| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; garveladze@moesd.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; gcherkezishvili@moesd.gov.ge; ikavtaradze@moesd.gov.ge; rmikautadze@moesd.gov.ge; gchikovani@moesd.gov.ge; Aleksandre Baramidze; glordkipanidze@justice.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; gpataridze@justice.gov.ge; g.tabuashvili@mof.ge; n.gagua@mof.ge; lasha.khutsishvili@mof.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; ts.kavlashvili@mof.ge; l.barnabishvili@mof.ge; knatriashvili@mes.gov.ge; lgigauri@mes.gov.ge; teimuraz.murgulia@mes.gov.ge; atevzadze@mes.gov.ge; gr.giorgadze@mra.gov.ge; sh.rekhviashvili@mra.gov.ge; m.tsotniashvili@mra.gov.ge; g.phatsatsia@mra.gov.ge; dzalkaliani@mfa.gov.ge; ddondua@mfa.gov.ge; gsharvashidze@mfa.gov.ge; kh.totladze@mfa.gov.ge; zgonadze@mfa.gov.ge; v.makharoblishvili@mfa.gov.ge; Irakli.karseladze@georoad.ge; I.begiashvili@mrdi.gov.ge; M.giorgobiani@mrdi.gov.ge; kakha.kandelaki@culture.gov.ge; mananaberika@culture.gov.ge; george bakradze; lkharatishvili@culture.gov.ge; Zaza Bokhua; Mikheil Dundua; Maia Lagvilava; Tamar Barkalaia; ksabanadze@mia.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; malania@mia.gov.ge; lkakava@mia.gov.ge; nmezvrishvili@mia.gov.ge; nodar.kereselidze@moa.gov.ge; iuri.nozadze@moa.gov.ge; giorgi.chkheidze@moa.gov.ge; revaz.asatiani@moa.gov.ge; george.khanishvili@moa.gov.ge; s.pavliashvili@moe.gov.ge; e.grigalava@moe.gov.ge; zmikhanashvili@moc.gov.ge; Teimuraz Mghebrishvili; l.darsalia@smr.gov.ge; lchikovani@mod.gov.ge; ngelashvili@mod.gov.ge; zkapanadze@mod.gov.ge; gbutkhuzi@mod.gov.ge; David Kirvalidze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Davit Qwerty; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; mayor@tbilisi.gov.ge; Irakli.khmaladze@tbilisi.gov.ge; i.bendeliani@tbilisi.gov.ge; m.bitadze@tbilisi.gov.ge; i.eloshvili@tbilisi.gov.ge; s.khuntsaria@tbilisi.gov.ge; g_tkemaladze@yahoo.com; Giga Akhvlediani; david ujmajuridze; mdarchia@hotmail.com; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili; Rima Beradze; Shalva Ogbaidze; jabajishkariani@yahoo.com; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI; Beqa Davituliani; tinatin nibloshvili; irakliz123@yahoo.com; Law Self-Government; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze; Kukho Er; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani; Nino latsabidze; rezi sokhadze; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia; Giorgi Birbichadze; vakhtang shakarishvili; Nona Kandiashvili; dkoguashvili@hotmail.com; koka.gun@gmail.com; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili; Mariam Skhiladze; dgongadze@moesd.gov.ge; mjavakhishvili@moesd.gov.ge; t.begiashvili@mof.ge; Gabriel Tsulaia; smdinaradze@gmail.com; nasatiani@mes.gov.ge; Dali Gogoladze; mnarchemashvili@mfa.gov.ge; t.doliashvili@smr.gov.ge; k.giorgobiani@mrdi.gov.ge; Levani Jorjoliani; ntolordava@mod.gov.ge; Maia Tabagari; nmamamladze@moh.gov.ge; nino.tskhadadze@yahoo.com; nanikoch9@gmail.com; nana.chinchilakashvili@moa.gov.ge; btsanava@hotmail.com; ingashubitidze1@gmail.com; katerinajojua@yahoo.com; iraklikadagishvili@gmail.com; akakimachutadze@shidakartli.gov.ge; kakha samkharadze; Giga Nemsadze; archil japaridze; Levan Shonia; m.chanukvadze@gmail.com; z.pataradze@gmail.com; Levan Zautashvili |
| Subject : | ბიზნეს სექტორში დასაქმებისა და ბრუნვის შთამბეჭდავ ზრდასთან დაკავშირებით |
| Received On : | 07.06.2018 09:55 |
ვრცელი ინფორმაცია:
· საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება.
· 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 17.1%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20.0 პროცენტით. [საშუალო საწარმოების 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ 19.6% შეადგინა]
· აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვება 8.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს. მათ შორის მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 14.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 17 პროცენტით. [საშუალოსი 17.7%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 16.4%-ით] აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
· კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასევე ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში - საქართველო 2020 (ივნისი, 2014), აგრეთვე, სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ (რომელიც პერიოდულად ახლდება).
· მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ.
· ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.
· ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას. ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში.
· 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, ხოლო მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად 637.0 და 603.6 ათასი შეადგინა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8.0%-ით არის გაზრდილი და 1106.4 ლარს შეადგენს.
· საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.7%, წვლილი ზრდაში 7.9 პ.პ.); ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 57.8%, წვლილი ზრდაში 4.7 პ.პ.); დამამუშავებელი მრეწველობის (16.7%, წვლილი ზრდაში 1.9 პ.პ.) და მშენებლობის (14.8%, წვლილი ზრდაში 1.2 პ.პ.) სექტორებმა შეიტანეს.
· ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 18.0%, წვლილი ზრდაში 3.9 პ.პ.); მშენებლობის (ზრდა 18.0%, წვლილი ზრდაში 3.0 პ.პ.); ვაჭრობის (ზრდა 8.2%, წვლილი ზრდაში 1.5 პ.პ.) და ენერგეტიკის (ზრდა 34.8%, წვლილი ზრდაში 1.4 პ.პ.) სექტორებმა შეიტანეს. ასევე, აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 39.1%), და სასტუმროების და რესტორნების სექტორებში (ზრდა 25.8%).
· ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 5.1%, წვლილი ზრდაში 1.3 პ.პ), მშენებლობის (ზრდა 7.5%, წვლილი ზრდაში 0.7 პ.პ.); დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.7%, წვლილი ზრდაში 0.5 პ.პ.) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.4%, წვლილი ზრდაში 0.5 პ.პ.) სექტორები.
· მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე, რაც სწორედ მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში.