From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; David Kirvalidze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Davit Qwerty; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; nmikeladze@gov.ge; mayor@tbilisi.gov.ge; Irakli.khmaladze@tbilisi.gov.ge; i.bendeliani@tbilisi.gov.ge; m.bitadze@tbilisi.gov.ge; i.eloshvili@tbilisi.gov.ge; s.khuntsaria@tbilisi.gov.ge; g_tkemaladze@yahoo.com; Giga Akhvlediani; david ujmajuridze; mdarchia@hotmail.com; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili; Rima Beradze; Shalva Ogbaidze; jabajishkariani@yahoo.com; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI; Beqa Davituliani; tinatin nibloshvili; irakliz123@yahoo.com; Law Self-Government; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze; Kukho Er; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani; Nino latsabidze; rezi sokhadze; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia; Giorgi Birbichadze; vakhtang shakarishvili; Nona Kandiashvili; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : ა.შ.შ.-ს კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიულ დოკუმენტთან დაკავშირებით
Received On : 27.06.2018 08:43

გზავნილი:

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი შევიდა. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელი საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი ა.შ.შ.-ის კონგრესში დარეგისტრირდება. რასაკვირველია, ამით ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოს მხარდაჭერას.

აღნიშნული აქტი ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს მოიცავს, მათ შორის:
გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული დაკავების, გატაცების, ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, შესაბამისად, ეხმიანება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას. დოკუმენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს;

ამას გარდა, ითვალისწინებს თავადაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის მომდევნო 5 წლის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, რაც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ქმედით დახმარებას გულისხმობს;

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ა.შ.შ-ის კონგრესმენებმა ა.შ.შ.-ის სავაჭრო წარმომადგენელს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართეს. 

კონგრესმენები კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმების მიმართ, აღნიშნავენ ამ მიმართულებით ჩვენს მნიშვნელოვან პროგრესს და განსაკუთრებით ბიზნესისათვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას უსვამენ ხაზს. ამავდროულად, დოკუმენტში დაფიქსირებულია საქართველოს მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნებთან ვაჭრობის წახალისების/ხელშეწყობის  მიმართულებითაც;

ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭრის კიდევ ერთი დასტურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ა.შ.შ.-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კობახიძემ  არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. 

კანონპროექტის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს, რათა ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.