ბატონო დავით,
როგორც გუშინ ღამე შეგვატყობინეს, 18 ნოემბერს ქუთაისში პარლამენტის
I სხდომას უნდა დაესწროს მინისტრთა კაბინეტი.
ვინაიდან ბ-ნი კოლკერის აჯენდაში მუშაობის პროცესში კაბინეტის დამტკიცების
ზუსტი თარიღები უცნობი იყო და აქედან გამომდინარე თქვენი გრაფიკის შესაძლო
ცვლილებები - მოსალოდნელი, ასეთი გარემოებები და მისგან გამომდინარე
ალტერნატივები თავიდანვე გავლილი მაქვს ამერიკელებთან. ისინი საკმაოდ გაგებით
ეკიდებიან ამ პროცესს და მათი პოზიცია თავიდანვე იყო ნათელი:
1. ბატონი კოლკერი თბილისში ჩამოდის თქვენი მოწვევით, თუმცა, ყველა შესაძლო
შეფერხების მიუხედავად ამ ვიზიტს მაინც არ გადადებდა, რადგან მანამდე ჟენევაში
იმყოფება და, ვინაიდან, ამერიკელების მასშტაბებით, ჟენევა და თბილისი მაინც
ახლოს არის ერთმანეთთან, მისი ჟენევაში მივლინება კარგი შესაძლებლობაა
საქართველოში ვიზიტის დასაგეგმად.
2. საქართველოში ბატონი კოლკერის მიზანია თქვენთან შეხვედრა. შესაბამისად, ის
ითვალისწინებს კაბინეტის დამტკიცებასთან დაკავშირებულ გარემოებებს და შეგხვდებათ
თქვენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას, თუნდაც ამისათვის ქუთაისში მოუწიოს
ჩამოსვლა;
3. შეხვედრის ფორმატს რაც შეეხება, მართალია ამერიკელებისთვის მისაღებია ფართო
აუდიტორიასთან შეხვედრაც ტრენინგ ცენტრში ან სხვაგან და ამ შემთხვევაში ის 5
წუთიანი გამოსვლით (სლაიდების გარეშე) შემოიფარგლებოდა, თუმცა მისთვის
გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენთან და GHS პროცესში ჩართულ თქვენს ვიწრო
წრესთან (და One-health პრინციპიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის
მინისტრთან ან მოადგილესთან ერთობლივად) ცალკე შეხვედრა და GHS ფარგლებში
აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის კონკრეტულ მიმართულებებსა და მომავალ
road-map-ზე საუბარი;
4. მას ასევე აინტერესებს საქართველოს მონახულება, რადგან პირველად ჩამოდის;
5. რაც შეეხება საგარეოსთან შეხვედრას, ეს შეხვედრა ჩავსვით თავად საგარეოსა და ბ-
ნ დავით ბაქრაძესთან კოორდინაციის შემდეგ, მათი სურვილის გათვალისწინებით.
შესაბამისად, გუშინ თქვენთან შეხვედრის შემდეგ, მართალია, პიართან ერთად
წუთობრივად გავწერეთ ბ-ნი კოლკერის 18 ნოემბრის აჯენდა, რაც გუშინ საღამოს
ამერიკელებთანაც შევათანხმე, თუმცა, დილით უკვე ვისაუბრეთ ამერიკელებთან და
უნდა მივაწოდოთ შეცვლილი აჯენდა; და ზემოთმოყვანილი გარემოებებიდან
გამომდინარე, შემდეგ ალტერნატიულ გეგმას შემოგთავაზებდით:
18-ში დილით გამოგვყავს აეროპორტის VIP ლონჟიდან და მიგვყვავს სასტუმროში (VIP
ლონჟზე ძალიან მადლობელნი არიან). შემდეგ აგრძელებს პროგრამას და ვინაიდან 18-
ში თქვენ პარლამენტში ხართ, ლუგარში ლანჩის შემდეგ წავიყვანთ მცხეთაში და
დავამატებთ იმ ღირსსესანიშნაობებს, რაც წინა აჯენდაში ვერ ესწრებოდა. ის საკმაოდ
უშუალო ადამიანი ყოფილა, აინტერესებს ადგილების დათვალიერება და მცხეთის
ქუჩებში სეირნობითაც კი ისიამოვნებსო. შემდეგ დღე დასრულდება ვახშმით,
რომელსაც თქვენი მოადგილე - ნინო ბერძული უხელმძღვანელებს.
ხოლო 19 ნოემბერს დილით 9:30-ზე უკვე სამინისტროშიც შეიძლება შეხვედრის
გაკეთება, რადგან შაბათს არც მოქალაქეები არ იქნებიან და არც ბუფეტი მუშაობს და
ბ-ნი კოლკერისთვისაც უფრო სასურველია ასეთი ფორმატის შეხვედრა. ყავის
შესვენებას აქვე გავუკეთებთ შეხვედრის შემდეგ პატარა ბრიფინგში. შემდეგ - გეგმის
მიხედვით, 11 სთ-ზე საგარეოში შეხვედრა და იქიდან - გამგზავრება წინანდალში.
მეორე ალტერნატივად კვლავ რჩება შაბათს დილით ადრე ტრეინინგ ცენტრის
ვარიანტიც, თუმცა ვფიქრობ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შაბათს მაინც
სამინისტროში შეხვედრა მაინც აჯობებს.
თუ ეს ვარიანტი თქვენთვის მისაღებია, მივაწვდი ამერიკელებს.
პატივისცემით,
ნანა