| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები _ 01.06.18 |
| Received On : | 01.06.2018 07:03 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. 18020 - შპს „ეკო ფიშ ჯორჯიას‘‘ აღნაგობის უფლებით 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე 30 429 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: თევზსაშენი მეურნეობის მშენებლობა/მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება და ამ მიზნით არანაკლებ 1 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
2. ეკონომიკა 18019 - მყიდველს საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე უძრავი ნივთები, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამ მიზნით 2 830 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
3. ეკონომიკა 18018 - ცაგერის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, მოიპოვოს 7200 მ3 კირქვის ღორღი და შეუფერხებლად განახორციელოს შიდა სასოფლო გზების, წყალსადენების, ხიდ-ბოგირების და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობის სამუშაოები.
4. ეკონომიკა 18017 - შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტ-პლიუსს“ საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება, 375 სკოლის მოსწავლის სწავლისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნისა და ფუნქციონირების დაწყებისა და ამ მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით.
5. ეკონომიკა 17935 - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (დასასვენებელი პარკი), რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილად.
6. გარემო 17902 - სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოეყოფა მიჩენილი უბანი და მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს სასაზღვრო სექტორი „სულდას“ მშენებლობა/შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტეგრირებულ მართვაში.
7. გარემო 17856 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს (SSM) შორის გასაფორმებელი თანამშრომლობის ოქმის პროექტი - „ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა“ (“Nuclear Safety Cooperation with Georgia”).
ხელმოსაწერია:
1. 18011 - მტკიცდება მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების შესახებ, რომელიც ადგენს მოთხოვნებს სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
წესი მიზნად ისახავს სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
2. 18008 - წყდება „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე“ შეთანხმების მოქმედება.
3. 17995 - პროექტი უზრუნველყოფს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციას ფონდის საქმიანობის პროცესში.
4. 17928 - ცვლილება შედის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სახელწოდებად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; პროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის განმარტების დამატებას; პროექტი ითვალისწინებს საგრანტო პროექტის კრიტერიუმების შეცვლას, კერძოდ, პროექტის შეფასებისათვის გამოყენებული იქნება 9 ქულიანი სისტემა (A/B/C), რაც შესაბამისობაშია ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების და ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასების ანალოგიური კრიტერიუმებთან და სხვა.
5. 17890 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა ა(ა)იპ - „ბავშვი და გარემოს“, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს - „World Vision International-ის ფილიალი საქართველოში“, ა(ა)იპ - „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს“ და ა(ა)იპ - „სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრს აისს“ უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, უვადო სარგებლობაში გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები (სახელმძღვანელოები).
6. 17872 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ: სსიპ - პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“; სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ მიეცემა თანხმობა განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
7. 17867 – საქართველოს მთავარ პროკურატურას მიეცემა თანხმობა განახორციელოს ოპერატიული დანიშნულების მსუბუქი ავტომანქანა (სედანი) სახელმწიფო შესყიდვა.
8. 17866 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესებში.
9. 17862 - ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2019 წლის 1 იანვრამდე, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 29 ერთეულით. ამასთან, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 44 ერთეულით.
10. 17861 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესში.
11. 17858 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესში.
12. 17855 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესებში.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე