From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-21.12.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 21.12.2017 08:08
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 21.12.2017

ტელევიზია           

21.12.2017

არხი: იმედი 

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული. მთაწმინსდის პარკში უბედური შემთხვევა ატრაქციონის დემონტაჟის დროს მოხდა რომელსაც კერძო კომპანია კანო ახორციელებდა. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა საკითხს შრომის ინსპექცია შეისწავლის

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4938075

---

 

20.12.2017

არხი: იმედი 

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

გადაცემის სტუმარია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4936554

---

 

20.12.2017

არხი:           იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

პარლამენტში ჯანდაცვის, განათლების და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მინისტრთა კაბინეტის ახალმა სახემ მიხეილ ჩხენკელმა, კანონმდებლებს განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების საკუთარი გეგმა გააცნო. განხორციელებულ და გასახორციელებელ პროექტებზე უკვე ისაუბრეს დავით სერგეენკომ და მიხეილ გიორგაძემ. ყურადღება გამახვილდა, როგორც ჯანდაცვის, ისე კულტურისა და სპორტის სფეროებში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4936614

ტვ პირველი-დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4937256

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4936487

---

 

20.12.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა TV1

მომავალი წლიდან ფორმა სამი რეცეპტის ქაღალდის მატარებელის ელექტრონული ფორმით შეცვლა მოხდება, რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. პროექტი ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააცნო მათ. მისი განცხადებით, ეს იქნება სელექციური კონტრაქტების კიდევ ერთი კრიტერიუმი. სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეუერთდა "ევექსი", პროექტის ფარგლებში კი ყველა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4936664

---

 

20.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

 Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4937736

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4937626

---

 

 

ინტერნეტი

21.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/469816-jandacvis-saministro-da-socialuri-momsakhurebis-saagento-erthobliv-ganckhadebas-avrceleben.html

ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნული მარაგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი საჭიროებიდან გამომდინარე მიესალმებიან.  „პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას. რაკი საქართველოში ეს ახალგაზრდა პროფესიაა, აქამდე არ არსებობდა ამ პროფესიის ყოვლისმომცველი, მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი. დღითიდღე იზრდება სოციალურ მუშაკებზე მოთხოვნა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში. პროფესიის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიის სწორ განვითარებასა და ხარისხიანი სოციალური სამუშაოს შესრულებას.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიესალმება სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.  ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიის გასაძლიერებლად და უკეთ მხარდასაჭერად აუცილებელია მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი უწყებები მზად არიან ითანამშრომლონ სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორთან თანამედროვე, საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას, მის პრესტიჟულ პროფესიად ქცევას, დაეხმარება პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვასა და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში – საზოგადოების მოთხოვნების და გამოწვევების საპასუხოდ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/95724-jandacvis-saministro-aucilebelia-socialuri-mushakis-profesiis-sakanonmdeblo-charchoebshi-moqceva

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/469785-davith-sergeenko-dartsmunebulia-rom-sastsrafo-dakhmarebis-avtomanqanebthan-dakavshirebith-tenderi-kanonierad-chatarda.html

დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასწრაფო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით ტენდერი კანონიერად ჩატარდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით ტენდერი კანონიერად ჩატარდა. "ტენდერი ჩატარდა კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ. ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. ის, რომ კერძო ბიზნესს არ აკმაყოფილებს ეს და არის სასამართლო დავა, ეს ნორმალურია. მჯერა, რომ სასამართლო ყველაფერს დაადგენს სამართლიანად", - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ "სიტროენ ჯორჯია" სწორედ იმ ტენდერის უკანონობაზე ჩივის, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებს ეხება.

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/469784-davith-sergeenko-ghirseba-aris-uzenaesi-ghirebuleba-mthavrobis-tsevrebisthvisac-da-nebismieri-adamianisthvis.html

დავით სერგეენკო - ღირსება არის უზენაესი ღირებულება მთავრობის წევრებისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის

ღირსება არის უზენაესი ღირებულება მთავრობის წევრებისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის, - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მომხდარი დაპირისპირება.   "ღირსება არის ხელშეუხებელი და რაღაც ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის თმენის ვალდებულებასაც. ცალსახად პროვოცირებული იყო. მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს არავინ", - განაცხადა სერგეენკომ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა. თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს". "ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

20.17

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/33295/sergeenko-premierze-ghirseba-khelsheukhebelia

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/242004/

მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი პირი ემსხვერპლა

მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟისას ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ერთი, დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც სასწრაფო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით “ნიუ ჰოსპიტალსშია” გადაყვანილი. ამ დროისთვის მთაწმინდის პარკში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.  შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/469817-mthatsmindis-parkshi-ubeduri-shemthkhvevis-shedegad-erthi-adamiani-gardaicvala-erthi-ki-dashavda.html

---

 

20.12.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33255/sotsialuri-mushaobis-shesakheb-kanonproeqti--profesiuli-temis-shenishvnebi

„სოც იალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტი - პროფესიული თემის შენიშვნები

19 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას პროფესიული თემისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ინიციატივა მისასალმებელია სოციალური მუშაკებისთვის, თუმცა კანონპროექტის სამუშაო ვერსია პროფესიული თემის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, სოციალური მუშაკები ჩართულნი არ იყვნენ სამუშაო პროცესში, რაც დოკუმენტზეც აისახა.  „კანონპროექტში ასეთი კრიტიკული ასპექტები არ იქნებოდა და ნაკლებ დროს დავხარჯავდით შემდგომ პროცესში და ეს საწყენია. რადგან დეპუტატებს არ ესმით, რა არის თანამონაწილეობითი პროცესი, ამის გამო პროცესი უფრო გახანგრძლივდება, ვიდრე შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული თემი მოამზადებდა კონცეფციას“, - ამბობს „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები.  „დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით მომზადებული კანონპროექტის“ ძირითადი მიზნებია ინდივიდზე ორიენტირებული სოციალური მუშაობა და ინდივიდის მდგრადი ინტეგრაცია; ოჯახის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; სოციალური უსაფრთხოების გაზრდა; ადამიანის უფლებების დაცვის მყარი მექანიზმების უზრუნველყოფა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, რეფორმა დაახლოებით 5 წელზე იქნება გათვლილი.  „რათა ეტაპობრივად მოხდეს სოციალური მუშაკების გადამზადება, ეტაპობრივად გაძლიერდეს და დაიხვეწოს ის მიმართულებები, რომელიც კანონქვემდებარე აქტების დონეზე იქნება  ჩაშლილი სხვადასხვა სამინისტროს მხრიდან”, – ამბობს სოფიო კილაძე  „კანონპროექტზე მუშაობა ყველა მხარის ჩართულობით მიმდინარეობდა. ესენი იყვნენ ექსპერტები საქართველოში და, ასევე, გერმანელი ექსპერტები. ამ კანონპროექტში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც გამოთქმული იყო საქართველოში. ის პრობლემები, რომლებზეც ზრუნავს დღეს მთელი საზოგადოება, მაგალითად, ეს არის სოციალური მუშაკების უსაფრთხოების საკითხები, დეცენტრალიზაციის პრობლემა, წინ წამოწეულია ასევე სპეციალიზაციის თემა და უკეთესი კვალიფიკაცია სოციალური მუშაკებისთვის, მნიშვნელოვანია ასევე, რომ სოციალური მუშაკის პროფესია გაძლიერდეს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექსპერტმა, ანა ფირცხალაშვილმა, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა.   კანონპროექტი ადგენს დარგობრივ სპეციალიზაციას, თუმცა ფირცხალაშვილის თქმით, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. პროექტის სამუშაო ვერსია ასევე ითვალისწინებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების შექმნასაც.  „ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ როგორ განისაზღვრება სოციალური მუშაკის დატვირთვა, სოფიო კილაძე პასუხობს, რომ ერთი სოციალური მუშაკი დაახლოებით 50 ქეისზე იმუშავებს, ასევე სატრანსპორტო ხარჯიც აღარ იქნება ხელფასზე მიბმული.  „როდესაც ვსაუბრობთ 5 წელზე, ერთ-ერთ მიმართულებად ამას ვიტოვებთ სწორად, რომ  უცებ სოციალური მუშაკის რაოდნეობის გაზრდა ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არის ქვეყანაში ამდენი სოციალური მუშაკი, რომ ჩვენ იმ სტანდარტს მივაღწიოთ, რომელიც აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ „ფრიდრიხ ებერტის ფონდთან“ ერთად და სხვა დაინტერესებულ ფონდებთან ერთად, რომ ვაწარმოოთ შესაბამისი კამპანიები, მოვიზიდოთ ადამიანები ამ პროფესიისთვის და გავზარდოთ ამის მეშვეობით სოციალური მუშაკების რაოდენობა“, - ამბობს კილაძე  თსუ-ის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის თუნდაც სამუშაო ვერსიის შექმნის პროცესში აქტიურად უნდა ყოფილიყვნენ ჩართული სოციალური მუშაკები, როგორც აკადემიური სივრციდან, ასევე პრაქტიკოსები. „დაიწყო ეს პროცესი. საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გავხდით ამ პროცესის ნაწილი და თუ ეს გაღრმავდება, იქნება ძალიან კარგი. ბევრი დეტალია. ახლა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არც გვქონდა შესაძლებლობა სამუშო ვარიანტი გვენახა ამ კანონის. ჩვენი ბევრი თხოვნის მიუხედავად, პარლამენტიდან ეს კანონი არ გადმოგვიგზავნეს, არც ვიცით დეტალები. ახლა მხოლოდ მოვისმინეთ ის პრინციპები, რაც ამ კანონში შეიძლება ჩაიდოს. ამ პრინციპებს ნამდვილად სჭირდება რევიზია და თუ ამ რევიზიის პროცესში პროფესიული თემი აქტიურად იქნება ჩართული, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი  ნინო შატბერაშვილის თქმით, როდესაც სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ კანონის მომზადება იგეგმება, მნიშვნელოვანია, პროცესში თავიდანვე ჩაერთონ სფეროს ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე აკადემიური სფეროდან „პროფესიაზე კანონი არ შეიძლება, მხოლოდ იურისტებმა მოამზადონ. იურისტებმა სამართლებრივი მექანიზმი უნდა გაწერონ სფეროს ექსპერტების მიერ მომზადებული კონცეფციის საფუძველზე. საწყენია, ჯანსაღ კანონშემოქმედებით პროცესზე განსხვავებული შეხედულებები რომ გვაქვს“, - ამბობს შატბერაშვილი ნინო შატბერაშვილის თქმით, შეხვედრის მეორე ნაწილი დისკრიმინაციული იყო. კრიტიკული აზრის გამოთქმისას კომიტეტის თავმჯდომარე რეგლამენტზე მიუთითებდა, ხოლო ადამიანებს შერჩევითი პრინციპით აძლევდა საუბრის საშუალებას. სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე კანონპროექტის ხარვეზებზეც საუბრობს:  „კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებს სპეციალიზაციის საკითხი, როგორც არის წარმოდგენილი, საერთოდ გაუგებარია, პროფესიული პრინციპები და ფუნქციები როგორც არის წარმოდგენილი, ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას და უამრავი ბუნდოვანი ასპექტია - მაგალითად, სპეციალიზაცია, რომელიც ძალიან საფრთხილო თემაა, განსაზღვრული არის უწყებების მიხედვით, ეს წარმოუდგენელია, ან სფეროების მიხედვით იყოს, ან სამიზნე ჯგუფების მიხედვით. ეს გაუგონარია, რომ უწყებების მიხედვით გააკეთონ სპეციალიზაცია“, - ამბობს ნინო შატბერაშვილი ნინო შატბერაშვილის თქმით კანონპროექტში ასევე ბუნდოვანია რეგულირების პროცესი, სერტიფიცირებისა და უწყვეტი განათლების საკითხი. „ახალი სსიპ-ი, რაც იქმნება, თავისთავად ძალიან საინტერესო იდეაა, მაგრამ ბუნდოვანია, თუ ვინ, რატომ, რა კომპეტენციის ხალხი, რა ფუნქციებით არის და კარგი იქნება, ამაზე სამომავლოდ რომ ვისაუბროთ“, - ამბობს ნინო შატბერაშვილი  სოფიო კილაძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება და დოკუმენტს უფრო დეტალურად განიხილავენ.

