| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_04.06.18 |
| Received On : | 04.06.2018 08:25 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. საგარეო 17438 - საქართველოს მიერ ,,გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ‘‘ შუალედური ანგარიშის ადამიანის უფლებათა საბჭოში წარდგენის ვალდებულების შესრულების მიზნით მომზადდა შუალედური ანგარიში.
პროექტი შეთანხმდა, სოციალურ, ჯანდაცვისა და დასაქმების დეპარტამენტებთან, მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად არის გათვალისწინებული.
2.
ეკონომიკა 18140 - ფ/პ გიორგი ნიკოლაიშვილს, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში მდებარე 1224 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 153 000 ლარის ოდენობით, მყიდველმა იკისრა
ვალდებულება არანაკლებ 12 ნომრის მქონე სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
3.
ეკონომიკა 18139 - შპს „კატევე ხობს“ მყიდველს, 200 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტში სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 207.83 ჰა). მყიდველმა იკისრა ქონების არანაკლებ 90%-ზე თხილის პლანტაციის
გაშენება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
4.
ეკონომიკა 18138 - შპს „კამარა ექსპრესს“ 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში მდებარე 5 729 კვ.მ, 6 587 კვ.მ და 14 213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კომპანიამ იკისრა ქონებაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შემქნა და წარმოების დაწყება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
5. ეკონომიკა 18136 - მტკიცდება საქართველოსა და რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა.
6. ეკონომიკა 18132 - შუახევის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
7. კულტურა 18096 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მიეცეთ უფლება, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სადაც 2017 წელთან შედარებით ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზრდა, სხვაობა დაფინანსდეს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.
8. კულტურა 18092 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
9. იუსტიცია 18091 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − „იუსტიციის სახლს“, „სმართ ლოჯიქს“, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ − მიეცეთ თანხმობა, განახორციელონ შესყიდვის ობიექტების (ავტომანქანები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა) სახელმწიფო შესყიდვები.
10. ფინანსები 18072 - ცვლილება შედის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდებში, რომლის მიხედვით, ნუსხას ემატება ორი დასახელების საქონელი: ქარენერგეტიკული დანადგარი და სინათლის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელემენტებისაგან აწყობილი მოდული, აღნიშნულ სეს ესენ კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისას დარიცხული დღგ-ის გადახდა განხორციელდება საქონლის გაშვებიდან 45 დღის ვადაში.
ხელმოსაწერია:
პროექტის მიზანია საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური საქმიანობის რეგულირების და კონტროლის მექანიზმისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე