From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-25.07.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 25.07.2017 08:25
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 5.07 .2017

ტელევიზია 

24.07.2017

არხი:           იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

მომავალი C ჰეპატიტის გარეშე. კვირეული, რომელიც დღეს დაიწყო მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებას და მათი ცოდნის ამაღლებას. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მაშტაბით ყოველ დღე ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო 2015 წლიდან ამ პროგრამას ახორციელებს და მკურნალობას 100 % აფინანსებს საქართველოში ც ჰეპატიტის გავრცელების რისკი კვლავ მაღალია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594294

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594033

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4593691

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594251

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594507

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594281

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594399

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4593506

---

 

24.07.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 17:00

"მომავალი ცე-ს გარეშე."-ამ კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში, რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრას იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაზე კამპანიის მიმდინარეობა შეჯამდება და მომავალი ღონისძიებები დაისახა. კვლევების მიხედვით გამოვლინდა დაავადების აქტიური ფორმის 150 300 შემთხვევა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4593822

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4593439

---

 

24.07.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 19:00

ცხოვრება ქვეწარმავლებთან, მორიელებთან და მღრღნელებთან ერთად. ქუთაისში მცხოვრები ქალი უკიდურეს სიღატაკეში პატარა ფიცრულში ცხოვრობს. რატომ შეუწყდა დახმარება მას და აპირებს თუ არა ხელისუფლება მის დახმარებას. მას სოციალური დახმარება ორი თვის წინ მოუხსნეს. ის შემწეობის აღდგენას ითხოვს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დახმარების შეწყვეტა გადამოწმების მიზნით მოხდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594552

---

 

24.07.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 20:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვაზე ხარჯების გაზრდას ურჩევს. საერთაშორისო ექსპერტები ქართულ მხარეს კიდევ ერთ რეკომენდაციას აძლევენ - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4594458

---

 

 

ინტერნეტი

25.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/444756-shromis-inspeqciam-did-dighomshi-msheneblobidan-akhalgazrda-mamakacis-gadmovardis-faqtze-mokvleva-daitsyo.html

შრომის ინსპექციამ დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. „ჩვენი ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე. შეისწავლიან, რა იყო შემთხვევის მიზეზი და შესაბამისად, გვექნება დასკვნა. დღის განმავლობაში გვეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები, თუმცა ცხადია, ასეთ შემთხვევაში პარალელურად ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები და მათთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ჯგერენაიამ. დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/209184/

სტუდენტების პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გამო

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, არ შეეხოთ ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში განათლებამიღებულ კლინიკური ორდინატურის სტუდენტებს საქართველოში დამატებითი გადამზადება და გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. საქმე ეხება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 28 ივნისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც იმ ქვეყნებში მიიღეს დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა, სადაც ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, უნდა ჩააბარონ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიარონ არანაკლებ 6-12=თვიანი სასწავლო კურსი და ამ ყველაფრის შემდეგ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა. ქრისტი ქობულაძე ბელარუსში ერთი წელია სწავლობს კლინიკურ ორდინატურაზე, იგი აპირებდა, რომ 2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნებულიყო და თავისი პროფესიით მუშაობა დაეწყო, თუმცა ახლა მას დამატებით სწავლა მოუწევს. ქრისტი ქობულაძე ამბობს, რომ იგი არ მოითხოვს, მინისტრმა ბრძანება გააუქმოს, არამედ სამართლიანი იქნება, რომ ეს ბრძანება, რომელიც მინისტრმა ერთი თვის წინ გამოსცა, არ გავრცელდეს იმ სტუდენტებზე, რომლებიც უკვე სწავლობენ. ქრისტი ქობულაძე ამბობს, რომ სტუდენტები არავის გაურფთხილებია იმის შესახებ, რომ ასეთი ბრძანება ძალაში შევიდოდა. ქრისტის თქმით, იგი და მასთან ერთად სხვა სტუდენტები სამინისტროს რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ: არ შეეხოს რეგულაცია იმ ორდინატორებს, რომლებიც სასწავლო პროცესში ჩაერთვნენ აღნიშნული დადგენილების მიღებამდე. ორდინატურის დასრულების შემდეგ, მიეცეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება და იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ გადალახავს ბარიერს, გაიაროს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი. ორდინატურის დასრულების შემდეგ, გავიდეს ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიეცეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება, ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში გაიაროს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი (რეგულაციით გათვალისწინებული სქემის მიხედვით). სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილის, პაატა ბუკიას თქმით, ამ ბრძანების ამოქმედების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში მოქმედ რეზიდენტურის პროგრამებსა და რუსეთში მოქმედ კლინიკურ ორდინატურას შორის დიდი სხვაობა იყო. საქართველოში მოქმედი პროგრამები 3-დან 6 წლამდე გრძელდება, კლინიკური ორდინატურა კი ორწლიანი პროგრამაა. სხვაობა კიდევ ისაა, რომ რეზიდენტურის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია დიპლომის შემდეგ გამოცდა ჩააბაროს, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, სადაც ადგილები ლიმიტირებულია სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით. ეს პრინციპები კი არ იყო გათვალისწინებული კლინიკური ორდინატურის პროგრამაგავლილი სტუდენტებისთვის. პაატა ბუკიას მიაჩნია, რომ ეს გარემოება საქართველოში განათლებამიღებულ სტუდენტებს რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში განათლებამიღებულ სტუდენტებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებდა. პაატა ბუკია ამბობს, რომ ამ ცვლილების შემდეგ რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში განათლებამიღებულ სტუდენტებს შეღავათები მაინც უნარჩუნდებათ: მათი ორწლიანი პროგრამები ჩაითვლება გავლილად და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოუწევთ გადამზადების გავლა. ისინი ვალდებული იქნებიან, რომ დიპლომისშედგომი გამოცდა ჩაბარონ და იმისთვის, რომ გადამზადება გაიარონ, საკმარისი იქნება ბარიერის გადალახვა, მინიმალური მაჩვენებლის მიღება მაშინმ როცა საქართველოში რეზიდენტურის პროგრამის სტუდენტებს ბარიერის გადალახვა არ ყოფნით პროგრამაში მოსახვედრად. “რეზიდენტების მზადება ლიმიტირებულია – დაწესებულებების და აკადემიური პერსონალის რესურსი არ იძლევა იმის პირობას, რომ რამდენიც ჩააბარებს რეზიდენტურაში, ჩაირიცხოს. ვინც კლინიკურ ორდინატურას ჩააბარებს და ჩამოვა საქართველოში, გამონახეს ინსტიტუციური რესურსი, რომ დაწესებული კვოტის გარეთ დამატებითი რესურსი აღმოეჩინათ და ხელი შეეწყოთ, შეუფერხებლად დამატებითი მზადების პროგრამა გაევლოთ”, – ამბობს ბუკია. მისივე თქმით, რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში კლინიკური რეზიდენტურის პროგრამაგავლილი სტუდენტიდან ბევრი ძალიან “ყოჩაღი და მონდომებულია, მაგრამ უმეტესობის მომზადების დონე არაა დამაკმაყოფილებელი, ჩვენ ხომ გამოცდების ანალიზს ვაკეთებთ.” კითხვაზე, რატომ შეეხო ეს ცვლილება ამ სტუდენტებს, პაატა ბუკია ამბობს, რომ რეფორმის პროცესს, როდესაც ვინმესთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას იღებენ, ყოველთვის ახლავს უკმაყოფილება. მას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: https://palitranews.ge/video/rogor-mimdinareobs-saqoveltao-jandatsvis-programa-kharvezebi-da-dazghvevis-gareshe-darchenili-atasobit-mokalake

როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? - ხარვეზები და დაზღვევის გარეშე დარჩენილი ათასობით მოქალაქე

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად დღეისათვის აღნიშნული პროგრამით სრულად მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარგებლობენ, დაბალი,  საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის კი დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. როგორც სადაზღვევო ასოცოიაციაში განმარტავენ,  მთავრობის პროგნოზების მიუხედავად, ახალ სისტემას კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვის ზრდა არ გამოუწვევია. დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ათასობით ადამიანი როგორც სახელმწიფო ისე კერძო დაზღვევის გარეშე დარჩა.

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=49508

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ეწვია

საგანგებო სიტუაც იების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიიღო. დელეგაციის წევრებს ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე. შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრები მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. დელეგაცია ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით საქართველოში 25 ივლისამდე იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგატები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდებიან.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/444697-avthandil-thalakvadzem-irlandiis-erovnuli-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-delegacia-jandacvis-saministros-erovnul-sastsavlo-centrshi-miigho.html?ar=A

აიპრეს.ჯი-   http://www.ipress.ge/new/79734-irlandiis-sastsrafo-dakhmarebis-delegacia-jandacvis-saministros-erovnul-sastsavlo-centrs-etsvia

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/444668-amiran-gamyrelidze-saqarthveloshi-daakhloebith-110-athasma-adamianma-ar-icis-rom-c-hepatitith-aris-inficirebuli.html?ar=A

ამირან გამყრელიძე - საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული

საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენცია ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულს დაეთმო, რომელიც დღეს დაიწყო. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში C ჰეპატიტით ქრონიკულად დაავადებული დაახლოებით 150 ათასი ადამიანია და მათგან დაახლოებით 100-110 ათასმა თავისი სტატუსი არ იცის. მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში რეგიონებში მსურველებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა დაავადებულები გამოვლინდნენ. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანიდან 40 ათასმა მკურნალობის კურსი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარა და უკვე განიკურნა. „40 ათასიდან, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, დაახლოებით 80%-მა იცოდა, რომ მათ C ჰეპატიტი ჰქონდათ, ხოლო 20 % კი სკრინინგის შედეგად გამოვავლინეთ. დაახლოებით 100-110 ათასმა არ იცის, რომ ინფიცირებულია. ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და სწრაფი მარტივი ტესტით გაიგონ, აქვთ თუ არა C ჰეპატიტი“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ხარჯზე დაავადების სკრინინგი და მკურნალობა არის უფასო - სახელმწიფო ასევე ნაწილობრივ აფინანსებს გაღრმავებულ დიაგნოსტიკას და დაკვირვების ეტაპს, რომელიც უფასოა უმწეოთათვის, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში თანაგადახდის პრინციპით სახელმწიფო 30%-ს აფინანსებს. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას ესემეს-შეტყობინებები დააგზავნეს ნახევარი მილიონი ადამიანისთვის. „ეს ადამიანები გახლავან ძირითადად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. ანუ, ეს გახლავთ ჯგუფი, სადაც ინფექციის, თითქმის 50%-ია კონცენტრირებული. SMS-ს შეტყობინებებში მითითებულია, თუ რა არის ჰეპატიტი და სად მივიდნენ სამკურნალოდ. ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, თუ სად უნდა მივიდნენ ჰეპატიტების სკრინინგისთვის და სამკურნალოდ. ესემესები მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელდება. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში უკვე გასულია მობილური თუ ჩვენი ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები და მუშაობენ სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, კვირეულის ღონისძიებების მთავარი მესიჯი „C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა“, თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს. „თითოეულმა ადამიანმა, ვინც არ იცის თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან დაკავშირებით, საჭიროა მივიდეს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტით სკრინინგი. საქართველოში ორი წლის პირველადი შედეგებით, მკურნალობის 98%-ში ჩვენ განკურნებადობის მაჩვენებელი გვაქვს. მკურნალობა 40 ათასამდე ადამიანმა ჩაიტარა და განიკურნა“, - დასძინა გამყრელიძემ.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/saqartveloshi-daakhloebit-110-atasma-adamianma-ar-itsis-rom-c-hepatitit-aris-infitsirebuli-amiran-gamkrelidze/29891

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/174966-gamyrelidze-c-hepatitis-gankurnebis-efeqti-98-ia.html?lang=ka-GE

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/174958-saqarthveloshi-qronikuli-c-hepatiti-150-000-mde-adamians-aqvs.html?lang=ka-GE            

კვირა.ჯი- http://kvira.ge/342899

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/444696-quthaisshi-c-hepatitis-shesakheb-regionuli-konferencia-gaimartha.html?ar=A

ქუთაისში C ჰეპატიტის შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

კამპანიის “მომავალი C გარეშე" ფარგლებში ქუთაისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას იმერეთში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაზე კამპანიის მიმდინარეობა შეჯამდა და მომავალი ღონისძიებები დაიგეგმა. კვლევების მიხედვით , დაავადების აქტიური ფორმის 150-300 შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანად პროგრამაში 50 000 ადამიანი ჩაერთო. როგორც რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადეს, C ჰეპატიტის ყველაზე მეტი მაჩვენებელი ქუთაისსა და ზუგდიდში დაფიქსირდა.

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/30627/profkavshirebi-magharosa-da-shakhtshi-dasaqmebulebis-sashemosavlosgan-gatavisuflebas-moitkhovs

პროფკავშირები მაღაროსა და შახტში დასაქმებულების საშემოსავლოსგან გათავისუფლებას მოითხოვს

პარლამენტის ბიუროს წარუდგინეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებისთვის საჭირო 30 000 მოქალაქის ხელმოწერასთან ერთად შეტანილი. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მაღაროსა და შახტში დასაქმებულთათვის სოციალური სამართიანობის დამკვიდრების ხელშეწობის მიზნით, მათ საგადასახადო შეღავათი უნდა დაუწესდეთ და გათავისუფლედნენ საშემოსავლო გადასადახისგან. ამ მიდგომის მიზანია, მაღაროსა და შახტში დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლება იმ საფრთხეების საპირწონედ, რომლეთა ზეგავლენის ქვეშაც უწევთ მათ შორმა და რომელთა აღმოფხვრა ან პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია. „განსაკუთრებით რთულ ვითარებაში იმყოფებიან მაღაროსა და შატხში დასაქმებულები, ვინაიდან მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ გარემოში მუშაობა და ყოველდღიურ ზიანს აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამდენად, სოცალური სამართლიანობის დამკვირდებისკენ პოზიტიური ნაბიჯის გადასადგმელად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მაღაროსა და შახტში დასაქმებულთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება“, - წერს პროფკავშირები საკანონმდებლო ინიციატივაში. მათი თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული პირების საშემოსავლო გადასახადიდან, გათავისუფლება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის გადახდის გზით აკუმულირებული შემოსავლის შემცირებას დაახლოებით 594 400 ლარით. ამასთან, პროფკავშირების ავტორობით მომზადებული კიდევ ერთი კანონპროექტის მიხედვით, მაღაროსა და შახტში დასაქმებულმა ადამიანებმა სახელმწიფო პენსიით 55 წლის ასაკიდან უნდა ისარგებლონ. ავტორთა თქმით, საპენსიო ასაკის შემცირების გზით აღმოიფხვრება ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს ერთნაირ პირობებში დასაქმებულ პირებს შორის საჯარო და კერძო სფეროებში; ეს ცვლილება მიმართლი იქნება სოციალური სამართლიანობის დასამკვირდებლად. კანონპროექტის მიღება ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯების გაღებას საჭიროებს და გასაცემი პენსიების მოცულობას დაახლოებით 2 085 560 ლარით გაზრდის. პროფკავშირებით ინფორმაციით, ცვლილება პირველ წელს დაახლოებით 960 მაღაროელსა და მეშახტეს ყოფილ   მაღაროელსა და მეშახტეს შეეხება. კანონპროქტის ინიციატორი პარლამენტში  არანაკლებ 30 000 ამომრჩეველია

---

 

24.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=49488

როგორ ვხარჯავთ 4 მილიარდს! ყველაფერი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

25.07.2017

მედიასაშუალება:  ახალი თაობა       

ამირან გამყრელიძე: "საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული"

საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენცია ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულს დაეთმო, რომელიც დღეს დაიწყო. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში C ჰეპატიტით ქრონიკულად დაავადებული დაახლოებით 150 ათასი ადამიანია და მათგან დაახლოებით 100-110 ათასმა თავისი სტატუსი არ იცის. მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში რეგიონებში მსურველებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა დაავადებულები გამოვლინდნენ. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანიდან 40 ათასმა მკურნალობის კურსი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარა და უკვე განიკურნა. „40 ათასიდან, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, დაახლოებით 80%-მა იცოდა, რომ მათ C ჰეპატიტი ჰქონდათ, ხოლო 20 % კი სკრინინგის შედეგად გამოვავლინეთ. დაახლოებით 100-110 ათასმა არ იცის, რომ ინფიცირებულია. ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და სწრაფი მარტივი ტესტით გაიგონ, აქვთ თუ არა C ჰეპატიტი“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ხარჯზე დაავადების სკრინინგი და მკურნალობა არის უფასო - სახელმწიფო ასევე ნაწილობრივ აფინანსებს გაღრმავებულ დიაგნოსტიკას და დაკვირვების ეტაპს, რომელიც უფასოა უმწეოთათვის, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში თანაგადახდის პრინციპით სახელმწიფო 30%-ს აფინანსებს. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას ესემეს-შეტყობინებები დააგზავნეს ნახევარი მილიონი ადამიანისთვის. „ეს ადამიანები გახლავან ძირითადად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. ანუ, ეს გახლავთ ჯგუფი, სადაც ინფექციის, თითქმის 50%-ია კონცენტრირებული. SMS-ს შეტყობინებებში მითითებულია, თუ რა არის ჰეპატიტი და სად მივიდნენ სამკურნალოდ. ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, თუ სად უნდა მივიდნენ ჰეპატიტების სკრინინგისთვის და სამკურნალოდ. ესემესები მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელდება. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში უკვე გასულია მობილური თუ ჩვენი ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები და მუშაობენ სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, კვირეულის ღონისძიებების მთავარი მესიჯი „C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა“, თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს. „თითოეულმა ადამიანმა, ვინც არ იცის თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან დაკავშირებით, საჭიროა მივიდეს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტით სკრინინგი. საქართველოში ორი წლის პირველადი შედეგებით, მკურნალობის 98%-ში ჩვენ განკურნებადობის მაჩვენებელი გვაქვს. მკურნალობა 40 ათასამდე ადამიანმა ჩაიტარა და განიკურნა“, - დასძინა გამყრელიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4594777&name=25.07.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.07.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

გულიკო ბალაძე:"თბილისში უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი 7415 პირია"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4594639&name=25.07.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

25.07.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

დღეს პენსიონერთა 70% სოციალურად დაუცველია

"180 ლარით მას შეუძლია, მაქსიმუმ, 2 კვირა გაიტანოს თავი". საქართველოში პენსიის მყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია და რაც დრო გადის, უფრო ეცემა. ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის პარალელურად, ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლები ხარჯს ვერაფრით სწვდება. ფასების ზრდა 2-ჯერ აღემატება პენსიის მატების ტემპს. რეალურად, პენსიონერთა 70% სოციალურად დაუცველია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4594817&name=25.07.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---