From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხების შეთანხმება _ 08.05.18
Received On : 08.05.2018 07:18

           ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    ეკონომიკა 14546 - ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“. ქონება გამოყენებული იქნება სატრანსფორმატორო პუნქტების განთავსების მიზნით.

2.    შსს 14542 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა არა უმეტეს 2 000 000 ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების  სახელმწიფო შესყიდვაზე.

3.    გარემო 14513  - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის მიხედვით, პროგრამას ემატება კენკროვანი კულტურის დაფინანსების ქვეკომპონენტი, იზრდება პროგრამის მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლები.

4.    გარემო 14512 - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს  მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სამი ერთეული ციკლური მოხმარების აკუმულატორის დამტენის სახელმწიფო შესყიდვა.

5.    მთავრობა 14501 - მთავრობის ცნობად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო ავტომობილის საქართველოში შექმნასთან დაკავშირებით გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

6.    შსს 14492 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამინისტროში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურაში ახალი ინსტიტუტის „მართლწესრიგის ოფიცრის“ დასანერგად საჭირო სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7.    ლტოლვილები 14470 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროექტი - „ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების იდენტიფიკაცია და აღრიცხვა-დეკლარირება“.

8.    ლტოლვილები 14467 - ცვლილება შედის, „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის“, რომლის თანახმადაც ნაცვლად 10 მეწარმე სუბიექტისა დაფინანსებული იქნება 20 მეწარმე სუბიექტი, იმ პირობით, რომ თითოეული დაასაქმებს ადგილობრივ მაცხოვრებელ მინიმუმ ერთ პირს. შესაბამისად, დამატებით დასაქმებული იქნება მინიმუმ 20 პირი. შესაბამისად, ამ პროგრამას მოხმარდება ნაცვლად 100 000 ლარისა 212 000 ლარი. შედეგად, დევნილის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის და დევნილის მიერ მართული საწარმოსათვის  შეძენილი იქნება დანადგარები, აღჭურვილობა და ნებისმიერი ქონება, რომელიც მეწარმე სუბიექტს ესაჭიროება.
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განახორციელებს „სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულ დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობას, მათთვის სახელობო იარაღების გადაცემის გზით”, რომელიც გავრცელდება არა მხოლოდ იმ დევნილ სტუდენტებზე, რომლებმაც დაამთავრეს სწავლა პროფესიულ პროგრამებზე სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ, დევნილებზე, რომლებიც „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაიარეს მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

9.    ეკონომიკა 14414 - გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზიარში 1980-1990-იან წლებში განთავსებული იყო ორგანიზაცია „ალაზანმშენი“. აღნიშნული ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ, წლების განმავლობაში, ხსენებულ შენობებში არსებული საცხოვრებელი ფართები დაიკავეს  „ალაზანმშენში“ დასაქმებულმა პირებმა,  რომლებსაც, პროექტის მიხედვით სიმბოლურ ფასად გადაეცემათ აღნიშნული უძრავი ქონება.

10. ეკონომიკა 14412 - ორი ერთეული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC200“ საიდ. კოდით JTMHT05J305067349 და „ჰიუნდაი IX 55“ საიდ. კოდით  KMHNU81CDAU125635 პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა დაზარალებულ ფიზიკურ პირს, ემზარ ბასილაიას, რომელიც უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

11. მთავრობა14380 - ცვლილება შედის  პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება. გარდა ამისა, ამავე ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრება, რომ თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე, რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტი.  საშტატო ნუსხის შედგენის პროცესში, მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას აუცილებელია მისი თანხმობა.

განისაზღვრა საჯარო დაწესებულების ვალდებულება ითანამშრომლოს ბიუროსთან შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის პროცესში, ბიურო უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს, იმავე საჯარო დაწესებულებაში მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.

თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (მოქმედი აქტი, მოხელის უარის  შემთხვევაში არ ითვალისწინებდა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას).

ტერმინი ,,გასამრჯელო‘‘ იცვლება ,,ანაზღაურებით‘‘.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

12. გარემო 14364 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი ,,ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები“.

დგინდება ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების საქმიანობების მიმართ შესაბამისი მოთხოვნები, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად.

 

პროექტი შეთანხმებული იყო ჯანდაცვის დეპარტამენტთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნია.



ხელმოსაწერია:

1.      14531 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2.      14529 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ბელიზის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
3.  14487 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების  (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა) “ ცვლილება №1“.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე