მოგესალმებით კოლეგებო,
ჩვენი
მთავრობა 4-პუნქტიანი
გეგმის
ფარგლებში,
ახორციელებს
ამბიციურ
და
მნიშვნელოვან
ფისკალურ
და
სტრუქტურულ
რეფორმებს,
რომელმაც
უნდა
უზრუნველყოს
ქვეყნის
სწრაფი
ეკონომიკური
ზრდა
და
მოსახლეობის
კეთილდღეობა.
აღნიშნული
რეფორმების
დასაფინანსებლად,
ქვეყნის
ფისკალური
სტაბილურობის
და
სწრაფი
ეკონომიკური
განვითარებისთვის,
აუცილებელია
დაგეგმილი
კაპიტალური
პროექტების
მაქსიმალურად
ეფექტიანი
შესრულება.
ამ
მიმართულებით
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
აქვს
მიმდინარე
წლის
ბიუჯეტის
შესრულებას
როგორც
ცენტრალურ,
ისე
ადგილობრივ
დონეზე.
მთავრობის წევრებთან და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არაერთხელ ვისაუბრეთ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა
ვფიქრობ, აუცილებელია კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვათ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მნიშვნელობას.
2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო მიმდინარე ხარჯების შემცირების და დამატებითი
რესურსის მობილიზების ხარჯზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი რესურსების მოძიებას, თუმცა აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაგეგმილი
გრაფიკის მიხედვით მოხდეს გამოყოფილი თანხების ხარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებისთვის დაგეგმილი თანხების ათვისება განსაზღვრული
გრაფიკის მიხედვით განხორციელდეს, 6 თვის მონაცემებით რიგ უწყებებსა და მუნიციპალიტეტებში კვლავ გვაქვს ჩამორჩენები, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და ქვეყნის განვითარებაზე, ეს კი
თითოეულის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია.
სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება უნდა გამახვილდეს დაგეგმილი ვადების მიხედვით პროექტების განხორციელებაზე, ნებისმიერი
შეფერხების შემთხვევაში, დროულად იქნეს საკითხი დაყენებული ხელმძღვანელობასთან და სწრაფად იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ეკონომიკურ პარამეტრებზე გავლენას ასევე ახდენს დაგეგმილი შესყიდვები. პრაქტიკაში ხშირია
შემთხვევები, როდესაც დაგეგმილი შესყიდვების პროცედურები დროულად ვერ სრულდება და გადადის მეოთხე კვარტალში, ეს კი უარყოფითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
ამ
მხრივ
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
დაგეგმილი
შესყიდვების
ფარგლებში
საიმპორტო
საქონლის
დროული
შესყიდვა,
მსგავსი
შესყიდვები
მიზანშეწონილია
დასრულდეს
ივლის-აგვისტოში და ამ დირექტივის შესრულებისთვის გთხოვთ გაწიოთ მნიშვნელოვანი ძალისხმევა.
ფინანსთა
სამინისტრო, სახაზინო სამსახური,
ახორციელებს მონიტორინგს
მიმდინარე
წლის
ბიუჯეტების
შესრულებაზე, მათ შორის მკაცრად გაკონტროლდება
კაპიტალური
პროექტების
ფარგლებში განსახორციელებელი პროცედურები პროექტის შესრულების ყველა ეტაპზე და ყოველდღიურ რეჟიმში
აღნიშნული საკითხების დროულად მოგვარება უზრუნველყოფს ხარჯვით ნაწილში კვარტალურად დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულებას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დადგეს საკადრო ცვლილებების საჭიროება.
გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისა და რადიკალური ნაბიჯების
გარეშე შევძლებთ ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებას.
დიმიტრი ქუმსიშვილი
პირველი ვიცე პრემიერმინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი