მედიამონიტორინგი 1 8.07 .2017
ტელევიზია
1 7.07.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
პარლამენტმა ჯანდაცვის გრძლევადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. როგორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის? ამ თემაზე სასაუბროდ გადაცმის სტუმარია აკაკი ზოიძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4581189
---
17.07.2017
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: სიახლენი 22:00
თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში დამსახურებული ექიმის, პროფესორ ნიკოლოზ ანდრიაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, საზეიმო ცერემონიალის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და ნიკოლოზ ანდრიაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ, იგი სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე იყო და მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დაარსების საქმეში.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4582053
---
17.07.2017
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 20:00
ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საქართველოში დღემდე შემოდის. საუბარია კარცეროგენულ აზბესტზე, რომელსაც ავტომობილების ხუნდები და სამშენებლო მასალები შეიცავს. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, აზბესტის შემცველი ნაწარმის იმპორტი მკვეთრად შემცირებულია, თუმცა მაჩვენებელი საკმარისი არ არის სპეციალისტებისთვის, რომლებიც მის საერთოდ აკრძალვას ითხოვენ. მით უმეტეს იმ დაავადებების ფონზე, რომლებსაც ეს ნივთიერება იწვევს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4582105
---
1 7.07.2017
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ორ დღეში აჭარის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში გერიატიული განყოფილება გაიხსნება, სადაც 65 წელს გადაცილებულ პაციენტებზე სადღეღამისო ზრუნვა განხორციელდება. განყოფილება 50 პაციენტზე იქნება გათვლილი. 2018 წელს კლინიკის საცხოვრისის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი საავადმყოფოს ამბულატორიულ განყოფილებას ათას 200 პაციენტის მიღება შეეძლება. ამის შესახებ დღეს თბილისში აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს და ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2017-2019 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4581773
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4580971
---
17.07.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
დღის რიცხვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაბინძურებული გარემო ყოველწლიურად მლნ. 700 000 5 წლამდე ასაკის ბავშვს კლავს. ბოლო მონაცემებით 1 თვიდან 5 წლამდე დაღუპული ბავშვებიდან ყოველი მეოთხის სიკვდილის მიზეზი დაბინძურებული გარემოა. დაბინძურებული გარემოს რეიტინგში საქართველოს პოზიციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2012 წლის ნუსხაში საქარველო 1 ადგილზე აღმოჩნდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4580310
---
1 7.07.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
2017 წელს 59 მლნ ლარითაა შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ფონდი. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის ეფექტურ და მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მთავრობის კრიტიკა კვლავ გრძელდება. ავტოპარკზე სოლიდური თანხაა დახარჯული, რასაც ანტიკორუფციული ბიუროს კვლევაც ადასტურებს. ძვირადღურებული ავტომობილების ხუთეული ასე გამოიყურება: 1. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი 128 862ლარი; 2. სოციალური სააგენტოს დირექტორი 94 183 ლარი; 3. განათლების სამინისტროს 84 000 ლარი; 4. გარემოს დაცვის მინისტრს 71 498 ლარი; 5. ეროვნული სატყეო სააგენტო 74 592 ლარი
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4580154
---
ინტერნეტი
17.07.2017
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს
თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის რეჯებ აკდაღის ოფისი საქართველოს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს უშუალოდ კურირებს. რაც შეეხება დაშავებულების მკურნალობის დაფინანსების საკითხს, ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებობს ხელშეკრულება, სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ბავშვი უკვე საქართველოშია, 5 მგზავრი თურქეთის კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. დაშავებულები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ადგილზე მოინახულა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=49154
1ტვ.ჯი- http://1tv.ge/ge/news/view/170071.html
---
17.07.2017
ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. პარალამენტის ინფორმაციით, „ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის“ - ასეთია დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, რომელშიც თავმოყრილია ყველა არსებული პრობლემა, რაც სისტემაში არსებობს, მისი გაუმჯობესების მექანიზმები და შედეგები, რასაც გვინდა მივაღწიოთ. როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, აუცილებელია შემდგომი რეფორმები. მისივე თქმით, დოკუმენტის ძირითადი პრინციპია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. „საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის ე.წ. ექვსი „სისტემური ბლოკის“ - სამედიცინო მომსახურება; ადამიანური რესურსები; სამკურნალწამლო საშუალებები და ტექნოლოგიები; ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა; საინფორმაციო სისტემები; ლიდერობა და მმართველობა - ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება. მაგალითად, „დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2016 წლისთვის შეადგენდა 72.7. საყურადღებო პროგრესია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა - 2000 წელს 24.9 ათას ცოცხალშობილზე; 10.7 – 2016-ში; დედათა სიკვდილიანობა - 2000 წელს - 49.2 ასი ათას ცოცხალშობილზე; 17.8 – 2016-ში. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც სათავე დაუდო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის უნივერსალურ მოცვას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად აღიარა ევროპის ქვეყნების 2015 წლის ჯანმრთელობის ანგარიშში. არაერთი ღონისძიების მიუხედავად, აუცილებელია შემდგომი რეფორმები. მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და ჯანდაცვით მომსახურების სრული სპექტრზე ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. დოკუმენტში ასახულია, რა მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით და რა შედეგს გვინდა მივაღწიოთ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ”დოკუმენტი ეხება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს; ნეონატალური სიკვდილიანობას; ექიმთა და ექთანთა თანაფარდობას; მოზარდებში (10-14; 15-19 წწ) შობადობის მაჩვენებელს; სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობას დაბადებისას; სამედიცინო მომსახურების ხარისხს; დაავადებათა პრევენციას და სხვა მიმართულებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში საუბარია არსებული გამოწვევესა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ძირითადი სამიზნე მაჩავენებლებზე. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ სათავე დაუდო ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე წვდომას და მომხმარებელთა ზრდას, თუმცა, არსებული ჯანდაცვის სექტორის რეგულირების სისტემას პროგრესირებადია და მას განვითარება სჭირდება. „არსებული რეალობაა ის, რომ არ არსებობს ამბულატორიულ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ლაბორატორიულ თუ ჰოსპიტალურ დონეზე სამედიცინო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის შეფასების მექანიზმები; სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ ფინანსური თუ სხვა სახის მოტივაცია, რათა იზრუნონ სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივ ზედამხედველობასა და გაუმჯობესებაზე; მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, სუსტი უკუკავშირი პჯდ და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის; მომსახურების ფრაგმენტულობა, დაავადებათა პრევენციაზე, ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე ნაკლები ორიენტაცია. ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ დაზუსტებას საჭიროებს პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია. ათწლეულებია არ განხორციელებულა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მდგომარეობის შესწავლა და ინვენტარიზაცია“, - აღნიშნა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.
---
17.07.2017
ევროპულმა სასამართლომ მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის გამო, სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, 2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ”2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა. საჩივარში საია და EHRAC დავობდნენ, რომ თბილისის ცენტრში, მომჩივანთა საცხოვრებელი კორპუსიდან ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას. თბოელექტროსადგურმა ფუნქციონირება 1939 წელს დაიწყო და 2001 წელს მუშაობა ნაწილობრივ შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეროვნული სასამართლოების წინაშე დაადასტურეს, რომ შენობის მცხოვრებელთა ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა თბოელექტროსადგურის მიერ გარემოს დაბინძურებით ყოფილიყო გამოწვეული, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს, რომ მომჩივნების ჯანმრთელობას ზიანი გარემოს დაბინძურების შედეგად მიადგა. მომჩივნების მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკისრეს ქარხანას ზიანის შესამცირებლად კონკრეტული ზომების მიღება. ამგვარი ზომები შეიძლებოდა ყოფილიყო თბოსადგურის დავალდებულება ღუმელებზე დაემონტაჟებინა სპეციალური ფილტრები ან დაევალებინა ზიანის გამომწვევი ქმედებების საცხოვრებლისგან მოშორებით განხორციელება. 2013 წლის 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტები და დაადგინა რომ საქართველომ დაარღვია მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრებისა დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი). ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი კრძალავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უფლების თვითნებურ შეზღუდვას, არამედ აწესებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბალანსი თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების საზოგადოებრივ საჭიროებასა და მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოსა და დაზარალებულების დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმის ხარვეზიანობაზე. თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა”,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
---
17.07.2017
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/mitkharit-shvils-ra-vachamo-da-khmas-ar-amovigheb
"მითხარით, შვილს რა ვაჭამო და ხმას არ ამოვიღებ!"
