From : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : გუშინდელი ორი საყურადღებო შემთხვევა
Cc : vkvaratskhelia@moh.gov.ge; Nino Berdzuli; Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge
Received On : 07.12.2016 15:10

ბატონო დავით,

 

გუშინ მოწოდებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მოგახსენებთ დამატებით:

 

ინფორმაცია  გარდაცვლილი- ანა შელეგიას  შესახებ

4.12.2016წ. 21 საათზე თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ისანი-სამგორის რაიონული ეპიდ. ჯგუფის მიერ, #146-ე საჯარო სკოლის დირექტორისგან (ირმა ტყებუჩავა), მიიღო სატელეფონო შეტყობინება ამავე სკოლის მოსწავლის გარდაცვალების თაობაზე.

ეპიდმოკვლევით დადგინდა:

შელეგია ანა  დაბ. 13.04.2006 წ. პ #62302015034, მცხ. თბილისი, აეროდრომის მე-2 შეს. კორპ. 5ა, ბინა 11, #146-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე.

3.12.2016. ბავშვი პრაქტიკულად იყო ჯანმრთელი. საღამოს მამისთვის უთქვამს, რომ აქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ბურთი მოხვდა თავში. მეორე დღეს, დღის 12 საათისთვის შეამცივნა და აღენიშნებოდა მსუბუქი თავის ტკივილი. ბებიამ გაუსინჯა ტემპერატურა. სიცხე არ ქონდა. მოგვიანებით თავის ტკივილი გაუძლიერდა და დაალევინეს ციტრამონი. ბავშვმა აღებინა. თავის ტკივილმა უმატა და დაახლოებით 19 საათზე დაკარგა გონება. გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. „112“-ის ბრიგადა, რომელიც ადგილზე მივიდა 1920 სთ-ზე. ბავშვის გადაყვანა იგეგმებოდა იაშვილის სახ პედიატრიულ კლინიკაში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (გააჩერა გულისცემა), 1930 სთ-ზე შეიყვანეს შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“. ჰოსპიტალში ბავშვს ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, გულისცემა აღდგა.

ვინაიდან აღნიშნულ კლინიკას არ აქვს ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, გამოძახებული იქნა შპს ,,ემერჯენსის“ ბრიგადა და მოხდა ბავშვის  იაშვილის კლინიკაში გადაყვანა. მგზავრობისას, გზაში კვლავ დაფიქსირდა გულის გაჩერება. იაშვილის კლინიკაში ბავშვი შეიყვანეს 1955-ზე.  პედიატრის ჩანაწერი: პულსი არ ისინჯება, გულისცემა არ აღინიშნება, კიდურები ცივი, კაპილარული ავსება არ ისინჯება, გუგის რეაქცია არ არის. მიუხედავად აღნიშნული მდგომარეობისა, მაინც ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები. გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა. დაფიქსირდა სიკვდილი, მიზეზები უცნობია.  ცხედარი გადასვენებული იქნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. 

ოჯახში არის აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი, ბავშვი ცხოვრობდა მამასთან და ბებიასთან ერთად. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდაცვლილი აღრიცხვაზე იმყოფებოდა საოჯახო მედიცინის ცენტრ აფხაზეთში (ლაღიძის ქ. #8, ტელ: 292 25 01) ექიმ-პედიატრ ნათელა ყურაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი გადმოცემით მოზარდი იყო პრაქტიკულადფ ჯანმრთელი, აცრები ჩატარებული ჰქონდა ეროვნული კალენდრის მიხედვით.

ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლა მდებარეობს აეროდრომის მე-14 ქუჩაზე (სამგორის რაიონი). სკოლაში ირიცხება 1169 მოსწავლე. 5 დეკემბერს სკოლის დირექტორის მიერ გამოძახებული იქნა სადეზინფექციო ჯგუფი და სკოლაში ჩაატარა დასკვნითი დეზინფექცია. სკოლას ჰყავს ექიმი, რომელიც ქ. თბილისის სჯდ ცენტრის ეპიდემიოლოგთან ერთად ახორციელებს კონტიგენტზე (მოსწავლეებზე) მეთვალყურეობას.

6 დეკემბერს სკოლაში, ჩატარებული დეზინფექციის შემდგომ, აღდგა შეჩერებული სასწავლო პროცესი.

10 წლის გარდაცვლილი გოგონას გვამური სისხლის ნიმუში 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში შემოტანილია სასამართლო ექსპერტიზიდან და გადაგზავნლია ლუგარში. ბაქტერიოლოგიურ კვლევას ახორციელებს ნინო კიკნაძე.

დღევანდელი, საღამოს  შედეგების მიხედვით რაიმე ბაქტერიული კულტურების ნაზარდი არ შეიმჩნევა, გადაითესა და ხვალ ნათესები გადამოწმდება დამატებით.

 

 

ჩუტყვავილასთან დაკავშირებით:

 

დღეს, ჩვენს ცენტრში, გუშინდელი შეთანხმების თანახმად, შსს სამხედრო ნაწილებში ჩუტყვავილით ჯგუფურ დაავადებასთან დაკავშირებითშედგა სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეპიდემიოლეგებთან მარინა გილაშვილსა და მზია არაბულთან.

მათი განმარტებით  ჩუტყვავილის შემთხვევები სამხედრო ნაწილებში რეგისტრირდება ოქტომბრის თვიდან.

. თბილისში  განთავსებულ განსაკუთრებულ დავალებათა სამხედრო ნაწილში აღრიცხული აქვთ დაავადების 20 შემთხვევა (.. 1 გარდაცვალება), რომელთაგან 9 . თბილისის სამხედრო ნაწილის ლაზარეთშია ამჟამად ჰოსპიტალიზებულიზუგდიდის სამხედრო ნაწილში გამოვლენიალია ჩუტყვავილით  დაავადებული 4 სამხედრო მოსამსახურე, ყველა რიგითი.   არც თბილისშ და არც ზუგდიდში ოფიცერთა შემადგენლობაში დაავადების შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა. . თბილისის სამხედრო ნაწილის არის .. სასწავლო დანიშნულების და სწავლების დასრულების შემდეგ, ხდება ჯარისკაცების გადაყვანა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში.

როგორც აღნიშნეს ლაზარეთი ერთსართულიანი შენობაა, 25 საწოლზე. აქვს ერთი პალატა (ბოქსი) - 4 საწოლზე, ინფექციური ავადმყოფებისათვის. ეპიდემიოლოგების განმარტებით აღნიშნულ  9 პაციენტის გარდა ამჟამად ლაზარეთში არავინ წევს.

სამუშაო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ხვალ, მოგვაწვდიან დაავადებულ სამხედროთა საპასპორტო მონაცემებს დაავადების დაწყების თარიღებით და ფაქტიური საცხოვრებელი ადგილების მითითებით.

შეხვედრაზე ეპიდემიოლოგებმა გამოთქვეს თანამშრომლობისთვის და ეპისაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის სრული მზადყოფნა, ასევე გვთხოვეს მივაწოდოთ ის ნორმატიული დოკუმენტები და სახელმძღვანელოები და სხვა მასალები, რომლებიც ეხება გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის საკითხებს. შსს ეპიდემიოლოგებმა ითხოვეს, რომ სამხედრო ნაწილის მოსამსახურეთა სპეციფიკური საქმიანობის გათვალისწინებით მოვუმზადოთ და მივაწოდოთ რეკომენდაციები ამ კონკრეტული ეპიდაფეთქებისა და მათი შემდგომი გავრცელების შეჩერების მიზნით.  

გარდა აღნიშნულისა, ხვალ ან ზეგ (დროს წინასწარ გვაცნობებენ), ეპიდსიტუაციის ადგილზე გაეცნობა დკსჯე ცენტრის ეპიდემიოლოგი და გაესაუბრება დაავადებულ ჯარისკაცებს.

 ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დასაგეგმად და გასატარებლად სრული მხარდაჭერა არის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობისგანაც (. გოცირიძე).

პატივისცემით

ამირანი