From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : არაგადამდებ დაავადებათა საბჭოს სხდომა
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania
Received On : 26.12.2017 16:49
Attachments :
აგდ საბჭოს მე-3 გაფართოებული სხდომა - 27 11 2017.docx factsheet - additional questions.pdf factsheet - alcohol.pdf factsheet - anthropometry.pdf factsheet - arterial hypertension.pdf factsheet - cholesterol.pdf factsheet - CVD-combined risk.pdf factsheet - Diabetes.pdf factsheet - nutrition.pdf factsheet - physical activity.pdf factsheet - recommendations_Cer_cancer.pdf factsheet - STEPS 2010-2016docx.pdf factsheet - STEPS survey.pdf factsheet - tobacco.pdf დღის წესრიგი-აგდ საბჭო-27 11 2017.pdf Maia Kereselidze GEO.pdf STEPS-Lela Sturua-GEO.pdf 20171127 Gauden global and regional.pdf NCD indicators - Geo.pdf NCD indicators - Eng.pdf

ბატონო დავით,

 

 

როგორც მოგეხსენებათ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა 2017 წლის 27 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS 2016 კვლევის შედეგები და მდგრადი განვითარების მიზნების, ჯანმრთელობა 2020 და არაგადამდებ დაავადებათა გლობალური მონიტორინგის ჩარჩოს დოკუმენტების მიხედვით შემუშავებული არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სამიზნეებისა და ინდიკატორების დოკუმენტი.

სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:

ნინო ბერძული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

ირმა ხონელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგენერალური დირექტორის მოადგილე

ნათია ნოღაიდელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი

ქეთევან გოგინაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

ზურაბ ვადაჭკორია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი

ბეჟან წინამძღვრიშვილი - საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი ასოციაციის ხელმძღვანელი, შპსგერმანულ-ქართული კარდიოლოგიური ცენტრისხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ალექსანდრე ალადაშვილი - საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შპსაკად. .ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისინტერვენციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ ყურაშვილი - საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის პრეზიდენტი, დიაბეტის ცენტრის დირექტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

მაია გოთუა - შპსალერგისა და იმუნოლოგიის ცენტრისხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თამაზ მაღლაკელიძე - საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გენერალური მდივანიშპსაკად. .ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისპულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ირინე ქაროსანიძე - საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე, საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის გენერალური დირექტორი, პირველადი ჯანდაცვის საჭოს წევრი

მარიან ივანუშა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

რუსუდან კლიმიაშვილი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის კოორდინატორი

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, დაინტერესებული პირები.

შეხვედრას ასევე დაესწრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა და სიცოცხლის ციკლის მიმართულების ხელმძღვანელს ბატონი გაუდენ გალეა და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კოორდინატორი ბატოლი ენრიკე ლოიოლა.

შეხვედრა გახსნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, STEPS კვლევის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა -ნმა ნინო ბერძულმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა და სიცოცხლის ციკლის მიმართულების ხელმძღვანელმა ბატონმა გაუდენ გალეამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა მარიან ივანუშამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ.

პირველი პრეზენტაციაარაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS კვლევის შედეგებიწარმოადგინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა და STEPS კვლევის ხელმძღვანელმა -ნმა ლელა სტურუამ.

ლელა სტურუამ მოკლედ მიმოიხილა არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS 2016 კვლევის შედეგები.  STEPS კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სოციო-დემოგრაფიული მონაცემები, ჩვევითი რისკ-ფაქტორები (თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა), ფიზიკური გაზომვები (სიმაღლე, წონაწელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი) და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორები (სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის, მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის და შარდში მარილისა და კოტინინის დონე).

ლ. სტურუამ აღნიშნა, რომ პირველი STEPS კვლევა საქართველოში 2010 წელს ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმო- ტექნიკური დახმარებით, კვლევამ საშუალება მოგვცა გვქონოდა ბაზისური ინფორმაცია ქვეყანაში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ. STEPS კვლევის განმეორებითი ჩატარება ჯანმო- ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით განხორციელდა. აქვე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მეორედ განახორციელა STEPS კვლევა.

მოკლედ 2010 და 2016 წლის მონაცემების შეჯამებული ინფორმაცია შეეხო შემდეგ საკითხებს:

თამბაქო - გაიზარდა თამბაქოს ამჟამად მოხმრებელთა რაოდენობა; დაიწია ამჟამად ყოველდღიურ მწეველებში თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკმა; გაიზარდა ყოველდღიურ მწეველებში დღიურად მოწეული სამრეწველო წარმოების  სიგარეტის ღერების საშუალო რაოდენობა; კვლევის ინოვაცია - პირველად, შარდში კოტინინის ტესტის საშუალებით დადგინდა ქალებში მწეველობის რეალური გავრცელება - 12.2% (7.1% - კითხვარით); მოწევაზე თავის დასანებებლად: კონსულტაცია პირველადი ჯანდაცვის დონეზე - 11.0%, ელექტრონული სიგარეტი - 9.4%; ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია - 0.3%; მედიკამენტოზური (ტაბექსი, ბუპროპრიონი) თერაპია - 0.4%; არცერთს არ მიუმართავს სატელეფონო კონსულტაციისთვის.

ალკოჰოლი - გაიზარდა ალკოჰოლის სიცოცხლის განმავლობაში და ბოლო 30 დღის განმავლობაში მოხმარება; შემცირდა ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარება და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელთა რაოდენობა - 13.4%-ით ნაკლები კაცი და 7.4%-ით ნაკლები ქალი მოიხმარს ალკოჰოლს ჭარბად.

კვება - გაიზარდა კვირის განმავლობაში ხილის/ბოსტნეულის მოხმარების დღეების საშუალო რაოდენობა და დღიურად მიღებული ხილის/ბოსტნეულის ულუფების რაოდენობა; შემცირდა დღიურად საშუალოდ 5 ულუფაზე ნაკლები ხილის და/ან ბოსტნეულის მოხმარება 69.6%-დან (2010 .) 63.2%-მდე (2016 .).

ფიზიკური აქტივობა - შემცირდა დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობაზე საშუალოდ დახარჯული დროის რაოდენობა (წუთების საშუალო რაოდენობა დღეში) და დღის განმავლობაში სამსახურთან დაკავშირებულ აქტივობებზე დახარჯული დროის რაოდენობა; გაიზარდა ტრანსპორტთან დაკავშირებულ აქტივობებზე დახარჯული დრო, დასვენებასთან დაკავშირებულ ფიზიკურ აქტივობაზე დახარჯული დრო და იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არ არიან ჩართულნი ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობაში.

ფიზიკური მაჩვენებლები - გაიზარდა სხეულის მასის ინდექსი; მნიშვნელოვნად გაიზარდა ჭარბწონიანობისა და  სიმსუქნის გავრცელება, წელის გარშემოწერილობის საშუალო მაჩვენებელი; უმნიშვნელოდ შემცირდა სისტოლური სისხლის წნევის (მმ ..სვ.) მაჩვენებლები და უმნიშვნელოდ გაიზარდა დიატოლური სისხლის წნევის (მმ ..სვ.) მაჩვენებლები; გაიზარდა მომატებული არტერიული წნევის (სისტოლური ≥140 და/ან დიასტოლური ≥90 მმ ..სვ. 140/90 მმ ..სვ. ან ამჟამად მკურნალობს მაღალი წნევის დასარეგულირებლად) გავრცელება.

ბიოქიმიური მაჩვენებლები - შემცირდა უზმოზე გლუკოზის და საერთო ქოლესტეროლის საშუალო მაჩვენებლები; მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ პირთა გავრცელება, რომელთაც საერთო ქოლესტეროლი 5.0 მოლ/ ან იმყოფებოდა ანტილიპიდურ მკურნალობაზე მყოფთ

კომბინირებული რისკ-ფაქტორები - უმნიშვნელოდ შემცირდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც აღენიშნებათ 3 და მეტი რისკ-ფაქტორი და უმნიშვნელოდ გაიზარდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები.

ექიმთან მიმართვა - ბოლო 12 თვის განმავლობაში ექიმს/სამედიცინო პერსონალს მიმართა 46.3%-მა; ექიმთან ბოლო ვიზიტის მიზეზი 75%-ში ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემა, ხოლო 18.2%-ში  პროფილაქტიკური გასინჯვაა.

ექიმის/მედიცინის მუშაკის მიერ ცხოვრების წესთან დაკავშირებული რეკომენდაციები - ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ რეკომენდაციები მიიღო რესპოდენტთა მხოლოდ მეხუთედმა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სიცოცხლის განმავლობაში ჩატარებული აქვს ქალების 19.9%-, ხოლო 30-49 წლის ასაკის ქალების 23.9%-.

არტერიული ჰიპერტენზია - 24.5%- არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა სამედიცინო პერსონალის მიერ. რესპოდენტთა 37.7%– (კაცი 38.6%, ქალი 36.9%) აღენიშნა არტერიული ჰიპერტენზია; II სტადიის ჰიპერტენზიის გავრცელება 24.0%-ია (კაცი 22.8%, ქალი 25.2%). მათგან, ვისაც ქონდა სისხლის მაღალი წნევა ან იტარებდა ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, 16.4%- (კაცი-12.9%, ქალი-19.7%) აღენიშნა წნევის ნორმალური ციფრები - კონტროლირებული ჰიპერტენზია. ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის მქონეთა 53.5%; 30% მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდება.

10-წლიანი კარდიოვასკულური რისკი - 40-69 წლის პოპულაციის 28.8%- აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან მათი 10-წლიანი კარდიოვასკულური რისკი ≥30; მათი 28% იტარებს მკურნალობას/კონსულტაციას ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისათვის.

კომბინირებული რისკ-ფაქტორები - რესპოდენტთა 92.4%-ში (კაცი 94.3%, ქალი 90.7%) ვლინდება ერთი და/ან მეტი რისკ-ფაქტორი; რესპოდენტთა 36.1%–ში (კაცი 45.4%, ქალი 27.6%) კი 3 და მეტი რისკ-ფაქტორი.

პირის ღრუს ჯანმრთელობა - 60.9%- 20-ზე მეტი ბუნებრივი კბილი აქვს; 4.3%- კბილები საერთოდ არ აქვს; კბილებს დღეში დღეში 2-ჯერ იხეხავს 35.3%; 34%-მა აღნიშნა ბოლო 12 თვის განმავლობაში კბილის ტკივილი ან დისკომფორტი პირის ღრუში.

მენტალური ჯანმრთელობა/სუიციდი - ბოლო 12 თვის განმავლობაში 1.5%-მა სერიოზულად იფიქრა, 16%-მა კი დაგეგმა სუიციდი; 0.9%- ოდესმე უცდია თვითმკვლელობა.

ტრავმა - ბოლო 12 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა რესპოდენტთა 2.7%. ბოლო 12 თვის განმავლობაში არაავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული ტრავმების ყველაზე ხშირი მიზეზ ვარდნაა (65.4%).

ძალადობა - 0.6% ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ყოფილა  ძალადობის მსხვერპლი; შემთხვევათა 66.9%-ში ძალადობა განხორციელდა იარაღის გარეშე; 33.1%-ში კი იარაღით (გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა); მოძალადედ ქალების უმრავლესობა ასახელებს ინტიმურ პარტნორს, მამაკაცი კი უცნობ პიროვნებას.

სქესობრივი ჯანმრთელობა - 91.1%- (კაცი 96.7%, ქალი 86.2%) ქონდა სქესობრივი კონტაქტი სიცოცხლის განმავლობაში; პირველი სქესობრივი კავშირის საშუალო ასაკი 19.8 წელია (კაცი 17.9 , ქალი 21.5 ); პირველი სქესობრივი კონტაქტი 15 წლამდე ქონდა 3.4%- (კაცი 6.3%, ქალი 0.9%). 76.9%- ბოლო სქესობრივი კავშირის დროს კონტრაცეპცია არ გამოუყენებია; ყველაზე ხშირად გამოყენებული კონტრაცეპტივია კონდომი (32.6%; კაცი 39.5%, ქალი 22.6%).

ლელა სტურუამ აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები ცხადყოფენ არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვის გადაუდებელ აუცილებლობას, რომ აუცილებელია კვლევის შედეგებით მიღებული მტკიცებულებების გამოყენება გათვითცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის ხელშეწყობის განვითარების და არაგადამდები დაავადებების რისკის შემცირების უზრუნველსაყოფად; აუცილებელია აგდ ძირითადი რისკფაქტორების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური ინტერვენციების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობის წინააღმდეგ მიმართული ინტერვენციების (სახელწოდებითსაუკეთესო შენაძენი“ – “best buy”) ეფექტიანობა და წარმოადგენს საუკეთესო ინვესტიციას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ქალბატონი ნინო ბერძული, ბატონი გაუდენ გალეა, დარგის ექსპერტები - ბეჟან წინამძღვრიშვილი, რამაზ ყურაშვილი, ვახტანგ ჭუმბურიძე, ზაზა ბოხუა, ლევან ბარამიძე, თამაზ მაღლაკელიძე, დალი ტრაპაიძე და ..

მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შედეგების დისემინაცია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს შორის, ასევე მასობრივ მედია საშუალებებში, რათა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა აგდ რისკისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის შესახებ; ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კვლევის შედეგების განვრცობა სადაზღვევო კომპანიებსა და ქვეყანაში არსებულ ჯანმრთელობის საკითხებში დაინტერესებულ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციათა შორის, რათა განხორციელდეს ღრმა ანალიზი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოგება-მოგება (win-win) გადაწყვეტილებებზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ არაგადამდებ დაავადებათა მართვის მიმართულებით შემოთავაზებული შესაძლებლობებისა და მოცვის ზრდაზე.

მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული საინფორმაციო, სასწავლო და საკომუნიკაციო გამარტივებული მასალების შემუშავება პოპულაციის სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; გადაუდებლად აუცილებელადეფასდა პჯდ პერსონალის კომპეტენციების გაუმჯობესებაზე ზრუნვა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე ხაზი გაესვა არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევების მეტი შესაძლებლობისა და ესენციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას; ეს განსაკუთებით ეხება ჰიპერტენზიას.

მეორ პრეზენტაცია ეხებოდა არაგადამდებ დაავადებათა ეროვნულ სამიზნეებსა და ინდიკატორებს, რომელიც წარმოადგინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის ხელმძღვანელმა -მა მაია კერესელიძემ. მოხსენებაში განხილულ იქნა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გლობალური მონიტორინგის ჩარჩო, ევროპული ჯანმრთელობის ახალი პოლიტიკაჯანმრთელობა 2020“, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის გაუმჯობესების და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებისკენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსამართლობის შემცირების და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების განვითარებისკენ და მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც მსოფლიოს პერსპექტიული განვითარების ფართომასშტაბიან სტრატეგიას წარმოადგენს. მათ საფუძველზე წარმოდგენილ იქნა არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული მიზნებისა და ინდიკატორების ეროვნული ჩარჩო: ინდიკატორთა ნაკრებები.

განხილულ იქმა სამიზნე მაჩვენებლები და ინდიკატორთა წყაროები, მონაცემთა პერიოდულობა, დისაგრეგაციის დონე. წარმოდგენილ იქნა დომუნეტის ქართული და ინგლისური ვერსიაები.

ბატონმა გაუდენ გალეამ წარმოადგინა არაგადადებ დაავადებათა გლობალური და რეგიონალური ქმედებები, მათი გავლენა საქართველოზე.

დასკვნის სახით ითქვა, რომ უკვე გვაქვს ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისი ევროპის რეგიონულ ოფისთან ერთად კვლავ განაგრძობს საქართველოს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის განვითარების, პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  რეფორმების მიმართულებით.

 

დანართი 1: დღის წესრიგი

დანართი 2: მოხსენება „არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS კვლევის შედეგები“

დანართი 3: მოხსენება „არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სამიზნეები და ინდიკატორები“

დანართი 4: მოხსენება Global and Regional NCD Action; Implications for Georgia

დანართი 5: დოკუმენტი არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სამიზნეები და ინდიკატორები“ ქართულ და ინგლისურ ენებზე

თითოეული რისკ-ფაქტორის კვლევის მოკლე რეზუმე ფაქტ-შიტების სახით.

 

 

პატივისცემით

 

ამირანი