| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_04.01.2018 |
| Received On : | 04.01.2018 06:40 |
ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. მთავრობა 40099 - 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო, მტკიცდება საბჭოს შემადგენლობა და დებულება.
საბჭო შემადგენლობაში, წევრის სტატუსით შედის ბატონი დავით სერგეენკო, ხელმძღვანელობს - ბატონი გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული მდივანი. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.
საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია
ა) „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ შესაბამისად შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაგეგმვის, შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში;
გ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს;
დ) განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში;
ე) ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;
ვ) ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს მათი შესრულების საბოლოო შეფასებას და ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ზ) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ეკონომიკა 659 - უძრავი ქონება მცხეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
3. ეკონომიკა 652 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე 137 481.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადაეცემა შპს „ქართული თევზის კომპანია სო & კო“-ს, რომელიც უზრუნველყოფს თევზის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსის შექმნას, რისთვისაც განხორციელდება არანაკლებ 4 680 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია.
4. ფინანსები 39937 - პროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, დაკორექტირდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების მიზნით საშტატო ნუსხის დანართი. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით განისაზღვრება, რომ წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული დებულებების აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მობილიზებული კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
პროექტი შეთანხმდა ეკონომიკურ დეპარტამენტთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
5. ფინანსები 39936 - პროექტით განსაზღვრული წესით და განსაზღვრულ ვადებში საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უნდა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოების და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება 2018 წლის 20 იანვრამდე დადგენილების პროექტის №1 დანართის შესაბამისად. პროექტით განისაზღვრება დამტკიცებულ საშტატო ნუსხებში, თანამდებობრივ სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდში ცვლილების შეტანის წესი.
პროექტი შეთანხმდა ეკონომიკურ დეპარტამენტთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე