მედიამონიტორინგი 27.07.2017
ტელევიზია
26.07.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დიდუბეში, შენობის დემონტაჟის დროს მუშის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევა გახდა. 31 წლის ნიკოლოზ სალია კედლის ჩამონგრევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი იყო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598914
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598775
I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598815
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598887
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598813
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598725
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598261
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598237
I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598224
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598154
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598019
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597848
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597684
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597679
I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597406
---
26.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
მშენებლობაზე გარდაცვლილი ნუკრი სალიას ოჯახის წევრები როგორც ხელისუფლებისგან, ასევე სამშენებლო კომპანიისგან დახმარებას ითხოვენ. დიდუბეში, შენობის დემონტაჟის დროს მუშის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევა გახდა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598496
---
26.07.2017
არხი: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
ლუკმა-პურისთვის მებრძოლები და სასიკვდილოდ განწირულები. მუშები, რომელბიც მშენებლობებზე, ავარიული სახლების დემონტაჟზე, მაღაროებში მუშაობენ სახელმწიფოსგან დაუცველები არიან. თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე სამი მუშა დაიღუპა. რას აკეთებს ხელისუფლება ამ საგანგაშო სტატისტიკის შესამსუბუქებლად? რატომ არ უსმენს მთავრობა სახალხო დამცველს და პროფკავშირებს? სტრასბურგი ისევ სამკაციანი სიის მოლოდინშია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598876
---
26.07.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ქართული სუნელების შემდეგ, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ხორცსა და სასმელ წყალშიც აღმოჩნდა. ინფორმაციას, სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით, ვებ პორტალი momxmarebeli.ge ავრცელებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598919
---
26.07.2017
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: შუადღე
28 ივლისი ცე ჰეპატიტის მსოფლიო დღეა, აღნიშნულ დღეს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნავს. თუ რა საკითხებზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რა შედეგები გვაქვს ამ კუთხით და პროგრამის მნიშვნელობაზე, თემებზე ისაუბრებს დავით ფალიაშვილი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4598509
---
26.07.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
ენდიაიმ კვლევის შედეგები თვით კვლევაში პირველ ორ ადგილს ისევ უმუშევრობა და სიღარიბე იკავებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597831
---
ინტერნეტი
27.07.2017
მედიასაშუალება: http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=85585&l=1
17 წლის მეგის დახმარება სჭირდება
მეგი ბერიაშვილი თავის ტვინის ანევრიზმა გაუსკდა რის შემდეგაც 6 თვის განმავლობაში კომაში იყო. მოზარდი კლინიკა „ ლანცეტში“ წევს. მეგი გონს მოვიდა, თუმცა ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში რაც ოჯახს ძალიანძვირი უჯდება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ანგარიშის ნომერი: 0901700177 Ge33tb7714745061100056
---
26.07.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445049-davith-sergeenko-irlandiis-sastsrafo-dakhmarebis-khelmdzghvanelebs-shekhvda.html?ar=A
დავით სერგეენკო ირლანდიის სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელებს შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს. მათი ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვისა და პერსონალის პროფესიული მომზადების საკითხები განიხილეს. „განსაკუთრებული ყურადღება ცენტრში დაგეგმილ პროექტებზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. დელეგაცია ქვეყანაში ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ირლანდიელ კოლეგებს რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრიც დაათვალიერეს და მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებ გაეცნენ ინფორმაციას. ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 23 ივლისს ესტუმრა“, - აღნიშნულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
---
26.07.2017
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დიდუბის რაიონში, ჩამონგრეული შენობის დათვალიერების შემდეგ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, დიდუბის რაიონში, შენობის პირველადი დათვალიერების შემდეგ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა. მისივე თქმით, სადემონტაჟო სამუშაოები უნდა შეასრულონ არა ხელით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით. ,,პირველადი მოკვლევით გამოიკვეთა რიგი დარღვევები. როგორც იცით, ამ სამუშაოებს არეგულირებს მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი, სადაც კონკრეტული სტანდარტია დარღვეული. სადემონტაჟო სამუშაოს შესასრულებლად მუშახელი იქნება თუ ტექნიკური პერსონალი, ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ არა ხელით და კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომელიც ამ დასანგრევი შენობის კედლის სიმაღლის პროპორციული მანძილით იქნება დაშორებული. სამწუხაროდ, პირველივე მოკვლევიდან ჩანს, რომ ეს ნორმები დარღვეულია და ამიტომაც მოხვდნენ დასაქმებულები ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება რამდენად ნებართვის საფუძველზე ეწეოდნენ სადემონტაჟო სამუშაოებს, შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული. ჩვენ ვთანამშრომლობთ საგამოძიებო სამსახურთან და ერთობლივად ჩვენი პასუხებისა და მათი გამოძიების შედეგად საბოლოო სურათი გამოიკვეთება და შესაბამისი რეაგირება იქნება ”, -განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/209858/
---
26.07.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/79978-sakhalkho-damcveli-shromis-usafrtkhoeba-khelisuflebistvis-prioriteti-dghemde-ar-aris
სახალხო დამცველი: შრომის უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი დღემდე არ არის
სახალხო დამცველი მუშათა დაღუპვისა და დაშავების ფაქტს განცხადებით ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ყოველდღიურობად იქცა სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და დაშავების შემთხვევები. "ესაა ის მძიმე რეალობა, რაც ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს. ის, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მსგავსი მძიმე შედეგების თავიდან აცილებას, მიუთითებს მთლიანად სისტემის კრახზე. შრომის უსაფრთხოება დღემდე ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში, საკითხის მნიშვნელობაზე ნაკლებად საუბრობენ პირველი პირები. მიმდინარე პერიოდში პარლამენტი განიხილავს შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტს, თუმცა წარმოდგენილი ვერსია სრულად ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში. დღეს, 2017 წლის 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სოხუმის ქუჩაზე სახლის დემონტაჟის დროს ერთი მუშა გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით1. სახალხო დამცველი თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „როიალ გრუპს“, რომელიც საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ბოლო გაფრთხილება კი ორიოდე დღის წინ, 24 ივლისს გაიცა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდუბის რაიონში, შენობის პირველადი დათვალიერების შემდეგ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა. დემონტაჟი უნდა შესრულებულიყო არა ხელით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით. 2017 წლის იანვარში სახალხო დამცველის აპარატისათვის მოწოდებული მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტების გადამოწმებისას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულ იქნა 1667 ობიექტზე. აქედან, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო 178 ობიექტზე. აქედან, 122 საქმე შეწყდა სამართალდარღვევის გამოსწორების გამო, 10 საქმე ჯერ კიდევ მიმდინარე იყო, ხოლო 46 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების თაობაზე (იწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 3000 ლარით). 4 შემთხვევაში სამსახურმა მიიღო დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, ხოლო მოგვიანებით, 2 დადგენილება სამსახურმა ძალადაკარგულად ცნო, ვინაიდან მხარის მიერ აღმოფხვრილ იქნა მშენებლობის შეჩერების საფუძვლები, ხოლო ობიექტზე უზრუნველყოფილ იქნა უსაფრთხოების წესები. აღსანიშნავია, რომ წარსულ პერიოდში აპარატმა გამოავლინა 1 შემთხვევა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტზე მშენებლობის უსაფრთხოების მხრივ დარღვევები ვერ აღმოაჩინა, მაშინ როდესაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეძლო დარღვევების იდენტიფიცირება. ასევე, გამოვლინდა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახური საერთოდ არ ახდენს იმ შემოწმების დოკუმენტირებას, რასაც დარღვევების აღმოჩენა არ მოჰყოლია, რაც შეუძლებელს ხდის მისი საქმიანობის მონიტორინგს, ხარვეზების ჯეროვან გამოვლენას და, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაყენებას. წინამდებარე შემთხვევაში შეკითხვები ჩნდება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ირკვევა, გაცემული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მძიმე შედეგების თავიდან აცილება. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას და შეაფასებს უწყების მიერ განხორციელებულ რეაგირებას",-აღნიშნავს სახალხო დამცველი.
