From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : David Sergeenko
Subject : გლობალური ფონდის შიდსის პროგამის რეპროგრამირების საკითხების შეთანხმება
Cc : admin.ccm@caucasus.net; Sopo Belkania
Received On : 15.06.2018 06:43
Attachments :

მოგესალმებით ბატონო დავით,


მოგეხსენებათ, რომ გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში არსებული დანაზოგის ათვისების მიზნით გლობალურ  ფონდთან და ადგილობრივ ექპსერტებთან ერთად შემუშავდა რეპროგრამირების პაკეტი, რომელიც პირველადად განხილული იყო საბჭოს 89-ე სხდომაზე. გლობალური ფონდის  მოთხოვნის შესაბამისად საჭიროა საბჭოსთან შეთანხმდეს საბოლოო პაკეტი და შემდგომ საბჭოს სახელით გლობალურ ფონდში გაიგზავნოს მოთხოვნა რეპროგრამირებაზე ოფიციალური თანხმობის მისაღებად.
დაგეგმილი რეპროგრამირების ფარგლებში საკოოდინაციო საბჭოსთან შესათანხმებელია შემდეგი ღონისძიებები:

-ზოგადი მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ბაზაზე აივ ინფექციაზე უფასო სკრინინგული კვლევების შეთავაზება და აივ სტიგმის საწიმააღმდეგო მედია კამპანია - მოთხოვნილი თანხა შეადგენს 428,000 დოლარს

- აჭარის აივ რეგიონული სტრატეგიის შემუშავება, რეგიონული კოორდინაციის გაუმჯობესება- მოთხოვნილი თანხა შეადგენს 25 000 დოლარს.

 

- სგგი დიაგნოსტიკის აპარატურის განახლება- მოთხოვნილი თანხა შეადგენს 47 200 დოლარს

- ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკური მკურნალობის (PrEP) გაგრძელება/გეოგრაფიული გაფართოება მსმ თემში - მოთხოვნილი თანხა შეადგენს 140 000 დოლარს

- უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფარგლებში აივ და ვისრუსულ ჰეპატიტებზე დონორთა სისხლის ნუკლეინის მჟავის (NAT)   ტესტირების სტრატეგიაზე გადასვლის მხარდაჭერა- მოთხოვნილი თანხა შეადგენს 750 000 დოლარს

- დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის საკითხებზე მეან-გინეკოლოგთა ტრენინგების ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით- მოთხოვნილი თანხა შეადგენს 55 000 დოლარს

- პროგრამაში გამოყენებული ავტოპარკის განახლება - მოთხოვნილი თანხა შეადგენს 390 600 დოლარს

- დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პილოტირება - მოთხოვნილი თანხა შეადგენს 70 000 დოლარს

-ეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ხელშეწყობისთვის მობილური სერვისის პილოტი (ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს 89-ე სხდომაზე ითქვა, რომ ინიციატივა, თუმცა საინტერესოა, მოიცავს გარკვეულ რისკებს და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას შესაბამის სტრუქტურებთან. გლობალური ფონის ძირითადი მიმღები გვთავაზობს ამ საკითხის განხილვას შემდეგი პირობით „აღნიშნული კომპონენტის ინიცირება საჭიროებს მულტისექტორულ შეთანხმებას და ინიცირებული იქნება მხოლოდ აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რაზეც საკოორდინაციო საბჭო დამატბით აცნობებს გლობალურ ფონდს) სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს -230 000 დოლარს.

თანდართულ ფაილებში მოცემულია ცალკეული ღონისძიების/ინტერვენციის აღწერილობა და სავარაუდო ბიუჯეტების გათვლები.

 
თქვენით თანხმობით რეპროგრამირების პაკეტს გავაზიარებ საბჭოს წევრებთან შესათანხმებლად.
პატივისცემით,
ირინა