ეკა ვაჩეიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ორი წლის ვაჟთან და მამასთან ერთად, ცოტა ხნის წინ, სხვის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მათი სახლი ავარიულია და იქ ცხოვრება სახიფათოა: _ იმ სახლში ცხოვრება წარმოუდგენელია. შეიძლება, ნებისმიერ დროს დაინგრეს. ჩვენს სოფელში მცხოვრებმა თემურ სირაძემ სამადლოდ სახლი დაგვითმო და ცოტა ხნის წინ იქ გადავედით, ამის გამო კი სოციალური დახმარება მომიხსნეს და ულუკმაპუროდ დამტოვეს. გთხოვთ, დამეხმარეთ _ არ ვიცი, ვის უნდა მივმართო. ამ დახმარების გარეშე შვილი შიმშილით მომიკვდება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ვაჩეიშვილმა. სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ვაჩეიშვილები, რომელთა სარეიტინგო ქულა 27 640 შეადგენს და ღატაკის სტატუსი აქვთ, ამ თვის დახმარებას მიიღებენ: _ როდესაც ბენეფიციარი საცხოვრებელ მისამართს იცვლის, უნდა შეგვატყობინოს, თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვთხოვეთ მას, რომ დაეწერა განცხადება მისამართის ცვლილების შესახებ, რადგან ამას კანონი გვავალდებულებს. ამის შემდეგ მოხდება ხელახალი გადამოწმება და ქულების მინიჭება. ჩვენ ვერ გეტყვით, რა იქნება ერთ თვეში ხელახალი გადამოწმების შემდეგ, მაგრამ შეგვიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ეკა ამ თვის დახმარებას მიიღებს, _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ფილიალში. მათივე ინფორმაციით, ვაჩეიშვილები სახელმწიფოსგან სხვა სახის დახმარებებსაც იღებენ: _ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პროგრამაშია ჩართული ეს ოჯახი. სანამ ბავშვი 1 წლის გახდებოდა, მანამდე კვების ვაუჩერს იღებდა. გარდა ამისა, სააგენტოსგან მათ მაცივარი და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადაეცათ, _ აღნიშნეს სოციალურ სამსახურში, სადაც განმარტავენ, რომ ქულების მინიჭება მათი პრეროგატივა არ არის: _ როდესაც აგენტი ავსებს დეკლარაციას, მასში შეაქვს ბენეფიციარებისგან მიღებული ინფორმაცია. ამის შემდეგ ეს დოკუმენტი იგზავნება სააგენტოში და სისტემის მიერ ხდება ქულების დათვლა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რა იქნება შემდგომ, თუმცა იმის პირობა შეგვიძლია მოგცეთ, რომ პროცედურები დაჩქარებულად წარიმართება, _ უთხრეს "გურია ნიუსს" სოციალური მომსახურების სააგენტოში. ეკა ვაჩეიშვილი კი ამბობს, რომ თუ პროცედურა გაიწელა, როგორც ეს ხშირად ხდება და აგვისტოში დახმარება ვერ მიიღო, შვილი შიმშილით მოუკვდება: _ შვილი დამეღუპება, თუ დახმარება არ მექნება. 190 ლარი დიდი ფული არ არის, მაგრამ ამას ვანაწილებთ როგორღაც. ტანსაცმელს კეთილი ადამიანები ხშირად მჩუქნიან და ამაში ფული არ მეხარჯება. ეს თანხა საკვებისთვის მინდა მხოლოდ. კი, ბატონო, ამბობენ, რომ ასეა კანონი და ხელახლა უნდა გადამამოწმონ, მაგრამ ამ პერიოდში რომ დახმარება შემიჩერონ, რა ვქნა? მითხარით, ჩემს შვილს რა ვაჭამო და ხმას არ ამოვიღებ, _ ჰკითხა ვაჩეიშვილმა სოციალურ აგენტებს ჩვენი თანდასწრებით, რაზეც კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ პროცედურებს დააჩქარებდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდა ვაჩეიშვილი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასაც სთხოვს. მისი თქმით, გამგეობა, დიდი ხანია, სახლის შეკეთებას ჰპირდება: _ ბევრჯერ ვთხოვე გამგეობას დახმარება, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს და სახლი სულ დაიშალა. ისეთ ადამიანებს გაუწიეს დახმარება, რომლებსაც ჩემზე მეტი შემოსავალი აქვთ და მე უარს მეუბნებიან. ძალიან იაფად ვნახე სახლი და ვთხოვ, რომ თანხის ნახევარი მაინც მომცენ, რომ ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება შევძლო, შვილი ნორმალურ პირობებში გავზარდო და სულ სხვისი ხელის შემყურე არ ვიყო, _ ამბობს ვაჩეიშვილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის თქმით, ვაჩეიშვილების ოჯახს გამგეობა ბევრჯერ დახმარებია: _ მათ ერთჯერადი დახმარება ბევრჯერ აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ქალბატონი ეკას სამედიცინო მომსახურების ხარჯიც დაფარული გვაქვს ოზურგეთის სამშობიაროში. რაც შეეხება სახლს, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტი მოკლებულია სახლების შეძენის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ საშენი მასალით დავეხმაროთ და ვეხმარებით კიდეც. ვაჩეიშვილების ოჯახი პროგრამაში ჩასმულია და აღნიშნული ტიპის მასალას აუცილებლად მიიღებენ, _ გვითხრა თამაზ ჯინჭარაძემ.
