მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- იუსტიცია 21017 - იმის გათვალისწინებით, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების ვადამ 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება შესაბამის ნორმატიულ აქტებშიც, მათ შორის, ცვლილება შედის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურის ოდენობებში, გადახდის წესსა და მომსახურების ვადებში, რომლის მიხედვით, შესაბამისი ნორმების მოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვრით განისაზღვრება.
- საგარეო 20887 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით (შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში
ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს შორის სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის, მძიმე დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ, ბრძოლის გაძლიერებას).
- მთავრობა 21008 -
სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, 2019 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური
ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან.
- მთავრობა 20971 - 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლები (შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები)
ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას გათავისუფლდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის
დასმის ვალდებულებისაგან.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. - მთავრობა 20967 -
საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიეცემა თანხმობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 80 ერთეულით.
- მთავრობა 20961 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
ფიზიკური პირების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან ადმინისტრაციული ორგანოებისგან ელექტრონული ფორმით შემოტანილი და 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის EFLOW-ს მეშვეობით მომზადებული ელექტრონული
დოკუმენტი.
- ფინანსები 20945 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა დაინიშნება საქართველოს მხრიდან შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ალტერნატიულ მმართველად.
- ფინანსები 20940 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა დაინიშნება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხარის მმართველად, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი - აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხარის ალტერნატიულ მმართველად.
- ფინანსები 20937 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)“
დასაფინანსებლად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოდან (JICA) მისაღები სესხის თაობაზე.
- ფინანსები 20936 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა დაინიშნება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქართველოს მხარის მმართველად და საერთაშორისო
სავალუტო ფონდის ალტერნატიულ მმართველად.
- ფინანსები 20933 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გზების სარეაბილიტაციო ღონისძიების დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტებს
გამოეყოფად 20 000 000 ლარი.
- მერია 20911 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ქონების მართვის სააგენტო, 2019 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდება
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან.
ხელმოსაწერი:
- 21055 - ცვლილება შედის ტყითსარგებლობის წესში, პროექტი ითვალისწინებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოვლითი ღონისძიების განხორციელებას, ასევე მოვლითი ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის
განკარგვა - დასაწყობებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.
პროექტის მიზანია დაცული იქნას ტერიტორიების გაჯანსაღება და მისი ეკოლოგიური ფასეულობის შენარჩუნება. - 21053 - საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს დადებული „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლით აღიარებული ელექტროენერგიის ვალის
დაფარვის უზრუნველსაყოფად და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და „TURKISH ELECTRICITY TRADING AND CONTRACTING CO.“-ს შორის გასაფორმებელი ოქმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აპრილის N923 განკარგულების შესრულების მიზნით, ფინანსთა
სამინისტრო უზრუნველყოფს, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის განსაზღვრული ასიგნებების არაუმეტეს 4 000.0 ათასი ლარის შემცირების ხარჯზე ახალი პროგრამული კოდის „ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში აღიარებული ვალდებულებების დაფარვასთან
დაკავშირებული ღონისძიებები“ ასიგნებების გაზრდას.
- 21045 - ცვლილება შედის ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესში, რომლის მიხედვით, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები ტყის ეროვნული აღრიცხვის ჩატარებისთვის, რაც უზრუნველყოფს ტყის ბუნებრივი რესურსების
რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას და ამ მონაცემების საფუძველზე მონიტორინგსა და საერთაშორისო ანგარიშგებას.
- 21007 - ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმებს დანართის სახით დაემატა „ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ გადამუშავებული
ცხოველური ცილის (გარდა მოშენებული მწერებისაგან მიღებული ცილისა), რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის ნარევებისა და პროდუქტებისათვის, გარდა ასეთი ცილის შემცველი შინაური ბინადარი ცხოველების საკვებისა“ და „ვეტერინარული სერტიფიკატი
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ თევზის ზეთისათვის, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით“.
- 21006 - ცვლილება შედის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ ტექნიკურ
რეგლამენტში, რომლის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს მიეცემა შესაძლებლობა ნებაყოფლობით აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება.
- 21005 - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიეცემა თანხმობა, 2018 წლის განმავლობაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს
350 ერთეულით.
- 21004 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს
არაუმეტეს 47 ერთეულით.
- 21003 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას „The Frankfurter Buchmesse GmbH“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
- 21002 - სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება
არა უმეტეს 216 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 5 ერთეულით.
მთავრობასთან თანხმდება, სსიპ
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი. - 21001 - სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება
არა უმეტეს 216 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 5 ერთეულით.
მთავრობასთან თანხმდება, სსიპ
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი. - 21000 - ხელი ეწერება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის
№393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტს.
- 20998 - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხით“ განსაზღვრული იმ საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება, რომელთა იმპორტისას დარიცხული
დღგ-ის გადახდა განხორციელდება საქონლის გაშვებიდან 45 დღის ვადაში, ნუსხას ემატება ორი დასახელების საქონელი: ქარენერგეტიკული დანადგარი და სინათლის ენეგიაზე მომუშავე ფოტოელემენტებისაგან აწყობილი მოდული.
- 20996 - მთავრობასთან თანხმდება,
სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 20995 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნაწილში,
2022 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისგან.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე