| From : | David Bakradze <d.bakradze@eu-nato.gov.ge> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; Khatuna Moseshvili; mayatskitishvili@gmail.com; zurabkar@gmail.com; i.menagari@yahoo.com; zurab_abashidze@hotmail.com; kakha4@gmail.com; ttsulukiani@justice.gov.ge; tedojaparidze@hotmail.com; mindiajanelidze@yahoo.com; dkumsishvili@economy.ge; mjanelidze@mfa.gov.ge; Gigla Agulashvili; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; Sozar Subari; danelia@moa.gov.ge; David Sergeenko; gdumbadze@diaspora.gov.ge |
| Subject : | აშშდან |
| Received On : | 25.07.2016 17:29 |
სანამ ფილადელფიაში დემოკრატების კონვენცია დაიწყება, რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ კლივლენდიდან, რესპუბლიკელების კონვენციიდან:
- ეს არჩევნები გამორჩეულია კანდიდატების (კლინტონი, ტრამპი) მიმართ არსებული დაბალი ინტერესით და შესაძლო აქტივობით (წინა წლებში შესაბამისი პარტიების მხარდამჭერთა 90-90% მოდიოდა არჩევნებზე შესაბამისი კანდიდატის მხარდასაჭერად); წელს არჩევნებზე ასეთი მოლოდინი არ არის;
- გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ მოტივაციას გაუჩენს ამომრჩეველს, რომ მოვიდეს არჩევნებზე; ზოგადად ეს არჩევნები პოლარიზაციის მაღალი ხარისხით მიმდინარეობს;
- აღნიშნულიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ექნება საპროტესტო ხმას - ანუ, რამდენად შეძლებენ საზოგადოების მოტივირებას კანდიდატები, რომ მათი კონკურენტის მიმართ მიუღებლობის გამო გამოვიდეს არჩევნებზე და მას მისცეს ხმა (აქ რამდენიმე ფაქტორი იჩენს თავს):
o ერთი ფაქტორია თავად კანდიდატების რიტორიკა. ტრამპი არ ერიდება სიძულვილის ენას კლინტონის მიმართ და იყენებს ყველა დაშვებულ თუ არაეთიკურ საშუალებებს (დაღუპული მეომრების მშობლები, შავკანიანების მიერ მოკლული პოლიციელების ოჯახის წევრები, კლინტონის ტყუილები, იმეილების სკანდალი, იმიგრაციის მაღალი ტალღა); კლინტონის ჯერი ფილადელფიაში დადგება და, როგორც ამბობენ, მისი ფსონი ამ კონტექსტში უფრო საგარეო პოლიტიკა იქნება (საერთაშორისო იმიჯის შერყევა, პარტნიორებში ნდობის დაკარგვა, სავაჭრო ხელშეკრულებები), თუმცა არც შიდა სენტიმენტების გამოყენებას მოერიდება (პოლიციელების მიერ მოკლული შავკანიანები, black life matters, etc). ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ტრამპმა თავის acceptance speech-ში განაცხადა, რომ ხალხს მობეზრდა პოლიტკორექტულობა მათთვის სენსიტიურ თემებზე, ამიტომ კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას უნდა ველოდეთ მის რიტორიკაში;
o მეორე ფაქტორი იქნება მოწინააღმდეგის
მიუღებლობის გამო ამომრჩევლის მოტივირება. დემოკრატების ბანაკში კლინტონის მოწინააღმდეგეები სანდერსის მხარდამჭერები არიან (სანდერსიც და ტრამპიც, მიუხედავად განსხვავებული ღირებულებებისა, გარკვეულად გვანან კიდეც ერთმანეთს: ორივე ამრევია აშშ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში
(disrupters - არსებული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ გალაშქრება); მათი მოტივირება ტრამპის წინააღმდეგ უფრო ძნელი იქნება ჰილარისთვის; რესპუბლიკელების ბანაკში ტრამპის მიმართ ღიად გამოხატული მიუღებლობის მიუხედავად, ბევრი რესპუბლიკელი მას ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევს,
ვიდრე კლინტონს;
(ტრამპს მხარი არ დაუჭირა ოჰაიოს (გადაუწყვეტელი შტატი) გუბერნატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა კასიჩმა, რომელსაც მკაფიო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები აქვს აშშ ლიდერობასთან დაკავშირებით; არ დაუჭირა მხარი არც მეორე ადგილზე გასულმა კრუზმა; თუმცა, ტრამპი
ახერხებს და ამ ფაქტორებსაც მის სასარგებლოდ იყენებს.)
o მესამე ფაქტორი ფინანსებია: აქამდე კლინტონმა თითქმის 3ჯერ მეტი დახარჯა ვიდრე ტრამპმა. ტრამპი ფაქტიურად ეხლა იწყებს ხარჯვას. საინტერესოა, რომ კლინტონის სარეკლამო კამპანიები, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ტრამპის გასაქილიკებლად, ფაქტიურად ტრამპს აძლევდა ხელს და ტრამპს უჩენდა კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს.
o კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ფილადელფიაში ჩამოსულებს დაგვხვდა, არის ახალ-ახალი ინფორმაცია, რომელიც wikileaks-მა გამოაქვეყნა ჰილარის და მისი კამპანიის შესახებ. აღმოჩნდა, რომ დემოკრატების კომიტეტის ხელმძღვანელი დები ვასერმანი კლიმნტონის მიმართ იყო კეთილგანწყობილი და სანდერსის დამარცხებაში არ აქვს მცირე როლი შესრულებული. ეს კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს ჰილარის მიერ სანდერსის მომხრეების მოტივირების საქმეში.
- მაღალია მოლოდინი, რომ მსგავსი საიბერ-შეტევის შედეგები არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო მოიმატებს (რაშიც ბევრი სწორედ რუსეთის ხელს ხედავს), რამდენადაც აშკარაა მათი ინტერესი ტრამპის ფიგურის მიმართ.
- მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ფაქტორმა ყველა ლოგიკური დასკვნის ან ანალიზის სივრცე მოსპო, მკვლევარები მაინც მიიჩნევენ, რომ მათემატიკურად ძალიან ძნელი იქნება ტრამპისთვის მოგება; დღევანდელი მდგომარეობით მას გადაუწყვეტელი 5-6 შტატიდან 1-ს გარდა ყველა მოსაგები აქვს (შტატების მიხედვით დასაგროვებელი 270 ხმიდან კლინტონს ფაქტიურად განაღდებული აქვს 242 და მხოლოდ ფლორიდას მოგებაც კი ეყოფა);
- თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ტრამპის ნომინაცია და პრაიმერიში გამარჯვება უფრო დიდი მოულოდნელობა იყო, ვიდრე მისი ძირითად არჩევნებში მოგება იქნება;
პრიორიტეტები:
ჩვენი შეხვედრების ძირითადი ნაწილი უფრო მეტად დაეთმო საუბარს ტრამპის წინასაარჩევნო ტექნოლოგიებზე, ვიდრე მის პრიორიტეტებზე.
ტრამპის კამპანიის მენეჯერიც კი არიდებდა თავს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ნატოს ფაქტორის შესახებ. თუმცა, მისი თქმით, ტრამპი არ არის ჩაკეტილი პოლიტიკოსი და ის ისმენს პროფესიონალთა აზრს და გაითვალისწინებს მათ მომავალში.
20 ივლისს ჩაწერილ ინტერვიუშიც იკითხება ერთი მთავარი ხაზი, რომელსაც ტრამპი იყენებს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის დროს (განსაკუთრებით, როცა ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს) – America first; ამ კონტექსის გათვალისწინებით პასუხიბს ის კითხვებს - იქნება საუბარი ნატოზე, საგარეო სავაჭრო შეთანხმებებზე თუ სხვა.
ამ კონტექსტში მოიაზრება მისი პოზიციები, რაც გაჟღერდა acceptance speech-ის დროს:
- Law and Order - ტრამპის პოზიციები გამომდინარეობს დაუცველობის შეგრძნებიდან, რომელსაც შტატების მოსახლეობა შეიძლება იზიარებდეს. მოკლული პოლიციელებით, სამხედროებით და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირება უმთავრესი ხაზი იქნება ტრამპისთვის - Blue life matters (უნიფორმიანების დაცვა და პასუხი კლინტონის Black life matters-ზე); ექსპერტების შეფასებით, ამის შემდეგ კლინტონს მოუწევს - ან პოლიციელებსა და შავკანიანებს შორის გააკეთოს არჩევანი, ან იპოვნოს გამოსავალი, რომ არ დააზიანოს საკუთარი რეპუტაცია და ლიბერალური ღირებულებები, CNNმა უკვე შეაფასა ეს ნაბიჯი, როგორც ხაფანგი ჰილარისთვის);
- ამ კონტექსტში პირდაპირი დადანაშაულება ღია იმიგრაციული პოლიტიკისა და კიდევ ერთხელ გაჟღერებული კედლის მშენებლობის იდეა მექსიკის საზღვარზე;
- ძალიან მკაცრი შეფასება მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებისა (NAFTA, PTT), სადაც ის დაჰპირდა ხალხს, რომ ამერიკის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადახედავს ამ შეთანხმებებს და პროექტებს;
- საგარეო პოლიტიკაში მან გააკრიტიკა ობამას პოზიცია ისლამურ სახელმწიფოსთან გამკლავების უუნარობის კუთხით, სირიასთან წითელი ხაზების დარღვევის კუთხით, ლიბიასა და ეგვიპტეში წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის კუთხით (ბენგაზიში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა იმ დროისთვის სახელმწიფო მდივანს კლინტონის უყურადღებობას დააბრალა);
- მთლიანობაში, გამოსვლა იყო ძალიან აგრესიული და საზოგადოების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები:
აქაც ბევრი აღნიშნავს, რომ ტრამპის running mate უფრო მომგებიანია, ვიდრე კლინტონის. პენსი ტოვებს მშვიდი და გაწონასწორებული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას, ავსებს ტრამპის ექსტრავაგანტობას და გათვლილია თავად რესპუბლიკელების გადაუწყვეტელი ნაწილის მოტივაციაზე.
რაც შეეხება კლინტონის არჩევანს, ტიმ კეინი კარგი პოლიტიკოსია, თუმცა იგი რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის შესაძლოა მეტად მისაღები იყოს, ვიდრე დემოკრატებისთვის (არის pro-life პოლიტიკოსი); და ეს იმ დროს, როდესაც პრობლემები კლინტონს სწორედ საკუთარი პარტიის მხარდამჭერთა მობილიზებაში აქვს.
და ბოლოს, რესპუბლიკელების ყრილობამდე კლინტონი 47%-44%-ზე უსწრებდა ტრამპს. ყრილობის შემდეგ ტრამპი 48%-45% უსწრებს კლინტონს. საინტერესო იქნება, რა განწყობები დაგვხვდება დემოკრატების კონვენციაზე.
ვიზიტები:
ჩვენს ახალ კონსერვატორ წევრთან, ნინო გოგუაძესთან ერთად თამარ ჩუგოშვილმა და მე შეხვედრები გავმართეთ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და აგვისტოს ბოლოსთვის ევროპელი კონსერვატორების მხარდამჭერ ვიზიტს უნდა ველოდეთ საქართველოში.
საუკეთესო სურვილებით,
დათო
პარტიასაც მივაწოდე პოლიტსაბჭოსთვის გასაზიარებლად