ევროინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში პარლამენტარებთან გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრებზეც განიხილა.
საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო რეფორმასა და აფგან მუხთარლის საქმეს. დეპუტატების ნაწილი აქცენტს ევროპაში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის, ნაწილი კი ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების, მათ შორის მედია და პოლიტიკურ პლურალიზმის განვითარების აუცილებლობაზე აკეთებდა.
„ჩვენ ვაღიარებთ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მკაფიოდ ვაცხადებთ -ურთიერთობა, რაც დღესაა საქართველოსა და ევროპას შორის, არ არის საბოლოო შედეგი. ვაცხადებთ, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს პერსპექტივა ევროკავშირის წევრი გახდეს. ვიმედოვნებ პარლამენტის ეს
პოზიცია სამიტზე დროს მიღებულ დეკლარაციაშიც აისახება,”-განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ.
საიდ კარიმი: შეხვედრაზე სხვა საკითხებს შორის საქართველოში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ მომხრეები ვართ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები. ვისაუბრეთ ადგილობრივ არჩევნებზეც. ამასთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის
კუთხით არსებულ პრობლემებზეც. მათ შორის, მუხთარლის საქმეზეც ვიმსჯელეთ. ის დიდ ინტერესს იწვევს პარლამენტარებს შორის. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ადგილზე დამკვირვებლები მუშაობენ და ჩვენ მათ დასკვნებს დაველოდებით.
"კურიერი 10 საათზე"