| From : | Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> |
| To : | David Sergeenko; tgabunia@URC-CHS.COM; gamkrelidzea@gmail.com; aids@gol.ge; avalianizaza@yahoo.com; khatunatod3009@gmail.com; azoidze@parliament.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; i.javakhadze@mof.ge; smorgoshia@moc.gov.ge; tsirbiladze@usaid.gov; nino.kochishvili@eeas.europa.eu; Klimiashvilir@who.int; bakradze@unfpa.org; adam_vakh@yahoo.com; vadachkoria@tsmu.edu; emeladze@employer.ge; mziatab@gmail.com; karchkhadzezaza@mail.ru; mchokheli@osgf.ge; mchokheli@gmail.com; newvector444@yahoo.com; david.kakhaberi@gmail.com; lasha_tvaliashvili@yahoo.com; hapsfund_iza@yahoo.com; lela.tsakadze@gmail.com; nukri.mir@gmail.com; natialoladze@redcross.ge |
| Subject : | გლობალური ფონდის შიდსის პროგამის რეპროგრამირების საკითხების შეთანხმება |
| Cc : | admin.ccm@caucasus.net |
| Received On : | 15.06.2018 11:00 |
| Attachments : |
პატივცემულო საკოორდინაციო საბჭოს წევრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, გლობალური ფონდის მიმდინარე შიდსის პროგრამის ფარგლებში არვ მედიკამენტების გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმის საშუალებით შესყიდვისა და სხვა შესყიდვების ტენდერების გზით განხორციელების შედეგად დაგროვდა მნიშვნელოვანი დანაზოგი, რომლის მიმდინარე პროგრამის დასრულებამდე (30 ივნისი, 2019წ) ათვისების მიზნით საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა (საბჭოს 2018 წლის 9 თებერვლის სხდომა, ოქმი N89), მომზადდა და გლობალური ფონდის ქვეყნის გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა რიგი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესებას, არსებული სერვისების გაფართოებას, ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის დაგეგმარების გაუმჯობესებას რეგიონულ დონეზე (აჭარა), აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას, პროგრამაში გამოყენებული მოძველებული/ამორტიზირებული ავტოპარკის განახლებას, მეთადონით ჩანაცველბით პროგრამაზე ნიმ-ების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძოდ, დაგეგმილი რეპროგრამირების ფარგლებში საკოოდინაციო საბჭოსთან შესათანხმებელია შემდეგი ღონისძიებები:
ზოგადი მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ბაზაზე აივ ინფექციაზე უფასო სკრინინგული კვლევების შეთავაზება;
უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფარგლებში აივ და ვისრუსულ ჰეპატიტებზე დონორთა სისხლის ნუკლეინის მჟავის (NAT) ტესტირების სტრატეგიაზე გადასვლის მხარდაჭერა
ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკური მკურნალობის (PrEP) გაგრძელება/გეოგრაფიული გაფართოება მსმ თემში
პროგრამაში გამოყენებული ავტოპარკის განახლება
აივ სტიგმის საწიმააღმდეგო მედია კამპანია
აჭარის აივ რეგიონული სტრატეგიის შემუშავება, რეგიონული კოორდინაციის გაუმჯობესება
სგგი დიაგნოსტიკის აპარატურის განახლება
დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის საკითხებზე მეან-გინეკოლოგთა ტრენინგების ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით
დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პილოტირება
მობილური მეთადონით ჩამაცვლებითი პროგრამის პილოტირება (აღნიშნული კომპონენტის ინიცირება საჭიროებს მულტისექტორულ შეთანხმებას და ინიცირებული იქნება მხოლოდ აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რაზეც საკოორდინაციო საბჭო დამატებით აცნობებს გლობალურ ფონდს).
თანდართულ ფაილებში მოცემულია ცალკეული ღონისძიების/ინტერვენციის აღწერილობა და სავარაუდო ბიუჯეტების გათვლები.
გთხოვთ, ელექტრონული მიმოწერის საშუალებით დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებებისთვის გლობალური ფონდის შიდსის პროგამაში არსებული დანაზოგის ათვისების მიმართ არაუგვიანეს 20 ივნისის 18:00 საათისა, აღნიშნული ვადის ამოწურვისას საკითხი შეთანხმებულად ჩაითლება საბჭოსთან .
პატივისცემით,
ირინა