From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ანტიბიოტიკების კვირეული
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania; Paata Imnadze
Received On : 09.11.2017 14:27
Attachments :

ბატონო დავით, 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ა. წ. 13-19 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღინიშნება ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული.

კვირეულთან დაკავშირებით ცენტრი საკუთარი ძალებითა და ჯანმოს ევროპის ბიუროს მხარდაჭერით გეგმავს გარკვეულ აქტივობებს, რომლებიც ვფიქრობთ წაადგება ამ ერთობ მნიშვნელოვან თემას (დაგეგმილ აქტივობებს წარმოგიდგენთ დანართის სახით).

აქტივობათა ფარგლებში მნიშვნელოვანია კვირეულისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენციის ჩატარება. ცენტრი მზადაა უმასპინძლოს პრეს-კონფერენციას და გთხოვთ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე შესაძლებლობის პირობებში გამონახოთ დრო რათა  წარუძღვეთ აღნიშნულ ღონისძიებას ან თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

გთავაზობთ, ღონისძიება ჩატარდეს ცენტრის სააქტო დარბაზში, ა.წ. 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, ან ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს.

პატივისცემით,

ამირანი