From : Everyone@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject : [Everyone] ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე
Received On : 15.05.2017 13:02

ძვრიფასო კოლეგებო, მიმდინარე წლის 17 მაისს აღინიშნება ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე. ჰიპეტრენზიის საერთაშორისო საზოგადოება და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა გეგმავს არტერიული წნევის მსოფლიო სკრინინგულ კვლევას. პროექტი „მაისის გაზომვების თვე“ - პირველი გლობალური ინიციატივაა ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით. პროექტის ინიციატორთა რეკომენდაციით სასურველია სკრინინგი ჩაუტარდეს ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1%-ს. პროექტი მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მე-7 სართულის 706 ოთახში, მიმდინარე წლის 17 მაისს 12 საათიდან თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია ჰიპერტენზიის სკრინინგი, რაც გულისხმობს: არტერიული წნევის და პულსის სამჯერად გაზომვას; შეგროვდება ინფორმაცია ასაკის, სქესის, რისკ-ფაქტორების, ანამნეზში გადატანილი სისხლძარღვოვანი ეპიზოდების შესახებ და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ზემოაღნიშნულ ინიციატივაში.