From : sopo umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ბავშვთა ინფექციური
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; gtvalavadze@moh.gov.ge
Received On : 17.05.2017 12:08

მოგესალმებით, გიგზავნით ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ შეტყობინებას: ტელ:593 71 15 61 დაგვიკავშირდა მოქ.დარეჯან სუდაძე,რომელმაც დააფიქსირა გარკვეული პრეტენზია ბავშვთა ინფექციური კლინიკის მიმართ.კერძოდ,მისი შვილი გიორგი თელიაშვილი ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მკურნალობდა აღნიშნულ კლინიკაში.მოქალაქე მადლობას უხდის ექიმებს გაწეული მომსახურებისათვის,თუმცა გამოთქვამს უკმაყოფილებას კლინიკასა და მის ეზოში არსებული ანტისანიტარიის გამო. ქ-ნი დარეჯანი აღნიშნავს,რომ მისი შვილი მოთავსებული იყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და იქ ანტისანიტარია არ ყოფილა,მაგრამ პაციენტების მშობლებისგან შეიტყო,რომ პალატებში არის ამ მხრივ რთული მდგომარეობა. ერთი და იმავე პალატაში მოთავსებულნი იყვნენ როგორც ნაწლავური ინფექციის,ასევე სხვა ინფექციური დაავადების დიაგნოზის მქონე(ქუნთრუშა,წითელა) ბავშვები და იყო საფრთხე ბავშვს მკურნალობისას სხვა სახის ინფექცია შეყროდა. მოქალაქე ამბობს,რომ კლინიკის ეზოში არ იყო თავისუფალი სივრცე,სადაც შსაძლებელი იქნებოდა ბავშვის იზოლირებულად სუფთა ჰაერზე გაყვანა,რადგან იქ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები,ასევე ნარკოლოგიისა და (სავარაუდოდ) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები და მიუსაფარი ძაღლები. პატივისცემით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სოფიო უმიკაშვილი