---
17.07.2017
მედიასაშუალება: http://info7.ge/archives/31137
რატომ იმატებს კიბოთი დაავადება და რატომ არ კრძალავს ხელისუფლება ევროპაში «შავ სიაში» შეყვანილ აზბესტს?
კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, აზბესტი წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას, რადგან კიბოთი დაავადების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ 53-მა ქვეყანამ აკრძალა მისი გამოყენება, თუმცა ამ საშიშროების მიუხედავად, საქართველოში ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია შემოდის. როგორც ვიკიპედიაში ვკითხულობთ, აზბესტი არის ბუნებაში არსებული ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფი, რომელიც მრეწველობაში გამოიყენებ, მისი ისეთი განსაკუთრებული თვისებების გამო, როგორიცაა: მედეგობა დაჭიმვისას, დაბალი თბოგამტარობა და გამძლეობა ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამ მიზეზების გამო, აზბესტი გამოიყენება შენობებში იზოლაციისთვის; და ინგრედიენტის სახით მთელ რიგ ნაკეთობებში, როგორიცაა შენობის გადასახური მასალა (შიფერი), წყალსადენის მილები, ცეცხლდამცავი საფარები და, ასევე, სამუხრუჭე ხუნდები, საყრდენები ავტომობილებისთვის და სხვა. აზბესტისგან ამზადებენ ცეცხლგამძლე ქსოვილებს, მათ შორის, სპეციალურ, მეხანძრეთა ტანსაცმელს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ვკითხულობთ: «აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისთვის კანცეროგენს წარმოადგენს. აზბესტის, მათ შორის, ქრიზოტილის ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას (პლევრისა და პერიტონეალური კიბო), ფილტვის, ხორხისა და საკვერცხეების კიბოს. აზბესტის ზემოქმედება ასევე წარმოადგენს ისეთი დაავადებების მიზეზს, როგორიცაა აზბესტოზი (ფილტვის ფიბროზი), პლევრის ბალთა, გასქელება და ემფუზია. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია აზბესტის ზემოქმედების ქვეშ სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჯანმო-ს ბოლო შეფასებით, ყოველწლიურად 107 000-ზე მეტი იღუპება აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომისგან. პროფესიული კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება აზბესტის ზემოქმედების შედეგად სახლში. ასევე, ნაჩვენებია, რომ თამბაქოს კვამლისა და აზბესტის ბოჭკოების ერთდროული ზემოქმედება არსებითად ზრდის ფილტვის კიბოს რისკს და რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მაღალია რისკიც. კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ყოველწლიურად გამოწვეულია შენობებში არსებული აზბესტის შემცველი მასალების ზემოქმედებით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ ხდება პროფესიულ აზბესტოზს, ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომის დიაგნოზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და შესაბამისად, არ არსებობს მასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. საქართველოში აზბესტის შემცველ სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა მაღალია. ბოლო წლებში ძველი შენობების რეკონსტრუქციის, დემონტაჟისა და ახალი მშენებლობების განვითარების გამო. ამჟამად საქართველოში აზბესტი ფართოდ გამოიყენება ახალ პროდუქტებში – მანქანის მუხრუჭებსა და ფეხსაცმელებში, ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციაში, ცეცხლმაქრობ საფარებში, მეხანძრეების ცეცხლგამძლე ტანსაცმელში, სამშენებლო მასალებში, აზბესტო-ცემენტის ფირფიტებში (მათ შორის გოფრირებულ გადახურვის პანელებში), მილგაყვანილობაში, წყლის ავზებში და ა.შ. აზბესტის მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ისევ აწარმოებენ აზბესტს, აგრეთვე, შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი და სხვა. ინფორმაცია საქართველოში აზბესტის წლიური მოხმარებისა და იმპორტის მოცულობების შესახებ (ჯამური და გამოყენების ძირითადი ფორმებისა და ცალკეული სახეობების გამოყოფით) არ არსებობს. ასევე, არ არსებობს მონაცემები საქართველოში აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მომუშავეთა რიცხვის შესახებ. არ მიმდინარეობს სამუშაო ადგილებზე სამუშაო ზონის ჰაერის მტვერში აზბესტის კონცენტრაციის განსაზღვრა…» აზბესტის მავნებლობა მეოცე საუკუნის ბოლოს დაადგინეს. ამიტომ მისი მოხმარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიგ ქვეყნებში აიკრძალა. თუმცა, აზბესტის საყოველთაო აკრძალვის პროცესს უკვე წლებია წინააღმდეგობას უწევს რუსეთი, უკრაინა და რამდენიმე ის ქვეყანა, სადაც ეს მინერალი მოიპოვება. მათი წარმომადგენლების მტკიცებით, ადამიანის ორგანიზმზე მავნედ მხოლოდ ამფიბოლური აზბესტი მოქმედებს, ხოლო ქრიზოლიტური – არა. ქართული კანონმდებლობითაც მხოლოდ ამფიბოლური აზბესტის შემცველი მასალებისა და ნაკეთობების შემოტანაა აკრძალული, ქრიზოლიტურის – არა. თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, ჩვენთან ყველა სახის – აკრძალული თუ აუკრძალავი აზბესტის შემცველი მასალები ყოველდღიურად დაუბრკოლებლად შემოდის და მოხმარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ აზბესტის მავნებლობაზე წლებია მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოში და შესაბამისი დასკვნებიც წარმოგიდგინეთ, ხელისუფლებას, როგორც ჩანს, კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით ჯერ არ გადაუდგამს, 2015 წელს სამინისტროებსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის შემდგარ შეხვედრას, სადაც საუბარი იყო აზბესტის იმპორტის შემოტანის აკრძალვაზე, დღემდე, როგორც ჩანს, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მაშინ როცა ხელისუფლება თითქოს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ამ მიზნით, სიგარეტზე აქციზის ფასს რეკორდულად ზრდის, აზბესტის კატასტროფული მავნებლობა არც კი ადარდებს. სწორედ აქედანაც შეიძლება დაასკვნა, რომ ისინი ორივე შემთხვევაში მხოლოდ ჯიბის გასქელებაზე ზრუნავენ. მეტიც, როგორც კვლევამ აჩვენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდებითაა აღჭურვილი და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იწამლება ამ მავნე ნივთიერებით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო ავტომობილებზე, რომელთა უმეტესობასაც სწორედ აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდები უყენია. ასევე, არსებობს ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ბევრ რეგიონში სასმელი წყალი მოსახლეობას სწორედ აზბესტცემენტიანი წყლის მილებით მიეწოდება, მათ შორის საბავშვო ბაღებსაც კი!!! რა შეიცვალა ბოლო წლებში ამ კუთხით და რა ეტაპზეა სიცოცხლისთვის საშიში კანცეროგენის აკრძალვა კანონმდებლობით? დეტალების გასარკვევად «ალია» დაავადებათა კონტროლის ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსს ნანა გაბრიაძეს დაუკავშირდა: – აზბესტის გარკვეული სახეობების შემოტანა აკრძალულია, მაგრამ უნდა აიკრძალოს აზბესტის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა. მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოში ჯერ შესაბამისობაში არ არის მოსული ვალდებულება და ევროდირექტივა ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის ეტიკეტირების შესახებ. შესაბამისად, კლასიფიცირება აზბესტშემცველი მასალისა არ ხდება ჩვენთან, ამიტომ საზღვარზე შემოდის აზბესტშემცველი მრავალი დასახელების პროდუქცია. ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და თითქმის სრულდება გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. შემდეგ უნდა მოხდეს მისი აღსრულება, რაც სავალდებულო იქნება ქვეყნისთვის. ჯანდაცვის სფეროსთვის მნიშვნელოვანი გახლავთ, აზბესტით განპირობებული დაავადებათა დისკრიმინაციის გეგმის შემუშავება და იმ დაავადებების გამოვლენა, რომელიც განპირობებულია აზბესტის ზემოქმედებით. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ქვეყანაში აზბესტშემცველი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ რამდენი ადამიანი იმყოფება, გარდა ამისა, როგორია ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენის ხარისხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დასახლებული ტერიტორიების მიმდებარედ არ ხდება აზბესტშემცველი მტვრის კონტროლიც კი. – ქალბატონო ნანა, ეს საკითხი მსჯელობის საგანი, როგორც ვიცი, 2 წლის წინათაც იყო და მისი მავნებლობა ცნობილია სახელმწიფოსთვის, აქამდე რატომ არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები? – ეს საკითხები, კვლევები ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს, გარდა ამისა, კვლევები მოითხოვს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც და ეს საკითხი გახლავთ გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივა. ის არის პასუხისმგებელი აღნიშნული კანონის შემუშავებისა, შესაბამისად, ისინი არიან ჩართულები აღნიშნულ პროცესში და მის გადაწყვეტაში. კანონმდებლობის შემუშავების კონკრეტულ ვადებზეც სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები.
ქალბატონ ნანასთან საუბრის შემდეგ, აზბესტის აკრძალვის შესახებ კანონის შემუშავების ვადების დასადგენად «ალია» გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბარში პრესსამსახურის უფროსმა ეკა ბენდელიანმა განაცხადა, კანონის ინიცირების ვადებთან დაკავშირებით, ის ინფორმირებული არ იყო და შესაბამის სამსახურებში მოიკითხავდა, თუმცა ამ დრომდე კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია(?)…. «ალია», ასევე, დაუკავშირდა აზბესტშემცველი პროდუქციის ერთ-ერთი სახეობის სამუხრუჭე ხუნდების ძირითად შემომტანებს, რომლებიც წლების მანძილზე ამარაგებდნენ ქართულ ბაზარს, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ორივე მსხვილი იმპორტიორის «თეგეტა მოტორსისა» და «გია კავკასია ლოგისტიკის» წარმომადგენლებმა აზბესტშემცველი ხუნდების შემოტანა უარყვეს. «თეგეტა მოტორსმა» მიზეზად სოციალური და მორალური პასუხისმგებლობა დაასახელა, «გია კავკასია ლოგისტიკამ» კი – იმპორტის პროფილის შეცვლა. თუმცა, რა ხდება ბაზრობებსა თუ სხვა სამეწარმეო მაღაზიებში, რთული მისახვედრი არაა. მაგრამ ეს ყველაფერი იმპორტიორების ან გამსაღებლების ბრალი კი არ არის, ამ უკანასკნელებმა შესაძლოა, სულაც არ იცოდნენ მისი მავნებლობის შესახებ, უსუსური და უუნარო ხელისუფლების კისერზეა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას სასიკვდილოდ იმეტებს და კანონმდებლობას არ ცვლის. ამაში რომ «მავანთა» ფინანსური ინტერესი დიდი იქნება, ამას დიდი მკითხაობა არ უნდა. «ალია» აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
18.07.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
ჯანდაცვის კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. პარალამენტის ინფორმაციით, „ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის“ - ასეთია დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, რომელშიც თავმოყრილია ყველა არსებული პრობლემა, რაც სისტემაში არსებობს, მისი გაუმჯობესების მექანიზმები და შედეგები, რასაც გვინდა მივაღწიოთ. როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, აუცილებელია შემდგომი რეფორმები. მისივე თქმით, დოკუმენტის ძირითადი პრინციპია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. „არსებული რეალობაა ის, რომ არ არსებობს ამბულატორიულ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ლაბორატორიულ თუ ჰოსპიტალურ დონეზე სამედიცინო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის შეფასების მექანიზმები; სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ ფინანსური თუ სხვა სახის მოტივაცია, რათა იზრუნონ სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივ ზედამხედველობასა და გაუმჯობესებაზე; მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, სუსტი უკუკავშირი პჯდ და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის; მომსახურების ფრაგმენტულობა, დაავადებათა პრევენციაზე, ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე ნაკლები ორიენტაცია. ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ დაზუსტებას საჭიროებს პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია. ათწლეულებია არ განხორციელებულა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მდგომარეობის შესწავლა და ინვენტარიზაცია“, - აღნიშნა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.
---
18.07.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ტემპერატურის დროს
დადგა ზაფხული და ჰაერის ტემპერატურაც დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს. პაატა იმნაძე: "მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს."
---
18.07.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
თეონა ჭალიძე: "უფასო სასადილოების პროგრამაში" მონაწილეობის მოლოდინის რეჟიმში 7030 მოქალაქეა
თეონა ჭალიძე: - "უფასო სასადილოების მომსახურების" პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებს გამგეობები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის N1879 ბრძანების საფუძველზე ახორციელებენ. პროგრამის მიხედვით, უფასო კვების სასადილოთი მოსარგებლეთა სიაში შეყვანას ექვემდებარებიან, მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200000-ს არ აღემატება...
---