From : Rati Ionatamishvili <rionatamishvili@gmail.com>
To : David <Sergeenko>
Subject : გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ
Received On : 14.03.2017 14:00
Attachments :

ბატონო დავით, გამარჯობა.როგორ ხართ?  არ მინდოდა ამ სკაითხზეე თქვენი შეწუხება, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი უშუალო ჩართულობის გარეშე, ვფიქრობ ამ საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდება.


საქმე ეხება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც უმოკლეს ვადებში უნდა გადავჭრათ. არა ერთხელ დადგა ეს საკითხი საერთასორისო დონეზეც და ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. უმნიშვნელოვანესია მისი მიღება, როგორც პოლიტიკის ფორმირების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რაც ჩვენი პრიორიტეტია.

წინა მოწვევის პარლამენტში ქალბატონი ეკა ბესელია ლობირებდა ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებს საკითხს, მაშინ დიდი სამუშაო იყო გაწეული, თუმცა პლენალურ სხდომაზე გატანა ვერ მოესწრო. ჩემი პარლამენტში არჩევის დღიდან ჩემი ინიცირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განვაახლე რატიფიცირების პროცესი. სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრომ გაურკვეველი და ჩემთვის მოულოდნელი პოზიციით გვიპასუხა. ჩემთვის, ეს არგუმენტები (რაც თანდართულ წერილშია მოყვანილი) არ არის რეზონული და არაკომპეტენტურია. ფაქტიურად  "კოპი/პეისტით" იმეორებს იგივე პოზიციას, რასაც ჯერ კიდევ ნაცების დროს ამბობდა სამინისტრო, როცა ჩვენ მათ ამ პოზიციის გამო ძალიან ვაკრიტიკებდით. ამიტომ, ორმაგად არ მიმაჩნია სწორად, თუ დღესაც იგივე პოზიციაზე ვიქნებით, რაც 2012 წლამდე იყო. 

მოგმართავთ თხოვნით, რომ პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი და გავუწიოთ ორგანიზება სამუშაო შეხვედრას, რათა შევჯერდეთ ერთიან პოზიციაზე, რაც საბოლოოდ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებამდე მიგვიყვანს...


დიდი მადლობა წინასწარ და ბოდიშს გიხდით, ესოდენ დიდი წერილის გამო...


P.S წერილს თან დავურთე საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს საპასუხო წერილი...

მადლობა კიდევ ერთხელ,



--
Best regards,

Rati Ionatamishvili


PARLIAMENT OF GEORGIA
Fraction: Georgian Dream – Democratic Georgia.

Human Rights and Civil Integration Committee, Deputy Chairman

Healthcare and Social Issues Committee

26 Abashidze str, Kutaisi, Georgia 4600
+995 599 50 70 71