---
26.07.2017
ექიმის ინფორმაციით, შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა გიორგი აფციაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 31 წლის პაციენტს პოლიტრამვა აქვს. „პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე იმ მხრივ, რომ არის პოლიტრამვა: თავის ტრამვა, გულმკერდის დახურული ტრამვა, მუცლის დახურული ტრამვა. ჩატარდა კლინიკოლაბორატორიული კვლევები, ამ ეტაპზე ქირურგიული პათოლოგია არ ვლინდება. უტარდება გამოკვლევები და იმის მიხედვით დაისმება დიაგნოზი”,- განაცხადა ექიმმა გიორგი აფციაურმა. დიდუბეში სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ნგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები მუშებიდან ერთი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ორი კი ე.წ.მიხაილოვის საავადმყოფოში.
---
26.07.2017
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/samarthali/shemthkhveva/175100-shenobis-demontazhisas-gardacvlilis-ojakhi-dakhmarebas-khelisuflebas-sthkhovs.html?lang=ka-GE
შენობის დემონტაჟისას გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს
დღეს დიდუბეში შენობის დემონტაჟისას გარდაცვლილი ნუკრი სალიას ოჯახის წევრები ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიისგან დახმარებას ითხოვენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოჯახის რჩენის მიზნით, სალია უკვე მერვე წელია თბილისში სხვადასზვა ობიექტებზე მუშაობდა. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილის ზუგდიდში გადასვენების თანხაც არ გააჩნიათ. 40 წლის ნუკრი სალია დღეს დიდუბეში მდებარე შენობის დემონტაჟისას გარდაიცვალა. მას ფეხმძიმე მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
---
26.07.2017
კომპანია, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა, წინასწარ იყო გაფრთხილებული, დაეცვა უსაფრთხოების ზომები - დიდუბის გამგებელი
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი დიდუბეში საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შედეგად მუშის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანია, რომელიც სახლის დემონტაჟს აწარმოებდა, წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ დაეცვა უსაფრთხოების ზომები. დიდუბის გამგებლის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი წალენჯიხიდან იყო. „კერძო კომპანია, გაფრთხილებული იყო, დაეცვა უსაფრთხოების ზომები. ორშაბათსაც გავაფრთხილეთ, თუმცა გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავდა სამი ადამიანი. გარდაცვლილი წალენჯიხიდან არის. გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში იტალიურ ეზოში ავარიული სახლის დემონტაჟისას კედელი ჩამოიშალა, რასაც ერთ-ერთი მუშა - 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კიდევ სამი დაშავებული მუშა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
---
26.07.2017
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/89061/#sthash.j2fXUSWg.u1RnA4lW.dpbs
გამოხმაურება: რას სთავაზობს სახელმწიფო 4 წლის შშმ ბავშვის დედას
34 წლის მარინა ჭაღალიძისა და მისი 4 წლის შშმ შვილთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს დაუკავშირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკის, ნინო ცეცხლაძის თქმით, მარტოხელა დედასა და მის შვილს, თავშესაფარს გორში შესთავაზებენ. „ჩვენ ადრეც შევთავაზეთ თავშესაფარში ჩარიცხვა ქუთაისში, მაგრამ დედამ უარი გვითხრა, შემდეგ კი ადგილები აღარ იყო. ახლახანს გორში გაიხსნა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. თუ თანახმა იქნება დედა, დაწეროს განცხადება და მოგვმართოს. თავშესაფარში ჩავრიცხავთ და ერთი წელი იქნება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე. გარდა თავშესაფარში შესახლებისა, რა ტიპის მხარდაჭერას უნდა ელოდეს მარინა ჭაღალიძე სახელმწიფოსგან? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. ამ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, როცა ბაზაში ამ პირის შესახებ მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. ამის შემოწმება კი, როგორც გვითხრეს, ხვალისთვის [27 ივლისი] იქნება შესაძლებელი.
---
26.07.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/210042/
სუპერმარკეტში მოლარის 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია
თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტში 48-საათიანი სამუშაო კვირა დასაშვებად მიიჩნია. ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქმე ეხება შუშანიკ ჩუბინიძის სასამართლო დავას სუპერმარკეტების ქსელ ფუდმარტთან. ნონა ქურდოვანიძის თქმით, ჩუბინიძე მოითხოვდა, რომ შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 48-საათიანი სამუშაო კვირის პუნქტი ბათილად ეცნოთ, აუნაზღაურებელი თანხა და ამ თანხის 0.07% მიეღო. შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს სპეციალურ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სავაჭრო სფერო ასეთ დაწესებულებებს მიეკუთვნება და, შესაბამისად, შეიძლება მასზე გავრცელდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა, თუმცა, არა ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებზე. შუშანიკ ჩუბინიძე მუშაობდა მოლარე-კონსულტანტად და ამიტომ ამ პოზიციაზე 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი კანონს ეწინააღმდეგებოდა, რადგან 8 საათში მოლარე-ოპერატორის ჩანაცვლება დამსაქმებლისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, ამბობს ქურდოვანიძე. “ვაჭრობის სფერო სპეციფიკურ საწარმოთა ჩამონათვალში შედის და შესაძლოა გავრცელდეს 48-საათიანი რეჟიმი, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად, დასაქმებული რა ფუნქციას ასრულებს. თუ ის ასრულებს ისეთ ფუნქციას, რომელიც არ მოითხოვს 8-საათიანზე მეტ უწყვეტ რეჟმს, ასეთ დროს 48-საათიანი შრომის წესის გავრცელება არის კანონის დარღვევა”, – გვითხრა იურისტმა. ქორდოვანიძე ამბობს, რომ ჩუბინიძეს რეალურად 48 საათზე მეტი უწევდა მუშაობა, მაგრამ რადგანაც არ არის აღრიცხული მისი ნამუშევარი საათები, დავობდნენ იმაზე, რაც ხელშეკრულებაში ცალსახად ეწერა. ზეგანაკვეთური შრომის, დაბალი ხელფასისა და ხელფასიდან დანაკლისის დაქვითვის გამო, ჩუბინიძემ სამ თვეში დატოვა სამსახური, მიმართა სასამართლოს 2015 წელს, რის შემდეგაც, 2017 წლის 26 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამგვარ პრაქტიკას სუპერმარკეტები სხვა თანამშრომლების მიმართაც იყენებდა და ალბათ ახლაც იყენებს, თუმცა ეს პრაქტიკა მოსამართლემ არაკანონიერად არ ცნო, რის გამოც დასაბუთებული ნაწილის ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
---
26.07.2017
ქალს, რომელიც 3 ბავშვთან ერთად ავტოფარეხში ცხოვრობს, სოციალური დახმარება შეუჩერდა - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დედისა და შვილების მძიმე ისტორია
34 წლის მელანო უფლისაშვილი 3 არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად ავტოფარეხში ცხოვრობს, რომელიც მის დედამთილს ეკუთვნის. ტუბერკულოზით დაავადებული მეუღლე პატიმრობაში იმყოფება, სასჯელს მეუღლისა და მცირეწლოვანი ქალიშვილის ცემის გამო იხდის. მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომელიც მოუხსნეს. დღიდან-დღემდე თავი უფასო სასადილოში მიღებული საკვებით გააქვთ . მელანო მუშაობას ვერ ახერხებს, რადგან ბავშვებს მარტო ვერ ტოვებს. არ აქვთ გაზი, რადგან 500 ლარი აქვთ დავალიანება. მელანო დახმარებას ითხოვს .
---
26.07.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/30683/kvleva-mosakhleobis-27-miichnevs-rom-qveyanashi-yvelaze-khshirad-shromiti-uflebebi-irghveva
კვლევა: მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა
მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა,- ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლევის ანგარიშს აქვეყნებენ. როგორც კვლევამ აჩვენა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაცულია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია. თითქმის მესამედის (27% საშუალოდ, 36% თბილისში) შეფასებით, საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ირღვევა ეთნიკური (57%) და რელიგიური (59%) უმცირესობების უფლებები. გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში სრულად ან მეტ-ნაკლებად დაცულია. 5 წლის წინ იგივე აზრი ჰქონდა 48%-ს, 10 წლის წინ უფლებების დაცულობაზე კი 32% საუბრობდა. გამოკითხულთა 50% ინფორმაციას ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ყველასათვის თანაბარ ხელმისაწვდომად არ მიიჩნევს, მათ შორის, ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია შემდეგი ჯგუფებისთვის: სოციალურად დაუცველები, შშმ პირები და სხვა. კვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ადამიანის უფლებების და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიღების წყარო უმრავლესობისთვის ტელევიზიაა (88%). 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ სმენია გამოკითხულთა 10%-ს, 9% კი ამბობს, რომ იცის სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, მოსახლეობა კეთილგანწყობილია საპატრულო პოლიციის მიმართ და სხვა ინსტიტუტებთან შედარებით მას ყველაზე მაღალ ნდობას უცხადებს (67%). კვლევა „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუსჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს ეყრდნობა. ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან. კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე, ევროკავშირის პროგრამების,- „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „მართლმსაჯულება ყველასათვის“ ფარგლებში.
---
26.07.2017
66 %-ის აზრით კერძო სექტორში შრომითი უფლებები დაცული არაა - NDI კვლევა
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის შედეგების თანახმად საქართველოში შრომით უფლებებთან დაკავშირებით 46 %-ს მიაჩნია რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დავის დროს სასამართლო უპირატესობას დამსაქმებელს ანიჭებს, 33%-ს მიაჩნია, რომ შრომითი უფლებები სახელმწიფო დაწესებულებებში კარგად არის დაცული, უარყოფითი პასუხი აქვს 48%-ს , 19 % თვლის თვლის რომ შრომითი უფლებები კარგად არის დაცული კერძო სექტორში, 66 %-ის აზრით კი კერძო სექტორში შრომითი უფლებები დაცული არაა. 14 %-ს იაჩნია, რომ მუშების სამუშაო პირობები უსაფრთხოა, 73 %-ის აზრით კი მუშების სამუშაო პირობები საფრთხის შემცველია. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/-2,2 %-ია.
პრესა.ჯი- http://presa.ge/new/?m=politics&AID=57798
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
27.07.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა
მშენებლობისას კიდევ ერთი უბედური შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. 40 წლის მამაკაცი, დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში, სახლის დემონტაჟის დროს დაიღუპა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოჰყვა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი. მისი ინფორმაციით, დემონტაჟის სამუშაოებს „როიალ გრუპი" აწარმოებდა, რომელიც ზედამხედველობის სამსახურს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ჰყავდა გაფრთხილებული. „როიალ გრუპი" ამ ორშაბათსაც გავაფრთხილეთ. დანარჩენი გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები" , - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
---
27.07.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
საპენსიო რეფორმა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმაზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს.ამ ხნის განმავლობაში კონცეფციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება განიცადა , თუმცა საბოლოო ვერსია , რომლის საპარლამენტო სესიებზე წარდგენა 2018 წლის პირველ კარტალშია დაგეგმილი , საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეფასებით, კვლავ არ შეესაბამება არსებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ კონტექსტს და არ წარმოადგენს საპენსიო სისტემის რეფორმის საუკეთესო გზას.
---
27.07.2017
მედიასაშუალება: მესინჯერი
საქართველოს სახალხო დამცველი მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე, სადაც დღეს მუშა დაიღუპა, პირველადი დათვალიერებით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, მშენებლობაზე არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაშავების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი ძალზე მწვავედ დგას და საჭიროებს დროულ, სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას ვითარების რადიკალურად შესაცვლელად. საქართველოს პარლამენტი ამჟამად შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტს იხილავს. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. სახალხო დამცველს პრინციპული შენიშვნები აქვს კანონპროექტის არსებულ ტექსტთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ განხილვების განმავლობაში აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის.
---