მედიამონიტორინგი 20.12.2017
ტელევიზია
19.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. 2018 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის კლინიკები ვეღარ ჩაერთვებიან, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადავლენ. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935712
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935232
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935168
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935050
---
1 9.12.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ბავშვების 40 პროცენტს ორგანიზმში ტყვიის, საგანგაშო მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საქართველოში კვლევას ტყვიის შემცველობაზე სახელმწიფო არ აფინანსებს, მშობელთა უმრავლესობა კი უსახსრობის გამო ბავშვს ანალიზს ვერ უკეთებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935708
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935159
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935607
რუსთავი 2 - სხვა შუადღე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4934323
---
1 9.12.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო კარტერული გარიგებების საქმე გრძელდება. გასულ დღეებში კვირიკს მთავარ თემადგცეული ამბავი, რომელშიც გია გაჩეჩილაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრიც ფიგურირებდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქარტველომ გამოიკვლია. გიორგი გაჩეჩილაძე თავისი სიძის კომპანიის "სიტროენის" მაგალიძზე აცხადებს, რომ ავტო სატრანსპორტი საშუელებების ტენდერებში დარღვევები მოქმედებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4934377
---
1 9.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო. დღეს კომიტეტმა სოციალური მუშაკის შესახებ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია წარადგინა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4935239
---
ინტერნეტი
20.12.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/469583-davith-sergeenko-janmrthelobis-dacva-privilegiidan-prioritetad-iqca.html
დავით სერგეენკო - ჯანმრთელობის დაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლაში ძირითადი აქცენტები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გატარებული რეფორმების შედეგად, „ჯანდაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა“, რეფორმებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, რომელიც უზურნველყოფს მოსახლეობისთვის გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებების მიწვდომადობას. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აბორტის მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებაზე. დავით სერგეენკომ გამოსვლაში ყურადღება დაუთმო სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული მიწვდომადობის ზრდას საქართველოს მასშტაბით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უმთავრესი საქმიანობა იყო ახალი კლინიკებისა და ამბულატორიების მშენებლობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმა, მისი სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურების გაზრდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის სპეციალისტების პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზე და მათი სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავარი ტვირთი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა. ”სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა სოციალურად დაუცველთა ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ჯგუფის მოქალაქეთა დანახარჯი მედიკამენტებზე”,- აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგია საჭიროებს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას და ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია. ”ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის და მათ შორის ბავშვთა ზოგადი და უკიდურესი სიღარიბე, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, მიღწეული შედეგებით სამინისტრო არ დაკმაყოფილდება და მუდმივად გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა”, - განაცხადა სერგეენკომ. დავით სერგეენკომ ასევე ყურადღება გაამახვილა შრომისა და დასაქმების მიმართულებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს, ფაქტობრივად, არარსებული სფეროს ამუშავება მოუწია, რამდენადაც არ არსებობდა კონკრეტული ბერკეტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის პირობებსა და უფლებებს დაიცავდა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურაში შემავალი შრომის ინსპექტორების მიერ ხორციელდება დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი. დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო პირობების შექმნას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში შრომითი დავების მედიაციის მექანიზმის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას. დავით სერგეენკო თავის გამოსვლაში ასევე შეეხო დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები აქტიურად მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოტენციურ დამსაქმებლებთან სამუშაოს მაძიებელთა შეხვედრას და მათ დასაქმებას.
---
20 .12.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/469527-davith-sergeenko-bolo-samnakhevari-tslis-ganmavlobashi-57-akhali-klinikaa-gakhsnili.html
დავით სერგეენკო - ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში 57 ახალი კლინიკაა გახსნილი
ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, 57 ახალი კლინიკაა გახსნილი, ჯამურად 2000 საწოლით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. სერგეენკო ასევე დედათა და ბავშვთა ჯანდაცვასაც შეეხო. მისივე თქმით, სწორი ინტერვენციიდან გამომდინარე, შემცირებულია აბორტების რაოდენობა და დედათა სიკვდილიანობა. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ალბათ გამოკვეთილია ე.წ.რეგიონალიზაციის პროგრამა, რომელიც წარმატებით გაეშვა და უკვე მოგვცა შედეგები. შედეგები იმისა, რომ დედათა სიკვდილიანობა მცირდება, დინამიკა გამოკვეთილია. სტატისტიკას რომ შევხედოთ, საზოგადოებაში ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა - აბორტების პრობლემა შემცირებულია მესამედზე უფრო მეტით. ეს ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის და ამ სწორი ინტერვენციების შედეგია“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
20 .12.2017
დავით სერგეენკო - ყველაზე მთავარი გამოწვევა მოსახლეობის ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ამის შესახებ სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სერგეენკოს თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს საკმარისი არაა. „ყველაზე მთავარი გამოწვევა, ალბათ არის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის და არამარტო მათი წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ამაზე მე ვფიქრობ ცალკე გვექნება საუბარი. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით და მოიცავს სოციალურად დაუცველებს, ვისაც 100 000 ან ნაკლები ქულა აქვს. მათთვის ხელმისწვდომია ის მედიკამენტები, რომლებიც ფარავენ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს. თუმცა, ეს ,რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და როგორც მედიკამენტების ჩამონათვალის, ასევე ამ პროგრამით მოსარგებლეების გაზრდა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/index.php?id=57669
---
20.12.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/95601-sergeenko-shezghuduli-shesadzleblobebis-statusis-minichebis-modelis-reforma-daitsyeba
სერგეენკო: შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მინიჭების მოდელის რეფორმა დაიწყება
"მომავალი წლიდან დაიწყება შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მინიჭების მოდელის რეფორმა",-ამის შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. "მომავალი წლიდან დაიწყება შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მინიჭების მოდელის რეფორმა, რომელის ორ პარარელურ რეჟიმში ამუშავდება. არსებული სამედიცინო მოდელი ეტაპობრივად ჩანაცვლდება საფუძველზე დაფუძნებული მედიკოსოციალური მოდელით",- აღნიშნა სერგეენკომ. დღეს პარალმენტში საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.
---
19.12.2017
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=57607
ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორცილედება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს. პროექტი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი. მისივე თქმით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეურთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი. პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები ელ-რეცეპტების სისტემას გაეცნენ. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. ელექტრონული რეცეპტების ელექტრონული სისტემა დაიხვეწა და მომხმარებელზე მეტად მორგებული გახდა. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება რეგიონებშიც დაგეგმილია. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/40828/eleqtronul-retseptebze-gadasvla-2018-tslidan-savaldebulo-iqneba
კვირა.ჯი- http://kvira.ge/371458
კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=136301&lang_id=ge
პია.ჯი- https://pia.ge/post/173805-eleqtronul-receptebze-gadasvla-2018-wlidan-savaldebulo-gaxdeba
ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/193455
---
19.12.2017
მედიასაშუალება: http://bfm.ge/?p=37859
დაუძლეველი სიღარიბე და მისგან გამოწვეული პრობლემები საქართველოში
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა დაასრულა კვლევა – ქრონიკული თემაზე სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში. კვლევის თანახმად, 2009- 2016 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ მკვეთრად შემცირდა. კლების ტემპი განსაკუთრებით მაღალი იყო 2013 – 2014 წლებში. თუმცა სიღარიბის დონის მატება 2015- 2016 წლებში კვლავ დაფიქსირდა 0,5 % -იანი მაჩვენებლით. 2016 წელს ყოველი მე-7 ოჯახი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარდა. არსებობს სიღარიბის ქრონიკული მატების საფრთხეც. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შინამეურნეობაში ერთი დასაქმებული წევრის არარსებობაც კი დაახლოებით 2 -ჯერ ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს, რაც შეეხება პენსიის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ძლიერია, რადგან მის გარეშე სიღარიბის დონე ქვეყანაში 2,5 -ჯერ მაღალი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია სოფლად. 2016 წლის მონაცემებით, სოფლად მაცხოვრებლების 25,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ქალაქში ეს მაჩვენებელი კი 16, 9 % -ით არის წარმოდგენილი. ქულა რომელიც სიცოცხლეზე მეტია ,,ვარ სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანი’’ – ამ წინადადებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იწყებს საუბარს. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 400 000 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, თუმცა სოციალურად დაუცველად ბევრად მეტი თვლის თავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის სასურველი გახდა სოციალური სტატუსისა და მასთან დაკავშირებული სიკეთეების მოპოვება. რაც სულაც არ გულისხმობს, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 730 756 ერთეული არის სოციალურად დაუცველის სტატუსით. ერთ სულზე ასაკისა და სარეიტინგო ქულების მიხედვით, დახმარება ათი ლარიდან სამოც ლარამდე მერყეობს. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ქვეყანაში არ არის განსაზღვრული საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა, რაც კიდევ უფრო აფერხებს ამ პრობლების მოგვარებას. ღატაკი მომავალი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოში ისევ ბავშვთა სიღარიბე რჩება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ისეთ შინამეურნეობაში, სადაც მინიმალური საჭიროებები დაუკმაყოფილებელია. კვლევის მიხედვით, ღარიბი ოჯახების 38,3 %- ში მინიმუმ ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, რაც გულისხმობს, რომ ბავშვიან შინამეურნეობაში სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია. ოჯახში ბავშვის ზრდა პროპორციულად იწვევს სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა. ექსპერტების მოსაზრებით, სახელმწიფოსგან გაღებული თანხა არასაკმარისია და ის ბავშვებზე მორგებული არ არის, რაც იწვევს ბავშვთა სიღარიბის ზრდას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი 50 % -ით მაღალია სოფლად ქალაქთან შედარებით. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია სოციალური დახმარების მიმღები 169 503 ბავშვი. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სიღარიბის მონაცემები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს წინა წლებთან შედარებით : 2009 წლისთვის ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 50 % იყო.
---
19.12.2017
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/173761-wyaltubosi-ramdenime-ojaxs-socialuri-daxmareba-mouxsnes
წყალტუბოში რამდენიმე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
წყალტუბოს რაიონის 8 სოფლის მოსახლეობას რამდენიმე თვეა, სოციალური დახმარება ერთდროულად მოეხსნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადასხვა მიზეზით ვეღარ იღებენ. ადგილობრივების თქმით, მათ ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უხდებათ. "მაწვიმს, მათოვს. სახლი თავზე მენგრევა, სოციალური დახმარება კი რატომ მომიხსნეს ვერ გავიგე", - ზინა მანაგაძე. „ჩვენს ცხოვრებას არსებობას თუ დავარქმევ. ლუკმაპურის ფული რომ არ გექნება და დახმარებას მოგიხსნიან, ამ საქციელს რა ჰქვია?!" - გვითხრა აკაკი გელენიძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ შემცირების ნაცვლად სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი გაზრდილია. "ის, რომ სოციალური დახმარებები მასობრივად მოიხსნა, ამას ვერ დავადასტურებ. პირიქით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სოციალური დახმარება დაენიშნათ", - ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე. აღუდგებათ თუ არა სოციალური შემწეობა ოჯახებს, ეს იმაზეა დამოკიდებული, გადამოწმების შემთხვევაში რა ქულებს მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები.
---
ბეჭდვითი მედია
20.12.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
რეცეპტების ჩავარდნილი პროგრამის ამოქაჩვას ელექტრონული ფორმით ცდილობენ
2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო გახდება. სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით სამედიცინო ბაზარი უფრო დაცული იქნება და მისი გაკონტროლება არ გაჭირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს იმედს ამყარებდნენ თავდაპირველად რეცეპტების შემოღებაზეც, მაგრამ ამ პროგრამამ არ გაამართლა. დღეს თითქმის ყველა აფთიაქში შეიძლება ურეცეპტოდ მედიკამენტების ყიდვა, შესაბამისად, ძნელი სავარაუდოა, რომ ელექტრონული ფორმატის შემოღებით რაიმე შეიცვალოს. ცვლილება პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს უკვე გააცნო. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელექტრონული რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. დაიხვეწა ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც. რამდენად გაამართლებს ახალი მექანიზმი ფარმაცევტულ ბაზარზე. ძველმა მიდგომამ ვერაფერი შეცვალა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მედიკამენტები აფთიაქებში ექიმის კონსულტაციის გარეშე შეიძინოს. სამედიცინო სფეროს ექსპერტი მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ ელექტრონული რეცეპტები აუცილებელია. სიახლე ცოტა დაგვიანებულიც კია, თუმცა მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ამ სისტემით შესაძლებლობა გაჩნდება, ნებისმიერი პროცესი გაკონტროლდეს. ყველაფერი იქნება ნათელი და პროგრამულად უზრუნველყოფილი. ელექტრონული რეცეპტის დამკვიდრებასთან არ აქვს არანაირი კავშირი იმ ფაქტს, რომ აფთიაქმა შეიძლება შემოიტანოს წამლების დასახელება, არ აღრიცხოს და ისე გაყიდოს. "ელექტრონული რეცეპტების სისტემა ნამდვილად პროგრესულია. ის არის საშუალება იმისა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი ჩაერთოს ამ პროცესში და განსაზღვროს, რამდენად სწორად არის დანიშნული წამლები. ეს პროცესი დაგვიანდა. როდესაც რეცეპტის გამოწერა აუცილებელი გახდა, ელექტრონული სისტემა მასთან ერთად უნდა ამოქმედებულიყო. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, იმუშავებს. ბაზარზე არის მედიკამენტების ჯგუფები: ერთი, რომელიც რეცეპტის გარეშე იყიდება და მეორე, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დანიშნულება. ამ შემთხვევაში რეცეპტული კონტროლი, თუკი ის განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ პაციენტისთვის ნებისმიერ აფთიაქში მისვლა და წამლის მიღება შესაძლებელი გახდება. წესით, ყველაფრის უზრუნველყოფა პროგრამულად უნდა მოხდეს. ელექტრონული რეცეპტის შემოღებასთან არ აქვს არანაირი კავშირი იმ ფაქტს, თუ რომელიღაც აფთიაქმა გადაწყვიტა, შემოიტანოს წამლების დასახელება, არ აღრიცხოს და ისე გაყიდოს. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ხდება რეცეპტების გამოწერა და ინიშნება თუ არა ის მედიკამენტები, რომლებიც ქვეყანაში რეგისტრირებულია", - განუცხადა "რეზონანსს" ბერიძემ. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა დარეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
---
20.12.2017
მედიასაშუალება: მესინჯერი
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან კლინიკებისთვის სავალდებულო გახდება
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება სელექციური კონტრაქტორების კიდევ ერთი კრიტერიუმი. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ კლინიკები, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადავლენ. „სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან“, -აღნიშნა მინისტრმა. პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელექტრონული რეცეპტების სისტემას. ტრენინგი, თბილისის მასშტაბით, 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელექტრონული რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
---