From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : გლობალის პროექტი
Cc : Irma <Khonelidze>
Received On : 19.12.2017 17:32
Attachments :

ბატონო დავით,

დიდი მადლობა შეხვედრისათვის, თქვენი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შეიცვალა სურათი.

​​როგორც ხელმოსაწერ დოკუმენტში იყო აღნიშნული, სსმ-ის მიერ გლობალური ფონდისგან თახების რეალოკაციისთვის ნებართვის მოთხოვნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით ჯამურად ცალკეულ საბიუჯეტო კატეგორიაში ცვლილება შეადგენს 5%-ზე მეტს, ხოლო ინტერვნეციების  ფარგლებში 15%-ზე მეტი.  

ჩვენ ვითხოვდით CCM-ის მხარდაჭერას რადგან დაგეგმილი ცვლილებები თანხობრივად, მართალია არამნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც ცდებოდა რიგი ინტერვნეციების დამტკიცებული ბიუჯეტების  15%-ს.

თქვენთან კონსულტაციის შედეგად გადახედილი იქნა ახალი აქტივობების ფარგლებში გათვალისწინებული დამატებითი მომსახურებები და აქცენტი გაკეთდა მაღალი რისკის პოპულაციების წარმომადგენლებისთვის ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე და აივ ტესტირებით მოცვის ხელშეწყობაზე ახალი შემთხვევების ადრეული გამოვლენის მიზნით.

აღნიშნული ცვლილება ძირითადად განხორციელდა მსმ პოპულაციებისთვის გამიზნული მომსახურების პაკეტის ოპტიმიზაციისა და ახალი ცენტრის გახსნის გაუქმებს ხარჯზე.

ასევე, ამოღებული იქნა ვიდეო რგოლებისა და ბანერების დამზადებისა და ინტერნეტ სივრცეში განთავსებისთვის მოთხოვნილი თანხები.

დატოვებული იქნა აივ ტესტირებისა და კონსულტირების მომსახურება, რისკის შემცირების კონსულტაცია, ფსიქოლოგის მომსახურება და თემის საჭიროებებზე გამიზნული მხოლოდ სამედიცინო მომსახურებები (ფსიქიატრი, ინფეციონისტი, დერმატოლოგი, და სხვ).

შედეგად,  რეალოკაციის თანხა შემცირდა დაახ. 70,000 აშშ ოლარით.   

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილი დარჩენილი ცვლილებები არ სცდება გლობალური ფონდის მიერ დადგენილ

ინტერვენციების ბიუჯეტის ცვლილების ზღვარს და არ საჭიროებს CCM-ის მიერ რეალოკაციის მოთხოვნას დონორისგან. 

 

თუ თქვენგან თანხმობა იქნება აღნიშნული ტიპის ცვლილებების, მაშინ გლობალური ფონდის პროექტის განხორციელების ცენტრი გააგრძელებს ამ ჩარჩოს ფარგლებში ინტერვენციებს.

 

პატივისცემით

 

ამირანი