| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | დამატები საკითხები ელ.მთავრობის საკითხები_22.12.2017 |
| Received On : | 22.12.2017 14:19 |
ბატონო დავით,
დამატებით გიგზავნით შესათანხმებლად ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 39441 - 51 ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა თითო ცალი სატელევიზიო არხების მიმღები სპეციალური მოწყობილობა („სეთ თოფ ბოქსები“). შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები შეძლებენ ქართული სატელევიზიო არხების საშუალებით ობიექტური ინფორმაციის მიღებას.
2. ეკონომიკა 39435 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილებ ის შეტანის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
3. ეკონომიკა 39432 - მტკიცდება 2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა შრომის დეპარტამენტში.
4. ეკონომიკა 39428 - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (პარკი), რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად.
5. ეკონომიკა 39425 - დაზარალებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
6. მთავრობა 39424 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართი, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2019 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ შესაბამის პირებს: ბანკომატების, სავაჭრო აპარატების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და სხვა განთავსების მიზნით.
7. ფინანსები 39423 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი .
8. ეკონომიკა 39419 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესი.
ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ლიფტების, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლების, ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების უსაფრთხოება და თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტურობა), რათა აღნიშნული პროდუქტები აკმაყოფილებდნენ მათთვის განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და არ უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს. აღნიშნულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია რისკის შეფასების პროცედურების განსაზღვრა, რომლითაც დგინდება თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება პროდუქტისგან მომავალი საფრთხე. აღნიშნულის საფუძველზე მოხდება დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბაზარზე განთავსებული პროდუქტების მიმართ ისეთი მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა პროდუქტის რეალიზების შეჩერება, პროდუქტის ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.
9. გარემო 39448 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე.
პროექტი განსაზღვრავს ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლითა და ღორის ვაჭრობის და ქვეყნის შიგნით მათი ტრანსპორტირების გადამდები დაავადების არსებობისას სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, შემკრები ცენტრის ბიზნესოპერატორის, დილერის და გადამზიდავის საქმიანობის განხორციელების პირობებს, სააგენტოს მიერ დანერგილი საზედამხედველო სისტემის მიზნებს, ბრუცელოზისა და ტუბერკულოზისგან მსხვილფეხა საქონლის ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის და მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის, ქვეყნის ნაწილისა და ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და შენარჩუნების პირობებს, ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის დადგენისათვის საჭირო კვლევებს, მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის ტესტებს, მსხვილფეხა საქონლის სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალს.
10.
კულტურა 39400 -
პროექტის მიხედვით მოხდება
საგურამოსა და ყვარელში,
კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებისათვის: ილია
ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმებისათვის
ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორიის განსაზღვრა.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე