From : Keti Kobulashvili <keti.kobulashvili@ctc.org.ge>
To : David Sergeenko
Subject : გიწვევთ ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშის პრეზენტაციაზე
Received On : 14.02.2018 08:03
Attachments :





 


მოსაწვევი

ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"

თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1


ბატონო დავით,

23 თებერვალს, 11:00 საათზე, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან“ (CTC) თანამშრომლობით, გიწვევთ ზრუნვის სისტემის შეფასების პირველი ანგარიშის პრეზენტაციაზე. 

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩართული პირები, გადაწყვეტილების მიმღებნი, დარგის პროფესიონალები და სპეციალისტები, უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.  

ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიში მოიცავს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, ნარკოტიკების მოხმარებასთან ან წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანები, შინმოვლის საჭიროების მქონე პირები.

ანგარიშის მიზანია, აღნიშნულ სფეროებში ჩამოაყალიბოს არსებული მდგომარეობის კომპლექსური სურათი, გამოავლინოს ნაკლოვანებები/ხარვეზები და დასახოს გაუმჯობესების გზები უფრო ქმედითი ზრუნვის სერვისების განვითარებისათვის. ანგარიში მომზადებულია წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით და ეფუძნება შეფასების საკვანძო ინდიკატორების ჩარჩოს.

პრეზენტაციის პირველ ნაწილში გაეცნობით შეფასების მეთოდოლოგიას, ზრუნვის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. მეორე ნაწილი გაიმართება სამი პარალელური სექციის სახით, სადაც წარმოდგენილი იქნება შეფასების შედეგები ცალკეული სფეროს მიხედვით (შინმოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, წამალდამოკიდებულება). პრეზენტაცია დასრულდება 14:00 საათზე საქმიანი ლანჩით. პრეზენტაციაზე ასევე დარიგდება ანგარიშის პუბლიკაცია.

,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ ჩამოყალიბდა 2013 წელს. ის აერთიანებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოთხ თემატურ ქსელს: „ზიანის  შემცირების საქართველოს ქსელი“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს შინმოვლის კოალიცია“, „საქართველოს კარიტასი“. პლატფორმა მიზნად ისახავს უფრო ეფექტიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის განვითარების ადვოკატირებას.  ის იზიარებს ზრუნვის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ზრუნვის მიდგომა აერთიანებს პრევენციას, მკურნალობას, რეაბილიტაციასა და სოციალურ მომსახურებას. შესაბამისად, ზრუნვა შეიძლება იყოს: მკურნალობა, სოციალური დახმარება, საგანმანათლებლო მუშაობა, მორალური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ადაპტაცია, ბაზისური პროცედურები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფიზიკური რეაბილიტაცია, თვითმოვლის უნარების აღდგენა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

გურამ გუდაშვილი

ტელ.: 591332422

ელ-ფოსტა: guramgudashvili@gmail.com