| From : | Everyone@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | [Everyone] სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება |
| Received On : | 05.04.2018 11:49 |
ძვირფასო კოლეგებო,
15 აპრილს 12:00 საათიდან ქ. თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აღიარებული სპორტული ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სპორტის მრავალ სახეობაში გაიმართება სპორტულ გამაჯანსაღებელი შეჯიბრებები (მათ შორის მინიფეხბურთში) და სპორტსმენთა საჩვენებელი გამოსვლები, მოეწყობა საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგვიდგინოთ მინიფეხბურთში მონაწილე გუნდები.
საკონტაქტო პირი: სამინისტროს PR დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნატო ჩხეტიანი 595002999; 2510011/0811