| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_02.04.18 |
| Received On : | 02.04.2018 12:37 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1.
ეკონომიკა 10194 - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესის და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიებზე წესდება დროებითი შეზღუდვები.
2.
ეკონომიკა 10192 - შპს „ბათუმი თაუერს“ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული
მოძრავი ქონება, კერძოდ, „მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე,
გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობის/რეკონსტრუქციის და მისი მოწყობა-აღჭურვის წარმოების პროცესში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 15 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
3.
ეკონომიკა 10190 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს მიენიჭება უფლებამოსილება, არტისტებისა და მუსიკალურ შემსრულებლების მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4.
ფინანსები 10189 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მიეცემა თანხმობა, საქართველოს სახელით დადოს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი“-ს დასაფინანსებლად, საქართველოსა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს (СEB) შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ჩარჩო სასესხო შეთანხმების
ცვლილება N1.
სესხის თანხა დაფარავს ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია შენობების სრულ რეაბილიტაცია-გამაგრებასთან, ხოლო გრანტით დაფინანსდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებები.
5.
განათლება 10188 - სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
6. განათლება 10187 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს ქსელების (UTP ქსელის კაბელი და 7000 ცალი RJ-45 კონექტორი) სახელმწიფო შესყიდვა.
7. ეკონომიკა 10186 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „მარჯს“, შპს „საერთაშორისო სახლს“, შპს „უტას“, შპს „ოპერა პლაზას“ ანა ნიშნიანიძეს, ბესარიონ რამიშვილს, გიორგი
ზაალიშვილს, თამარ ნიშნიანიძეს, კონსტანტინე ჩიქოვანს, ლევან გოჩიაშვილს და ქრისტინე გურჯიძეს შორის გასაფორმებელი ნასყიდობისა და მიწის ნაკვეთების გამიჯვნის ხელშეკრულების პროექტი.
8.
ეკონომიკა 10180 - შპს „არიკს“ აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 44652 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს
ერთი წლის ვადაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 6000 მ3 საერთო მოცულობის წყლის რეზერვუარების მოწყობის პირობით.
9.
თავდაცვა 10177 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით, განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
10.
მთავრობა 10217 - მთავრობასთან თანხმდება "სსიპ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტების მოწონების შესახებ" საქართველო მთავრობის განკარგულების პროექტი.
პროექტის ფარგლებში მოხდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლების გადამზადება.
11.
ფინანსები 10162 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „თიბისი ბანკისთვის“ არა უმეტეს 50 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიცემის თაობაზე.
12. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 10156 -
წარმოდგენილია სამშვიდობო ინიციატივა - ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ.
წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია სავაჭრო ურთიერთობების წახალისება, გამარტივება და გაფართოება გამყოფი ხაზის გასწვრივ ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.
ინიციატივა ითვალისწინებს, მომსახურების ერთიანი ცენტრის მოწყობას სოფ. რუხთან, სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს და მის ირგვლივ დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარების სტიმულირებას. მომსახურების ერთიანი ცენტრი შეითავსებს ისეთ ფუნქციებს, როგორიც არის: · მეწარმის გამარტივებული
რეგისტრაცია (მათ შორის, პირადი ნომრით რეგისტრირებული პირებისთვის); ·საქონლის სერტიფიცირება, საექსპორტო-საიმპორტო დოკუმენტაციის შექმნა-გაფორმება, ლოგისტიკური ცენტრი (საქონლის ჩატვირთვა- გადმოტვირთვა, შენახვა გადაადგილების უზრუნველყოფა); ·ფიტოსანიტარიული შემოწმება
და ლაბორატორიული კვლევა; ·სურსათის უვნებლობის შესახებ სპეციალური სერტიფიკატის გაცემა; მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი · საქართველოდან ექსპორტის დოკუმენტაციის უფასო გაფორმება;
· სანოტარო მომსახურება; ·საბანკო და საფინანსო მომსახურება; ·საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი; · მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.
13.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 10149 -
წარმოდგენილია სამშვიდობო ინიციატივა: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება.
წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ასახავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და მიდგომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და
გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომობას, ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
14. გარემო 10144 - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო – მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების და მათი გამხსნელების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
15. ეკონომიკა 10133 - მთავრობასთან თანხმდება,
შპს „საქაერონავიგაციას“ და Entry Point North AB-ს შორის საქაერონავიგაციის 12 თანამშრომელის ინსტრუქტორად გადამზადების „Train the Trainer” სწავლების კურსის ხელშეკრულების პროექტი.
16. ეკონომიკა 10073 - შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას’’ მიეცემა შესაძლებლობა, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოიპოვოს საშენი მასალა (165 000 კბ.მ ანდეზიტ- პორფირიტი/ანდეზიტო-ბაზალტი) და შესაბამისად, შეუფერხებლად განახორციელოს ქ.
ბათუმში ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობის პროექტი.
17. გარემო 10059 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 133 ერთეულით.
18. განათლება 10056 - სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, რომ მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, გადასცეს ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას.
19. მთავრობა 10055 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიეცემა თანხმობა, არა უმეტეს 9605
ლარის ფარგლებში, 9 ერთეული უსადენო დაშვების წერტილის (Wifi Access Point) ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე.
20. კულტურა 10053 - თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს - წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
21. თავდაცვა 9908 - მთავრობასთან თანხმდება, „შეთანხმება ნატოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წვრთნებისა და შეფასების
ერთობლივი ცენტრის სატრანსპორტო საშუალებები“, პროექტის განხორციელების შესახებ“.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე