასაქმებულთა რაოდენობა არ ჩამორჩება პროგრამით განსაზღვრულ ბაზისურ მაჩვენებლებს.

აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა მოიცავს მომზადება-გადამზადების პროგრამას. 50 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – www.worknet.gov.ge-ზე, თუმცა, უშუალოდ მომზადება-გადამზადების პროგრამაში დარეგისტრირდა მხოლოდ 2 123 პირი. იმის გამო, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი, რომ worknet-ზე დარეგისტრირებული პირების და მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულთა დასაქმების მიზნობრივი მაჩვენებელი განსხვავებული პარამეტრებია, პოლიტიკოსი და ფაქტ-მეტრიც (ამ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში) მონაცემების დამუშავებისას შეცდომაში შევიდნენ. ამდენად, ლელა ქებურიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ. რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის პირველი ვარიანტი 2017 წლის 23 ივნისს გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, თავის განცხადებაში დეპუტატი ლელა ქებურია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და იქ მოცემულ მაჩვენებლებს ეყრდნობოდა. პოლიტიკოსიც და ფაქტ-მეტრიც (განცხადების გადამოწმებისას) შეცდომაში შევიდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ინფორმაციის ბუნდოვნად წარმოდგენის გამო, რომელიც კონკრეტული პროგრამის ეფექტურობის შესახებ არასწორ წარმოდგენას ქმნიდა. სტატიის პირველი ვერსიის გამოქვეყნებამდე ფაქტ-მეტრმა სცადა დაეზუსტებინა მონაცემები www.worknet.gov.ge-ს  წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის მეშვეობით, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, რის შემდეგაც სტატია გამოვაქვეყნეთ, მაგრამ უწყებაში შესაბამისი წერილი მაინც გავაგზავნეთ. სტატიის პირველი ვარიანტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და სტატიაში გაპარული უზუსტობის შესახებ მიგვითითა. სამინისტროდან შესაბამისი მონაცემების მიღებისთანავე, ფაქტ-მეტრმა სტატია განაახლა, შეიცვალა პოლიტიკოსის განცხადების ვერდიქტიც – “სიმართლის” ნაცვლად “ვერდიქტის გარეშე”.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

17.07.2017

მედიასაშუალება: ალია

რატომ აგინა ექიმმა გოგა თევზაძემ "ალიას" ჟურნალისტს?

"ალიაში" მოქალაქემ დაგვირეკა, რომელმაც თავისი გასაჭირი გვიამბო. ზურაბ დანელიას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, მკურნალობის რამდენიმეთვიანი კურსი გაიარა, ოპერაციაც გაუკეთდა, თუმცა უარესი დაემართა და თვალისჩინი დაკარგა. -დაახლოებით, 2-ნახევარი, სამი წლის წინათ დაიწყო ეს ყველაფერი. საერთოდ, საუკეთესო მხედველობა მქონდა, მაგრამ რაღაც პრობლემა რომ შემექმნა, მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ 78 პროცენტი მქონდა მარცხენა თვალში და 70-მდე - მარჯვენაში. მე დიაბეტი მაქვს და ვიფიქრე, დროზე მიმეხედა და დავიწყეთ მკურნალობა. -რისი ოპერაცია გაგიკეთეს, ბოლოს და ბოლოს? -როგორც მეუბნებოდნენ, მარცხენა თვალზე გამიკეთდა კატარაქტას ოპერაცია.გავიდა ცოტა ხანი და ვიკითხე, როდის მომივა თვალში სინათლე-თქო? მალეო, როგორც წესი, ოპერაციიდან 3-4 დღეშიო. გავიდა ეს რამდენიმე დღეც, მაგრამ არაფერი და ამდენი წვალების და დაპირების შემდეგ რომ მაინც არაფერი შედეგი არ მქონდა, ცუდად გავხდი, სულიერად გავტყდი. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე სხვა ექიმთან წავედი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580115&name=17.07.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.07.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

გაუხმაურებელი სკანდალი

სამედიცინო სკანდალი, რომელიც ამ დრომდე არ ხმაურდებოდა. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით ქუთაისში ცნობილი ანესთეზიოლოგი ავთანდილ მამაგეიშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები პირდაპირ საოპერაციოში დაადეს, ბრალი კი პაციენტებისა და კოლეგების თანდასწრებით წარუდგინეს. საქმე ეხება ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრში 28 წლის ლიკა დოღონაძის გარდაცვალებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580007&name=17.07.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.07.2017

მედიასაშუალება: მთელი კვირა (რეზონანსი)

საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

(რეზონანსი) საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისში 174,3 ლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 1,1 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ივნისში 154,4 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 292,4 ლარი. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580142&name=17.07.2017+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

17.07.2017

მედიასაშუალება: ალია

ვინ ტყუის - ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტი თუ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო?

"სუნელები შეიძინეთ ნიუ-იორკის ადგილობრივ მაღაზიებში. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში უფრო მეტად არის ტყვიის მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სუნელებში", - აცხადებს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი. ამ საგანგაშო ცნობამ საქართველოში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია, თუმცა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან, განსხვავებით, პრობლემის არსებობას უარყოფს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580092&name=17.07.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.07.2017

მედიასაშუალება: ვერსია

რატომ ყიდიან აფთიაქები მედიკამენტებს ურეცეპტოდ

2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, გარკვეული მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდებოდა, სამართალდარღვევისთვის კი აფთიაქი 1000 ლარით დაჯარიმდებოდა. მიუხედავად ამისა, ურეცეპტოდ მედიკამენტები მაინც თავისუფლად იყიდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, სააფთიაქო ქსელებს ფინანსური ჯარმების არ ეშინიათ! "ვერსია" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მსგავსი ფაქტების თაობაზე იციან და ამიტომ სააფთიაქო ქსელებს ყოველდღე ამოწმებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580003&name=17.07.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.07.2017

მედიასაშუალება: ალია

"10 წლის ბავშვს მშიერს ქუჩაში სძინავს... რატომ აბრუნებენ ისევ იმ სახლში საიდანაც სულ გარბის?"

,,დღეს დადებული ბავშვის პოსტზე იმხელა ამბავი ატყდა, მიჩივიან ვიღაცეები, როგორ გავბედე და ქუჩაში მძინარ ბავშვს ყურადღება მივაქციე, სად გავიქცე აღარ ვიცი,“ - წერს აკა სინჯიკაშვილი ფესიბუქის გვერდზე და მიუსაფარი ბავშვის ისტორიას ჰყვება, რომელის ოჯახმა ქუჩაში მარტოობისთვის გაიმეტა. ,,ეხლა გეტყვით - ბავშვს ჰყავს დედ-მამა და ბებია. მამამ სხვა ცოლი მოიყვანაო, დედამ ფეხი მკრა და სადაც გინდა იქ წადიო. ყოფილა ბავშვთა სახლში რამდენიმეჯერ, მაგრამ მე იქ აღარ დავბრუნდებიო და ტირილს იწყებს, მიზეზიც მითხრა, მაგრამ რადგან დაუზუსტებელია არ ვწერ. ბებიასთანაც არ წავალ, იმიტომ რომ მცემსო. - ეხლა ჩემს მიმართ პრეტენზიებზე - ბავშვს თურმე კარგად იცნობს რამდენიმე ორგანიზაცია, ამბობენ რომ ჩვენ მივხედეთ, დავაბინავეთ, მაგრამ გაიქცაო. თუკი მართლა ასე მოხდა, 10 წლის ბავშვს დავაბრალო ის რომ ქუჩაში მშიერს სძინავს? თუ ბებიას მოვლის თავი არ აქვს და სცემს, რატომ აბრუნებენ ისევ იმ სახლში საიდანაც სულ გარბის? ან რა, ეს ერთი ბავშვია ქალაქში რომელსაც ქუჩაში სძინავს და მათზე სულ ძალადობენ? გამომყევით რომელიმე ღამეს როცა ასეთ ბავშვებს ვეძებთ და ისეთ რამეებს გაჩვენებთ, ყალყზე დაგიდგებათ თმა. გგონიათ აქ რასაც არ ვპოსტავ მეტი არაფერი ხდება? იცით რომ ქუჩაში მცხოვრები 14 წლამდე ბავშვების ნახევარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? იცით რომ ტიპები არსებობენ, რომლებიც ასეთ ბავშვებს ეძებენ და მათით ფულს შოულობენ? ამ ბავშვებს მარტო ბავშვთა სახლი არ შველის, არც დაეტევიან ყველა რომ შეკრიბო. "ვცადეთ და გაგვექცა" მიზეზი არ არის რომ ბავშვებს ქუჩაში ეძინოთ და იძულებულები გახდნენ რომ ქურდობით და მათხოვრობით ირჩინონ თავი. ასეთ ბავშვებს საზოგადოებისაგან სწორი მოპყრობა უნდათ და შეამჩნევთ თუ არა ქუჩაში, მაშინვე უნდათ მიხედვა. რა, თქვენთან არასოდეს მოსულა მცირეწლოვანი და ფული არ უთხოვია? მარწმუნებენ ეს ორგანიზაციები რომ ეძებენ ასეთ ბავშვებს და აბინავებენ. თუ ვერ პოულობთ მითხარით აგერ და ასობით გაპოვნინებთ. სოციალური სამსახური თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ იქაც არიან როგორც გულიანი ხალხი, რომლებიც მთელი გულით აკეთებენ საყვარელ საქმეს, ასევე გულცივი და გათახსირებული ხალხი, რომლებიც თავის გაუკეთებელ და სხვის გაკეთებულ საქმეზე ჩივილით იმუქრებიან. მე მაინც ასე ვიზამ როგორც ვთქვი - ბავშვს უკვე აქვს სუფტა ტანსაცმელი, ამწამს აბანოშია და მაგრად გახეხავენ. დილას საბუტების ამბებს გავიგებთ, ვუპოვეთ სკოლა, სადაც ისწავლის, ასწ6ავლიან ხელობას და თან დაასაქმებენ, ვუნახავთ ადგილს სადაც დაიძინებს, გაიზრდება და კაცური კაცი დადგება რატომ მე არ გამექცა? ან რომც გამექცეს თავი დავანებო? ისევ ვიპოვი და იქამდე ვიზამ ყველაფერს სანამ რიგში არ ჩადგება ყველაფერი ბოდიში რა მომწამლეს მართლა და დაღლილი ვარ, ვისაც არ გეზარებათ კიდევ, ამ ათწუთიან ფილმს უყურეთ. აქ ყველაფერია“ - წერს აკა სინჯიკაშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580572&name=17.07.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

--- 

 

17.07.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

24 გადარჩენილი სიცოცხლე - რა პირობებში მუშაობს თუშეთის ერთადერთი ექიმი

ზაფხულში ცხენით ან ფეხით დადის, გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე, ორმეტრიან თოვლში კი - ხელნაკეთი თხილამურებით. ამბულატორიაში დენი არ აქვს, ღამით სანთლის შუქზე ადებს თაბაშირს და კერავს ჭრილობებს. იმ სოფლებამდე, სადაც ერთი ან ორი ადამიანიღა ცხოვრობს, მისი სახლიდან 25 კილომეტრია, თუმცა მანძილი არ აფრთხობს, ჩემი თავი მარტო დარჩენილებს კიდევ უფრო ხშირად სჭირდებათო, ამბობს. „ეს ცხენი მაჩუქა გაფრინდაულმა ფიდომ და ასე მითხრა, ერთ კაცსაც რომ სიცოცხლე აჩუქო, ის რად არ ღირსო ...“ 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ სიცოცხლე უკვე 24 ადამიანს აჩუქა. ის თუშეთის 52 სოფლის ერთადერთი ექიმია. გომეწრის ხეობის სოფელ ბოჭორნაში 2010 წლიდან ცხოვრობს. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერისას ის ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მკვიდრი იყო. სწორედ მისი წყალობით, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტად აღიარეს. მანამდე ეს სტატუსი სვანეთის სოფელ უშგულს ჰქონდა, რომლის სიმაღლეც ბოჭორნას დაახლოებით 100–145 მეტრით ჩამორჩება. „ზამთარში გომეწრის ხეობაში, წოვათას ჩათვლით, 18 სოფელში ერთადერთი კაცი ცხოვრობს ალისგორში - ზეზვა ელიზბარიძე. ჩემი სოფლიდან დაახლოებით 25-26 კილომეტრია. იქ არც მობილური იჭერს. კაციშვილმა არ იცის მკვდარია თუ ცოცხალი. მარტო ის ხომ არაა, რომ ავადმყოფი ინახულო. ისიც ხომ ადამიანია. 1972 წლის შემდეგ კაციშვილი არ დარჩენილა ამ 18 სოფელში და ეს ხომ მეტად დასაფასებელია. შარშანაც დიდთოვლობას წავედი, მარტში. წელსაც მოსანახულებლად ვიყავი. რომ გაუჭირდეს, ვერც დამირეკავს“. იანვრის 15-ს იხსენებს, ომალოდან ბოჭორნამდე, ამბულატორიიდან საკუთარ სახლამდე 10 თუ 11 საათი რომ მოუნდა გზას, - „საშინელი თოვლი იყო. მერე თვითონ გავაკეთე თხილამურები, რაც სახლში მქონდა იმით, ფიცარი, პლასტმასი, ბოთლები. დაახლოებით 7,5-ჯერ ამცირებს ჩემს წნევას თოვლზე. ამ თხილამურებით გადავედი წელს ალისგორში. 9 საათი მაინც მოვუნდი. ისე ვერ გავდივარ თოვლში, შეიძლება ჩავვარდე და ჩემზე მაღალია ხოლმე, ვეღარ ამოვალ“, – ამბობს ირაკლი ექიმი, თან თავის თხილამურებს გვიჩვენებს და გვიხსნის, როგორ იმაგრებს. ზამთარში ძირითადად ბოჭორნაშია, საცხოვრებელ სახლში. ამბულატორიაში შუქი არ აქვს. ელექტროენერგია მთელ თუშეთში მხოლოდ სოფელ შენაქოშია, რომელსაც საკუთარი მცირე ჰესი აქვს. დანარჩენ სოფლებში მოსახლეობის ნაწილი მზის ელექტრომოდულებს იყენებს. ირაკლი ექიმს იმ ავტომობილს ვახსენებთ, 2014 წელს ჩეხეთის მთავრობამ თუშეთს საჩუქრად რომ გადასცა. მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანა „მიცუბიში – პაჯერო“ (28 669 ევროს ღორებულების), რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მხოლოდ თუშეთს უნდა მომსახურებოდა, ორი წლის განმავლობაში ახმეტაში იყო. ახალ ავტომობილს ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პირადი კომფორტისთვის იყენებდნენ. ავტომობილი თუშეთს გასული წლის ზაფხულში გადასცეს მას შემდეგ, რაც ამ ამბავზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. „ეგ მანქანა სამი ან ოთხი თვეა აქ. მერე ბარში მიაქვთ, ახმეტაში. ამაზე დიდი უკმაყოფილებებიც იყო. მე არავისი არაფერი მინდა, მე არც მძღოლობა ვიცი. აგერ ჩემი მანქანა (ცხენზე გვანიშნებს) მაგრამ კუთხეს და მოსახლეობას სჭირდება“, – გვეუბნება ირაკლი ხვედაგურიძე. მთელ თუშეთში ერთი ტრაქტორი მაინც თუ დარჩა გზების გასაწმენდად, სოფლებს შორის მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება 7–8 თვის განმავლობაში შესაძლებელია. მართალია მიმდინარე წლის ზაფხულიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე უღელტეხილი ჩაიკეტება, ომალოს ამბულატორიაში ახმეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფიც მორიგეობს, თუმცა იმ სოფლებამდე, სადაც სამანქანო გზა არ მიდის, ასეთი კი ბევრია და ზაფხულში ხალხიც ცხოვრობს, ისევ ირაკლი ექიმის იმედად არიან. თუშეთში 52 სოფელია. მათი ნაწილი დაცლილია. ზამთარში მთელ თუშეთში მუდმივად 20–25 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 19 ადამიანი სოფელ ომალოში, რომელიც თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. თითო ან ორი ადამიანი რჩება შენაქოში, კვავლოში, ბოჭორნასა და ალისგორში. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე იკეტება და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი, ისიც კარგი ამინდების შემთხვევაში. „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს დღევანდელი ზამთრის ყოფა მთა–თუშეთის სოფლებში. მოსახლეობის არდარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფორმაციის ვაკუუმია. 46 სოფლიდან 31–ში მობილური არ იჭერს. მეტსაც გეტყვით, რადიო არ იჭერს. ინფორმაცია რომ გინდოდეს, ღამის 11 საათზე ირანიდან გამოდიან ქართულად ფერეიდნელები და დღის 12 საათზე გამოდის თურქეთი, 1 საათიანი გადაცემა აქვთ ქართულად“ ბოჭორნაში, ირაკლი ექიმის საცხოვრებელ სახლშიც ქართული რადიო მხოლოდ აივანზე და მის ოთახში იჭერს, ხარვეზებით, მაგრამ ხმა მაინც ისმის. „შუქი მაქვს მთელი ღამე. ჩემს ასაკში ღამის 4-5-6 საათი საკმარისია ძილი და დანარჩენ დროს რა უნდა ვაკეთო, ან კროსვორდებს ვავსებ, სუდოკუს, ან ვკითხულობ და შუქი ხომ მინდა. არ შემიძლია მე უსაქმოდ“, – წუხს, რომ ინფორმაციას ვერც ტელევიზიით იღებს, რადგან მისი მზის ელექტრომოდული ტელევიზორსაც ვერ ამუშავებს, - „ბოლო-ბოლო დღევანდელ ამბავში ხომ იცით ყველაზე საშინელებაა ინფორმაციით შიმშილი. ეს უნდა გამოასწოროს დღევანდელმა მთავრობამ“. 2017 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ვერტმფრენით მომსახურების შესაძენად 70 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც მოგვიანებით 48 ათას ლარამდე შემცირდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც „მთის ამბებმა“ ვრცელი მასალა მოამზადა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ფრენებისთვის გამოყოფილი თანხა თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებას ხმარდებოდა და რომ თუშებისთვის 1250 ლარის ღირებულების პროდუქტის ჩასატანად, ხელისუფლება ვერტმფრენის ერთ რეისში დაახლოებით 25 ათას ლარს იხდიდა. ერთი რეისი, თუკი ვერტმფრენს თუშეთში დიდხანს ლოდინი არ მოუწევს, დაახლოებით 5-6 ათასი ლარი ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ბიუჯეტით 10-15 რეისის შესრულება იქნებოდა შესაძლებელი. იმ პერიოდში, როცა დიდთოვლობის გამო თუშეთის საავტომობილო გზა იკეტება, ადგილობრივები თვეში ორჯერ ან ერთხელ მაინც შეძლებდნენ გადაფრენას. „ის სკამები დროებითაა გარდა რამდენიმე პროფესიისა. ბარათაშვილისა არ იყოს, „არცა ის ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და იმ სოფლისთვის არა იზრუნოსო“. იქ, ზეით, რომ ზიან არაა, რასაც იტყვიან უნდა გააკეთონ“ - ირაკლი ექიმი წელს პრემიერ-მინისტრის მადლიერია, რადგან გიორგი კვირიკაშვილმა კვირაში ერთი ავიარეისი დანიშნა მოსახლეობისთვის, ვიდრე საავტომობილო გზა გაიხსნებოდა. „ეს იყო ეროვნული საქმე. ყოველკვირეულად და ორ კვირაში ერთხელ თუ ვერ იქნება სამოქალაქო ფრენა, თვეში ერთხელ მაინც იყოს, რომ 8 თვე მოწყვეტილები არ ვიყოთ დანარჩენ სამყაროს. ადამიანებს არ შეეშინდეთ, რომ 8 თვე ჩაკეტილები იქნებიან. თვეში ერთი რეისი მაინც, და რა უჭირს მთავრობას ასეთი, ვერ გავიგე მე“. ექიმისთვის, რომელიც დაცლილ ხეობებს და სოფელში მარტო დარჩენილ ადამიანებს თითქმის ყოველდღე ხედავს, მხოლოდ ავიარეისი მთის გადასარჩენად გამოსავალი მაინც არ არის, - „რაღაც სამუშაო ადგილები უნდა გამოინახოს, რომ ახალგაზრდები დარჩნენ, შვილები ჰყავდეთ. თუნდაც 5 ბავშვი იყოს, სკოლა უნდა იყოს, საბავშვო ბაღიც. ეს რომ იქნება, ამოვა რამდენიმე ოჯახი. ბავშვი იქნება, მასწავლებელი იქნება, საბავშვო ბაღში აღმზრდელი, გაიზრდება მოსახლეობის რაოდენობა. ხალხსაც სტიმული მიეცემა. ხელის ერთი მოსმით უცებ ვერავის ვერ დაასახლებ, თუ წინასწარ პატარ-პატარა თანმიმდევრული პირობები არ შეუქმენი, რომ მოსახლეობა დააინტერესო. მოდიან, გვპირდებიან, ჩემს ჯიბეში კანფეტია, მერე გასცდებიან კავკასიონს და როგორც თიბათვის თოვლი, ასე იკარგება მათი დაპირებები“. საქართველოს სხვა საზღვრისპირა მაღალმთიანი რეგიონების მსგავსად თუშეთშიც მესაზღვრეებს ემადლიერებიან. ესენი რომ არ გვყავდნენ, თვეში ერთხელ რომ არ იცვლებოდნენ, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ნახევარიც არ დარჩებოდაო. „ის რეისები მათთვის კი არის განკუთვნილი, მაგრამ ძირითადი გაჭირვების დროს ვინც არის აქედან ჩასული, ან უჭირს ოჯახს, აყოლებენ ხოლმე. გარდა ამისა, ძალიან გვიწყობენ ხელს. თუნდაც ომალოში ზურაბ მოურავიძე, მეტსახელად კოდექსა. არ არსებობს გაჭირვების პერიოდი რომ არ დაგვეხმაროს. ერთი სიტყვით მესაზღვრეების დიდი იმედი გვქონდა და გვაქვს“. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი ესაზღვრება, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი. ირაკლი ხვედაგურიძე 1961 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს: „1949 წლიდან მთა–თუშეთიდან ხე-ტყე დაღესტანს გაჰქონდა. გაზაფხულზე მოდიოდნენ, ხეობების თავზე რაც არის, ფიჭვნარს ჭრიდნენ, მერე მდინარით დაღესტანში გაჰქონდათ. 1961 წელს ჩამოვიდა მჟავანაძე, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. თუშეთის მოსაზღვრე სოფელი ხუშეტია. დაღესტნელებს მოსკოვში საკითხი დაუყენებიათ, აგერ, ჩვენ, საბჭოთა კავშირის დიდი ოჯახის წევრები ვართ, გვიჭირს, ადგილები არ გვაქვს და თუშები, რომლებსაც ედემივით ადგილები აქვთ, მხოლოდ საზაფხულო საძოვრებად იყენებენო. ამ დროს ხრუშჩოვმა დაიბარა მჟავანაძე, ასეთი ამბავი ყოფილაო. არვიცი, ჩავალ და ვნახავო. ჩამოვიდა მჟავანაძე, ინაური ჩამოჰყვა, ხელახალი კოლექტივები შექმნა ომალოს, დიკლოს და შენაქოს სოფლებისგან, სასოფლო საბჭო ჩამოაყალიბებინა და 3 ძლიერი აგრეგატი ჩამოატანინა. ერთი შენაქოში დაიდგა, ერთი ომალოში და ერთიც დიკლოში. ბრძანება მისცა ყველას, რომ შუქი ღამე კი არა, დღეც არ ჩააქროთო. მაშინ კაგებე ხომ იცით როგორ მუშაობდა, გადმოდიოდნენ და ხედავდნენ შუქი ენთო და ხალხი ცხოვრობდა, თუშეთი შევინარჩუნეთ და დაღესტნელებს არ გადასცეს. 1961 წელს ხე-ტყის ჭრაც შეუჩერა მჟავანაძემ დაღესტანს. ამიტომ კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმრთისა, არავის არაფერი არ უნდა დავუკარგოთ. თუ არ მიწყენთ, მე არც კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი, არც პოზიცია ვარ და არც ოპოზიცია, ჩემი თავი შემოევლოს ყველა ერისკაცს და ერისქალს. თუ არა მჟავანაძე დღეს აქ დაღესტანი იქნებოდა. შევარდნაძემაც ბევრი რამ გააკეთა თუშეთისთვის. გზა გამოიყვანა აქამდე და კახეთთან დაგვაკავშირა. მარტო გზა კი არ შემოიყვანა, ფერმები ააშენა, ხალხი დაასაქმა. მეტსაც გეტყვით, სოფელ ნაფარეულიდან სამფაზიანი დენი შემოვიდა ომალოში, ჩაღმის ხეობებში, სოფლებში, პირიქითისკენ მიდიოდა, ჩვენს სოფლამდეც მოვიდა, მაგრამ ამ დროს უკვე მოაღწია 1990-91 წლებმა და მერე ეს მილიონობით ჩადებული ქონება დაიტაცეს. ანძებიდან მავთულები ჩამოყარეს და ჯართში ჩააბარეს. დღეს თუშეთი რომ დაცლილია უტელეფონობის, უშუქობის, უგზოობისა და ინფორმაციის ვაკუუმის შედეგია“. თუშეთის სოფლებში ჭეროსა და ინწუხში, სადაც აღარავინ ცხოვრობდა, 2008 წლიდან რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარი გადმოწიეს და დაახლოებით 24 კვადრატული კილომეტრი მიითვისეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4580587&name=17.07.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---