From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Zaza Sopromadze; Noe Kinkladze
Subject : დმანისის გამოსყიდვა
Cc : m.songulashvili@rambler.ru; Mamuka Songulashvili; mdarakhvelidze@moh.gov.ge
Received On : 27.02.2018 12:42

 

ბატონო დავით, კოლეგებო, 
გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ შენიშვნა დაადო უწყებათაშორისი ოქმის მოწონების განკარგულებას დმანისის გამოსყიდვის ნაწილში. გიგზავნით შენიშვნის შინაარსს
 
 
 
რეზოლუცია: განსახილველად
თარიღი:20/02/2018 17:30
სტატუსი: დასრულებული
შედეგები:27/02/2018 10:57 - ვეთანხმები, შენიშვნებით - ,,სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2017 წლის 19 დეკემბრის №23 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ არსებული ფისკალური რესურსის ფარგლებში ვერ დავეთანხმებით დამატებითი სახსრების გამოყოფას დმანისის მუნიციპალიტეტისათვის. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში აქვს სხვა რეგიონული საავადმყოფოები, რომელთა გამოსყიდვაც განახორციელა სამინისტრომ და გააჩნია მათი ოპერირებისა და მართვის გამოცდილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოსყიდვა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. - ბახტაძე მამუკა (მინისტრი);
თარიღი: -

 


 პატივისცემით,

 

ნათია ხმალაძე