From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty
Subject : ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით
Received On : 04.04.2018 08:15

ხელისუფლება ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოდის.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში,  საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაფართოვდეს და გამარტივდეს იმ სიკეთეებზე  წვდომა, რასაც ქართული სახელმწიფო  თავისი მოქალაქეებისათვის ქმნის. 

მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული პროდუქცია, ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, გავრცელდეს საქართველოს მიერ ათვისებულ ბაზრებზე, იქნება ეს შიდა ბაზარი, ევროკავშირი, ჩინეთი თუ სხვა.

აღნიშნული ინიციატვით, წახალისდება საერთო ბიზნესინიციატივრბი. ეს იქნება მეგობრული ჟესტი ჩვენი მხრიდან, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მიმართ, კონკრეტული ნაბიჯი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გამყოფი ზოლის ორივე მხარეს, ადამიანებს შორის ურთიერთობების დათბობისა და ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობისთვის.

ცვლილებები მნიშვნელოვნად გააქტიურებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს.


სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, ასევე იგეგმება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის, ახალგაზრდების ხელმოსაწვდომობის გაზრდა ხარისხიან განათლებაზე. იქნება ეს საქართველოში მოქმედი სასწავლებლები, თუ შესაბამისი დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ სწავლება. 

ეს უმნიშვნელოვანესი ინიციატივა არის ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი გადადმული მისი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

ეს არის ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო აუცილებლად თანმიმდევრულად გაგრძელდება.