---

 

20.12.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/life/241282/

ტყვიაზე სისხლის ანალიზი ბავშვებში – რა აჩვენა NCDC-ის კვლევამ

იაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ასაკის 254 ბავშვიდან სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა 33%-ს აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევის შედეგები ნეტგაზეთს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა მიაწოდა. კვლევა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ტექნიკურ-ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში შედეგები არ გასაჯაროებულა. სისხლში ტყვიის შემცველობის გასაგებად გამოკვლევებს სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ პერიოდულად ჩაუტარონ ბავშვებს სისხლის ანალიზი, რომლითაც ტყვიის შემცველობის გაგებაა შესაძლებელი, თუმცა ეს გამოკვლევა 100 ლარზე მეტი ჯდება, რის გადახდასაც ბევრი ვერ ახერხებს. გარდა ამისა, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, საზოგადოების ნაწილი არ არის ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, რაც ასევე ცალკე პრობლემაა. თამუნა იარაჯულის თქმით, ორი თვის წინ გაიგო, რომ მის შვილს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა ჰქონდა. როგორც მშობელი ამბობს, ბავშვი გაურკვეველი მიზეზებით კარგავდა გონებას, მაგრამ კლინიკაში დიაგნოზს ვერ უსვამდნენ. მშობელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საცხოვრებელი სახლის შეცვლის შემდეგ დაიწყო ბავშვის სისხლში ტყვიის მოცულობის ზრდა. სხვა ბავშვების მშობლებთან ერთად,  ქვეყნის პირველი პირებსა და სახელმწიფო უწყებებს სთხოვდა დახმარებას. “ბავშვი არის აუტიზმის მქონე, მაგრამ, როგორც წესი, აუტიზმის მქონე ბავშვებს არ ახასიათებთ მსგავსი სიმპტომები. ვერ იკვლევდნენ ვერაფერს. მერე აუტიზმის მქონე ბავშვების დედების მიერ შექმნილ ჯგუფში ბევრმა დაწერა, რომ მათ ბავშვს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია. შემდეგ გავმართეთ აქცია და მივედით პრემიერ-მინისტრთანაც; ვითხოვდით, რომ შეესწავლათ, სტატისტიკურად რატომ იზრდება ბავშვების გონებრივი შეფერხება. ტყვიას პირდაპირ უწერია, რომ იწვევს გონებრივ შეფერხებას, თუ ორი წლამდე შეაღწია ტვინში. არავინ იძახის, რომ აუტიზმს იწვევს ტყვია, მაგრამ არც არავინ უარყოფს, რომ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი შეფერხება. დიაგნოზი სწორედ ისმევა თუ არა საქართველოში, ეგეც არავინ იცის,” – ამბობს თამუნა იარაჯული. თამუნა დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელს შეხვდა, სადაც უთხრეს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვიდოდნენ და შეამოწმებდნენ მის ბავშვს, თუმცა მათი ჩამოსვლა გადაიდო, რადგან უარი ეთქვათ დაფინანსებაზე. “ამერიკიდან ჩამოიტანეს მხოლოდ ანალიზის გასაკეთებელი მასალა, რაც ისედაც გვქონდა და რასაც აქამდეც ვუკეთებდით ბავშვს. მოკლედ, ვერც ვმკურნალობთ და ვერც წყაროს ვნახულობთ, თუ საიდან მოდის ტყვია. ერთი ის ვიცით, რომ გარემოა დაბინძურებული. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აიღეს ეზოში და სკვერში მიწა. ჩატარდა ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ მიწაში არის ტყვია და ჰაერში არა. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, ეს არის აბსურდი, რადგან არ არსებობს, რომ მიწაში იყოს ტყვია და ჰაერში არა.” მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები იწამლებიან. ისინი სახელმწიფოს ამ პრობლემით დაინტერესებას, ხელშეწყობასა და გამოსავლის პოვნას სთხოვენ. “არავის ადარდებს დღეს ეს მდგომარეობა. სახელმწიფომ იცის, რომ წამლავს ბავშვებს, მაგრამ არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მე მხოლოდ ერთი ანალიზი გავუკეთე ბავშვს, რაც ღირს 103 ლარი. კლინიკაში მითხრეს, რომ 2-3 კვირაში აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა, მაგრამ ვეღარ გადავამოწმე ბავშვი. 3 შვილის დედა ვარ და ყოველ 2 კვირაში 300 ლარის ანალიზებს ვერ გავაკეთებ, რადგან სხვა ბევრი საჭიროებები აქვთ ჩემს შვილებს,” – ამბობს თამუნა. მშობლებს იურიდიულ დახმარებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” უწევს, რომელიც ბავშვების ტყვიით მოწამვლის გამო სახელმწიფოსთან დავას იწყებს სასამართლოში და ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი მოსახლოებას ამ ბრძოლაში საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. როგორც ანა არგანაშვილი აცხადებს, დღემდე მთელი საქართველოს მასშტაბით არ გამოუკვლევიათ ბავშვები. მისი თქმით, გაცილებით საგანგაშო შეიძლება იყოს ეს პრობლემა სხვადასხვა ლოკაციის მიხედვით: “როდესაც პასუხებს ველოდით სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ბავშვების გამოკვლევაზე, მკურნალობის დაწყებაზე, მივიღეთ ძალიან ფრაგმენტული პასუხები. მათი მოქმედებებიც იყო პრაგმანტული. დღემდე არ ჩატარებულა სახლებში ანაფხეკის ანალიზი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სხვადასხვა ნივთების ანალიზი, რომელიც შესაძლოა იყოს წყარო ამ დაბინძურებისა. დღემდე უპასუხოდ გვტოვებს ჯანდაცვის სამინისტრო იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ქვეყანაში რაიმე პროგრამა, რომელიც ამ მკურნალობას დააფინანსებს.” ანა არგანაშვილი დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ მშობელს შვილისთვის სისხლში ტყვიის შემცველობაზე ანალიზის ჩასატარებლად უწევს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ეს მშობლებისთვის ხელმიუწვდომელია: “როდესაც პრობლემა ამხელა მასშტაბის არის თუნდაც პირველადი კვლევით, ნამდვილად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ამ კვლევებს. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო თავს არიდებს დაფინანსებაზე. დღეს არცერთი პროგრამა ითვალისწინებს ამ მკურნალობას.” მისი თქმით, ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ რეგულარულად არ მოწმდება გარემოში ტყვიის შემცველობა: “მაშინაც არ ჩატარდა სიღრმისეული შემოწმება, როდესაც დადასტურებული ფაქტები მივაწოდეთ.” იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ დაიწყებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობას, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ უკვე სასამართლოში გააგრძელებენ დავას: “ვინაიდან ეს ბავშვები ამ წუთას იმყოფებიან განგრძობადი რისკის ქვეშ, არაფერი კეთდება მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. იყო არაერთი სტაციონირება და მდგომარეობა არაერთხელ საკმაოდ დამძიმდა, მაგრამ სახელმწიფო იჩენს უმოქმედობას.” დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები იმიტომ არ გაასაჯაროეს, რომ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, არ ასახავდა პრობლემის სრულ სურათს. ცენტრი აღნიშნავდა, რომ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმეორებითი კვლევის ჩატარებას გეგმავდა იმ ბავშვებში, ვისაც 2015 წლის კვლევაში დასაშვებზე მაღალი ტყვიის შემცველობა დაუდგინდათ სისხლში. დაგეგმილ კვლევაში ასევე უნდა განსაზღვრულიყო ტყვიის შემცველობა ჰაერში, წყალში, სუნელებში და კედლის საღებავის ჩამონაფხეკში ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგში. სისხლში ტყვიის ანალიზი უნდა განხორციელებულიყო იაშვილის კლინიკის ბაზაზე და ნიმუშები გაგზავნილიყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ლაბორატორიაში, სადაც ანალიზი ატომური ადსორბციის სპექტრომეტრის მეთოდით განხორციელდებოდა. ჰაერში, წყალში, სუნელებში, კედლის საღებავის ჩამონაფხეკსა და ნიადაგში ტყვიის განსასაზღვრად კვლევაში დაგეგმილი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებდა, რომ გარდა 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩასატერებელი კვლევისა, 2018 წლის მეორე ნახევარში გეგმავდნენ პოპულაციური კვლევის განხორციელებას, რისთვისაც ეძებდნენ ფონდებს. 2018 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჯამში, 1500 ბავშვის გამოკვლევა სურს. კვლევაში ორსულების ჩართვის საკითხიც განიხილებოდა. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტყვიის შემცველ ნივთიერებებთან. მათ ორგანიზმში ტყვიის მტვრისა და ნაწილაკების მოხვედრის წყარო შეიძლება იყოს სათამაშოები, იატაკი და ფანჯრის რაფა. ბავშვის სისხლში ტყვიის აღმოსაჩენად საუკეთესო საშუალება სისხლის ანალიზია.

---

 

20.12.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/371802

ფრანგული კომპანია Automobiles Citroen SA “სიტროენ ჯორჯიას” ემიჯნება

საფრანგეთის საელჩო კომპანია “სიტროენ ჯორჯია”- სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, კომპანია “სიტროენ ჯორჯია” (Citroen Georgia) არ უნდა ასოცირდებოდეს სიტროენის ბრენდთან, რადგან Automobiles Citroen SA-სა და ამ იურიდიულ პირს შორის სამართლებრივი კავშირი არ არსებობდა და არ არსებობს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის საელჩომ სასწრაფო დახმარების მანქანების სკანდალურ ტენდერთან დაკავშირებით გაავრცელა. „ეს იურიდიული პირი არასდროს ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე ზემოთხსენებული კომპანიის იურიდიული წარმომადგენლის, ავტორიზებული იმპორტიორისა და მომწოდებლის ფუნქციებს. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს “სიტროენ ჯორჯიას” მიერ საჯარო ბაზრებზე გაკეთებულ შეთავაზებებთან“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში. გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი), რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. გაჩეჩილაძის ცნობით, “სიტროინის” მოგების შემდეგ, ტენდერი გაუქმდა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

21.12.2017

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

დავით სერგეენკო: "სოციალური დახმარების სისტემა სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს"

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. სერგეენკომ პრეზენტაციის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები შეაჯამა და ჯანდაცვის უწყების მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებაა. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული მეთოდიკა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს და მასში რიგი ხარვეზები არსებობს, რომელთა გამოსწორებაზეც ჯანდაცვის უწყება მუშაობას განაგრძობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4937881&name=21.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

დავით სერგეენკო: პაციენტს არ სურს, მივიდეს ექმიმთან, რადგან მას მედიკამენტის შეძენის საშუალება არა აქვს!

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. მინისტრის თქმით, პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. „მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ხელშემწყობია, რამდენადაც პაციენტს არ აქვს სურვილი მივიდეს ექიმთან, რადგან მას შემდგომი ნაბიჯის-მედიკამენტის შეძენის საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, სწორედ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კომპონენტი 6 თვის წინ ამოქმედდა და მალე მოგვეცემა საშუალება, გავაკეთოთ შუალედური შეფასება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. "დღეს სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემა ითვალისწინებს ოჯახის შემოსავალსა და ხარჯს. სრულიად გამოირიცხა სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფლობა, რაც წარსულში დახმარების მოხსნის მიზეზი ხდებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, სისტემა ითვალისწინებს ოჯახში ბავშვის და შშმ პირის არსებობას. "შესაბამისად დღეს, სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგია გაცილებით ობიექტური და სოციალურ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ცვლილებამ გახადა შესაძლებელი ბავშვიანი ოჯახების ზოგადი საჭიროებების უფრო მეტად გამოკვეთა. შედეგად დღეს 43.3%-ით მეტი ბავშვი იღებს დახმარებას, ვიდრე 2 წლის წინ, თუმცა, ვიდრე თუნდაც 1 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში,ნაადრევი და უხერხულია ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე საუბარი. აქვე გეტყვით, ისევ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაზე დაყრდნობით: ბავშვთა სიღარიბე ბოლო ათწლეულის განმავლობაში 48%-დან 18%-მდე შემცირდა", - განმარტა მინისტრმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4937852&name=21.12.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურება თანდათან უმჯობესდება

„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი. მაღალმთიან სოფლებში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება კვლავ პრობლემად რჩება. „კომერსანტი“ აღნიშნულ პრობლემაზე გასულ წელსაც წერდა. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და განცხადებისა, ბევრ სოფელში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები კვლავ არ არსებობს. იქ კი, სადაც ფუნქციონირებს, ან შესაბამისი აპარატურა საერთოდ არ აქვთ, ან პრობლემა საჭირო პროფილის ექიმების არარსებობაა. პირველადი დახმარების და ზოგადად სამედიცინო მომსახურების პრობლემებს კერძო სექტორშიც ადასტურებენ. როგორც, მაღალმთიან რეგიონებში - ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, მათთან სამედიცინო მომსახურების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ისინი სამკურნალოდ დიდ ქალაქებში გადაჰყავთ. მათივე თქმით, არ არსებობს პირველადი დახმარებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი, არ მუშაობს აფთიაქი და ა.შ. „კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა დეტალურად გაერკვია ამჟამად სულ რამდენი მედპერსონალი და ამბულატორია ემსახურება მთის მოსახლეობას. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებს ამ ეტაპზე 549 ექიმი და 938 ექთანი ემსახურება. რაც შეეხება ამბულატორიების რაოდენობას, მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ახლა დაახლოებით 500-მდე ამბულატორია მოქმედებს. გოგინაშვილის განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა ამ ეტაპზე აკმაყოფილებს სტანდარტებს და მთის მოსახლეობის მოთხოვნასაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4937846&name=21.12.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---