From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Kakhaber Dzimistarishvili; Ivane Bibilashvili; atalakvadze@moh.gov.ge
Subject : გადაწყვეტილება სიტროენის საქმეზე
Received On : 29.06.2018 13:37

ბატონო დავით, კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ დღეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე - შპს  „სიტროენ ჯორჯია“ - სამინისტროს წინააღმდეგ. პირველ ინსტანციაში საქმე გადაწყდა სამინისტროს სასარგებლოდ.  შეგახსენებთ საქმის არსს:


მოსარჩელე: შპს „სიტროენ ჯორჯია“

მოპასუხე: სამინისტრო

მესამე პირი: სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“

დავის საგანი: „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელ დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის სპეციალიზირებული ავტომანქანების - 10 ერთეული რეანომობილის შესყიდვის შესახებ სატენდერო კომისიის 13/07/2017 წლის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა

მდგომარეობა/შედეგი:  შპს „სიტროენ ჯორჯია“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.  შენიშვნა: სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელეს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება 14 დღეში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე