From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-25.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze
Received On : 25.06.2018 10:58
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 2 5.06.2018

ტელევიზია

25.06.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, თბილისში ხდება და ადამიანის შრომითი უფლების შესაძლო დარღვევას ეხება. ევროტექსის საწარმოს ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ ხელმძღვანელობა მათ აიძულებდა სამუშაოს დასრულების შემდეგ კიდევ რამდენიმე საათს ემუშავათ დამატებითი ანაზღაურების გარეშე. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ხშირად შენობის კარს კეტავდნენ და თანამშრომლებს გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5380236

---

 

25.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

დამტკიცცებული ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია და გეგმა. 2018 წლის შუაში დარგის სპეციალისტები აქტიურად საუბრობდნენ, რომ დავით სერგეენკოს უწყებას წლის ბოლომდე თანხების დამატება დასჭირდება. დააკლდება თუ არა წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაფინანსება წლის ბოლომდე აღებული ყველა ვალდებულების შესრულებისათვის?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379977

---

 

25.06.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

მასობრივი მოწამვლის ფაქტი ბათუმში. ძლიერი კვებითი ინტოქსიკაცია 100-მდე ადამიანს დაუდგინდა, აქედან ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში ერთი არასრუწლოვანი ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5380385

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5380518

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 11:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5380297

რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5380159

---

 

25.06.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 11:00

კარაოკე ბარიდან ინგოროყვას კლინიკაში. 15 წლის გოგონა სავარაუდოდ ალკოჰოლის ინტოქსიკაციით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5380296

---

 

24.06.2018

არხი: I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

ხიდი სოხუმსა და თბილისს შორის. განკურნების იმედით გადმოკვეთილი დე ფაქტო საზღვარი და ოკუპირებული აფხაზეთიდან უფასო მკურნალობისთვის ჩამოსული პაციენტები. აფხაზეთის მთავრობის მეთაური, დეფაქტო რესპუბლიკიდან ჩამოსული პაციენტების რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ყოველწლიურად მზარდი ციფრია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379901

---

 

24.06.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

ნარკოტიკების ერთ-ერთი ჯგუფი ოპიოიდებია, რომლებსაც ცედაციური მოქმედება ახასიათებს და იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. ამ ჯგუფს მმიეკუთვნება ის ნივთიერებებიც, რომელიც სამედიცინო სფეროშიც მცირე დოზით გამოიყენება, კერძოდ, მაშინ, როდესა პაციენტს ძლიერი ტკივილი ტანჯავს და ამ ტკივილს ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი ვერ ერევა. მსგავსი გაუსაძლისი ტკივილით საქართველოში ათასობით ადამიანი იტანჯება და არა მხოლოდ ისინი, ვინც მძიმე სენს ებრძვის. ძლიერი ტკივილი შეიძლება ახლდეს ისეთ დაავადებასაც, რომელიც სასიკვდილო ნამდვილად არ არის, თუმცა აუტანელმა, წამების ტოლფასმა ტკივილმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გაუსაძლისი გახადოს, ასეთ შემთხვევებში ექიმები პაციენტებს ოპიოიდებს ვერ უნიშნავენ, რითაც ირღვევა ადამიანის უფლება იცხოვროს ღირსეულად, ტკივილის გარეშე. მიზეზი ნარკოტიკულ სასუალებებზო კონტროლი და ექიმებში არსებული ფობიაა. იმედის კვირას აქვს პასუხი თუ რატომ იტანჯებიან ტკივილით და კვდებიან საქართელოში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379819

---

 

24.06.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

სამთავრობო ცვლილებების თუ პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს თემა, რომელიც ყველას გვეხება და მტელი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ. იყიდება სიკვდილი, მყიდველი ბევრია, ძირითადად ახალგაზრდები, იატაკქვეშეთში რიგებია ხელისუფლება კი ისევ ფიქრობს როგორი უნდა იყოს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. სამწუხაროდ გასული კვირაც მსხვერპლით დასრულდა, ერთი ძმა დაიღუპა ერთი კი სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379818

---

 

24.06.2018

არხი: I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

ნარკოტიკი, რომელმაც ერთ წელიწადში მსოფლიოში 65 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. იყო თუ არა საქართველოში რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი ფენტანილი, იგივე “თეთრი ჩინეთი”. ევროპაში ამ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან ყველაზე მეტი ადამიანი ესტონეთში გარდაიცვალა. რა პროგრამა აამოქმედა სახელმწიფომ საგანგაშო მონაცემის შესამცირებლად. ქართველი მომხმარებელი ტალინში, რომელიც ამ ქვეყნის ნარკოპოლიტიკის აქტიური მონაწილეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379898

---

 

24.06.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური დახმარების გარეშე. რატომ უხსნის შესაბამისი სამსახური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს შემოსავავლის ერთადერთ წყაროს. ნახევრად დანგრეული საცხოვრებელი, სახლის და გაზის გარეშე დარჩენილი მოასხლეობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379709

---

 

24.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია - კვლევაში, რომელიც ამერიკულმა სააგენტო "ვოქსმა" გამოაქვეყნა წერია, რომ ყოველ წელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად თითქმის 7 მილიონი ადამიანი კვდება, მათ უმეტესობას სიმსივნე და გულის სხვადასხვა დაავადება უვითარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379571

---

 

24.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

შეთანხმება მცირე და ოპერატიული მთავრობის კონცეფციის შესახებ შედგა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379437

---

 

23.06.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

მცირე მთავრობის კონცეფცია და სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში. კონსულტაციები სრულდება, მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობას უკვე 2 საათია ხვდება. წინასწარ დაანონსებული გეგმის მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379092

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5379075

---

 

23.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო. საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კი კიდევ ერთი სესია დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5378944

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5378553

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5378260

---

 

23.06.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

სოფელ ქვედა ჯოჭოს მკვიდრი ტარიელ ბარამიძე თავშესაფარს ითხოვს. სოციალურად დაუცველი ამბობს, რომ სახლი, რომელშიც 30 წელია ცხოვრობს საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით უამინდობის დროს. როგორც ამბობს, მცირეწლოვან შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის საშუალება არ აქვთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5378823

---

 

23.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

დააკლდება თუ არა წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაფინანსება წლის ბოლომდე აღებული ყველა ვალდებულების შესასრულებლად. ჟურნალისტმა თამუნა დემეტრაშვილმა დათვალა რამხელა შეიძლება იყოს წელს დეპიციტი რიცხვებში და ანალიტიკოსების პროგნოზებიც მოისმინა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება, თუმცა ფაქტები მაინც იმაზე მიუთითებს, რომ ანალიტიკოსების პროგნოზები ყველა წელს გამართლდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5377807

---

 

22.06.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 13:00

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით მოწესრიგდა სანიტარული ნორმები და გათბობის სისტემები. თბილისის ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საპარტნიორო ფონდს სახელმწიფოსგან 2 წლის წინ გადაეცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5376364

---

 

22.06.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 13:00

ნაძალადევის რაიონში დღეს დასაქმების ფორუმი იმართება. ღონისძიებაზე 15-მდე კომპანია სამუშაოს მაძიებლებისთვის 1500 აქტიურ ვაკანსიას წარადგენს. დამსაქმებლები ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან წარმოადგენენ. ფორუმი ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციტივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5376357

---

 

22.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

სამედიცინო დაწესებულებების 85%-ი კერძო მომგებიანია, რაც ნეგატიურია- ასეთია დავით სერგეენკოს პოზიცია, რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტარების წინაშე დააფიქსირა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375781

---

 

ინტერნეტი

25.06.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1529908411-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-EXCLUSIVE

რა სახის კოღოები და ტკიპები გაჩნდა საქართველოში და რა რისკი შეიძლება მოდიოდეს მათგან - EXCLUSIVE

ზაფხულის ცხელი დღეები და მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობისთვის ბევრ რისკს იწვევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, როგორ ავირიდოთ იმ დაავადებების საფრთხე, რომელთა ალბათობა ზაფხულის თვეებში მატულობს. ეს ეხება როგორც ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ პრობლემებს, ისე მწვავე ინფექციურ დაავადებებს, რომელთა სტატისტიკა, სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულში საკმაოდ იზრდება. არის თუ არა საქართველოში მალარიის საფრთხე, ტკიპების იშვიათი სახეობები, რაც ბოლო წლებში გაჩნდა და რეკომენდაციები სპეციალისტებისგან – „პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს ესაუბრა: – ზაფხულის ცხელი დღეები და მაღალი ტემპერატურა, როცა ის დღეების განმავლობაში გრძელდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ისე უკვე არსებულის გამწვავებას. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი; გადახურება, რომელმაც შესაძლოა, გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში გვქონია შემთხვევა, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო ფატალური შედეგი დამდგარა, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როდესაც მაღალ ტემპერატურას გამოუწვევია ფატალური შედეგი, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. იმას ვერ ვიტყვით, მამაკაცები უფრო იტანენ სიცხეს თუ ქალები, ბიოლოგიური თვალსაზრისით სპეციფიკური განსხვავება არ არსებობს, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანშიშესული ადამიანები და პატარა ბავშვები, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მაღალი ტემპერატურისგან მორიდება. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ, ტემპერატურას 40 გრადუსამდე კარგად ვუძლებთ. აი, 42 გრადუს ტემპერატურაზე უკვე გვიჭირს. უფრო მაღალი ტემპერატურა ჩვენთან იშვიათადაა, საღამოები მაინც გვაქვს გრილი. სამი დღე მაინც უნდა იყოს 42 გრადუსი, რომ სითბური დაკვრის ტალღამ მოიმატოს, მზის დაკვრა ჩვენთან უფრო ხშირია. მთავარი რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვაძლევთ მოსახლეობას – უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, არ დაველოდოთ მოწყურებას. ეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. თუ ამისი საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ, დღის რამდენიმე საათი გაატაროთ საზოგადოებრივ შენობებში, მაღაზიებში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება. ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე ინფექციური დაავადებების რისკი. მაგალითად, ჩვეულებრივზე 25-ით იზრდება მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა, საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების, ჯგუფური შემთხვევების სახით. ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას. ასევე, საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად მოსახლეობაში ენტეროვირუსს უწოდებენ, თუმცა ეს არ არის კლასიკური ენტეროვირუსი, ამ დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ზაფხულში, როცა ავადობა პიკს აღწევს. მოზრდილებში დიარეა რთულად არ მიმდინარეობს, ის უფრო მწვავეა და მისი მიმღებლობა მაღალია პატარა ბავშვებში, 2-დან 3 წლამდე. ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ჰიგიენური ნორმები და მისი პრევენციაც ამ ნორმების დაცვაა. ზღვაზე, როცა დედები მზეს არიან მიფიცხებული და შვილისთვის ძირითადად არ სცალიათ, ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს კენჭი და ინფექციური პრობლემაც გაჩნდეს. ბავშვს ზღვაზე ხელებს ვერ დავბანთ, მაგრამ ჰიგიენური ხელსახოცით ძალიან ხშირად უნდა გავუწმინდოთ. იგივე პრობლემა შეიძლება მოზრდილ ადამიანსაც გაუჩნდეს. პირადი ჰიგიენის წესების დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია პროდუქტების შენახვის პრობლემაც, რაც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. თუ პროდუქტი მაცივარში არაა შენახული, საკმარისია მასში 1-2 მიკრობი მოხვდეს, ის მაღალ ტემპერატურაზე აუცილებლად გამრავლდება. მწვანილს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს მიკრობი, მაგრამ მას თუ ცალკე მივიღებთ, არაფერს არ დაგვიშავებს, მაგრამ, როგორც კი ის მოხვდება არაჟანში ან მაიონეზში საკვების მომზადების პროცესში, უკვე პრობლემად იქცევა. მწვანილის ერთი უსაფრთხო მიკრობი მაიონეზიან საკვებში 20 წუთში ერთხელ ორმაგდება. შესაძლოა, სუფრაზე მაიონეზიანი საჭმელი მიიტანონ, სუფრის დასაწყისში მჯდომმა შეჭამოს, არაფერი დაემართოს და სუფრის ბოლოში მჯდომი ამ საჭმლით ავად გახდეს. მიკრობს უყვარს მაიონეზი, სუფრაზე 4 საათის განმავლობაში საკვებში მიკრობები ისეთ რაოდენობას მიაღწევს, რაც სრულიად საკმარისია, რომ ადამიანი დაავადდეს. სწორედ ამიტომ სჭირდება ასეთი პროდუქტების შენახვისა და დამზადების წესებს განსაკუთრებული დაცვა, მაიონეზითა და არაჟნით მომზადებული სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია. – გარდა ნაწლავური ინფექციებისა, არის დაავადებები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებთ, მაგალითად, მალარია, კოღოს მიერ დაავადების გადაცემის პიკური პერიოდი მაისიდან იწყება, არსებობს თუ არა ჩვენთან ამ ეტაპზე მალარიის გავრცელების საფრთხე? – საქართველო მალარიის მაღალი რისკის ქვეყანაა, რადგან ბევრია მალარიის გადამტანი კოღო. საბედნიეროდ, ოთხი წელია, არ გვქონია ადგილობრივი მალარიის შემთხვევა. ბოლო ასეთი შემთხვევები იყო კახეთში. თავის დროზე ყველა ასეთი ადამიანი დროულად აღმოვაჩინეთ და ვუმკურნალეთ, შესაბამისად, ადგილობრივი მალარიის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე არაა. კოღო კვლავ ბევრი გვყავს, მაგრამ არ არის ავადმყოფი, ვისგანაც კოღომ შეიძლება მალარია გადაიტანოს. რაც შეეხება შემოტანილი მალარიის შემთხვევებს, ყოველწლიურად დაახლოებით ათი ასეთი შემთხვევა გვაქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია შემთხვევა დროზე ვიპოვოთ და ვიმკურნალოთ. მთავარია, ადგილობრივი მალარიის საფრთხე არ გაჩნდეს. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმატარებელი, მალარიის ბუნებრივი გადამტანია კოღო ანოფელესი. არსებობს ეგზოტიკური დაავადებები: ზიკას ვირუსი, ლასა, ყვითელი ცხელება, ებალა, რომლებიც კოღოს გადააქვს. ამ დაავადებების გადამტანი კოღოები ჩვენთან არის, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ამაზე მთელი წელი ვახორციელებთ მეთვალყურეობას, სად რომელი კოღოა ქვეყანაში გავრცელებული. ბუნებაში კოღოს ვერავინ გააქრობს, მასთან ბრძოლა ფრთხილად უნდა წარმართო, რომ კოღოსთან ბრძოლაში ფუტკარი არ მოკლა. შავი ზღვისპირეთის საკურორტო ზოლში ანაკლიიდან სარფამდე უკვე მეოთხე წელია, ტარდება მთელი ზღვისპირეთის დამუშავება კოღოების საწინააღმდეგო დეზინფექციის საშუალებებით. – არის საქართველოში ახალი მწერების გაჩენის საფრთხე, რაც აქამდე არ ყოფილა? – გლობალური დათბობის პრობლემებთან ერთად იცვლება გადამტანი მწერების გავრცელების არეალები. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში, როგორც ხმელთაშუა, ისე შავი ზღვისპირეთში, რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა კოღო აედეს ეჯიპტი, რომელიც საერთოდ არ იყო. ეს კოღო საქართველოში ბოლოს ნაპოვნი იყო აფხაზეთში 80-იან წლებში. ხუთი წელიწადია, ეს კოღო ჩვენთანაც გამოჩნდა. მან შეიძლება გადაიტანოს ის ეგზოტიკური დაავადებები, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. მეორე ასევე იშვიათი ჯიშის კოღოა ალბოპიქტუსი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ სახეობის კოღოც გამოჩნდა. ასეთივე სიტუაციაა ევროპის სამხრეთში. ზოგ კოღოს ერთი დაავადება გადააქვს, ზოგს – მეორე, მათზე მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო, მუდმივად უნდა იყო ინფორმირებული, რომელი სახეობის კოღო გყავს და შესაბამისად, რა დაავადების გავრცელების საფრთხე გაქვს ქვეყანაში. – ჩვენთვის, ასევე, საინტერესოა ფლებოტომუსი, იგივე მოსკიტი, რომელთაც გადააქვთ ლეიშმანიოზი. ეს არის პარაზიტული დაავადება, მისი ერთ-ერთი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. ადრე ფლებოტომუსი მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისში გვხვდებოდა, ახლა ფლებოტომუსი ქუთაისშიც გაჩნდა. ბუნებაში ყველაფერი იცვლება, მათ შორის მწერების გავრცელების არეალებიც. ამას ემატება ტკიპები, რომლებიც ძალიან საშიში დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს. ის ტკიპი, რომელიც ცხოველებს, ძროხებს ჰყავთ, როგორც წესი, განსაკუთრებით საშიში არ არის. საქართველოში ტკიპის ძალიან ბევრი სახეობაა. მათ შორის 2-3 სახეობაა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ყირიმ-კონგო, ლაიმის ბორელიოზი. ყირიმ-კონგოს ცხელების უმეტესი შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადამიანებში, ვინც ძროხებს უვლიან. როგორც მათ თქვეს, ხელით მოაცილეს ცხოველს ტკიპი. ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ჩნდება, მაშინ როდესაც მრავლდება ტილები და ტკიპები. მათი გადამტანი ტკიპები ბინადრობენ ბუნებაში, სიმწვანეში, პრაქტიკულად ყველგან არიან აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე, დაფიქსირდა თბილისშიც, დასავლეთ საქართველოში ბორელიოზის გადამტანი ტკიპები ჯერ არ გვაქვს ნაპოვნი, მაგრამ ყირიმ-კონგოს გადამტანი ტკიპები იმერეთსა და რაჭაში არის. – ზაფხულში, როცა აქტიურად გვიწევს ბუნებაში ყოფნა, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან? – სახლში რომ დაბრუნდებით, უნდა დაათვალიეროთ სხეული, ეცადოთ, ბუნებაში ჩაიცვათ დახურული ტანსაცმელი. მთელი მსოფლიო დადის ბუნებაში, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემა, რაც აქვთ გერმანიაში. ეს არის ვირუსი – ტკიპის მერე ენცეფალიტი. ტყეში წავლენ, დაბრუნდებიან და ენცეფალიტი აქვთ. ჩვენ ამ დაავადების გადამტანი ტკიპი არ გვაქვს. ამის შიშით გერმანელები ტყეში არ დადიანო, ვერ ვიტყვით. ჩვენ ეს შემთხვევა ადამიანებში არ გვქონია, ბუნებაში ეს ტკიპი არსებობს. – ვაქცინაცია არის თუ არა ამ პრობლემებისგან თავდაცვის გზა? არის ეს დაავადებები მართვადი ვაქცინით? – არის დაავადებები, რომელიც ვაქცინაციით მართვადია, მაგრამ ვერ ვმართავთ. მაგალითად, წითელა, რომლის შემთხვევები ახლა გვაქვს... ვეხვეწებით ხალხს, ვევედრებით, მაგრამ მაინც არ იცრებიან. თქვენ რომ იცოდეთ, ადამიანთა რა ნაწილს აქვს შავბნელი წარმოდგენები ვაქცინაციაზე, გაოცდებით. ერთი დახურული ჯგუფია, სადაც რამდენიმე ადამიანი მყავს ჯაშუშად შეგზავნილი. მათგან ვიცი, ამ ჯგუფში რეებს წერენ, დაახლოებით, ისეთს, ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ მეორე ცხვირი რომ ამოსდის, ამაზე ნაკლები არ იწერება. გეტყვით ერთ რამეს – კვლევები აჩვენებს, რომ სოციუმის დაბალი ფენა უფრო იცრება, ყველაზე ნაკლებად იცრება ის ხალხი, ვისაც ინტერნეტთან აქტიური წვდომა აქვს და ახლობლობაში ექიმები ჰყავს, მაგრამ არაპედიატრები. მეცხვარეების ბავშვებს საძოვრებზე ვეძებთ და იქ ვცრით ხოლმე. მიწვდომადობის პრობლემა არ გვაქვს, რაც არ უნდა მიყრუებულ ადგილას ცხოვრობდეს ადამიანი, თუ ის არ არის რაიმე სექტანტური რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, როგორც წესი, ვაქცინაციაზე უარს არ ამბობს. ეს პრობლემა ევროპაშიც არის. ჰოლანდიაში არის პროტესტანტებით დასახლებული სოფელი, რომლებიც მოსექტანტო პროტესტანტები არიან და მთელი სოფელი უარს ამბობს აცრაზე. საქართველოში, საბედნიეროდ, ასეთი კომპაქტური დასახლებები არ გვაქვს. აცრების მოცვის ყველაზე დიდი პრობლემა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის თბილისში და ქუთაისში, ყველაზე კარგი მდგომარეობა აჭარაში გვაქვს. სტატისტიკა გვაქვს ასეთი – ვაქცინების უმრავლესობა, რაც ბავშვებმა უნდა გაიკეთონ, პირველ ჯერზე 90%-ის ფარგლებშია, მეორე ვაქცინაცია 80%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება დაცული იყოს, ეს მაჩვენებელი 95% მაინც უნდა იყოს, როგორც პირველი აცრის, ისე რევაქცინაციის შემთხვევაში. ყოველწლიურად რჩება ბავშვების 10%, რომელიც არ არის აცრილი. ბავშვები კიდევ უფრო დაცულები არიან, მეტ-ნაკლებად, არის 18-დან 30 წლამდე პოპულაცია და, ასევე, პოპულაცია 40 წლამდე, სადაც ბევრი პრობლემაა. ყველაზე მეტად ახლა წითელა ამ პოპულაციაში ემართებათ და მათთან უფრო მძიმედ მიდის. ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ის პოპულაციაა, ვინც ბავშვებს აჩენს. თუ დედა არ არის იმუნური, ბავშვს არ ექნება თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს, სანამ პირველად აცრიან. თუ დედისგან იმუნიტეტი ვერ მიჰყვება, მას არ ცრიან, აქედან გამომდინარე, ბავშვებში ერთ წლამდე წითელა ხშირია და საკმაოდ მძიმედ მიდის. – იყო საუბრები აცრისგან თავის არიდების დროს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და იძულების წესით აცრებზე, ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია? – ამ თემაზე ვმუშაობთ, ოღონდ ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, წინასწარი კონსულტაციების დონეზე როგორც პარლამენტში, ისე სამეცნიერო დონეზე. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ გზით ბევრი ქვეყანა წავიდა, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია. ერთი წელი გახდება, რაც მათ კანონმდებლობებში ცვლილებები შევიდა. იტალიაში, საერთოდაც, ბავშვს სკოლაში, ბაღში არ მიიღებენ, თუ აცრა არ აქვს გაკეთებული. არის მოდელი, სადაც მშობელი ფინანსური სანქციით ისჯება, თუ შვილს არ აცრის. ეს ქვეყნები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემაზე. სანამ ძალიან არ გაუჭირდათ, რეგულაციები ვერ მიიღეს. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ამ ქვეყნებში გამკაცრებული რეგულაციები და მერე მათ დანერგვაზე ვიფიქრებთ, სხვა გზა არ რჩება. თუ მშობელი არ ფიქრობს, ბავშვის ჯანმრთელობაზე, მაშინ ეს ვალდებულება თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/500205-eqimi-mckhethis-samedicino-centrshi-shemoyvanili-pacientebidan-erthis-mdgomareoba-mdzimea.html

ექიმი - მცხეთის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 19 პირიდან 11 მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლაშა ბუთურიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაშავებულები კლინიკაში ამ წუთებში შეჰყავთ.  „ამ დროისთვის ჩვენთან მოთავსებულია 11 პაციენტი. ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში მიმდინარეობს გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის მუშაობის აღდგენა, რადგან დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევები“, - განაცხადა ბუთურიშვილმა.  წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 19 ადამიანია დაშავებული. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.  როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ტრაილერი და მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/500209-jeo-hospitalsi-tserovanshi-momkhdari-avariisas-dashavebuli-8-piridan-natsilis-mdgomareoba-mdzime-natsilis-ki-sashualo-simdzimisaa.html

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/500217-tserovanshi-avtoavariisas-dashavebul-or-pacients-operacia-utardeba.html

---

 

24.06.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/12238-arasrultslovantha-marthlmsajulebis-sakithkhebze-gamomdzieblebi-gadamzaddnen

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გამომძიებლები გადამზადდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა დამატებითი გადამზადების 5-დღიანი კურსი გაიარა. შსს - ს ცნობით, პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეირჩნენ, სადაც ყველაზე მაღალია არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი. გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე. სწავლება მოიცავდა როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის მიზნით, ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმას ერთად განიხილეს ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=74330

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1529822633-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1

---

 

24.06.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=74349

მამუკა მდინარაძე: ყველა დეტალთან მიმართებაში მამუკა ბახტაძემ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო და ეს არის ძალიან კარგი

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნაწილი ინფრასტრუქტურის, ნაწილი ჯანდაცვის, ნაწილი კი შერიგების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა“, – როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, ფუნქციები უწყებებზე რაციონალურად გადანაწილდება და საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას უზრუნველყოფს. „საბოლოო ვარიანტი როდესაც ჯერდებოდა, შერიგების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე უნდა იყოს საუბარი. აქ არ არის ისე, რომ ამ სამინისტროს და ამ მინისტრს უერთებენ ყველა ფუნქციას. იქ არის მშენებლობის მომენტი, რომელიც უნდა შეუერთდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოციალური მომენტი - ამ კომპონენტს წაიღებს ჯანდაცვის სამინისტრო. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი და მდგენელი. იცით, რომ მინისტრები და სამინისტროები ძირითადად დაკავებულები უნდა იყვნენ პოლიტიკის კეთებით. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ ჩვენ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი აზრით ასე ყალიბდება, რომ შერიგების და დევნილთა საკითხები განვიხილოთ ერთიან პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე განმარტავს, საბოლოო ჯამში, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტროთა რაოდენობა 11-მდე შემცირდება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სტრუქტურულ დაყოფასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო და რიგ შემთხვევებში გაითვალისწინა განსხვავებული მოსაზრებებიც. „იყო საინტერესო დისკუსიები, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ფინალში გავედით დასკვნით ეტაპზე ამ კონსულტაციების და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ შევჯერდებით 11 სამინისტროზე. ყველაზე კარგია, რაციონალური და შედეგთან მიმართებაში პოზიტიური, რაც საზოგადოების ყველა წევრს გამოდგება საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ის რომ პრემიერი ბახტაძე თითოეულ გადაწყვეტილებას ათანხმებს გუნდთან დეტალურად. როდესაც მან წარმოადგინა თავისი ხედვა, ვერ გეტყვით, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვალა იქ პოზიციები, მაგრამ ყველა დეტალთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღო მან გუნდთან ერთად და ეს არის ძალიან კარგი. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე როდესაც ვსაუბრობდით და ეს დაადასტურა მამუკა ბახტაძემ, ესეც უკვე ნათლად გამოჩნდა პირველივე დღეების განმავლობაში, როდესაც კონსულტაციები გამართა გუნდის შემადგენლობასთან“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ. მისვე განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გამართულ კონსულტაციებზე პერსონალიებსა და კონკრეტული მინისტრობის კანდიდატებზე დისკუსია არ ყოფილა, თუმცა მას შემდეგ რაც სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, შემდგომ დღის წესრიგში ახალი მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება. მდინარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გუნდის წევრებთან კონსულტაციებს ამ თემებზეც გაივლის.

---

 

24.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samto-dartyma-tu-adamianuri-gadacdoma-ratom-daigupnen-meshaxteebi

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა - რატომ დაიღუპნენ მეშახტეები

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრო იყო ადამიანური გადაცდომის და შრომითი პირობების დარღვევის ბრალი, რაზეც პასუხისმგებლობა „საქნახშირის“ ადმინისტრაციას ეკისრება - ასე შეაფასა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა უკრაინელი ექსპერტების დასკვნა. მინდელის შახტში, სადაც 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 23-26 აპრილს უკრაინის თავისუფალი პროფკავშირის ინსპექტორ-წარმომადგენელი და უკრაინის ქვანახშირის მრეწველობის, სამთო სამაშველო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იმყოფებოდნენ. მეშახტეების სიკვდილიდან 18 დღის შემდეგ ექსპერტებმა უბანი დაათვალიერეს და გაესაუბრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა ვერ გაეცნენ საჭირო დოკუმენტებს, დაკითხვის ოქმებსა და სხვა ნივთმტკიცებებს, რადგან ისინი საგამოძიებო ორგანოსთვისაა გადაცემული. პროკურატურა საქმეს ამ დრომდე იძიებს. საქართველოს პროფკავშირის თავმჯდომარე სამთო დარტყმას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. მიზეზებზე კი პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ შახტის უბანზე ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს მეთანის შედეგად აფეთქების ისეთი კვალი, როგორიცაა მაგალითად - სპეციფიკური დამტვერიანება, სავენტილაციო მილზე დამწვრობა, ტანსაცმლის ნამწვავები და ა.შ. ექსპერტებს, ასევე არ მიეცათ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შესაძლებლობა, რის საფუძველზეც გაირკვეოდა, ჰქონდათ თუ არა მუშებს დამწვრობა, თუ მათი სიკვდილის მიზეზი სხვა რამე იყო. „ბუნებრივ აფეთქებას აქვს თავისი ეფექტი, რაც ექსპერტებმა ადგილზე ვერ ნახეს. ამიტომ, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იყო სამთო დარტყმა და იყო ადამიანური გადაცდომა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გასცა ამაზე ბრძანება და ა.შ. ამ ყველაფერზე ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა. თუმცა უკრაინელი ექსპერტების 21-გვერდიანი დასკვნა ასე ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს სამთო დარტყმას.. უკრაინელების ვარაუდით, ავარიის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ, საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად წარმართვა ყოფილიყო, თუმცა ამის პარალელურად, სხვა ვერსიებზეც საუბრობენ და მათ შორის, სწორედ, ბუნებრივი, ტექნოგენური მოვლენებია. ვერსია პირველი პირველი ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი მონაკვეთის სივრცეში მეთანო-საჰაერო ნაერთი აფეთქდა. აფეთქებაში ნახშირის მტვერი არ მონაწილეობდა და მეთანო-საჰაერო ნაერთის გაალების წყარო ნახშირის თვითაალება გახდა. მეთანის აფეთქებადი კონცენტრაციის წარმოქმნის მიზეზი შემუშავებულ სივრცეში ჰაერის გაჟონვა იყო (არახარისხიანად იზოლირებული ძველი სამთო საშახტო მუშაობის გზით). ვერსია მეორე მეორე ვერსიის მიხედვით: იმავე ღრუს მონაკვეთის №3 ღუმლის სივრცეში მეთანო-საჰაერო ნაერთი აფეთქდა. ნახშირის მტვერს არ მიუღია აფეთქებაში მონაწილეობა. აფეთქებადი კონცენტრაციის მეთანის წარმოქმნის მიზეზი გახდა №3 ღუმლის ვენტილაციის დარღვევა ჰაერის ზედმეტად ნორმატიული გაჟონვის გამო. სავენტილაციო აღჭურვილობით, რომელიც დაყენებული იყო ერთ-ერთ ღრუში და ჩიხური საფარების ვენტილაცია ერთი ადგილობრივი ვენტილაციით საჰაერო მილსადენის გამოყენებით საერთო ჩიხებისათვის. მეთანო-საჰაერო ნაერთის დაწვის წყარო შესაძლოა, ყოფილიყო აფეთქების სამუშაოები ან წყარო, რომელიც გარედან იყო მოტანილი. ვერსია მესამე მესამე ვერსიის მიხედვით - ერთ-ერთი ღუმლის მასის საფარის მონაკვეთში აირდინამიკური პროცესი მოხდა. ГДЯ-ს კლასიფიკაცია და ავარიის მიზეზები შესაძლოა, იყოს შახტის საფარის კვლევის შემდეგ. იზოლაციასთან უხარისხო სამუშაოების გამო, იზოლირებულ მოცულობაში განხორციელდა განაწილებული ნახშირის გაალება, რომელიც გადაგდებული იყო ნარჩენში ГДЯ-ს დროს. ვერსია მეოთხე ხელოვნურად შექმნილი ღრუს მონაკვეთზე მოხდა სამთო-ტექნიკური დარტყმა. სამთო-ტექნიკური დარტყმის მიზეზი შესაძლოა, იყოს გაზრდილი სეისმური აქტიურობა უშუალოდ ავარიის დაწყებამდე; შედეგი - ჩამოკიდული ქვიშაქვის უეცარი ვარდნა ერთ-ერთი ღრუს მონაკვეთის შემუშავებულ სივრცეში და მასთან დაკავშირებულ სივრცეებში, სადაც ადრე მუშავდებოდა ლავა ნახშირის სვეტის არასაკმარისი სიგანის გამო, განხილულ შემუშავებულ სივრცეებს შორის. ტყიბულელი მეშახტე, 5 აპრილს დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის ძმა, მირზა „ლიბერალთან“ საუბარში ორივე ვერსიას გამორიცხავს. მირზას განმარტებით, მას პროკურატურასთან ინტენსიური კონტაქტი აქვს და ამბობს, რომ მეშახტეების დაღუპვის მიზეზი არც სამთო დარტყმა და არც ადამიანური გადაცდენის ფაქტორი არ ყოფილა. გამეზარდაშვილს, ასევე შეკითხვები აქვს უკრაინელი ექსპერტების გამოკვლევის პროცედურებთანაც და ამბობს, რომ „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ 5 აპრილის შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე დღეში უბანზე წყალი ჩაუშვა, შესაბამისად, 23 აპრილისთვის, როცა უბანზე უკრაინელები ჩავიდნენ, უკვე ყველა მტკიცებულება განადგურებული იყო: „რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ, რა ნახეს უბანზე, ეს ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ, დაველოდები გამოძიებას და ამის შემდეგ, ყველაფრის თქმის საშუალება გვექნება“, - ამბობს მირზა, რომელიც დღესაც მინდელის შახტში მუშაობს. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (რომელიც „საქნახშირს“ ფლობს) ადმინისტრაციული დირექტორი, ნინო ჯორბენაძე განმარტავს, რომ უკრაინელების დასკვნაში ვერსიებს შორის ბუნებრივი აფეთქების ვერსიაც განიხილება და შესაძლოა, კომპანია ამ ვერსიებს იზიარებდეს, თუმცა რთულია გამოძიების დასრულებამდე რაიმეს თქმა: „ესაა ვარაუდებზე დამყარებული დოკუმენტი. ექსპერტები იმყოფებოდნენ იმ უბანზე, რომელზეც ადმინისტრაციასაც კი არ აქვს წვდომა, რადგან ის დალუქულია და გამოძიება მიმდინარეობს. თან ადგილზე ყველაფერი ჩამოშლილია და დოკუმენტი მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოს კომპეტენტურ დასკვნებს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 5 აპრილს, დილის 4 საათზე, შახტში 58 წლის გოგი რაფავა; 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი; 49 წლის ბესიკ გურგენიძე; 45 წლის მირზა ქურციკიძე; 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი და 25 წლის პავლე გამეზარდაშვილი დაიღუპნენ. მეშატხეები 10 აპრილს დაკრძალეს. 3 დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობდა. ტყიბულის შახტები კომპანია „საქნახშირს (ჯი-აი-ჯი ჯგუფს) ეკუთვნის. ქალაქში ორი - მინდელისა და ძიძიგურის შახტები მუშაობს.

---

 

24.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ra-shemtxvevashi-sheamowmebs-jandacvis-saministro-pacientis-danishnulebas-/21373

რა შემთხვევაში შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის დანიშნულებას?

იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულებაში პაციენტს ხუთი, ან მეტი დასახელების მედიკამენტი ექნება მითითებული, მას შეეძლება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დანიშნულების გადამოწმებისთვის მიმართოს. როგორც სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი BM.GE-თან საუბრისას განმარტავს, შემოწმების მექანიზმი ძალიან მარტივი იქნება. "კერძოდ, არსებობს კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და რეკომენდაციას გასცემს პაციენტის მიმართ. სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს მაშინ, როდესაც დანიშნულებაში არის სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე გენერიული პროდუქტი ორი და მეტი რაოდენობით; ასევე, იმ შემთხვევაში თუკი ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებია დანიშნული ორი ან მეტი რაოდენობით. გარდა ამისა, როდესაც დანიშნულებაში არის მედიკამენტების აბსოლუტური შეუთავსებლობა, ისევე როგორც მაშინ, როდესაც ორზე მეტი ანტიბიოტიკი აქვს პაციენტს დანიშნული. არსებობს მეხუთე კრიტერიუმიც - როდესაც პაციენტს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები აქვს დანიშნული", - განმარტა ნათია ნოღაიდელმა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ელექტრონული, ისე სოციალური მომსახურების ცენტრში წერილის შეტანის გზით წარმოდგენილ დანიშნულებებს სპეციალურად პოლიფარმაციის პრევენციისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაეცნობა, რომელიც ტექნიკური ადმინისტრატორებითა და კლინიკური ფარმაკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული. ნათია ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული ჯგუფი ახლა ყალიბდება და იმდენი ადამიანი იქნება ჯგუფში, რამდენიც საჭირო იქნება არსებული დატვირთვიდან გამომდინარე. სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის მკურნალობის პროცესში ისინი არ ერევიან, რადგან მათი მხრიდან არ მოხდება მედიკამენტის დანიშვნის მიზნობრიობის საკითხის განხილვა, არამედ, სამინისტრო შეამოწმებს, ხომ არ არის პაციენტის დანიშნულებაში გარკვეული რისკები ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით. "მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გასცემს სამინისტრო რეკომენდაციას როგორც პაციენტის, ისე ექიმის მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ერთი ექიმის მიმართ წლის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი ფაქტი აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული, შესაძლებელია, ეს მომავალში გარკვეული სანქციების გამოყენების საფუძველი გახდეს", - განმარტავენ სამინისტროში. პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნათია ნოღაიდელის თქმით, ის უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

---

 

24.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-shesadzloa-chexuri-samedicino-kompaniebi-shemovidnen

საქართველოში შესაძლოა ჩეხური სამედიცინო კომპანიები შემოვიდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით 5 საერთაშორისო ჩეხური ორგანიზაციის შემოთავაზებული სამედიცინო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ცნობილი სამედიცინო კომპანიები, როგორიცაა ,,Medin’’,,ProSpon’’,,ZPT’’ ,, MZ Liberec’’,, UJP PRAHA’’. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის საქმიანობას: ,,MEDIN’’ ჩეხური კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მორავიაში მდებარეობს. კომპანიის აქცენტს წარმოადგენს სამედიცინო ინსტრუმენტებისა და იმპლანტანტების წარმოება და გავრცელება. კომპანიამ დაახლოებით სამოცი წლის წინ დაიწყო სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წარმოებაც. ამჟამად პორტფელი შედგება ოთხი ძირითადი ჯგუფისგან – ტრავმატოლოგია, ქირურგია, ორთოპედია და სტომატოლოგია. MEDIN ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია ევროპული მწარმოებლების ასორტიმენტში. ,,ProSpon’’ არის ჩეხური კომპანია, რომელიც დაარსდა 1992 წელს . კომპანიის მიმართულებებია ორთოპედია, ტრავმატოლოგიისა და ქირურგიის იმპლანტანტებისა და ინსტრუმენტების წარმოება და განაწილება. ,,MZ Liberec’’ აწარმოებს სამედიცინო და ტექნიკურ გაზს, რომელიც თარიღდება 1957 წლით. კომპანია აწარმოებს, აწვდის და ანაწილების სამრეწველო და ტექნიკურ აირებს.. საწარმოო პროგრამის განუყოფელი ნაწილიებია წყარო ხიდები, მბრუნავი ჭერის კომპლექსები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შემდგომში აღჭურვილია საოპერაციო ოთახებით, ანესთეზიოლოგიური რეანიმაციის დეპარტამენტებით და სტანდარტული საძინებელი ოთახებით. ,,ZPT’’ კომპანიაა, რომელიც 1993 წლიდან მუშაობს საკომუნიკაციო და სასიგნალო სისტემებზე, წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია უზრუნველყოფს ასობით საავადმყოფოს, პოლიკლინიკებს, საპენსიო სახლებსა და ჯანდაცვის ობიექტებს. პრეზენტაციას ესწრებოდა შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, რომელმაც განაცხადა რომ მსგავსი ღონისძიებები ჩეხეთისა და საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში მნიშვნელოვანია და აქ წარმოდგენილი პროექტები განხორციელების შემთხვევაში დიდ ბენეფიტს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. ,,წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჩეხური კომპანია, რომლებმაც საკუთარ პროდუქციაზე ისაუბრეს, ასევე გაგვაცნეს სამედიცინო პროექტები, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს. გამომდინარე იქიდან თუ რას ითვალისწინებს თითოეული მათგანი, თითოეული პროექტი არის განსხვავებული, ზოგი მათგანი გრძელვადიანია, ზოგიც კი, პირიქით, მოკლევადიანი. მნიშვნელოვანია, რომ ზოგ კომპანიას უკვე აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. მათ მფლობელობაში რამდენიმე კლინიკაცაა,რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა ტექნოლოგიით. მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოდგენილია ონკოლოგიური მიმართულებაც. ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე პროექტი მოეწონა. დავაკვირდებით, ვნახავთ თუ რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი, რამდენადაა კავშირში იმ მოთხოვნებთან, რაც ჩვენ გვაქვს, რამდენად ხელმისაწვდომი და ხარისხიანია. ეს არის ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებისთვის კარგი საშუალება და მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა შედგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები, შერჩევის შემთხვევაში, განხორციელდება არამარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც’’- განაცხადა ზაზა ბოხუამ

---

 

23.06.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=176918-%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98

,,28 წლი კაცი ჭკუასუსტმა ინვალიდად აქცია" - გოდერძი ჩოხელის შვილის მძიმე ისტორია, ნიკა ჩოხელს დახმარება სჭირდება

ფეისბუქმომხმარებელი ირმა სანაძე სოციალურ ქსელში 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა ჩოხელის შესახებ წერს, რომელიც სამი წელია საწოლს არის მიჯაჭვული. "ეს ნიკა ჩოხელია , გოდერძი ჩოხელის შვილი , ჯან-ღონით სავსე ადამიანი , ჩემი კეთილშობილი ნიკუშა, რომელიც ისეთივე ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა ,რომელსაც ტორმუზი და გაზი, აერია ერთმანეთში, გზის იქით მდგომ ბიჭს, მთელი სისწრაფით დაეჯახა , ხრამში გადააგდო . ეს ჯანმრთელი , 28 წლის კაცი და ინვალიდად აქცია . ნიკა , 3 წელია , საწოლსაა მიაჯაჭვული . ხოდაა , ამიტომ საშინლად ვბრაზობ ,ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ასეთ , ჭკუასუსტ მძღოლებზე ( არააქვს მნიშვნელობა , კაცია თუ ქალი ) , რომლებიც ,საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს .. რა მარტივად სათქმელია ,არა , დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები .. ეხლა, იმ ოჯახებს მოუყევით , როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ,არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები .. წეღანდელი , აქტიური , გამპრავებელი ქალები არ გამომეხმაუროთ ,ამ პოსტზე , გაფრთხილებთ ... პ.ს. რადგან ამდენი კითხვა დაისვა და ძნელია ,ასე სათითაოდ,პასუხის გაცემა , ჩემო მეგობრებო, თბილებო და გულისხმიერებო , მინდა გითხრათ,რომ ,ნიკას დიაგნოზი ასეთია : ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა .. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე ,მაგრამ,შედეგი არის , დამბლა .. წლები სჭირდება აღდგენით პროცესს ..რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა ,ძალიან ხანგრძლივი პროცესია .. ექიმებმა არ იციან,აღდგება თუ არა .. ამეტაპზე ველოდებით ახალ პასუხებს .. თუკი საჭირო გახდა ,ისევ სადმე წასვლა,სარეაბილიტაციოდ , რადგან,აქ,ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვე დახმარების სურვილი ,მერე დავწერ ანგარიშის ნომერსაც .. დიდი მადლობა , გულისხმიერებისთვის და სიყვარულისთვის ,ოჯახის სახელით გიხდით , ძალიან დიდ მადლობას

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/206645

საყოველთაო ჯანდაცვა სულ ღაფავს - ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს კომპეტენცია მართოს უწყების რამდენიმემილიარდიანი ბიუჯეტი - სერგო ჩიხლაძე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ხარვეზებზე "ჯი-ეიჩ-ენთან" ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე საუბრობს. - ბატონო სერგო, თქვენ რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის სერიოზულად მისახედი და დასახვეწი. რამდენი დღის წინ უკვე ახალმა მთავრობამ და პრემიერმაც განაცხადეს იგივე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კვლავ სერიოზული პრობლემებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში? - დიახ. პროგრამა კვლავ დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. საყოველთაო ჯანდაცვა კვლავ დეფიციტურია. ხარჯვის მსგავსი ტენდენცია თუ გაგრძელდება, წლის ბოლოს მაინც დაგროვდება 40-45 მილიონი გადახარჯვა პროგრამაში. თან უფრო ხარჯიანი თვეები წინ არის კიდევ. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი გადის, მას შემდეგ, რაც მინისტრის გადაწყვეტილებით დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ფინანსურად შეეზღუდა საყოველთაო სერვისებით სარგებლობა. არაფერს ვამბობ 4-6 თვიან დავალიანებებზე სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის მიმართ. ამასაც თუ გავითვალისწინებთ, რეალური გადახარჯვა 2-3 ჯერ მეტი იქნება ვიდრე, პროგნოზირებადი 40 მილიონი. ცალკე თემაა კიდევ შედეგები, ვხარჯავთ 3-ჯერ მეტს ჯანდაცვაზე, მილიარდობით ლარს და გლობალურად რა შედეგებზე გავდივართ?! 2012 წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მომატებულია - იყო 11 ათას მოსახლეზე და გახდა თითქმის 14. სიცოცხლის ხანგძლივობა იყო 74,7 წელი და გახდა 72,7 წელი. მაშინ, როდესაც ევროპაში 80-ზე მეტია. - სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ისმის საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა მხრიდან. კერძოდ, ის რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი ჯიბიდან უწევს ხარჯების დაფარვა და რომ ის სერვისები, რაც ადრე ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ახლა აღარ ფინანსდება. რა კატეგორიაზეა საუბარი, როდესაც თქვენ ახსენებთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უფინანსდებათ ესა თუ ის სერვისები? - ეს არის 2 ჯგუფი ძირითად. პირველი, თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები - თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 500 ლარს, შემთხვევის დაფინანსება განხორციელდება მოქალაქის მიერ ჯიბიდან. სახელმწიფო ჩაერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასანაზღაურებელი თანხა გადაცდება 500 ლარს. ასეთი არის დაახლოებით 1 100 000 ადამიანი. ცოტა მეტიც. მეორე ჯგუფი არის წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები - თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 1000 ლარს, შემთხვევის დაფინანსება განხორციელდება მოქალაქის მიერ ჯიბიდან. სახელმწიფო ჩაერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასანაზღაურებელი თანხა გადაცდება 1000 ლარს. ასეთი მოსახლეობა კი არის დაახლოებით 300 000. მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სერვისების მოხმარებისას, შემთხვევათა 90%-ში ხდება ზუსტად ასეთი სერვისების გამოყენება, 500-1000 ლარამდე. ანუ ოპერაციებს და რამდენიმე ათასიანი ხარჯებს იყენებს მოსახლეობის მცირე ნაწილი. შესაბამისად, გამოდის, რომ ეს 1,5 მილიონი მოქალაქე სწორედ, რომ თავის ჯიბიდან ფარავს ხარჯებს. არაფერს ვამბობ წამლებზე, ეს ცალკე პრობლემაა კიდევ და აქ აღარ შევჩერდები. გასაკვირიც არ არის, რომ მოიმატა უკმაყოფილოთა რიცხვმა. ასევე, არ დაგვავიწყდეს ბოლო კვლევები, რომელიც ასევე აჩვენებს, რომ მომატებულია ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯები მოსახლეობაში, რაც სავსებით ახსნადია იმ არასწორი პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც სამინისტრო და პირადად მინისტრი სერგეენკო ატარებს ჯანდაცვის სფეროში. - როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია სამინისტრომ ამ პროგრამის მართვის ასეთი, თქვენი აზრით, არაეფექტური მეთოდი? არ იყოს სხვა გზა ხარჯების შეკავების? - გზების ძიება და ალტერნატივების შეთავაზება წლებია გრძელდება, ფაქტიურად პირველივე დღიდან რაც ეს პროგრამა დაიწყო. მეც პირადად, სხვა სპეციალისტებიც, ძალიან მაღალი ზუსტი სიზუსტით ვპროგნოზირებდით ყველა იმ სირთულეს და ხარჯების დეფიციტს რაც ასეთი მართვას მოჰყვებოდა. რასაკვირველია, იყო მსჯელობა საყოველთაოს დახვეწის, ფინანსური გამართულობის ანგარიშგების გაუმჯობესების შესახებ. შეთავაზებული იყო სხვადასხვა მეთოდოლოგია, როგორებიცაა დაშენების, შემავსებელი პრინციპები, რისკების გადანაწილება სახელმწიფო და და კერძო სექტორს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და ეს ვერ გააცნობიერა სამინისტრომ, პარალელურად პირველადი ჯანდაცვის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის სრული მოდერნიზაცია, რაც ასევე გაზრდიდა პროგრამების ეფექტურობას და შეამცირებდა ხარჯებს ჰოსპიტალურ სექტორზე. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრმა ეს არ გაითვალისწინა და აირჩია ყველაზე არაეფექტური და არასწორი გზა, რომ მექანიკურად ჩაეხსნა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ფენა სახელმწიფო პროგრამიდან, რომ გათავისუფლებულიყო მუდმივი დავალიანებისგან. როგორც ვხედავთ ამანაც ვერ უშველა საქმეს, და არც არის გასაკვირი. სახეზე გვაქვს ჯანდაცვის პროგრამების და ასეული მილიონობით ლარის აბსოლუტურად არახარჯთეფექტურ მართვასთან. ჯანდაცვის მინისტრს არ გააჩნია არც მენეჯერული უნარები და არც კომპეტენცია, რომ მართოს რამდენიმე მილიარდიანი ბიუჯეტი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით. სხვათა შორის საქართველოს მთელი ბიუჯეტის 1/3 აბარია ამ სამინისტროს. - თუმცა მთავრობის განცხადებები, რომ გადახედავს ამ პროგრამას და შეიტანს ცვლილებებს, ალბათ იძლევა იმის იმედს, რომ სახელმწიფო პროგრამები სწორი მიმართულებით განვითარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? - ვერ გავიზიარებ თქვენს ოპტიმიზმს. სახელმწიფო მოხელეები პრობლემებს აღიარებენ და გამოთქვამენ სურვილს, რომ რამე შეცვალონ ხოლმე, ოღონდ ამას აკეთებენ რამდენიმე წლიანი დაგვიანების შემდეგ, როდესაც ბიუჯეტი შეჭმულია, ხარისხი დავარდნილი და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული. ამ შემთხვევაშიც ასეა. თანაც ამას წარმოადგენენ ისე, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინეს, რაც მანამდე არ გვითქვამს. გარდა ამისა, ვინმეს თუ არ ახსოვს შევახსენებ, რომ სახელმწიფო პირები, ჯანდაცვის სამინსიტროს, ასევე პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები ხშირად ფასადურად განაცხადებენ ხოლმე რეფორმების აუცილებლობაზე, მაგრამ არასდროს არაფერი არ მიჰყავთ ბოლომდე. შეგახსენებთ წამლების კომპონენტს გასულ წელს, როდესაც 250 000 ადამიანს უნდა ესარგებლა ამ პროგრამით და ისარგებლა 14 000-მა მხოლოდ, ანუ ჩავარდა ეს პროგრამა. ან საერთოდ არანაირ ნაბიჯს არ დგამენ განცხადებების მიღმა, როგორც ეს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მოხდა. ასევე გვახსოვს, როგორ „დახვეწეს“ თვითონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლისგანაც სახელის მეტი არაფერი დარჩა. რადგანაც რაც დღეს გვაქვს მას საყოველთაოს ვერ ვუწოდებთ, რა თქმა უნდა.

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-programas-fulis-damateba-shesadzloa-welsac-daschirdes/21329

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფულის დამატება, შესაძლოა, წელსაც დასჭირდეს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფულის დამატება, შესაძლოა, წელსაც დასჭირდეს. ხაზინის მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებული საშუალო დღიური ხარჯვის, 2 მილიონ 40 ათასი ლარის, მომდევნო 6 თვეში გაგრძელების შემთხვევაში, დაგეგმილ ბიუჯეტს -704 მილიონ ლარს, 43 მილიონ ლარამდე დააკლდება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წელსაც ისეთივე ბედი ელის, როგორც წინა წლებში და მთავრობას დამატებითი ფულის მოძიება მოუწევს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის ეფექტური ადმინისტრატორი და ადგილი აქვს ფულის უყაირათო ხარჯვას, რაც სიღარიბის მაჩვენებელზეც აისახება. დეპუტატი სამინისტროში არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში პრობლემის მოგვარებას გამორიცხავს. ,,საყოველთაო ჯანდაცვა არის დიდი ხვრელი, რომელიც იწვევს ფულის უყაირათო ხარჯვას და აზიანებს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას“-განუცხადა bm.ge-ს ჭიაბერაშვილმა. ის რომ ფული შეიძლება საკმარისი არ იყოს, მოულოდნელი არ არის ექსპერტებისთვისაც. პრობლემას ისინი თავად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ხედავენ და ამბობენ, რომ თუ ის სასწრაფოდ არ შეიცვალა, ხარჯები მუდმივად მზარდი იქნება. სერგი ჩიხლაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გასულ წელს პროგრამის დიფერენციაცია მოხდა და მილიონზე მეტ ადამიანს, მათი შემოსავლის გათვალისწიებით, სერვისების ნაწილი აღარ მიეწოდება. ექსპერტი ამბობს, რომ რომ ამ ადამიანების პროგრამაში სრულფასოვნად დარჩენის შემთხვევაში დანაკლისი ბევრად მეტი იქნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამ პროგნოზებს არ იზიარებენ. ამბობენ, რომ პროგრამის ადმინისტრირება უკეთ ხდება, რისი ერთ-ერთი მაგალითიც ე.წ. გაურგენტულების პრობლემის შემცირებაა. ,,ჯერჯერობით ფულის დამატების საჭიროება არ არის“-აცხადებს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი.

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartveloshi-ojakhebis-mier-gaweuli-samedicino-kharjebis-titqmis-70-medikamentebze-modis/

საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის

“დღეს, კომპანიები მედიკამენტებზე 700-1000%-იან ზემოგებას ნახულობენ” სპეციალისტების შეფასებით, მედიკამენტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო და მონოპოლისტური კომპანიებია. კომპანიები ერთდროულად ფლობენ კლინიკებს, აფთიაქებს და ფარმაცევტულ ბიზნესს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის, სერგი ჩიხლაძის განცხადებით, ფასების დინამიკაზე ასევე ცუდად აისახება ექიმების კვალიფიკაციის პრობლემა, რაც ჭარბი მედიკამენტების დანიშნვაში გამოიხატება და ხშირად კლინიკებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგების შედეგია. “რომ ავიღოთ ევროკავშირის ქვეყნები, იქ ძალიან მკაცრი რეგულაციებია. მათ შორის იგივე ფასწარმოქმნაზე, მოგებაზე, თუმცა ამავე დროს არ ზარალდება ევროკავშირის ქვეყნებში ბიზნესი. ჩვენთან ხშირად ფარმაცევტული კომპანიების ლობისტები უყვართ ხოლმე იმის თქმა, რომ აი სახელმწიფო ბიზნესში არ უნდა ჩაერიოს. რასაკვირველია არ უნდა ჩაერიოს, თუმცა გონივრული რეგულაციები ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ აუცილებელია. ამავე დროს, რასაკვირველია, ბიზნესსაც უნდა ჰქონდეს თავისი გონივრული სარგებელი და არა ისე როგორც დღესაა. დღეს ისინი მედიკამენტებზე 700%-იან და 1000%-იან ზემოგებას ნახულობენ”, – აცხადებს ჩიხლაძე. UNISEF-ის უახლოესი კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის. შინა მეურნეობების თითქმის 28% აღნიშნა, რომ გასულ წელს მათთვის მედიკამენტების შეძენა უმთავრესი პრობლემა იყო.

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/rats-meti-adamiani-gaigebs-chems-gasachirs-upro-aris-shansi-chems-shvils-droulad-davekhmaro

“რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო“

ოზურგეთში მცხოვრებ წლინახევრის ბავშვს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. ბავშვის დედის ი.ს-შვილის თქმით, ბავშვს თავზე და ხერხემალზე სერიოზული პრობლეები აქვს. “რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო. თავზე და ხერხემალზე აქვს სერიოზული პრობლემები. ექიმებმა მოითხოვეს თავის და ზურგის ტვინის ტომოგრაფიის გაკეთება. გადაღებებზე 1080 ლარია საჭირო. ამჟამად ბავშვი სახლში გვყავს და ველოდებით თანხას როდის შევაგროვებთ. ამ გადაღებების შემდეგ საჭირო იქნება ოპერაცია და ამას ცალკე თანხა დასჭირდება. ვნახე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, მათგანაც ველოდები დახმარებას“, _ გვითხრა პატარას დედამ. დახმარების სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით პატარას ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 555 695 144.

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=18321

ხუთი თვის ბარბარეს გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს

ახალციხეში, ხუთი თვის ბარბარე ადვაძეს ძვირადღირებული სამედიცინო გამოკვლებების ჩატარება სჭირდება, რისთვისაც ოჯახმა ბავშვი სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა წაიყვანოს. ხუთი თვის ბარბარეს გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს დიაგნოზი, რომელიც ხუთი თვის ბარბარეს საქართველოში დაუდგინს სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ ოჯახმა ბავშვი სასწრაფოდ თურქეთში ჯერ გამოკვლევებზე უნდა წაიყვანოს, შემდეგ კი, როგორც ექიმები ვარაუდობენ, მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდება. „მხოლოდ გამოკვლევებისთვის გერმანიაში 15 ათასი ევრო გვითხრეს, მაგრამ ეს თანხა ვერ შევაგროვეთ. ახლა თურქეთში მოვიძიეთ კლინიკა და იქ ჯერ ზუსტი ოდენობა თუ რა დაჯდება პიველ ჯერზე გამოკვლევები არ უთქვამთ. სახლი ბანკში უკვე ჩავდეთ, რომ სესხი ავიღოთ. დრო, დაახლოებით, ერთი კვირა გვაქვს. თანხის შეგროვება ამ პერიოდში უნდა მოვახერხოთ“, – ამბობს ბარბარე ადვაძის ბებია ლია თედორაძე. ოჯახის დახმარება მითითებულ ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი GE43LB0711189038094000 / ლიბერთი ბანკი / მიმღები: თამარი სუდაძე GE87BG0000000683194300 / საქართველოს ბანკი / მიმღები: ვასილი სუდაძე

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116432-ertiani-diplomisshemdgomi-sakvalifikacio-da-sasertifikacio-gamocdebis-sagazafkhulo-sesia-daitsyo

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კიდევ ერთი სესია დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული. ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს ასრულებენ, სწორედ ამიტომ, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ ჩატარდება. ქვეყანაში ასევე გაზრდილია აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისა და კვოტების რაოდენობაც, რაც შესაძლებლობას იძლევა, მაძიებელები სარეზიდენტო პროგრამებებზე პერმანენტულად, აკადემიური წლის განმავლობაში ჩაირიცხონ. კიდევ ერთი სიახლე სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება, რედაქტირებული და განახლებულია ტესტ-კითხვარების, 20 % არასაჯარო, „დაფარული" ბაზიდან. გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად აკვირდებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია. გამოცდები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო გამოცდებზე- 582, სასერთიფიკაციოზე კი - 680 მაძიებელია დარეგისტრირებული. ერთიანი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 27 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499905-erthiani-diplomisshemdgomi-sakvalifikacio-da-sasertifikacio-gamocdebis-sagazafkhulo-sesia-daitsyo.html?ar=A

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116410-nadzaladevis-raionshi-dasaqmebis-forumi-gaimarta

ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭელიძის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული, 15 -მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებელთათვის 1500 მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის, ასევე ტექნიკური მიმართულების სფეროებში იყო წარმოდგენილი. ფორუმი დავით ჭელიძემ გახსნა და მონაწილეებს ღონისძიების მიზნის, წარმოდგენილი კომპანიებისა და ვაკანსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ნაძალადევის რაიონში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ოჯახი და თვრამეტი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც კომპანიებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებელი ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დავით ჭელიძემ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფორმატი რეალური დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებლის დაკავშირებას ითვალისწინებს. ნაძალადევის რაიონში გამართულ დასაქმების ფორუმს საკრებულოს წევრი, სანზონა-ღრმაღელის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახბ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/406243

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=67823

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dasaqmebis-forumi-nadzaladevis-raionshi

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499886-socialuri-momsakhurebis-saagento-thbilisis-sakrebulosthan-thanamshromlobith-dasaqmebis-khelshemtsyobi-forumebis-organizebas-agrdzelebs.html?ar=A

ბიპიენ.ჯი- https://bpn.ge/finansebi/46378-nadzaladevshi-dasaqmebis-morigi-forumi-gaimartha.html?lang=ka-GE

პია.ჯი- https://pia.ge/post/210692-socialur-momsaxurebis-saagento-agrzelebs-moqalaqeebis-dasaqmebis-xelsemwyobi-forumebis-organizebas

კვირა.ჯი- http://kvira.ge/406158

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/194188-idfi-is-kvleva-thu-saqarthvelos-demografiuli-politika-ar-sheicvala-qveynis-mosakhleoba-2050-tslisthvis-2-985-000-gakhdeba.html?lang=ka-GE

IDFI-ის კვლევა: თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება. საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგებთან 15%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება" IDFI ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს: საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გარდაიქმნას კომპლექსურ დახმარების პროგრამად, რომელშიც ასახული იქნება არა მხოლოდ ფინანსური დახმარების საკითხები, არამედ ოჯახის მხარდაჭერის სხვა ზომებიც. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ოჯახის/ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკა განახორციელონ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი პირობების და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა. საქართველოს შრომის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის შვებულებაში გასვლის წინა თვის ანაზღაურების ოდენობის 100%-ით.

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mtavrobis-ssip-ebsa-da-aaip-ebshi-imdeni-adamiani-aris-gaformebuli-shtatgareshed-ra-zomisac-saqartvelos-sheiaragebuli-dzalebia

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია. შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა. მთლიანად, საქართველოს საჯარო სამსახურში 283 ათასი ადამიანია დასაქმებული. ეს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 7.6%-ია. ერთ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში ბიუროკრატიის ზომით საქართველო არაერთ ქვეყანას ასწრებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტატისტიკის მიხედვით, 127-მილიონიან იაპონიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.9 მილიონს შეადგენს. იმის მიუხედავად რომ 3.9 მილიონი მთლიანად საქართველოს მოსახლეობას აღემატება, მისი ერთ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში, გამოდის რომ იაპონიაში მოსახლეობის 3% არის საჯარო სექტორში დასაქმებული. 3.7-მილიონიან საქართველოში კი ეს რიცხვი 7.6%-ს შეადგენს. უცხოეთისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც შტატგარეშე თანამშრომლების აყვანის ხანგრძლივობას გააკონტროლებდა. მაგალითად, საფრანგეთში თანამშრომელი შტატგარეშედ შეიძლება მუშაობდეს მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში, შემდეგ ის ან შტატში უნდა ჩასვან, ან გაათავისუფლონ. ისრაელში ეს ლიმიტი 9 თვეს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში კი 3 წელს. საქართველოს შემთხვევაში კი ეს დრო განუსაზღვრელია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო უწყებებს ეკრძალებათ ჰყავდეთ მათი საშტატო რიცხოვნობის 2%-ზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი. თუმცა, კანონი აქვე აწესებს გამონაკლისს, რომ მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია ამ ლიმიტის გადაჭარბება. IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2016 წლის მდგომარეობით მთავრობასთან შეთანხმებით ამ ლიმიტს 71-მა საჯარო ორგანიზაციამ გადააჭარბა.IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2011 წელს განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მხოლოდ 7 შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხოლო 2016 წელს მათი რაოდენობა 209-ს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტროში კი 2011 წელს 25 შტატგარეშე დასაქმებული იყო, 2016 წელს კი მათმა რაოდენობამ 131-ს მიაღწია. თბილისის მერიაში 2011 წელს შტატგარეშე თანამშრომელი საერთოდ არ ჰყავდათ, 2016 წელს კი ანაზღაურებას 80 შტატგარეშე მუშაკი იღებდა. პრაქტიკულად გაორმაგებულია თბილისის მერიის ცენტრალური აპარატისა და საქალაქო სამსახურების ზომაც. 2011 წელს უწყებაში 637 ადამიანი მუშაობდა, 2016 წელს კი დასაქმებულთა რაოდენობა 1198 იყო. მერიის მსგავსად შტატგარეშე თანამშრომელი 2011 წელს არც თბილისის საკრებულოში არ ჰყავდათ, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 69-ს შეადგენდა. თავად საკრებულოს აპარატიც გაზრდილია, 2011 წელს ის 171-ს შეადგენდა, 2016 წელს კი შტატიანი თანამშრომლების ოდენობა 247 იყო. “მცირე მთავრობა”, ეს ის სიტყვებია, რომლებიც ახალი პრემიერმინიტრისგან მამუკა ბახტაძისგან ყველაზე ხშირად გვესმის. ახალი პრემიერმინისტრი მთავრობის შემადგენლობის სამი სამინისტროთი შემცირებასაც გეგმავს, შედეგად სამინისტროთა რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ცვლილება სავარაუდოდ შეეხება კულტურის, დევნილთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს. ახალმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა ისიც, რომ მისი ხედვით, “მცირე მთავრობა” პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ხარჯების შემცირებას ნიშნავს, თუმცა ამავე წინადადებაში ბახტაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროთა შეკვეცით მიღებული ეკონომია, ანუ 100-120 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამებზე მიემართება. თუ სახელმწიფო მაინც დახარჯავს იმ თანხას, რასაც სამინისტროთა შეკვეცით მიიღებს, გამოვა რომ მთავრობის მთლიანი ხარჯები უცვლელი დარჩება. 2018 წლის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 29.9%-ია. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანობაში საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე 1.4 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, თუმცა სინამდვილეში ეს რიცხვი უფრო დიდია, რადგანაც ცენტრალურ ბიუჯეტში არაა განსაზღვრული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უმეტესობის შრომის ანაზღაურების მოცულობები. მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საჯარო მოხელეთა ხელფასები 3.9%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. საინტერესოა რომ დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული 2018 წლის ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ხელფასების კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე - 3.3%-ზე დაწევას ითვალისწინებდა.

---

 

22.06.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=176779-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A,%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98

პრევენციის მიზნით შეიარაღებულ ძალებში С ჰეპატიტის სკრინინგი დაიწყო

დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში С ჰეპატიტის ვირუსის განსაზღვრა დაიწყო. უწყებაში პირველებმა, ვინც С ჰეპატიტზე ტესტი ჩაიტარეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე იყვნენ. უწყების სამედიცინო პუნქტში კვლევის ჩასატარებლად თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. С ჰეპატიტის სკრინინგი პირადი შემადგენლობისთვის, თავდაცვის სამინისტროს სისტემის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებისთვისაც ჩატარდება. С ჰეპატიტის გამოვლენის შემთხვევაში, დამატებითი კვლევების მიზნით პაციენტები სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაიგზავნებიან და მკურნალობის პროგრამაში ჩაერთვებიან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მომერანდუმის საფუძველზე სკრინინგისთვის საჭირო ტესტ-სისტემები უწებას გადასცა. სკრინინგის ჩასატარებლად სამედიცინო პერსონალმა ტრენინგები ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიარა. სკრინინგის ჩატარებას ქვედანაყოფები ადგილზე, სამედიცინო პუნქტებში უზრუნველყოფენ.

---

 

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

25.06.2018

მედიასაშუალება: 

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"სინთეზური ნარკოტიკი მსოფლიო ეპიდემიაა"

ნარკომანიის პრობლემა ისევ მწვავედ დგას ქვეყანაში. მართალია, ხმაურიანი სპეცოპერაციები ღამის კლუბებში ჩატარდა, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ მიგვიღია - ე. წ. კლუბური ნარკოტიკებით ახალგაზრდები ისევ იღუპებიან. გასულ კვირას კიდევ ერთი ოჯახი გაუბედურდა. შინ დაბრუნებულ დედას შვილები სააბაზანოში უგონოდ დახვდნენ - უმცროსი, 22 წლის ლუკა ანდოლინი, კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. 23 წლის დავით ანდოლინი კომაშია და მის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან. პრობლემა უკიდურესად მწვავეა! ბოლო დროს კლუბური ნარკოტიკით დაღუპული რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება არ ასაჯაროებს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველას ორგანიზმში ფენტანილი აღმოჩნდა. დასახელდა მეტადონი, ექსტაზი, ტენამფეტამინიც... თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოლოგი: - ნარკოტიკები რომ კვლავ ხელმისაწვდომია, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ სპეცოპერაცია არ იყო ეფექტიანი. ჩემი აზრით, საერთოდ არ ეძღვნებოდა ნარკოტიკის მოხმარების პრევენციას. ერთი სპეცოპერაციით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. მხოლოდ შს ან ჯანდაცვის თუ განათლების სამინისტროები ამას ვერ გააკეთებენ. კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. საქმეში უნდა ჩაერთონ როგორც მთავრობა, ისე სპეციალისტები, სხვაგვარად ბრძოლა ამაო იქნება. ჩვენს კლინიკაში მოდიან ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რომ დაავადებული არიან და სურთ ამ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა. თითქმის ყველა პაციენტს გამოუცდია, რასაც სხვადასხვა ნარკოტიკის ზედოზირება იწვევს. - ზედოზირების შემდეგ კვლავ განაგრძობენ მოხმარებას. მათ თვალწინ იღუპებიან ადამიანები, ისინი კი ისევ იღებენ ნარკოტიკს... - ეს დაავადება რაციონალურ აზრსა და ლოგიკას მოკლებულია. როდესაც ადამიანი ნარკოტიკზეა დამოკიდებული, შედეგზე არ ფიქრობს. კლინიკიდან გასულები, სამწუხაროდ, იმავე დღესვე უბრუნდებიან ნარკოტიკს. სინთეზური ნარკოტიკები, მათ შორის სინთეზური ოპიოიდები, სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზად ითვლება. ბოლო დროს მას სხვადასხვა სახელით იღებს მომხმარებელი და არ იცის, რომ ამან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. სინთეზური ნარკოტიკები მსოფლიოს პრობლემაა, ეს ეპიდემიაა. ძალიან სწრაფად მიმდინარეობს მათი სინთეზირება და ფორმულების შეცვლა. შესაბამისად, იდენტიფიცირება რთულია. - შემადგენლობით თუ ინტერესდებიან მომხმარებლები? - შემადგენლობა არასოდეს იციან. ზოგიერთი ამბობს, თაგვის წამალსაც ურევენო, ასეთი მითიც არსებობს, მაგრამ მაინც აგრძელებენ მოხმარებას... დაყოვნება აღარ შეიძლება! საგანგაშოა, რომ დღეს ნარკოტიკების შეძენა შინიდან გაუსვლელად, ინტერნეტითაც შესაძლებელია. შედეგად საგრძნობლად გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი, მათ შორის, მოზარდების. გვყავს როგორც ნარკოტიკზე, ასევე ალკოჰოლზე დამოკიდებული 18-20 წლის პაციენტები. რაც დრო გადის, სულ უფრო რთული პაციენტები შემოდიან, მათი მკურნალობაც ბევრად გაძნელებულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ხშირად დებენ პირობას, დოზას გავაკონტროლებთო, მაგრამ თავს იტყუებენ. მათ სხვანაირად ცხოვრება უკვე არ შეუძლიათ!.. საპატრიარქოს განცხადება ამ პრობლემის გამო წუხს საპატრიარქოც, აღნიშნულ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელეს: "როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება სარჩელი ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე, რაც, ფაქტობრივად, ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს მისი მოპოვების ლეგალური გზების ძიების საკითხს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას ლეგალური, ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია! ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთათვის პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას. კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი დაკავშირებული უნდა იყოს ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან, სახელმწიფომ კი უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები: უნდა შეიქმნას სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ; საჭიროა მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა - ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი; აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება; უნდა გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებაზე, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა მიერ მოხმარებასთან დაკავშირებით; ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების დასაქმების საკითხი". სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკის მოხმარების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა: "შეიქმნას კომისია ამ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380331&name=25.06.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:  ალია

მედიკამენტების ფასები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

საფრანგეთში მცხოვრები გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში მედიკამენტების ფასებზე წერს: „ჯანდაცვის სამინისტრო რა არის ახლა ეს?... გამოდის როომ, თურქეთში და აზერბაიჯანში გაცილებით იაფია წამლები ვიდრე საქართველოში და საკუთარი სახელმწიფო ღლიტავს მოქალაქეებს? ბიძინაბიძიაააა, რაიო წინასაარჩევნოთ რას ამბობდი ბენზინის ერთი ლარიო ნაცების ჯიბეშიო და წამლების მონოპოლიაოოო? .....აა ხოო მეც კაი ტიპი ვარ, ბიძინამ სად იცის ახლა ეს? აჰ, არ იცის მაგ პატიოსანმა კაცმა ნწუუუუ“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380587&name=25.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:      ალია

ექიმი, რომელიც მზად არის, გვამური დონორი გახდეს...

საქართველოში, 2000 წელს ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, გარდაცვლილის ორგანოების გამოყენება გადასანერგად დასაშვებია, თუმცა გვამური დონაციით ოპერაცია ჯერ არ ჩატარებულა. რას ნიშნავს, გახდე დონორი, რამდენად მზად არის ქართული მედიცინა გვამური დონაციისთვის? ამ საინტერესო თემის ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს, მედიცინის დოქტორთან, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოდეალეზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ღონღაძესთან. მიხეილ ღონღაძე: "უცხოეთში წასვლა და ტრანსპლანტაციის გაკეთება ძალიან ძვირია და თუ ჩვენ აქ ავაღორძინებთ აღნიშნულ დარგს, ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ უკვე ჯანდაცვუს საყოველთაო პროგრამის ფარგლებში მოხდება ამ ყველაფრის უფასოდ ჩატარება. საქართველოში ამჟამად მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაცია ფინანსდება სრულად. საქართველოში მე ვარ ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, იმ 40 ადამიანიდან, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, ჩემი სხეულის ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენონ. მივესალმები, რომ ნათესაური დონაციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში დაიძრა, მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა გვამური დონაცია." -ვინ ადგენს ნათესაურ კავშირს? მიხეილ ღონღაძე: "ნათესაობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს ის კლინიკა, სადაც კეთდება აღნიშნული ტრანსპლანტაცია, შემდგომ კი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროში არსებულ ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს... ჩვენ უნდა შევძლოთ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაც. აღნიშნული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სფეროა, რომელიც, ჩვენი ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის ფაქტობრივად შეუფასებელი სიკეთე იქნება."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380108&name=25.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:      ალია

რა გნებავთ, ბატონო გივი? რომელ ფაქტს უარყოფთ თქვენი წერილით? იქნებ, იმას, რომ ერთი ოპერაციის მაგივრად, სამჯერ შემიყვანეთ საოპერაციოში? იქნებ, იმას, რომ ელენთა დამიზიანეთ? იქნებ, იმას, ფული არ მომითხოვია თქვენთვისო, მაგას მწერთ?!

"გიდმედის" წერილი "ალიას" სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი ამ ღვარძლითა და ეთიკის ყველა წესის უგულველყოფით დაწერილ თქვენი ჟურნალისტის თამარ კეშელავას წერილზე პასუხი გაგვეცა, თუ რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინა. "გიდმედი"-ს გუნდი, რომლის წევრებსაც სათითაოდ უხდით მადლობას თქენგან შერაცხულ "ვინმე გივიას, გაშავებული და გამომძალველი გივიას" შერჩეული და შექმნილია, ჩამოყალიბებულია და თანაშეზრდილია.... ღია წერილი კლინიკის დირექტორს! მოგესალმებით, ბატონო გივი! რა გნებავთ, ბატონო გივი? რომელ ფაქტს უარყოფთ თქვენი წერილით? იქნებ, იმას, რომ ერთი ოპერაციის მაგივრად, სამჯერ შემიყვანეთ საოპერაციოში? იქნებ იმას, რომ უხეშად მესაუბრეთ არაერთხელ?დაბოლოს, მთავარ საკითხზე გადავაკლ - იქნებ, ფული არ მომითხოვია თქვენთვისო, მაგას მწერთ?- არა? - აბა რას აპროტესტებთ, ბატონო გივი?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380066&name=25.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:     პრაიმტაიმი

ზაფხულის დაავადებების რისკები და ვაქცინაციის გარეშე დარჩენილი თაობა

ზაფხულის ცხელი დღეები და მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობისთვის ბევრ რისკს იწვევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, როგორ ავირიდოთ იმ დაავადებების საფრთხე, რომელთა ალბათობა ზაფხულის თვეებში მატულობს. ეს ეხება როგორც ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ პრობლემებს, ისე მწვავე ინფექციურ დაავადებებს, რომელთა სტატისტიკა, სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულში საკმაოდ იზრდება. არის თუ არა საქართველოში მალარიის საფრთხე, ტკიპების იშვიათი სახეობები, რაც ბოლო წლებში გაჩნდა და რეკომენდაციები სპეციალისტებისგან – „პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს ესაუბრა: – ზაფხულის ცხელი დღეები და მაღალი ტემპერატურა, როცა ის დღეების განმავლობაში გრძელდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ისე უკვე არსებულის გამწვავებას. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი; გადახურება, რომელმაც შესაძლოა, გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში გვქონია შემთხვევა, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო ფატალური შედეგი დამდგარა, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როდესაც მაღალ ტემპერატურას გამოუწვევია ფატალური შედეგი, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. იმას ვერ ვიტყვით, მამაკაცები უფრო იტანენ სიცხეს თუ ქალები, ბიოლოგიური თვალსაზრისით სპეციფიკური განსხვავება არ არსებობს, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანშიშესული ადამიანები და პატარა ბავშვები, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მაღალი ტემპერატურისგან მორიდება. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ, ტემპერატურას 40 გრადუსამდე კარგად ვუძლებთ. აი, 42 გრადუს ტემპერატურაზე უკვე გვიჭირს. უფრო მაღალი ტემპერატურა ჩვენთან იშვიათადაა, საღამოები მაინც გვაქვს გრილი. სამი დღე მაინც უნდა იყოს 42 გრადუსი, რომ სითბური დაკვრის ტალღამ მოიმატოს, მზის დაკვრა ჩვენთან უფრო ხშირია. მთავარი რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვაძლევთ მოსახლეობას – უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, არ დაველოდოთ მოწყურებას. ეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. თუ ამისი საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ, დღის რამდენიმე საათი გაატაროთ საზოგადოებრივ შენობებში, მაღაზიებში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება. ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე ინფექციური დაავადებების რისკი. მაგალითად, ჩვეულებრივზე 25-ით იზრდება მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა, საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების, ჯგუფური შემთხვევების სახით. ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას. ასევე, საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად მოსახლეობაში ენტეროვირუსს უწოდებენ, თუმცა ეს არ არის კლასიკური ენტეროვირუსი, ამ დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ზაფხულში, როცა ავადობა პიკს აღწევს. მოზრდილებში დიარეა რთულად არ მიმდინარეობს, ის უფრო მწვავეა და მისი მიმღებლობა მაღალია პატარა ბავშვებში, 2-დან 3 წლამდე. ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ჰიგიენური ნორმები და მისი პრევენციაც ამ ნორმების დაცვაა. ზღვაზე, როცა დედები მზეს არიან მიფიცხებული და შვილისთვის ძირითადად არ სცალიათ, ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს კენჭი და ინფექციური პრობლემაც გაჩნდეს. ბავშვს ზღვაზე ხელებს ვერ დავბანთ, მაგრამ ჰიგიენური ხელსახოცით ძალიან ხშირად უნდა გავუწმინდოთ. იგივე პრობლემა შეიძლება მოზრდილ ადამიანსაც გაუჩნდეს. პირადი ჰიგიენის წესების დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია პროდუქტების შენახვის პრობლემაც, რაც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. თუ პროდუქტი მაცივარში არაა შენახული, საკმარისია მასში 1-2 მიკრობი მოხვდეს, ის მაღალ ტემპერატურაზე აუცილებლად გამრავლდება. მწვანილს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს მიკრობი, მაგრამ მას თუ ცალკე მივიღებთ, არაფერს არ დაგვიშავებს, მაგრამ, როგორც კი ის მოხვდება არაჟანში ან მაიონეზში საკვების მომზადების პროცესში, უკვე პრობლემად იქცევა. მწვანილის ერთი უსაფრთხო მიკრობი მაიონეზიან საკვებში 20 წუთში ერთხელ ორმაგდება. შესაძლოა, სუფრაზე მაიონეზიანი საჭმელი მიიტანონ, სუფრის დასაწყისში მჯდომმა შეჭამოს, არაფერი დაემართოს და სუფრის ბოლოში მჯდომი ამ საჭმლით ავად გახდეს. მიკრობს უყვარს მაიონეზი, სუფრაზე 4 საათის განმავლობაში საკვებში მიკრობები ისეთ რაოდენობას მიაღწევს, რაც სრულიად საკმარისია, რომ ადამიანი დაავადდეს. სწორედ ამიტომ სჭირდება ასეთი პროდუქტების შენახვისა და დამზადების წესებს განსაკუთრებული დაცვა, მაიონეზითა და არაჟნით მომზადებული სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია. – გარდა ნაწლავური ინფექციებისა, არის დაავადებები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებთ, მაგალითად, მალარია, კოღოს მიერ დაავადების გადაცემის პიკური პერიოდი მაისიდან იწყება, არსებობს თუ არა ჩვენთან ამ ეტაპზე მალარიის გავრცელების საფრთხე? – საქართველო მალარიის მაღალი რისკის ქვეყანაა, რადგან ბევრია მალარიის გადამტანი კოღო. საბედნიეროდ, ოთხი წელია, არ გვქონია ადგილობრივი მალარიის შემთხვევა. ბოლო ასეთი შემთხვევები იყო კახეთში. თავის დროზე ყველა ასეთი ადამიანი დროულად აღმოვაჩინეთ და ვუმკურნალეთ, შესაბამისად, ადგილობრივი მალარიის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე არაა. კოღო კვლავ ბევრი გვყავს, მაგრამ არ არის ავადმყოფი, ვისგანაც კოღომ შეიძლება მალარია გადაიტანოს. რაც შეეხება შემოტანილი მალარიის შემთხვევებს, ყოველწლიურად დაახლოებით ათი ასეთი შემთხვევა გვაქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია შემთხვევა დროზე ვიპოვოთ და ვიმკურნალოთ. მთავარია, ადგილობრივი მალარიის საფრთხე არ გაჩნდეს. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმატარებელი, მალარიის ბუნებრივი გადამტანია კოღო ანოფელესი. არსებობს ეგზოტიკური დაავადებები: ზიკას ვირუსი, ლასა, ყვითელი ცხელება, ებალა, რომლებიც კოღოს გადააქვს. ამ დაავადებების გადამტანი კოღოები ჩვენთან არის, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ამაზე მთელი წელი ვახორციელებთ მეთვალყურეობას, სად რომელი კოღოა ქვეყანაში გავრცელებული. ბუნებაში კოღოს ვერავინ გააქრობს, მასთან ბრძოლა ფრთხილად უნდა წარმართო, რომ კოღოსთან ბრძოლაში ფუტკარი არ მოკლა. შავი ზღვისპირეთის საკურორტო ზოლში ანაკლიიდან სარფამდე უკვე მეოთხე წელია, ტარდება მთელი ზღვისპირეთის დამუშავება კოღოების საწინააღმდეგო დეზინფექციის საშუალებებით. – არის საქართველოში ახალი მწერების გაჩენის საფრთხე, რაც აქამდე არ ყოფილა? – გლობალური დათბობის პრობლემებთან ერთად იცვლება გადამტანი მწერების გავრცელების არეალები. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში, როგორც ხმელთაშუა, ისე შავი ზღვისპირეთში, რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა კოღო აედეს ეჯიპტი, რომელიც საერთოდ არ იყო. ეს კოღო საქართველოში ბოლოს ნაპოვნი იყო აფხაზეთში 80-იან წლებში. ხუთი წელიწადია, ეს კოღო ჩვენთანაც გამოჩნდა. მან შეიძლება გადაიტანოს ის ეგზოტიკური დაავადებები, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. მეორე ასევე იშვიათი ჯიშის კოღოა ალბოპიქტუსი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ სახეობის კოღოც გამოჩნდა. ასეთივე სიტუაციაა ევროპის სამხრეთში. ზოგ კოღოს ერთი დაავადება გადააქვს, ზოგს – მეორე, მათზე მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო, მუდმივად უნდა იყო ინფორმირებული, რომელი სახეობის კოღო გყავს და შესაბამისად, რა დაავადების გავრცელების საფრთხე გაქვს ქვეყანაში. – ჩვენთვის, ასევე, საინტერესოა ფლებოტომუსი, იგივე მოსკიტი, რომელთაც გადააქვთ ლეიშმანიოზი. ეს არის პარაზიტული დაავადება, მისი ერთ-ერთი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. ადრე ფლებოტომუსი მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისში გვხვდებოდა, ახლა ფლებოტომუსი ქუთაისშიც გაჩნდა. ბუნებაში ყველაფერი იცვლება, მათ შორის მწერების გავრცელების არეალებიც. ამას ემატება ტკიპები, რომლებიც ძალიან საშიში დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს. ის ტკიპი, რომელიც ცხოველებს, ძროხებს ჰყავთ, როგორც წესი, განსაკუთრებით საშიში არ არის. საქართველოში ტკიპის ძალიან ბევრი სახეობაა. მათ შორის 2-3 სახეობაა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ყირიმ-კონგო, ლაიმის ბორელიოზი. ყირიმ-კონგოს ცხელების უმეტესი შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადამიანებში, ვინც ძროხებს უვლიან. როგორც მათ თქვეს, ხელით მოაცილეს ცხოველს ტკიპი. ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ჩნდება, მაშინ როდესაც მრავლდება ტილები და ტკიპები. მათი გადამტანი ტკიპები ბინადრობენ ბუნებაში, სიმწვანეში, პრაქტიკულად ყველგან არიან აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე, დაფიქსირდა თბილისშიც, დასავლეთ საქართველოში ბორელიოზის გადამტანი ტკიპები ჯერ არ გვაქვს ნაპოვნი, მაგრამ ყირიმ-კონგოს გადამტანი ტკიპები იმერეთსა და რაჭაში არის. – ზაფხულში, როცა აქტიურად გვიწევს ბუნებაში ყოფნა, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან? – სახლში რომ დაბრუნდებით, უნდა დაათვალიეროთ სხეული, ეცადოთ, ბუნებაში ჩაიცვათ დახურული ტანსაცმელი. მთელი მსოფლიო დადის ბუნებაში, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემა, რაც აქვთ გერმანიაში. ეს არის ვირუსი – ტკიპის მერე ენცეფალიტი. ტყეში წავლენ, დაბრუნდებიან და ენცეფალიტი აქვთ. ჩვენ ამ დაავადების გადამტანი ტკიპი არ გვაქვს. ამის შიშით გერმანელები ტყეში არ დადიანო, ვერ ვიტყვით. ჩვენ ეს შემთხვევა ადამიანებში არ გვქონია, ბუნებაში ეს ტკიპი არსებობს. – ვაქცინაცია არის თუ არა ამ პრობლემებისგან თავდაცვის გზა? არის ეს დაავადებები მართვადი ვაქცინით? – არის დაავადებები, რომელიც ვაქცინაციით მართვადია, მაგრამ ვერ ვმართავთ. მაგალითად, წითელა, რომლის შემთხვევები ახლა გვაქვს... ვეხვეწებით ხალხს, ვევედრებით, მაგრამ მაინც არ იცრებიან. თქვენ რომ იცოდეთ, ადამიანთა რა ნაწილს აქვს შავბნელი წარმოდგენები ვაქცინაციაზე, გაოცდებით. ერთი დახურული ჯგუფია, სადაც რამდენიმე ადამიანი მყავს ჯაშუშად შეგზავნილი. მათგან ვიცი, ამ ჯგუფში რეებს წერენ, დაახლოებით, ისეთს, ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ მეორე ცხვირი რომ ამოსდის, ამაზე ნაკლები არ იწერება. გეტყვით ერთ რამეს – კვლევები აჩვენებს, რომ სოციუმის დაბალი ფენა უფრო იცრება, ყველაზე ნაკლებად იცრება ის ხალხი, ვისაც ინტერნეტთან აქტიური წვდომა აქვს და ახლობლობაში ექიმები ჰყავს, მაგრამ არაპედიატრები. მეცხვარეების ბავშვებს საძოვრებზე ვეძებთ და იქ ვცრით ხოლმე. მიწვდომადობის პრობლემა არ გვაქვს, რაც არ უნდა მიყრუებულ ადგილას ცხოვრობდეს ადამიანი, თუ ის არ არის რაიმე სექტანტური რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, როგორც წესი, ვაქცინაციაზე უარს არ ამბობს. ეს პრობლემა ევროპაშიც არის. ჰოლანდიაში არის პროტესტანტებით დასახლებული სოფელი, რომლებიც მოსექტანტო პროტესტანტები არიან და მთელი სოფელი უარს ამბობს აცრაზე. საქართველოში, საბედნიეროდ, ასეთი კომპაქტური დასახლებები არ გვაქვს. აცრების მოცვის ყველაზე დიდი პრობლემა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის თბილისში და ქუთაისში, ყველაზე კარგი მდგომარეობა აჭარაში გვაქვს. სტატისტიკა გვაქვს ასეთი – ვაქცინების უმრავლესობა, რაც ბავშვებმა უნდა გაიკეთონ, პირველ ჯერზე 90%-ის ფარგლებშია, მეორე ვაქცინაცია 80%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება დაცული იყოს, ეს მაჩვენებელი 95% მაინც უნდა იყოს, როგორც პირველი აცრის, ისე რევაქცინაციის შემთხვევაში. ყოველწლიურად რჩება ბავშვების 10%, რომელიც არ არის აცრილი. ბავშვები კიდევ უფრო დაცულები არიან, მეტ-ნაკლებად, არის 18-დან 30 წლამდე პოპულაცია და, ასევე, პოპულაცია 40 წლამდე, სადაც ბევრი პრობლემაა. ყველაზე მეტად ახლა წითელა ამ პოპულაციაში ემართებათ და მათთან უფრო მძიმედ მიდის. ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ის პოპულაციაა, ვინც ბავშვებს აჩენს. თუ დედა არ არის იმუნური, ბავშვს არ ექნება თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს, სანამ პირველად აცრიან. თუ დედისგან იმუნიტეტი ვერ მიჰყვება, მას არ ცრიან, აქედან გამომდინარე, ბავშვებში ერთ წლამდე წითელა ხშირია და საკმაოდ მძიმედ მიდის. – იყო საუბრები აცრისგან თავის არიდების დროს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და იძულების წესით აცრებზე, ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია? – ამ თემაზე ვმუშაობთ, ოღონდ ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, წინასწარი კონსულტაციების დონეზე როგორც პარლამენტში, ისე სამეცნიერო დონეზე. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ გზით ბევრი ქვეყანა წავიდა, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია. ერთი წელი გახდება, რაც მათ კანონმდებლობებში ცვლილებები შევიდა. იტალიაში, საერთოდაც, ბავშვს სკოლაში, ბაღში არ მიიღებენ, თუ აცრა არ აქვს გაკეთებული. არის მოდელი, სადაც მშობელი ფინანსური სანქციით ისჯება, თუ შვილს არ აცრის. ეს ქვეყნები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემაზე. სანამ ძალიან არ გაუჭირდათ, რეგულაციები ვერ მიიღეს. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ამ ქვეყნებში გამკაცრებული რეგულაციები და მერე მათ დანერგვაზე ვიფიქრებთ, სხვა გზა არ რჩება. თუ მშობელი არ ფიქრობს, ბავშვის ჯანმრთელობაზე, მაშინ ეს ვალდებულება თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380006&name=25.06.2018%20-%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%981&p=1&lang=ge

---  

 

25.06.2018

მედიასაშუალება:       პრაიმტაიმი

"იჩაგრება" თუ არა ქართული წამალი იმპორტირებულით

ახალი პრემიერ-მინისტრის საპროგრამო განაცხადში ფარმაცევტულ ბაზარზე რეგულაციის ახალი მექანიზმის ამუშავებაც მოხვდა. ინიციატივა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლებას ეხება. „ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს, რომელიც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები. თუ ნახავთ უახლოეს კვლევებს, ნათლად დაინახავთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ხარჯის ნაწილი მიდის წამლების შესყიდვაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადისგან. ამით შევუქმნათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები. შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და კონკურენციაში შევიდნენ იმპორტთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას. შეცვლის თუ არა ახალი ინიციატივა ფარმაცევტული ინდუსტრიის თამაშის წესებს ძნელი სათქმელია. ჯანდაცვის ექსპერტები ფარმაცევტული წარმოებისთვის შეღავათის დაწესებასა და დამატებითი ღირებულების მოხსნას, მიესალმებიან. დღეს ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე დაახლოებით 13 ათასამდე მედიკამენტი არსებობს, ადგილობრივი პროდუქცია მხოლოდ 12-15%-ს მოიცავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არგუმენტი, რომ ადგილობრივი და იმპორტირებული წამალი არაკონკურენტულ პირობებშია, არ არის რელევენტური, ქართული წამალი იმპორტირებულის ფონზე „არ იჩაგრება და პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი მექანიზმი ადგილობრივი წარმოების ყველაზე დიდ პრობლემას, წამლის მაღალ ფასსა და დაბალ სანდოობას, ვერ შეცვლის. ფარმაცევტული ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი თინა ტურძილაძე: – დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსით ჩვენთან ფარმაცევტული პროდუქცია იმპორტისა და მიწოდების ოპერირებისას განთავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, დამატებითი ღირებულების გადასახადით იბეგრება მხოლოდ წარმოება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ იმპორტული წამალიც იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით, ოღონდ იქ, სადაც იწარმოება, დღგ ხომ ლოკალური გადასახადია. სახელმწიფო მოსაკრებლების ტვირთი მინიმალურია წამლებზე, ასევე მინიმალურია სარეგისტრაციო მოსაკრებელიც, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე დაბალი გვაქვს და რეალურ საპროცედურო ხარჯებსაც ვერ ფარავს. თუ ეს არ ეხება სარეგისტრაციო მოსაკრებელს, რომელიც საქართველოში მინიმალურია. ამ თვალსაზრისით ნამდვილად ოპტიმალურ პირობებშია პროდუქცია, რომელიც ბაზარზეა მიმოქცევაში. გადასახადის გაუქმება ფასების შეკავებისთვის 20-25 წლის წინათ განხორციელდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ქართულ ბაზარზე წამლის ფასი მაინც საკმაოდ მაღალია. ეს, პირველ რიგში, ბაზრის კონიუნქტურასთან არის დაკავშირებული, ბაზარი კონცენტრირებულია. ჰოლდინგური მოდელის მქონე 3 კომპანია აკონტროლებს ბაზრის 75%-ს, ეს საბაზრო ძალაუფლება გამორიცხავს ჯანსაღ კონკურენციას, რაც აისახება კიდეც ფასებზე, ამიტომაც არის ჩვენთან წამლის ფასი მაღალი. – რა რეგულაციები მოქმედებს სხვა ქვეყნებში და რატომ არის ჩვენთან ასეთი ლიბერალური პირობები? – ძირითადად ყველა ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, წამლები იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით, მაღალია სარეგისტრაციო და სანებართვო მოსაკრებლებიც, მაგრამ პარალელურად არეგულირებენ ფასებს. საქართველოში სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500-2500 ლარია, სანებართვო – 50 და ა.შ. ამერიკაში რეგისტრაცია 380 000 აშშ დოლარი ღირს, დაახლოებით ასეთივე მაღალია ინგლისში, ცოტა უფრო ნაკლები – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. როგორი განსხვავებაც გვაქვს სარეგისტრაციო მოსაკრებლებში, დაახლოებით ასეთივე სხვაობა გვაქვს სარეგულაციო მოდელების ვალიდურობაში; არსებობს რეგულირების რამდენიმე მოდელი ე.წ. მკაცრი რეგულირების მოდელი, რომელიც აკონტროლებს წამლის მთელ სასიცოცხლო ციკლს შექმნიდან მოხმარების ჩათვლით. ეს სისტემა არის გარანტი, რომ იმ ქვეყნებში ბაზარზე დაშვებული წამალი არის უსაფრთხო და ეფექტური, არსებობს მეორე სისტემა უფრო ფრაგმენტული ან სრული, მაგრამ არასათანადო მექანიზმებით აღჭურვილი, ან არასათანადოდ დაფინანსებული. ცხადია, ეს სისტემები ასეთ გარანტიებს ვერ იძლევა, ქართული მოდელი ცალსახად საჭიროებს შეცვლას და თუ ხელისუფლებას სურს, დაეხმაროს ბიზნესს, უნდა უზრუნველყოს ამ სისტემის რეფორმა, რომ გაიზარდოს ქართული წამლების მიმართ სანდოობა. ჩვენი რეგულაცია არის სუსტი და არავალიდური, საქართველოს აღიარებული აქვს მაღალი სანდოობის მარეგულირებელი მოდელის 39 ქვეყანა, რომელთა პროდუქცია დაშვებული იმპორტზე საქართველოში. ვინმემ ამ ტიპის ნუსხა რომ შეადგინოს, ჩვენ ვერსად ვერ მოვხვდებით. ჩვენი მარეგულირებელი მოდელი არც ერთ ქვეყანას არ განაწყობს სანდოობისთვის, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი პროდუქციის ლობირება, უნდა შევცვალოთ რეგულაციის მექანიზმი, რაც ყველაზე დიდი დახმარება იქნება ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის. ფისკალურ პოლიტიკაში დაწესებული შეღავათები ამის თანმხლები პროცესი უნდა იყოს. – რას შეცვლის პრემიერის ახალი ინიციატივა, რომელიც წარმოების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლებას შეეხება? პრემიერის განცხადებაში მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო ადგილობრივ პროდუქციასა და იმპორტირებულ წამლებს შორის არსებულ არაკონკურენტულ პირობებზე. „ჩაგრავს“ იმპორტირებული წამალი ადგილობრივს? – ამ მექანიზმის იდეასა და არსს, ალბათ, თავად ინიციატივის ავტორები ახსნიან, ზოგადად, საგადასახადო ლიბერალიზაციასა და შეღავათებს. რა თქმა უნდა, მივესალმები და ყველა მექანიზმი, რაც ამ მიმართულებით ამუშავდება, კარგია. წარმოების დანახარჯის შემცირება, დამატებითი ღირებულების გადასახადის ისევ უკან ინვესტირებაში ჩადება და წარმოების განვითარება, ერთი შეხედვით, მისაღებია. იმ ინფორმაციაში, რაც პრემიერის პროგრამიდან გავრცელდა, საუბარია განსხვავებული კონკურენციის პირობებზე, იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. ეს რეალურად სხვადასხვა ბიზნესოპერირებაა, აქცენტის გაკეთება იმ მიმართულებით, რომ ადგილობრივი და იმპორტული წამლები სხვადასხვა პირობებშია მოქცეული, არ მგონია სწორი. იმპორტული წამლები იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით იმ ქვეყანაში, სადაც იწარმოება, რაც მის საიმპორტო ფასში უკვე ასახულია, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ იმპორტული წამლით ადგილობრივი წამალი დაჩაგრულია. იმპორტირებული წამალი უკვე არის არათანაბარ პირობებში. თუ ვსაუბრობთ ევროპულ წამლებზე, მათ რეგულირების გაცილებით მკაცრი მოდელი აქვთ გავლილი, მანამ სანამ ქართულ ბაზაზე შემოვლენ, ამიტომაც ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ მათ ფონზე ადგილობრივი წამალი იჩაგრება. არგუმენტი, რომ ადგილობრივ წარმოებას მოეხსნება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც მათ მისცემს შემდგომი განვითარების საშუალებას, არ ვფიქრობ, რომ ხელშესახებ ეფექტს მოგვცემს. ფარმაცევტული წარმოების ამ თანხისგან განთავისუფლების შემთხვევაში, ეს არ არის ისეთი თანხა, რისი რეინვესტირებაც წარმოებას ტრანსნაციონალურ მწარმოებლებთან კონკურენტულს გახდის, ტრანსნაციონალური კომპანიები რომლებიც აწარმოებენ და ყიდიან თავის პროდუქციას მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად უკონკურენტო არიან, ვინაიდან აქვთ მაღალი ხარისხისა და შედარებით დაბალი ფასის წამლები, მათი გაყიდვების სტრატეგიაა გაყიდონ ბევრი და იაფად და არა ცოტა ძვირად, ეს უფრო ახალ წამლებზე ხდება. ასე რომ, ადგილობრივი წარმოების დღგ-გან განთავისუფლება საკმარისი არ არის ჩვენი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობისთვის, ამისთვის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საჭიროა მაღალი სტანდარტები და კვალიფიციური რეგულირება, რომ საინტერესო გახდეს ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის მათთან კოოპერაცია. ქართული ბაზარი ამის საშუალებას არ იძლევა, ამისთვის გაცილებით დიდი ბაზარია საჭირო. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს პროდუქციის მხარდაჭერა ექსპორტზე, რაც არა წარმოებიდან დღგ-ს მოხსნა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, რეგულირების ისეთი მაღალი მოდელის შექმნაა, რომელიც გაზრდის ქართული პროდუქციის სანდოობას გლობალური ბაზრისთვის და მას მწვანე შუქს აუნთებს. – იმოქმედებს თუ არა ახალი რეგულაცია წამლის ფასზე, რაც ძალიან მწვავე პრობლემაა ჯანდაცვის სექტორისთვის? – რაც შეეხება წამლების ფასის შემცირებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის. ოჯახებიდან ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 60%-ზე მეტი მოდის მედიკამენტებზე. ეს კრიტიკულად მაღალი ციფრია. ამის გამო, მწვავედ დგას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც მოსახლეობის გაღარიბებას იწვევს. ამ გამოწვევის პასუხად დაგეგმილი ინიციატივები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არც ადეკვატურია და არც საკმარისი. ეს ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას. ადგილობრივ პროდუქციას ბაზრის მხოლოდ 15% უჭირავს, შესაბამისად, მასზე დაწესებული ახალი შეღავათი ვერ მოხსნის წამლის ხელმისაწვდომობის პრობლემას. ხელმისაწვდომობის პრობლემისთვის სახელმწიფომ სამი ამოცანა უნდა გადაწყვიტოს – ფასი, ჭარბი მოხმარების დარეგულირება და დაფინანსების სქემები. პრემიერის ახალ ინიციატივას თუ ფასის შეკავების მექანიზმად განვიხილავთ, კიდევ გავიმეორებ, ბაზრის კონიუნქტურის პირობებში, ეს ფასს არ შეაკავებს. უახლოეს მომავალში ასეთი მოლოდინი არ მაქვს. – რატომ ვერ მოიპოვა ქართულმა წამალმა სანდოობა? და რატომ აკეთებს პაციენტი არჩევანს მაინც იმპორტირებულ წამალზე? – ცხადია, წამალთან დაკავშირებით მთავარი კრიტერიუმი არის არა მხოლოდ ფასი, არამედ ხარისხი და ეფექტურობა. წამალი შეიძლება ღირდეს ძვირი, მაგრამ მას ჰქონდეს ეფექტი და წამალი ღირდეს იაფი და არ ჰქონდეს ეფექტი. სისტემის ამოცანა უნდა იყოს არა იაფი, არამედ ხარჯეფექტური წამლების მხარდაჭერა; არც ხარისხი, არც ეფექტურობა და მით უფრო არც ხარჯეფექტურობა სარეკლამო განცხადებებით არ ფასდება და არც მწარმოებლის სიტყვიერი მტკიცებაა ამისთვის საკმარისი, ამის შეფასების საკმარისი კომპეტენცია მარეგულირებელ სისტემას უნდა ჰქონდეს. თუ გვინდა ქართულ წამლებს ენდოს პაციენტი და ექიმი, მაშინ ამ წამლებმაც უნდა გაიაროს რეგულირების ეს მოდელი, ამიტომაც ენდობა ხალხი ამერიკულ, დასავლეთ ევროპულ, კანადურ წამლებს, იქ მკაცრი რეგულირების მოდელით აფასებენ წამლებს და შეფასებაც ობიექტურია! სამთავრობო პროგრამაში ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა პუნქტმა, სადაც ტრანსნაციონალური კომპანიების რეგიონალურ ოფისებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ხელისუფლება გეგმავს მათ დაინტერესებასა და მოტივირებას, შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. დაახლოებით ანალოგიური პოლიტიკა გაატარა თურქეთმა, როდესაც ტრანსნაციონალური კომპანიების წარმოებისთვის შექმნა ოპტიმალური პირობები თავის ქვეყანაში და რამდენიმე ტრანსნაციონალურმა კომპანიამ მათ ტერიტორიაზე გახსნა წარმოება. ჩემთვის გასაგებია სახელმწიფოს მცდელობა, თუ ამ მიმართულებით გეგმავენ ნაბიჯების გადადგმას. მინდა გითხრათ, რომ მაშინ როდესაც ჩვენ ვართ სწრაფად განვითარებადი დიდი ფარმაცევტული ბაზრების გარემოცვაში, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა და ცნობილია, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები ძირითადად ამ ბაზრებზე შედიან, იქ ხსნიან თავის ქარხნებს, საქართველო მათთვის პატარა ბაზრის ქვეყანაა და ალბათ, განსაკუთრებული პირობები უნდა იყოს შეთავაზებული, რომ ისინი ჩვენთან წარმოების გახსნით დაინტერესდნენ. ალბათ, ეს განსაკუთრებული პირობა ავტორიტეტული მარეგულირებელი და თავისუფალი სავაჭრო ზონებია. მას შემდეგ, რაც ამერიკასა და ევროპაში რეგულაციის წესები გამკაცრდა, დაახლოებით 30 წელია, შეიცვალა გლობალური ბაზრის ლანდშაფტი, ტრანსნაციონალურმა მწარმოებლებმა მესამე რიგის ქვეყნებისთვის საწარმოო ზონები აზიაში გადმოიტანეს, ინდოეთში, ეგვიპტეში... სადაც ლიბერალურ საგადასახადო პირობებში გაცილებით იაფად აწარმოებენ წამლებს და ყიდიან რეგიონში. ჩვენც ამ წამლების ექსპანსიის ზონაში ვართ, მათთან კონკურენცია დღგ-ს მოხსნით არ გამოვა, ამაზე მთელი სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული და მხარდაჭერილი. ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე: – პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ახალი რეგულაცია არსებულ მოცემულობას ვერ შეცვლის. ეს არის წერტილოვანი ჩარევა, რომელიც შედეგს არ მოიტანს. თვითონ საგადასახადო კუთხით შეღავათის დაწესება, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი ბიზნესისთვის, ფარმაცევტული წარმოებისთვისაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მიზეზშედეგობრივი კავშირის მოგვარებაზე და წამლებზე ისეთი რეგულაციების დაწესებაზე, რომლითაც არც ბიზნესი დაზარალდება და არც მომხმარებელი. 2016-17 წლის კვლევებით, ჩვენს ბაზარზე 13 ათასზე ცოტა მეტი დასახელების წამალია ბრუნვაში, რომლის მხოლოდ 13%-მდე მოდის ადგილობრივი წარმოების მედიკამენტზე. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რომელიც მთლიანად ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს. ყველამ ვიცით, რომ ქართული წამლის ხარისხისა და ნდობის პრობლემა არსებობს. ამას ადასტურებს კვლევებიც, გამოკითხვებიც და, ბოლოს და ბოლოს, ყველა ვართ ამ წამლის მომხმარებლები. ახალი რეგულაციით ქართული წამლის ფასის დაწევა რომც მოხდეს, ამ პრობლემას მაინც ხომ ვერ მოვაგვარებთ? ამის ნათელი მაგალითია შემოტანილი წამლის ფასები. შემოტანილი წამლები ჩვენთან განთავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ისინი იხდიან დღგ-ს გადასახადს. ამის მიუხედავად, შედეგი არ გვაქვს – შემოტანილი წამალი ჩვენთან იაფი ნამდვილად არაა და რეგიონის ქვეყნებს შორის ჩვენთან თუნდაც იმპორტირებული წამლის ფასიც თითქმის ყველაზე მაღალია. ამას მარტო ინფლაციას ვერ დავაბრალებთ, წამლებზე ფასების ზრდა გაცილებით ადრე დაიწყო. დიდი პრობლემაა ის უზარმაზარი მოგება, რასაც ქართული კომპანიები ნახულობენ. ისინი 700-1000%-იან ზემოგებაზე მუშაობენ, განსაკუთრებით გარკვეული წამლების მიმართულებით. მაგალითად, ყველაზე ხშირად მოხმარებად, ქრონიკული დაავადებების წამლებზე, რომელთა მოხმარება მოსახლეობას რეგულარულად უწევს, ფასები საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზია, რომ ჩვენთან ფასწარმოქმნის არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს. არსებობს ფარმაცევტული კომპანიების კარტერული გარიგებები, ფარმაკომპანიების მაფია, რომელსაც ლობირებენ პარლამენტში, მთავრობაში. ნორმალურ ქვეყანაში აბსოლუტურად წარმოუდგენელია, პირდაპირ კანონითაა აკრძალული, რომ წამლის მწარმოებელიც და გამსაღებელიც ერთი და იგივე კომპანია იყოს. მეტიც, საცალო და საბითუმო გაყიდვების ფუნქციაც კი გამიჯნულია. ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ კლინიკასაც, სადაზღვევო კომპანიასაც, საცალო და საბითუმო წარმოებასაც და იმიტომაც გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. წარმოების დღგ-გან განთავისუფლების შემთხვევაშიც, ფარმაცევტული კომპანიები წამალს ისევ ძვირად გაყიდიან. ევროკავშირის ქვეყნებში, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ ადგილობრივ წარმოებას ჩაგრავენ, ან სახელმწიფო მათ საქმეში უხეშად ერევა, ფასწარმოქმნის რეგულაცია მკაცრად არის განსაზღვრული და დაცული. ჩვენთან წამალზე არ მოქმედებს არანაირი რეგულაცია, სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა და კარგად აპრობირებული რეგულაციების დაწესება, რაც თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ, თუ მეწარმეს წამლის შემოტანა ან წარმოება, პირობითად, 2 ლარი უჯდება, მას 25 ლარად ვეღარ გაყიდის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380080&name=25.06.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:  ასავალ-დასავალი

ექიმის ტრიბუნა ჯაბა ექიმი: რატომ არის სადაზღვევო სისტემა, ბანკები, კლინიკები და აფთიაქები ერთი და იგივე ადამიანის ხელში?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380939&name=25.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:   ასავალ-დასავალი

მურთაზ მამაგეიშვილი: ამ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს, ვაპირებ, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო!

საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია წინა ნომერში დაბეჭდილმა ინტერვიუმ ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილთან,რომელიც გოჩა ინგოროყვამ შეთითხნილი ბრალდებით გაათავისულა კლინიკიდან, თანაც "რუსთავი 2"-ის შეფის ნიკა გვარამიას მუქარის ფონზე! მოგეხსენებათ, ექიმი ნაცმოძრაობის წევრმა ნინო კვიტაიშვილმა პოლიტიკური შეხედულების გამო დაადანაშაულა დისკრიმინაციაში , რადგან ტრავმატოლოგმა ამ უკანასკნელს დამძიმებული დიაგნოზის დაწერაზე უარი განუცხადა. საინტერესოა რა შეიცვალა "ასავალ-დასავალის" პუბლიკაციის კვალდაკვალ და აღადგინეს თუ არა სამსახურში ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი. ბატონო მურთაზ, გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, სადაც თქვენ სიმაღტლის თქმის შესაძლებლობა მოგეცათ, დაგიკავშირდატ თუ არა გოჩა ინგოროყვა? მურთაზ მამაგეიშვილი: - სამწუხაროდ, არ დამკავშირებია, თუმცა, დღემდე ველოდები. ჩემთვის პრინციპულად და მორალურად მნიშვნელოვანია, სამსახურში აღმადგინონ, რადგან ცამდე მართალი ვარ! ეგ სხვა საკიტხია, დავბრუნდები თუ არა ინგოროყვას კლინიკაში სამუშაოდ...უკიდურესად ვარ შეურაცხყოფილი, როგორც კაცი და როგორც პროფესიონალი! -ბატონო მურთაზ , ჯანდაცვის სამინისტროდან თუ დაგიკავშირდნენ? მურთაზ მამაგეიშვილი: "- სხვათაშორის , გაზეთის გამოსვლიდან რამდენიმე საათში რეგულირების სააგენტოში დამიბარეს და გამესაუბრნენ. საკმაოდ გულ-თბილად მიმიღეს და ახსნა-განმარტება დამაწერინეს... მთელმა ქვეყანამ გაიგო ჩემი ამბავი და არც ხელისუფლებიდან დამკავშირებია ვინმე და არც სახალხო დამცველის აპარატიდან."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5380582&name=25.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.06.2018

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

წამალი ისევ ძვირდება!

ბოლო დროს აფთიაქებში სამკურნალო წამლების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეთა ჯიბეზე. მაგალითად, თუ პირადი ექიმის მიერ დანიშნული წამლების ფასი "ავერსის" აფთიაქებში 17-20 წლარის ფარგლებში მერყეობდა, ერთი თვის შემდეგ წამლების ფასი 45 ლარამდე გაიზარდა, ორი თვის შემდეგ იმავე ოდენობის წამლებზე ფასი 65 ლარი გახდა, ხოლო მომდევნო ორი თვის შემდეგ წამლების ფასმა რეკორდულ თანხას მიაღწია და 72 ლარი გახდა. თუ რა მოხდება მომავალ თვეებში, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა კარგს არაფერს უნდა ველეოდეთ. საგულისხმობა, რომ "ავერსმა" როგორც სადაზღვევო კომპანიების ერთ-ერთმა კოორდინატორმა, აფთიაქებში დაზღვევის თანხა 55 პროცენტი დააწესა, მაგრამ თუ შევადარებთ დღეს "ავერსის აფთიაქებში არსებულ სამკურნალო პრეპარატების თანხის მაჩვენებსლ, რამდენიმე თვის წინაღ არსებულ ფასებთან, წამლების დასი 160 პროცენტითაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაქრა "ავერსის" მიერ დაზღვეულ პაციენტებზე დაპირებული 55 პროცენტიანი შეღავათო. სამკურნალო წამლებზე დაახლოებით ანალოგიური ცვლილებები აღნიშნება სხვა აფთიაქებშიც.მისასალმებელია, მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ბატონმა მ. ბახტაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სამკურნალო წამლების ფასებსა და ხარისხზე პარლამენტარებთან შეხვედრისას. სამწუხაროა, რომ მოსახლეობამ არაფერი იცის შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს ვთხოვთ, განმარტონ, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით, რატომ ძვირდება ასე უსასრულოდ წამლები და ხდება თუ არა შემოტანილი სამკურნალო წამლების ხარისხობრივი საიმედოობის შეფასება. პენსიონერების სახელით, პროფესორი ნუგზარ ალექსიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5378117&name=23.06.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---