| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_05.01.2018 |
| Received On : | 05.01.2018 07:24 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 998 - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე - „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირმა ქავთარაძე.
2. რეგიონული 951 - აბაშის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება დარჩენილი ეკონომიის ნაწილი - 582 300 ლარი მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
3. მთავრობა 948 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრება 39 ერთეულით.
4. მთავრობა 943 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტისათვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვისაგან გამონაკლისის დაშვებას, საქართველოს პარლამენტს მიეცემა უფლება განსაზღვროს საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
5. გარემო 911 - „ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ ემატება ქვეკომპონენტი - ,, შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის “ - დამატების მიზანს წარმოადგენს კერძო სექტორის საკუთრებაში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის გაზრდა.
6. გარემო 885 - ცვლილება შედის დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით:
დაფასოებული სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს სსიპ - სურსათის სააგენტო, საქართველოს ტერიტორიაზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის დროს და საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას , ხოლო დაფასოებული წყალს კატეგორიებს „ნატურალური მინერალური წყალი “, „წყაროს წყალი “ და „ სუფრის წყალი“ მიანიჭებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.
სავალდებულო იქნება ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ეტიკეტზე განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია: ჩამოსხმული წყლის აღწერა ( არაგაზირებული, ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი ), სპეციფიური კომპონენტების დასახელება და რაოდენობა, ადგილი, სადაც ხდება წყლის მოპოვება, ექსპლუატაცია და წყაროს დასახელება, ინფორმაცია წყლის ნებისმიერი დამუშავების შესახებ.
იკრძალება ერთი და იმავე წყაროდან ჩამოსხმული წყლის რეალიზაცია ერთზე მეტი კომერციული /სავაჭრო დასახელებით, ეტიკეტზე ისეთი აღნიშვნების, დასახელებების, სავაჭრო ნიშნების, ილუსტრაციების, სიმბოლოების და სხვა ნიშნების გამოყენება.
ტერმინი „ბიზნესოპერატორი“ შეიცვალა ტერმინით „მწარმოებელი“.
7. რეგიონული 863 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს 2017-2018 წწ სახელმწიფო ბიუჯეტ ებით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
8. რეგიონული 862 - „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის ვალდებულების (ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და პროექტირება) შესრულების დრო განისაზღვრება 2017-2019 წლები თ .
9. რეგიონული 859 – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ს განახორციელებს 2018 წ სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
10. გარემო 851 - შპს ,,შარა-გზამშენი პირველი"-ს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით , სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 8306 კვ.მ. მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე- მცენარეების ჭრის გარეშე) ვადა განესაზღვრება 2029 წლის 16 იანვრამდე.
11. გარემო 849 - შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიენიჭება უფლება , ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „ წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1 „უხრავი“ და 1 „ჩვეულებრივი წაბლი“ და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.
12. გარემო 846 - მტკიცდება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი, რომელიც განსაზღვრავს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების სამართლებრივ საფუძვლებ ს და პროცედურებ ს და და არეგულირებს სურსათის /ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს.
13. გარემო 844 - ცვლილება შედის „ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებსა და მათი გაცემის წესში, რომლის მიხედვით, „საქართველოდან ევროკავშირში ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით გადაადგილებისათვის“ ვეტერინარული სერტიფიკატი შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის მოთხოვნებთან.
14. გარემო 842 - პროექტი ითვალისწინებს „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ა( ა) იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გადასახდელი შპს „ გორის სასათბურე მეურნეობის“ 100 %- იანი წილის ნასყიდობის თანხის ჩამოწერას.
15. გარემო 840 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა უფლება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცი ისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საბჭო შემადგენლობაში, წევრის სტატუსით შედის ბატონი დავით სერგეენკო, ხელმძღვანელობს - ბატონი გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული მდივანი. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.
საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია
ა) „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ შესაბამისად შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაგეგმვის, შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში;
გ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს;
დ) განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში;
ე) ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;
ვ) ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს მათი შესრულების საბოლოო შეფასებას და ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ზ) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე