| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@economy.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; Z Alavidze; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Gabriel Tsulaia; Beqa Davituliani; Tedo Isakadze; dkoguashvili@hotmail.com; koka.gun@gmail.com; Lasha Natsvlishvili; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sophiko katsarava; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili |
| Subject : | დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის შესახებ |
| Received On : | 31.01.2018 09:45 |
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია და გზავნილები დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის შესახებ
გზავნილი:
შემუშავებილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელი სრულიად პასუხობს საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს და ასევე იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ აიღო „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგითა“ და 2017-2018 წლების ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე.
მოდელის შემუშავების პროცესში შესწავლილ იქნა ევროპის ქვეყნებში (ბელგიის სამეფო, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო) არსებული მოდელები. თუმცა, ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი საკუთარი - ქართული მოდელი, რომელიც პირდაპირ არცერთ სხვა ქვეყანაში მოქმედ მოდელს არ ჰგავს, მაგრამ იგი დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყანაში არის მიღებული.
კერძოდ, უმნიშვნელოვანესი პრინციპია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მექანიზმის ინსტიტუციური და იერარქიული დამოუკიდებლობა, რაც სრულად უზრუნველყოფილია. აღნიშნული პრინციპი ასახულია სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის, ხელშეუხებლობისა და ანგარიშვალდებულების კომპონეტებში. ამასთან, ისევე, როგორც რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში (მაგალითად, ბელგიის სამეფო, ჩრდილოეთ ირლანდია) დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში წამყვანი როლი ენიჭება ქვეყნის პარლამენტს.
ბოლო წლებში საქართველოში დამკვიდრებული საკანონმდებლო ტრადიციის შესაბამისად, დაცულია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელის შერჩევის მრავალეტაპიანი პროცედურა, რომელშიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ეს კი უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, დემოკრატიულობასა და წარმომადგენლობითობას.
კანონპროექტებში ასახულია სხვა უმნიშვნელოვანესი პრინციპებიც, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა.
რელიზი:
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებების ზრდა მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაში; 14 წლამდე ბავშვთა დანაშაული და გადამისამართების მექანიზმები; ცვლილებები მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტში − ამ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს დღეს ორი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების სხდომას თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების პირველი ნაწილი კანონპროექტის განხილვას დაეთმო, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, შექმნას ითვალისწინებს. ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება; შესაძლო კანდიდატებიდან მას სახელმწიფო კომისია შეარჩევს. ინსპექტორი 5 წლის ვადით დაინიშნება და ის არცერთ სახელმწიფო უწყებას ან თანამდებობის პირს არ დაექვემდებარება.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმით აქვს აღებული. იგივე რეკომენდაციები ჰქონდათ როგორც ავტორიტეტულ საერთაშორისო მისიებს, ისე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს.
სხდომამ კიდევ ერთი ინიციატივა − ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების პროექტიც განიხილა. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და მის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება ის დანაშაულები, რომელთა შემთხვევაშიც პოლიციელის მიერშემაკავებელი ორდერის გამოცემა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების მითითება სავალდებულო ხდება. დანარჩენ შემთხვევაში, მსხვერპლს უფლება ექნება, მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა, უარის მიღების შემთხვევაში კი, პოლიციელის გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იქნება, განიხილოს იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები, მათ შორის, მისი დროებით ან სამუდამოდ ჩამორთმევის აუცილებლობა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა და შესაძლო დანაშაულის შედეგების თავიდან აცილებაა.
ღონისძიების მონაწილეებმა 14 წლამდე ბავშვთა დანაშაულის შესახებაც იმსჯელეს და რეფერალის მექანიზმის გაუმჯობესებისათვის საჭირო რეგულაციები განიხილეს. როგორც დღეს მოქმედი, ისე მანამდე არსებული რეგულაცია ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს, რაც სრულად შეესაბამება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ბავშვთა უფლებებით დაინტერესებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. რაც შეეხება უფრო მცირე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, ის გადამისამართების, რეფერალის მექანიზმის გაძლიერებას ითვალისწინებს. ამგვარი მიდგომის მიზანია როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების უფლებების, ინტერესებისა და საჭიროებების დაცვა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა, ისე ბავშვთა დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
შეხვედრის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილეს. ინიციატივის მიზანი სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებაა.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; სახალხო დამცველი.