From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები _22.03.2018
Received On : 22.03.2018 07:18

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ეკონომიკა 8887 - ფ/პ ტარიელ ფაღავას მყიდველს, 400 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქუჩა N12-ში (ფარჩხები) მდებარე 5436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: 2018 წლის 18 აპრილამდე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ქონებაზე ან/და მის ნაწილზე სასტუმრო კომპლექსის შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ეზოს კეთილმოწყობა  და ფუნქციონირების დაწყება და ამ მიზნით, არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

2.      ეკონომიკა 8885 - შპს „ვექტრუმ 2015“-ს  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 124 442 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

რაც ხელს  შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

3.      ეკონომიკა 8882 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში მდებარე 43062 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაგეგმილია ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზის მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

4.      გარემო 8874 - მტკიცდება აგროდაზღვევის პროგრამა.

პროექტის მიღებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მოსავლის დაზღვევით და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც მოყვება სტიქიურ მოვლენებს.

5.      გარემო 8871 -  სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, დამხმარე და არამუდმივ ამოცანების შესასრულებლად  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს   1123  ერთეულით.

6.      ეკონომიკა 8837 - „რკ ძამის კარიბჭეს” იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე 35 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 800.3446 ჰა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ქარელის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

7.      ეკონომიკა 8836 - „რკ კვეტერას” იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 24 ერთეული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 309.7394 ჰა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ქარელის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

8.      კულტურა 8829 - ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებამდე, სათანადო ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებამდე დაწესდება გარკვეული შეზღუდვები (მ.შ. მშენებლობის ნებართვის გაცემა, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა).

9.      საგარეო 8785 - მთავრობასთან თანხმდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი.

10.  იუსტიციის სამინისტრო  8898  - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივ სარგოები.

11.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარება 8900  - წესდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესის და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიებზე დანართით განსაზღვრული დროებითი შეზღუდვები.

12.  ფინანსთა  8901 -  ისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები, უზრუნველყოფილ იქნება შემოსავლების სამსახურის ცალკეულ თანამშრომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა.

13.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურა  8902  - მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში წევრის სახით ემატება  ზურაბ სეხნიაშვილი - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი.

14.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარება 8905 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, მდ. კინტრიშის მიმდებარედ არსებული 16433 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1  ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „ნ.გ. ჰოლდინგს“.

15.  საქართველოს მთავრობა   8929 - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცემა უფლება ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის შრომის ანაზღაურების ხარჯები დააფინანსოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

16.   რეგიონული 8981 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები  და შრომის ანაზღაურების ფონდი.

17.  ეკონომიკა 8983 - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ,,რეგულირების საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად ინიშნებიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, ეკატერინე მიქაბაძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ირმა ქავთარაძე, რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი.

18.   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურა 8987  - მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 15 სოფელს.

პროექტი გადაგზავნილია შესათანხმებლად ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, ვინაიდან ეს გამოიწვევს სოციალური შეღავათების გავრცელებას (პენსიები, სამედიცინო პერსონალზე დანამატი და ა.შ.).

19.  ეკონომიკა 9038 - საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტებში ჩართულ უწყებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ევალებათ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხელშესაწყობად აუცილებელი ღონისძიებების, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის/ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების რეგისტრაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების  შეუფერხებლად და დაჩქარებულ ვადებში განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

20.  ეკონომიკა 9037 - ქ. თბილისში, ლეონიძის ქუჩა N3-ში არსებული 118.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 144 314 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტს“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24  თვის ვადაში,  გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე საბაგიროს საყრდენის განთავსების მიზნით.

21.  ეკონომიკა 9031 - შპს „ქართულ ჩაი ჩემპიონს“  იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე 565510 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 2828 ლარად.

რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი‘‘-თ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

22.  განათლება 9013 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ფართის (112 კვ.მ.) იჯარის თანხის (55375.25 ევროს ექვივალენტი ლარში) გადახდას.



ხელმოსაწერია:

  1. 9015 -  გივი ჭიჭინაძე  თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობიდან 2018 წლის 23 მარტიდან.


პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე