მედიამონიტორინგი 19.12.2017
ტელევიზია
18.12.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
წყალტუბოს რაიონის 8 სოფლის მოსახლეობას, რამდენიმე თვეა სოციალურ დახმარება ერთდროულად მოეხსნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადსხვა მიზეზით ვეღარ იღებენ, პროცესი კი მასშტაბურია. ოპოზიცია ხელისუფლებას მთის კანონს ახსენებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4933303
---
18.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
საქართველოში ბავშვის შვილად აყვანის მსურველებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. კონკრეტულად კი, 2018 წლის იანვრიდან ძალაში შედის ნორმა, რომელიც მოქალაქეებს სპეციალური გადამზადების კურსების გავლას ავალდებულებს. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგულაცია ბავშვის ინტერესებზეა მორგებული და მოქალაქეებს რიგში დგომის დროს არ გაუხანგრძლივებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4932845
---
18.12.2017
არხი:
ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად 13:30
"დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად მათ მომავალს"- აცხადებს გაეროს ბავშთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაბინძურებული ჰაერი მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელია, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მეცხრე სიკვდილი უკავშირდება. საქართველოში ჰაერის დაბინძურებას წელიწადში საშუალოდ 3741 ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4931955
---
ინტერნეტი
18.12.2017
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136236&lang_id=ge
ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი. მაღალმთიან სოფლებში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება კვლავ პრობლემად რჩება. „კომერსანტი“ აღნიშნულ პრობლემაზე გასულ წელსაც წერდა. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და განცხადებისა, ბევრ სოფელში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები კვლავ არ არსებობს. იქ კი, სადაც ფუნქციონირებს, ან შესაბამისი აპარატურა საერთოდ არ აქვთ, ან პრობლემა საჭირო პროფილის ექიმების არარსებობაა. პირველადი დახმარების და ზოგადად სამედიცინო მომსახურების პრობლემებს კერძო სექტორშიც ადასტურებენ. როგორც, მაღალმთიან რეგიონებში - ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, მათთან სამედიცინო მომსახურების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ისინი სამკურნალოდ დიდ ქალაქებში გადაჰყავთ. მათივე თქმით, არ არსებობს პირველადი დახმარებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი, არ მუშაობს აფთიაქი და ა.შ. „კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა დეტალურად გაერკვია ამჟამად სულ რამდენი მედპერსონალი და ამბულატორია ემსახურება მთის მოსახლეობას. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებს ამ ეტაპზე 549 ექიმი და 938 ექთანი ემსახურება. რაც შეეხება ამბულატორიების რაოდენობას, მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ახლა დაახლოებით 500-მდე ამბულატორია მოქმედებს. გოგინაშვილის განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა ამ ეტაპზე აკმაყოფილებს სტანდარტებს და მთის მოსახლეობის მოთხოვნასაც. „ქვეყნის მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში დაახლოებით 500-მდე ამბულატორიაა. ის დადგენილ მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებს მორგებულია. ეს მინიმალური სტანდარტები, საკმარისია დიაგნოსტიკისთვის და პირველადი დახმარებისთვის“, - განაცხადა ქეთევან გოგინაშვილმა.
---
18.12.2017
მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/video/article/10612-ckhovreba-thagvebis-da-martoobis-shishshi-video
ცხოვრება თაგვების და მარტოობის შიშში
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ. ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი ალბერტან ჩხაიძეა. ალბერტან ჩხაიძე ერთ-ერთია იმ ბენეფიციარებიდან, ვისაც საახალწოო ნობათი საჩუქრად გადაეცემა. 25 დეკემბრიდან ალბერტანს "მადლიერების სახლის" წარმომადგენლები საახალწლო ნობათ ქუთაისში ხუნდაძის ქუჩა #51-ში მიუტანენ . სწორედ აქ ცხოვრობს 80 წლის მოხუცი. ახალი წლისთვის ქუთაისში მცხოვრებ 2000 ბენეფიციარს გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი გადაეცემათ. კუთვნილი ნობათის მისაღებად ბენეფიციარებს დრო 25-დან 28 დეკემბრამდე აქვთ. ალბერატან ჩხაიძე, სოციალურად დაუცველია და დახმარების სახლით ყოველ თვეში 50 ლარს და 180 ლარიან პენსიას იღებს. ის სადარბაზოს საწყობში უკვე 9 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, მისი საცხოვრებელი ოთახი იმდენად პატარაა, რომ ერთდროულად ორ ადამიანს გაჩერება უჭირს. იატაკი ამომტვრეულია და ღამით თაგვების ეშინია. ყველაზე მეტად სუფთა საცხოვრებელი ოთახი და საჭმელი ენატრება. გვიყვება, რომ სახალწლო განწყობა არ აქვს, რადგან იცის რომ კერძისთვის პროდუქტების შეძენას ვერ შეძლებს.
---
ბეჭდვითი მედია
19.12.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი. მაღალმთიან სოფლებში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება კვლავ პრობლემად რჩება. „კომერსანტი“ აღნიშნულ პრობლემაზე გასულ წელსაც წერდა. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და განცხადებისა, ბევრ სოფელში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები კვლავ არ არსებობს. იქ კი, სადაც ფუნქციონირებს, ან შესაბამისი აპარატურა საერთოდ არ აქვთ, ან პრობლემა საჭირო პროფილის ექიმების არარსებობაა. პირველადი დახმარების და ზოგადად სამედიცინო მომსახურების პრობლემებს კერძო სექტორშიც ადასტურებენ. როგორც, მაღალმთიან რეგიონებში - ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, მათთან სამედიცინო მომსახურების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ისინი სამკურნალოდ დიდ ქალაქებში გადაჰყავთ. მათივე თქმით, არ არსებობს პირველადი დახმარებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი, არ მუშაობს აფთიაქი და ა.შ. „კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა დეტალურად გაერკვია ამჟამად სულ რამდენი მედპერსონალი და ამბულატორია ემსახურება მთის მოსახლეობას. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებს ამ ეტაპზე 549 ექიმი და 938 ექთანი ემსახურება. რაც შეეხება ამბულატორიების რაოდენობას, მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ახლა დაახლოებით 500-მდე ამბულატორია მოქმედებს. გოგინაშვილის განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა ამ ეტაპზე აკმაყოფილებს სტანდარტებს და მთის მოსახლეობის მოთხოვნასაც. „ქვეყნის მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში დაახლოებით 500-მდე ამბულატორიაა. ის დადგენილ მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებს მორგებულია. ეს მინიმალური სტანდარტები, საკმარისია დიაგნოსტიკისთვის და პირველადი დახმარებისთვის“, - განაცხადა ქეთევან გოგინაშვილმა.
---
19.12.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
დასაქმებულთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები სუპერმარკეტების ქსელში "ბიზნესსა და დამსაქმებელს ყოველთვის სურს, ნაკლები დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღოს"
როგორია სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა მდგომარეობა და რამდენად ხშირია მათი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის ფაქტები ? ამ პრობლემაზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კვლევის პრეზენტაცია გამართა. ძირითად მიგნებებს შორის მოხვდა დასაქმებულთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები სუპერმარკეტების ქსელში. "ქრონიკა+" ესაუბრება პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელს, სოციოლოგს, კვლევის თანაავტორ ნინო ესართიას. - ქალბატონო ნინო, კვლევაში, კონკრეტულად, რომელ სუპერმარკეტებზე ამახვილებთ ყურადღებას ? - სულ შვიდ სუპერმარკეტზეა საუბარი, ესენია: "ნიკორა", "ორი ნაბიჯი", "ფრესკო", "კარფური", "სპარი", "ვეჯინი" და "ევროპროდუქტი".
---
19.12.2017
მედიასაშუალება:ქრონიკა+
თამაზ დოლაბერიძე "სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა სტატისტიკაში მშენებლობის სექტორი ლიდერობს"
უსდაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე 20 ობიექტის შემოეწმების შედეგად ყველა მათგანში დარღვევები დაფიქსირდა. ობიექტებში შემოწმება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ინფორმაციაშია ნათქვამი, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებებიან ობიექტში დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა, მოსაწესრიგებელია ელექტრო და სახანძრო სისტემა. ზოგიერთ ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ 20 ობიექტიდან ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება შპს "რუსთავის-ფოლადის" მეტალურგიის ობიექტზე. შპს "საქნახშირში" (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) - ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში, 76-მდე დარღვევა დაფიქსირდა. სს "არემჯი კუპერის" კარიერი: მისი საქმიანობის სფეროა სამთამადნო მრეწველობა: შემოწმების შედეგად 9 დარღვევა დაფიქსირდა. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის რკინის მაღარო. იქ 16 დარღვევა დაფიქსირდა. მაღაროში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოება. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის იხთვისის სახელობის მაღარო. დაფიქსირდა 20 დარღვევა. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღარო. დაფიქსირდა 30 დარღვევა. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შუქრუთის მაღარო. დაფიქსირდა 20 დარღვევა. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მღვიმევის მაღარო. დააფიქსირა 16 დარღვევა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი "რუსთაველი". დაფიქსირდა 8 დარღვევა. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და საქართველოზე უკვე ვრცელდება გარკვეული ევროდირექტივები, მათ შორის, შრომით სფეროში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე: "დამსაქმებელი გადამზადებულ პროფკავშირულ აქტივისტებს დევნის, უთვალთვალებს, უსაფრდება და ბოლოს სამსახურიდან ათავისუფლებს. ამის ნათელი მაგალითი იყო სს "არემჯი კუპერის" და შპს "არემჯი გოლდის" მიერ 2015 წელს განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებები, რომლის შედეგადაც კომპანიამ შეძლო პროფკავშირული ორგანიზაციის განადგურება. ასევე საყურადღებოა რუსთავუს "აზოტის" ირგვლის მიმდინარე პროცესები, სადაც კომპანიამ საქართველოში მოქმედი ყველა კანონი დაარღვია."
---
19.12.2017
მედიასაშუალება:ქრონიკა+
გერმანიიდან "ჰუმანას" მთავარი ოფისი ქართველი ორსული ქალის გაგდების ფაქტს რეაგირებას აძლევს!
---